მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
ვიპარავ გრძნობებს...... და ეხლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი რომ ვერც შეამჩნიე..... ქურდი ვარ... ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი... ვაღიარებ რომ მზეს სითბო მოვპარე... ვაღიარებ რომ საათები მოვპარე დროს... და იმიტომ თენდება გვიან... დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს... ხანდახან მზის სხივებსაც.... ცისარტყელას ფერები მოვპარე... შვიდიღა დარჩა.... ვიპარავ ყველაფერს და ნელ-ნელა ვაწყობ გულს... ზღვას ნაპირი მოვპარე... ვარსკვლავებს ერთმანეთი..... და ალბათ არ გეწყინება თუ გეტყვი რომ სანამ შენ ამას კითხულობდი ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე.... სულ ცოტა... დღეს მაინც რომ მეყოს... მეშინია...ერთ დღეს რომ ყველაფრის უკან დაბრუნება მომთხოვონ?
|
ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი. სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა! სიმარლე არ დაიმალა, მაინც მიპოვიანო. სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე_ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა. თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე კარგახანს სხვას უთმობდა ადგილებს! რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი სხივში მიიმალა. სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი იპოვა და შიგ დაიმალა. დაიწყო სიგიჟემდე დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა... სიყვარულის გარდა, ბოლოს ვარდის ბუჩქი გადაწია და კივილის ხმა გაიგო... სიყვარულს ეკლებზე დაეჭრა თვალები და დაბრმავდა...მას შემდეგ დედამიწაზე სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს!
|
Twilight არის fantasy/romance ჟანრის ხუთტომეული ვამპირების შესახებ, რომლის ავტორიცაა Stephenie Meyer. წიგნი არის თინეიჯერი Isabella "Bella" Swan-ის ცხოვრების შესახებ, თინეიჯერი, რომელიც გადადის საცხოვრებლად Forks, Washington-ში, აღმოაჩენს, რომ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც მან გაიცნო ვამპირი Edward Cullen-ი. The Twilight series განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. მსოფლიოში გაიყიდა წიგნის 53 მილიონი ტირაჟით, წიგნი გადათარგმნილია 37 ენაზე. Twilight-ის მეოთხე წიგნი იყო ყველაზე გაყიდვადი წიგნი აშშ-ში 2008 წელს.
დასახელება :Twilight (Series) ავტორი : Stephanie Meyer ენა : რუსული ფორმატი: word.doc
UpLoaD.Ge
|
ჩვენ ვამბობთ არ მიყვარს, გულში კი ცრემლები მოგვდის. ჩვენ ვამბობთ მეზიზღება, იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ დავიჯეროთ ეს. ჩვენ ვამბობთ ნახვამდის, იმ იმედით, რომ მას კიდევ ერთხელ ვნახავთ. ჩვენ ვამბობთ წადი, რომ მანდ არ დაინახოს ჩვენი ცრემლები. ჩვენ ვამბობთ არასოდეს, როდესაც ვიცით, რომ ეს კიდევ ერთხელ მოხდება. ჩვენ ვამბობთ გადამიყვარდა, როდესაც გრძნობების აღიარების გვეშინია. ჩვენ ვამბობთ მე შენ დაგივიწყე, როდესაც მასზე ფიქრი თავიდან არ ამოგვდის. ჩვენ ვამბობთ მისი ნომერი წავშალე, როდესაც ის ზეპირად ვიცით. ჩვენ ვამბობთ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა როდესაც ყველაფერი მხოლოდ იწყება. ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მიყვარხარ, რადგანაც პასუხის მოსმენის გვეშინია. ჩვენ ვთხოულობთ, რომ მარტო დაგვტოვონ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება. ჩვენ იმედი გვაქვს, როდესაც არანაირი შანსი არაა. ჩვენ ველოდებით, როდესაც უკვე კარგა ხანია დაგვივიწყეს. ჩვენ ვოცნებობთ, და თან ვიცით, რომ ეს არასოდეს არ მოხდება...
