♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥სხვა და სხვა♥


გულში ოცნებების
აფრები შრიალებს...
ქრებიან სულებში გაჩრილი ლანდები,
სიცოცხლის რიტმებს და ნიავებს ავყვები,
და ვდნები,
გაფრენილ ოცნებებს გავყვები...
ვინ იცის! იქნება ხვალ არც გამითენდეს,
იქნება ტუჩებზეც გამიქრეს ღიმილი,
დარჩება მუდამ..
და ყოველთვის მგზნებარე მზე,
ვით დრომოჭმული დარდი თუ ტკივილი!..
ტირილი..
ცრემლებად დაღვრილი დღეების ნაზი აჩრდილებით
აღვსილი ნისლები.
გპირდები...
ამ ქვეყნად დარჩენას გპირდები...
სიცილსაც არ შევწყვეტ,
სიმღერით გავყვები არეულ ბილიკებს.
მომძებნი? მოგძებნი..
ცისარტყელების ფერებში დაკარგულს
გიპოვი ისევ... და
ერთად შევხვდებით გაზაფხულს...
ვხედავდი.. ფიფქებად ჩამოსულ ტირანებს ქუჩებში
ვხედავდი ძალმოკლულ სიცოცხლეს...
ვტიროდი..
ვფიქრობდი.. თუ კი მე ვიცოცხლებ..
ყველას მოვუშუშებ პირმოხსნილ იარებს...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1441 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვუყურებ ცარიელ ჭიქას და გამომყავს სიტყვები ფურცელზე ფიქრის უკუნიდან. მერე ვშლი. წაშლილი სიტყვები - დღის ანასხლეტნი, ანდერძივით ხალხი და ყოველდიურობისაგან დაღლილი თვალები. გამოხედვა მსგავსი გახედნილი ცხენის. მეშინია არ დავემსგავსო მათ. მეშინია მომავლის... უფრო ხვალის, ვიდრე თუნდაც ჩემი სიკვდილის დღის. თითქოს დავნებდი ცხოვრებას - სისუსტით გამოწვეულ სიბინძურეში ჩავეფალი. მე ვგრძნობ, რომ თუ არ შევიცვალე და არ შევცვალე მიმდინარეობა დღეთა ჩემთა, აუცილებლად დავიღუპები. ვერაფერს მივაღწევ და ვერ შევქმნი ცხოვრებაში, ეს კი ჩემთვის დაღუპვაზე მეტია. მიზნის არქონა განაპირობებს სამყაროსადმი ინდიფერენტულს დამოკიდებულებას და ჩემი სურვილებიც თითქოს შეფუთეს უნიჭო ეშმაკებმა! მეც იძულებული ვარ, ვიყო ცუდი და დავკმაყოფილდე შენაფუთით...
ღამის ანთებას ველოდები და განათდება. ჩემი სიცოცხლე გაიქცევა, როგორც ზანგი.

ნათელი ფათურობს ჩემს ოთახში. ღამე ყავასავით დაიღვარა. ცაზე მზე, როგორც ჭიქაში ლიმონი. კარგი ამინდი იდგა, ლამაზი ქალივით, თვალსაც ახარებდა და მოქმედებისკენაც გიბიძგებდა.

გადავწყვიტე მეხეტიალა, მარტოს, მთელი დღე. სახლიდან გამოვედი, ჩამოვირბინე კიბეები. მიყვარს ნაწვიმარი ასფალტი, მთვარისა და ნათურების შუქით აბრწყინებული. მაგრამ არც ღამე იყო და არც წვიმა. საიდან მომაგონდა, არც ის ვიცი.

"მარშუტკამ" გამიჩერა. ავედი. დავჯექი. ეს ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა და გამიკვირდა. იმიტომ რომ, ჩემს ცხოვრებაში ასე ჩვეულებრივ, არაფერი ხდება.

