მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
ძალიან მინდა სამყაროს ყველა ფერი დავინახო და ყველა ფერი ვიგრძნო… ცხოვრება ძალიან ფერადი და ლამაზია.....უბრალოდ ზოგჯერ ჩვენს სულში ბნელდება… სიცოცხლე გამოცდაა,ძნელი და სასტიკი, თან ამ გამოცდას უშეცდომოდ ვერავინ აბარებს…
ვიღაც ალბათ მოკვდა მე რომ დავიბადე,…ის წავიდა და მე დამითმო თავისი ადგილი ამ ცხოვრებაში… მაინტერესებს, რომ დავიბადე რატომ ვტიროდი? ... იქნებ იმიტომ, რომ არ მინდოდა აქაურობის დანახვა და წინასწარ ვიცოდი, რომ უსაშველო ტკივილის მეტი არაფერი მელოდა აქ… ან იქნებ იმიტომ, რომ წინასწარ ვიცოდი, მალე უნდა წავსულიყავი უკან … მოვა დრო და ამ კითხვაზე პასუხს საკუთარ თავს თავად გავცემ.... თუ სიკვდილს ღიმილით შევხვდები, მაშინ აქ მოსვლა მწყენია ... თუ ჩავებღაუჭები სიცოცხლეს , მაშინ დროის უკმარისობა დამიტირია დაბადებიდანვე ...
სანამ ამას გავიგებ მოდი გეტყვი რას ვგრძნობ….
ასე არ შეიძლება!!! არ უნდა ხდებოდეს ასე… არც ვიცი გავბრაზდე, მეწყინოს, ვიტირო თუ რა ვქნა… ეს ყველა ემოცია ერთად მავსებს……არადა რა კარგად დამთავრდა წელი და დაიწყო ახალი ….რა სასიამოვნოდ ვითარდებოდა მოვლენები… შეიძლება ვერ გნახულობდი ყოველდღე, არ მირეკავდი ხშირად, მაგრამ მართლა ძალიან ძალიან მიყვარხარ, უფრო სწორად მიყვარდი, რადგან აღარ …თუმცა მე ხომ არ შევწყვეტ შენს სიყვარულს… ისევ მიყვარხარ..
მეშინია.... უშენოდ დავიკარგები… შენთან მინდა…ალბათ გეცინება…მეტყ
...
Read More
|
როცა შენი თვალები იძინებენ, მახსენდება ტბა და მის ირგვლივ ძალიან მწვანე მინდვრები. სეზონია უცხო, ტბა ყვავის ამ დროს. ამ დროს მასში ათასფერი ყვავილები იფურჩქნებიან. მიჰყვებიან შიდა დინებებს, არწევენ ერთმანეთს და მე ვიცი, თუ ძალიან ჩუმად ვიჯდები, თუკი რამდენიმე წამს სუნთქვასაც შევწყვეტ, გავიგონებ მათ საოცარ იავ-ნანას... ხმას... ეს ხმა, ძვირფასო, ეს ხმა არ ჰგავს არაფერს. გამთენიისას, როცა შენს თვალებში სიზმრები წვებიან, მახსენდება თოვლით დაფარული მწვერვალები და მდინარის დაბადება... როგორ მირაკრაკებს უზარმაზარ ქვაბულში ძალა, როგორ იზრდება და თავაწყვეტით ეშვება დაღმა... მის გარშემო წითელ-ყვითელი ყვავილები იშმუშნებიან და კისკისებენ, უცაბედად პატარა წვეთი რომ გადმოსცდება ჯერ კიდევ ჩვილს. ეს მდინარე, ჩემო ძვირფასო, არა ჰგავს არცერთ სხვა მდინარეს... გამთენიისას... როცა შენს თვალებში... აჰ, რომ იცოდე, რამდენი რამე მახსენდება, გამთენიისას- როდესაც შენი თვალებიდან ოცნებები იპარებიან და ხელის გულზე მისხდებიან, და ჩვენ ვიწყებთ ჩურჩულს, შეთქმულებივით ვფრთხილობთ, ვუთვალთვალებთ შენს გულისცემას, გითვლით სუნთქვას...
შენ კიდევ გიკვირს, რატომ არ მძინავს გამთენიისას?
|
მე ვერ ვხვდები ხოლმე ცა რაში ჭირდებათ,იმიტო რო მე მიწა მჭირდება
მიწაზე მყარად ვარ
ცაზე ვერსად ვერ დავდგები,მით უმეტეს მყარად. . .
მაგრამ ჩვენი კიდურებით მხოლოდ სიარული შეიძლება
სამაგიეროდ ჩიტებს ფრთები აქვთ
და ცა იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის მიწა.
და ჩიტებიც სახლებს მიწაზე იშენებენ. . .
როდესმე ჩვენც რო აღმოგვაჩნდეს ფრთები და ფრენის უნარი,მაინც უკან დავბრუნდებით
მიწაზე. რა უნდა აკეთოს ადამიანმა ცაში? თავისუფლებით დატკბეს?