---------------------------------------------
ყველა აქ არის და მაინც მე გთხოვთ..კარი ცოტა ხნით დატოვოთ ღია.. ცარიელია ის ერთი სკამი და იქნებ ვიღაც მოვიდეს გვიან..!!
----------------------------------------------
მაინც გიყვარვარ? ახლა გიყვარვარ? ახლა გენატრები? ახლა გენანები? ახლა გედარდები? როცა აღარ ვარ? როცა აქ არ ვარ? როცა სხვაგან ვარ? შენ
...
Read More
|
------------------------------------------------------------------------------------------------ = ზომიერი გულახდილობა ძლიერი ადამიანების ნიშანია, იდუმალება კი სუსტებისა და თაღლითების დამახასიათებელია..
= არავინ ენდობა ადამიანს რომელიც თავის თავზე ამბობს ყველაფერს, ან ამბობს - არაფერს..
= თუ ადამიანი უყურადღებობას იჩენს საქმისადმი, (როგორიც არ უნდა იყოს იგი) რომელსაც აკეთებს და ამავე დროს ფიქრობს სხვაზე, ან ერთბაშად ხელს კიდებს ორ საქმეს შეგიძლიათ არ დაეჭვდეთ რომ ასეთი ადამიანი, პატარაა და ქარაფშუტა..
= "ვაჟკაცური" ახლა ძლიერ მოდური გამოთქმა გახდა, "ვაჟკაცური მოქმედება" , " ვაჟკაცივით ლაპარაკი", დღეს დღეობით მხოლოდ უხეშ მოქმედებას და თავშეუკავებელ მოქმედებას ნიშნავს. ძლიერი ადამიანი თავის ვაჟკაცობას მშვიდი სიტყვებით და გაბედული მოქმედებით გამოხატავს იგი არც ფიცხია და არც გაუბედავი ...
= სასახლეში გაცილებით მეტია ისეთი ადამიანი რომელსაც შეუძლია გავნოს
...
Read More
|
დამესიზმრე ... გეხვეწები, გემუდარები, გთხოვ მამა დამესიზმრე რა ....
იცი მა, ამ სიტყვის დაძახება როგორ მენატრება ? იცი მა, შენი თვალები როგორ მაკლია ? იცი მა, ხანდახან მგონია რო მავიწყდები , სულ მავიწყდები - შენი აჩრდილი მახსოვს მხოლოდ ... არადა საკმარისად დიდი ვიყავი შენ რომ წახვედი ... მა, რატომ? ის დღე მახსოვს მა , შენ რომ უკანასკნელად გნახე ...იმ დღეს მე ვერასოდეს დავივიწყებ მა ,იმიტო რო შენ გული გატკინე ... არ ვიცოდი მა , გამოსწორების შანსი თუ აღარ მექნებოდა ... ეს საქციელი მა , შენი მიწით შევფუთე ბოლოს რო ვიყავი და შენი გალავნით შემოვფარგლე გახსოვს ? მე მახსოვს მა , ის თუ გახსოვს როგორ მიყურებდი შორიდან იმ ბომბორას თვალებით ? მე მივხვდი მა, ის რომ შენ იყავი ... მხოლოდ შენ შეგეძლო ასეთი თვალები გქონოდა და ასეთი სიყვარული გდგომოდა მზერაში... უკან მომყვებოდი მა, სახლამდე მომაცილე და მერე ისე უცებ გაქრი ,როგორც გამოჩდი... იცი მა , ის ნათება ცაზე სხვებმაც დაინახეს ... მე კი ვიჯექი და ცრემლისფერი მზერით გიყურებდი და ვიცოდი რომ შენ იყავი ... ის ნაცრისფერი მონატრება და მოვარდისფრო სულის შვება იყავი , რომელიც ცაზე ირეკლებოდა ... მაპატიე მა , 8 წელია საგულდაგულოდ გმალავ სულის სკივრში და საფარველად სევდას დადებ... მაპატიე მა , ყველას და ყველაფერს ვამზეურებ ... შენი მონატრების გარდა ... მაპატიე მა , ის შვილი ვერ დავდექი შენ რომ იამაყებდი ... მაპატიე მა, ის სიზმრებიც მაპატიე ყველა რომ მეზმანება შენს გარდა ... და გიხაროდეს მა , სულ შენი ხ
...