ჩემს წინ ორი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როგორ ძალიან მომენატრე იცი? იცი რა ცუდად ვარ უშენოდ? როდესაც არ გელაპარაკები თავს მარტოდ ვგრძნობ, შენ მე სიცოცხლის უნარს მაძლევ, თითქოს შენთან ლაპარაკის დროს,თვალებით მეუბნები იცოცხლეო ჩემთვის, განა არღირს რომ ჩემთვის იცოცხლო? მე კი გეტყვი, გეტყვი რომ შენთვის ვცოცხლობ, ვცოცხლობ იმიტომ,რომ შენთვის ღირს, სიცოცხლე თუნდაც ერთი წამით...

ეს ერთი წამიც საკმარისია იმიტომ, რომ მეტი დრო არ მაქვს ალბათ და რომც მქონდეს არ მინდა! არ მინდა იმიტომ, რომ მინდა რომ ჩემგან შორს იყო რადგან... ასე უფრო ძლიერ მეყვარები და უფრო მეტ ინტერესს აღძრავ ჩემში !!!


შენ ჩემთვის მრავალგვერდიანი წიგნი ხარ, ზუსტად ის წიგნი, რომელსაც ბოლო ფურცელი აკლია და მე მის ძებნას შევალიე მთელი ჩემი სიცოცხლე, მთელი ჩემი არსება და... ალბათ ღირდა რომ თუნდაც მაგისთვის მეცოცხლა !!! მეცოცხლა იმისთვის, რომ ამ ბოლო ფურცლისთვის შემელია მთელი ჩემი სიცოცხლე !!!


შენი გული მე მეკუთვნის, ეგ პაწაწინა გული, რომელიც ისეთი მგრძნობიარეა რომ ჩემი ერთი სიტყვა ასე აღაგზნებს მას !!! როგორ მინდა რო მის ცემას მოვუსმინო და აი... მე მესმის უკვე, რა საყვარლად ცემს... მე მას ყურს ვუგდებ და ჩემი გულიც შენი გულისცემას ჰყვება !!!


როგორ მომწონს შენი ხმის ტემბრი როდესაც სევდა გაჰკრავს, სევდა ხომ სიყვარულის თანამგზავრია და მე მჯერა და მწამს, რომ შენც ისე ძლიერ გიყვარვარ როგორც მე !!!


შენი თვალე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1049 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ხანდახან მგონია რომ, მზე ვარ, რომელსაც მთვარის ნახვა სურს თუმცა ვერ ხედავს!
ხანდახან მგონია რომ კლდეზე ამოსული ხე ვარ რომელაც ფესვები ვერ აიდგა, და კლდიდან თავქვე დაეშვა!
ხანდახან მგონია რომ, ცხოვრება მიილია და დავრჩი მარტო მე, თუმცა მე მივილიე და არა ცხოვრება!
ხანდახან მგონია რომ, ზღაპრის გმირი ვარ, რომელიც თითქოს და გმირულად იღუპება, მაგრამ გვიღირს კი ასეთი სიკვდილი.
ხანდახან მგონია რომ, აღელვებული ზღვა ვარ, რომელიც საღამოს დაწყნარდება და მშვიდი და უწყინარი ხდება!
ხანდახან მგონია რომ, სიყვარული არ არსებობს, თუმცა მაშინ რა მკლავს და რა მწვავს თუ ეს მგონია!
ხანდახან მგონია რომ, სამყარო მშვენიერია, თუმცა არც იმდენადაც რამენადაც მე ეს მგონია!
ხანდახან მგონია რომ, ცამდე ავაწვდენ ხელებს და იმ ვარსკვლავს მოვწყვიტავ რომლისთვისაც ღირს ცხოვრება!
ხანდახან მგონია რომ, გულში ჩაგიკრავ ჩაგიხუტებ, ისე ჩაგიხუტებ რომ ჩემად შეგიგრძნობ, თუმცა მგონია!
ხანდახან მგონია რომ, შანსი რომ მქონდეს ყველაფერს გავაკეთებდი ბედნიერებისათვის!
ხანდახან მგონია რომ, უშენოდ ცხოვრებას შევძლებ და ალბათ შევძლებ იქნებ ჩემი ხვედრიც სწორედ ას არის!
ხანდახან მგონია რომ, საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ. თუმცა ეს არ მგონი დანამდვილებიტ ვიცი!
ხანდახან მგონია რომ, მე ბევრი რამე მგონია!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1035 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის. ვეკვრი კედელს, რომ წინ დიდი სივრცე შევიგრძნო. "წავიდეთ ტყეში სახეტიალოდ" - საოცრად მიმზიდველი მეჩვენა ეს ფრაზა, მწვანე წიგნში ამოკითხული. მიყვარს ტყე. წასვლაც აუცილებელია. უნდა წახვიდე, მოშორდე შენს თავდაპირველ სამყოფელს. უნდა ეძებო თავი შენი სხვაგან.