მაინც ვფიქრობ რომ ყველაფერი ცამდე ადის, და ფინიშიც სწორედ ცაა. მგზავრობიდან დაღლილები სწორედ იქ ვისვენებთ.
როდესმე გითქვამს მიწამდე მიყვარსო? არა,მაგრამ მე არც ის მითქვამს,ცამდე მიყვარს თქო მე ვამბობ ხოლმე, ვგრძნობ,მჭირდება, ჩემია და მიყვარს.
სამაგიეროდ,როცა მიყვარს ხოლმე,მიწაზე უფრო მყარად ვდგავარ და ცაში უფრო ხშირად ვიყურები. . .
მე ვამბობ ცამდე ეს ნიშნავს ყველაზე მეტად_
როცა მიყვარს ფრთებიც მაქვს _
სახლიც იქ მაქვს_
სახლი ცაში არასდროს მქონია ცაში იმედები მაქვს ხოლმე როცა წვიმა მინდა, მისი მოსვლის იმედი ცაშია როცა თოვლი,მაგისიც
გალები ცას ისრებს უშენდნენ როცა წვიმა მოდიოდა.
ახლა როცა ჩემს მიწაზე, სახლში უნდა დავბრუნდე,ამისთვისაც ცა მინდა.
შენი გზა სახლამდე_ცაზე გადის.
ჩემი გზები დახლართულია და როცა ვიკარგები, ცა მჭირდება დახლართულობიდან გამოსასვლელად
ახლა მომინდა,
...
Read More
|
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები, შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი, სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო.
მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.
სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა, სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა.
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი, სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც მივეახლე კითხვიანი თვალებით, სიყვარულით ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები.
შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული, ციცქნა გოგოს ისიც მისთვის ჰქონდა გადადებული.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
1983, 7 მარტი.ბათუმი
|
ყვავილი ამოდის, ყვავილი ჭკნება, და ისევ ამოდის. შვიდი წლის ვიყავი საშინაო წერას რომ ვწერდი თან ფანჯარაში ვუყურებდი ჩიტებს და ამინდის ცვალებადობას. ვთვლიდი ჩიტებს, რვეულში წერტილებს მე ვსვამდი ყოველ გადათვლილ ჩიტზე ვითვლიდი თითზე და ვღებულობდი ჩემთვის ახალ ციფრებს თითებზე. დღეს ამ ჩიტების შვილიშვილებს ვხედავ იმავე ფანჯარაში და კვლავ იგივე წყობით ფრინავენ ჩიტები ადრე თითებზე რომ დავაბინადრე. ყვავილი ამოდის, ყვავილი ჭკნება, და ისევ ამოდის. ორ დილას შუა ღამე წვება-ყვავილი ჭკნება. ორ სიკვდილს შორის სიცოცხლეა და თოვლი დნება ყვავილი ყვავის. შეღამდებოდა და დაორთქლილ მინაზე თითით მე ჩემს საკუთარ სახელს ვწერდი ნაწერის იქით მოჩანდა დიდი ვარსკვლავები, რომელთაც ვთვლიდი იმავე თითით ღამის ყვავილებს, დილით რომ ქრება. ახლა ვდგავარ და ფანჯრის რაფაზე ქვის ყვავილებს ვრწყავ ოცდაექვსი წელიწადია რომელიც ამოდის, მერე ჭკნება და ისევ ამოდის. ყვავილი - ჩიტი.
|
სანგვინიკური ტემპერამენტი
სიტყვა სანგვინიკი მოდის ლათინური სიტყვიდან "სანგუის"(ლათ. Sanguis), რაც სისხლს ნიშნავს. ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ ამ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში სითხეებს შორის სისხლის სიჭარბე. ამ ტიპის ადამიანში გრძნობები ადვილად აღმოცენდება. შედარებით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენაც მასში გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ამგვარად, სანგვინიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა, ე.ი. ადვილი და სწრაფი აღმოცენება, მაგრამ სწრაფი წარმავლობაც. ამასთანავე მას ახასიათებს სიამოვნების ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება, ანუ ის უფრო დადებით გრძნობებისაკენ მიედრეკება. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. ასევე ცხოვრებაშიც ძირითადად კარგ მხარეებს ამჩნევს. ადამიანის მიმართ უფრო სიმპატიითა განწყობილი, ვიდრე ანტიპატიით. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, პირიქით, მისთვის დამახასია
...