Read More
|
ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.
ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო "ტრაიენგლ შირტუეისტ" (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.
წარმოშობის ისტორია
იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლი
...
Read More
|
-სიკვდილი არა არის რა! - მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი! - მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ! - რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ვართ საუკუნოდ! - ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს! - ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გისაუბრია! - ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი! - ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს! - გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა! - ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე! - ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა - ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე! - სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა! - იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო! ძაფი არ გამწყდარა! - რატომ გგონივარ შენი ფიქრების გარეთ? - იმიტომ, რომ შენი თვალსაწიერის გარეთ ვარ? - მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ! - ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის! - ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!.. - თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი?! - თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო?!.. - თუ ძალგიძს, დაინახო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ?!. - თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება?! - როგორ? თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?!. - გწამდეს როცა სიკვდილი შენც აგრის ბორკილე
...
Read More
|
დავკარგე .... ქვეცნობიერად ვეძებ დილას მერე… ამოვატრიალე სულის ყველაზე მიუწვდომელი კუთხე -კუნჭული და გულის მტვერდადებული ნაპრალებიც ...
ვერ ვიპოვე ...
.გზადაგზა თავი სხვადასხვა გასართობით შევიქციე ,მაგრამ სიცარიელის შეგრძნება მაინც არ მტოვებს ... მჭირდება ...
აუხსნელი კალამბური მიტრიალებს თავში დილას აქეთ . ადგილებს ვუნაცვლებ სიტყვებს ,მნიშვნელობებსაც ვაცალკევებ ფიქრებში და მაინც ვერ მოუყარე თავი აზრებს ... რა მემართება ?... ???
უმისამართო ,მოლურჯო მელანქოლიით ივსება სივრცე... კედლებს ტალღების ხმაური აკრავთ დამცავ ზოლად ...ფანჯრიდან შორეული ანძის სევდისფერი ლიცლიცი იღვრება ... და მონოტონურ რეჯიმში აგრძელებს მუსიკა
...
Read More
|
იცოდე ფიქრებს არ ენდო... გწამდეს ყველაფერი კარგად იქნება... იცოდე ოდესმე ყველაფერი სრულდება... ბედისწერამ კი ჩვენი ერთად ყოფნა აღარ ინება... გრძნობა ოდესღაც განელდება... მაგრამ მოგონებები არასდროს წაიშლება... ცხოვრებაში ბევრ რამეს ისწავლი... გავა დრო და ამასაც მიხვდები... დაქროლებს ქარი... შორიდან მომიტანს მე ნაცნობ ღიმილს... ეს შენ იქნები... არასდროს ინანო რომ ერთმანეთი გვიყვარდა... არ იტირო ცრემლი არ მანახო... მე ყოველთვის შენს ფიქრებში ვიცოცხლებ... როცა ერთ დღეს რაღაც მოულოდნელად გაგახსენებს ჩემს თავს... არ მოიწყინო... როცა ყველაფერი დასრულდება... როცა ჩვენი სულები ზეცაში წავა, მაშინ ყოველთვის ერთად ვიქნებით... როცა ზღვა აღარ იღელვებს გეტყვი რომ ისევ ძველებურად... მიყვარხარ... ერთ უძირო მთვარიან ღამეს, მე ისევ მოვალ შენთან...
|
« 1 2 ... 34 35 36 37 38 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|