წამოდით, წამომყევით ტყეში. იქ ყოველი ხე შენი მეგობარია. შეგიძლია აეკრა, ჩაეხუტო მათ. შეგიძლია გაიქცე, დალეწო ხმელი ტოტები, გაქექო ფოთლები, აკოცო მიწას, მერე გულაღმა დაწვე მასზე, უყურო ცისკენ ამართულ ხეებს, მზერა ააყოლო მათ, აჰყვე ზევით და არავინ გეტყვის "გაჩერდი".

წევხარ ფანჯრის რაფაზე, უყურებ მთვარეს, ვარსკვლავებს შორის ჩაჭეჭყილს. უსმენ ქარს და ნატრობ, რა იქნება ეს ადგილი ცოტა უფრო ფართო იყოს, უკეთ მოვეწყობოდიო. აქა-იქ კი ღამისეული გამვლელები მიყვებიან ფეხებს...

უცებ კარს აღებენ და შემოდიან.
იძულებული ხდები ჩამოხვიდე.
სინათლეს გჩრიან თვალებში, რომელიც გაწვება სისხლივით, სიბნელეს ნაჩვევს.
რაღაცას გეუბნებიან. მგონი: დაიძინეო.
ფანჯარა ღიაა. შენ დგახარ მასთან.
ფანჯარა დახურეს. შენ დაწექი.
სული გეხუთება. შუქს გიქრობენ და მიდიან.
უნდა დაიძინო. რატომ დაღამდა?
ხმამაღლა ლაპარაკობ, ბოდავ.
ნეტავ, მალე მაინც ჩაგეძინოს...

ზარის ხმა გაისმა ბნელ სახლში. დაბრუნდა მთვრალი.
ვეწვიოთ სუფრას, სადაც გამოთვრა.
სადღეგრძელო პირველი: მშვიდობას გაუმარჯო ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 971 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს.

ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი.

და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები - სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, - მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით - წადილისამებრ.