Read More
|
ღამდება... სადაცაა დღე ღამეს ასპარეზს დაუთმობს და თბილისი მთვარის მელანქოლიურუ ბზინვარებით ვერცხლისფერ ბურუსში გაეხვევა... ქართლის დედა გადმოხედავს ქალაქს და ილოცებს მისთვის სამარადისოდ... ვარსკვლავებით მოფენილ-მოჭედილი ცა თითქოსდა რაღაცას გვპირდება მაგრამ ამაოდ, ისევ,ისევ ძალიან მენატრები მას შემდეგ რაც თვალი მოვავლე შენს ცრემლით სავსე თვალებს და დამტოვე მეც შენსავით თვალცრემლიანი.... ახლა შენთან ჩემს ნაცვლად სხვა მოვიდა... ხელახლა განათდა ცა, კვლავ წამოვიდა გაზაფხულის სურნელოვანი წვიმა... გარშემო ჩამოწოლილი სიმყუდროვე არ მაძლევს იმის საშუალებას რომ შენზე არ ვიფიქრო, არ გინატრო... და არ გიოცნებო... გინატრებ მხოლოდ მაშინ როცა პიკს მიაღწევს სურვილი შენი, გამახსენდები და კვლავ ავტირდები, ისე როგორც ჩვენი განშორების ჟამს, მაგრამ გაივლის დრო და ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი... შენ ერთგული და ლამაზი ქმარი, მე- ერთ დროს შენზე უიმედოდ შეყვარებული
უბრალოდ ერთ რამეს გთხოვ! გინატრებ....., გინატრებ მაშინ როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის, ან როცა გულში ჩამიდგება მე შენსკენ ლტოლვა, ან თუნდაც მაშინ როცა მე შენზე გაუსაძლისი ტკივილი დამღლის.... * * * არხოტის ცასავით ლურჯი გაქ თვალები მშვენებით მოგავხარ სალი კლდის ავაზას მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები ვაჟები
...
Read More
|
მე იმ მონატრებას ვერ ველევი რომელიც მტანჯავს ის სიყვარული მენატრება რომელიც არ ჩანს მე მიყვარარს წვიმა წვიმის წვეთები შენზე პიქრები და ჩუმი ცრემლები....
ხეებმა გვითხრეს დავიხლართეთო შენზე ოცნებას აქეთ უვლია მაგრამ თვალებში აღარ ჩამხედო თვალებში მხოლოდ სიყვარულია.....
X X X პეპელას სანთელი უყვარდა დაჰფარფატებდა თავზედა კოცნა მოუნდა აკოცა დაიწვა სანთლის ალზედა სანთელსაც გული ჰქონია ცრემლი მოადგა თვალზედა .... სიკვდილიც კარგი ყოფილა სატრფოს მხურვალე ტანზედა...
X X X ეკლიან გზაზე ძნელია გავლა სიყვარულზე როცა ფიქრობ ძნელია სწავლა....
X X X
ვარსკვლავი ბევრია მთვარე კი ერთ სიცრუე ბევრია სიმართლე ერთი ამ ქვეყანაზე ხარ ერთადერთი ჩემო სიცოცხლე გპარავდეს ღმერთი....
|
მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული, - შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას...
მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და კიდევ, საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე მუდამ ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...
მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...
ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით.... ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ მთელი გულით, მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს!!!
|
არა და... ყველაზე ღრმა ფიქრებს ვიღებ და ვალაგებ ფურცელზე ქაოსურად... მე ის მჭირდება... მე მეგონა,რომ მასაც... მე მივხვდი... მე აღარაფერი მინდა... სხვა ვისთან ვიყო გულახდილი,თუ არა საყვარელ კალამთან და ფურცელთან?... ხო,და კიდევ ამ გრძნობების მკითხველთან... სამწუხაროდ მეტი აღარავინ დამრჩა... ვხვდები,რომ უცხოს (ფიზიკურად და ახლობელს სულით) უფრო კარგად შეუძლია თანაგრძნობის გაწევა და სანუგეშო სიტყვების მოძღვნა... რა ცუდია,როცა ხვდები,რომ "ყველასნაირი" ხარ... არა და სულ ცოტა ხნის წინ თავი ყველასაგან განსხვავებული გეგონა... რა ცუდია,როცა აცნობიერებ,რომ რჩეული მამრის დასაკუთრებისთვის იქცევი ისე,როგორც მსგავს სიტუაციაში გოგონების 99%. არა და გინდოდა შენი ინდივიდუალური მიდგომებით მოგეხიბლა ის... ამდენ ბაქიბუქში კი რა გამოვიდა?... "მომაბეზრებელი ტმასვნა"... და აი ახლა სად ხარ!... თუმცა სად?...სახლში.საწოლზე ვარ თბილად წამოწოლილი,საყვარელ მუსიკას ვუსმენ და ვწერ...ვიქექები ყველაზე ღრმა გრძნობებში... მე ცხოვრებისაგან არაფერს ვითხოვ... ჩემს თავზე მებრაზება და მხოლოდ მის მიმართ ვარ მკაცრი და დაუნდობელი... თორემ ცხოვრება რა? მხოლოდ მრავლისმომცველი სიტყვა,რომელსაც ათასნაირი მნიშვნელობა ჩვენვე მივანიჭეთ...
ყველაზე ღრმა ფიქრებში ვიქექები და ვალაგებ ქაოსურად თქვენთვის გამზადებულ ფურცელზე... "მე მეგონა,რომ მჭირდებო
...
Read More
|
« 1 2 ... 46 47 48 49 50 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|