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1329 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან. ის, რასაც ვხედავთ მზის სინათლეში, სულაც არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ის, რაც ხდება მინის მიღმა. იქ მცირე, ჩაბნელებულ სივრცეებში - ცხოვრებაა, ოცნებაა, ტანჯვაა ადამიანისა.
სახურავთა ტეხილებს ზემოთ ფანჯარაში ვხედავ ხანში შესულ ქალს, სახედანაოჭებულს, ღატაკს, მუდამ რაღაცაზე წახრილს, რომელიც არასოდეს გამოდის სახლიდან. მისი სახის, ტანისამოსის, მოძრაობის და რაღაც ოდნავ შესამჩნევი ნიშნების მიხედვით მე შევიქმენი ჩემთვის ისტორია მისი ცხოვრებისა, უფრო სწორად - ლეგენდა მის შესახებ; ზოგჯერ მოვუთხრობ ჩემს თავს ამ ლეგენდას და ვტირი.
აქ რომ ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდეს, მის შესახებ შევთხზავდი ასეთსავე ამბავს
მე ხომ ვამაყობ ის შეგრძნებით, რომ მიცხოვრია სხვათა ტანჯვით, ჩემგან განსხვავებულ ადამიანთა ტანჯვით.
შესაძლოა, თქვენ მითხრათ: „განა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ლეგენდა შეეფერება სინამდვილეს?!" მაგრამ, აბა, რა მესაქმება მე სინამდვილესთან, რომელიც ჩემს გარეშეა, მაშინ როდესაც ჩემი ლეგენდა მეხმარება მე ცხოვრებაში - მაძლევს შეგრძნებას არსებობისას, ჩემივე თავისას.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1102 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დამიწერია ყველგან ყოველთვის და ყველაფარზე….. გარდა სიყვარულისა.იმიტომ რომ უნდა გიყვარდეს სიყვარულზე რომ დაწერო.მე ეხლა მიყვარს…...მე და ზღვა…. დავჯდებით ხოლმე ყოველ საღამოს ერთად და ვლაპარაკობთ…ვლაპარაკობთ სიყვარულზე მე ზღვა მიყვარსა და კიდე….. .ზღვას მე ვუყვარვარ მაგრამ იცის რომ სულ ერთად ვერ ვიქნებით.მე მიყვარს როცა მას ვეხები, როცა მცივა და ის მათბობს, როცა მას ვეფერები, როცა მარტონი ვართ მხოლო მე და ზღვა…. . მე ხმას ვუგდებ მის სუნთქვას..ხან ჩუმად, ძლივს გასაგონად. ხანაც ღრმად სუნთქავს.,,.მე კი ამ დროს მინდება, რომ შევეხო და მისი გავხდე.მაგრამ მეც ვიცი და ზგვამაც იცის, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. მაგრამ მე მაინც მეყვარება. ზღვა ზღვას კი მე ვეყვარები.მე მიყვარს ზღვა და…. .მასაც უყვარს ზღვა და ზღვასაც უყვარს ის. ისიც უსმენს ხოლმე ღამე ზღვის სუნთქვას. მასაც ათბობს ზღვა.მანაც იცის რომ ზღვასთან ის ვერ დარჩება...ეს ზღვამაც იცის… .მე და…..ერთად ვართ. ჩვენ ერთად ვუსმენთ ზღვის და ერთმანეთის სუნთქვას.ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს…..ზღვაც გვიყვარს….და ზღვასაც ვუყვარვართ.ის მე მათბობს მე მას, ჩვენ სიყვარული გვათბობს…მე მას ვკოცნი….ვკოცნი სიყვარულისთვის და არა კოცნისთვის.მე თავს ვადებ, ეხლა უკვე მის სუნთქვას ვუსმენ..მისი სუნქვა სახეს მწვავს ….ზღვა გვიყურებს და უხარია… უხარია სიყვარული...ჩვენი სიყვარული. ღამეა მაგრამ ზღვა მზეს გვჩუქნის.მზე გვათბობს.ამ მზეს მხოლოდ ჩვენ სამნი ვხედავთ.იმიტომ რომ ეს ჩვენი მზეა, ჩვენი სიყვარულის მზე…. .ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1073 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისე გაეყინა სულში მარტოობა...
სიყვარული კი სულ მთლად დაივიწყა.
ბნელ ოთახში მარტოა, ზის ან წევს, ზოგჯერ სანთელი თუ ინათებს მასთან. თვითონ მოინდომა, ასე მარტო ყოფნა და თავის ფიქრებს ფურცლებს უზიარებს, ესეც იშვიათად ხდება.
დეპრესიაში აიბლანდა მოგონებები, ზურგი აქცია მთელ სამყაროს. სადღაც შორს წავიდა, ადამიანებისგან, ამ სამყაროსგან. უკვე რამდენიმე დღეა წევს ან ზის, ასე გაქცეული გამომეტყველებით, არავის არ იკარებს. ალბათ ურჩევნია, რომ იყოს თავისთვის, თვითონვე დაალაგოს ყველაფერი.
ვინც შევიდა ოთახში, ანუ მის ცხოვრებაში, ყველამ ხელების ფათური დაიწყო, აურიეს სამყარო. იმის მიუხედავად, რომ არასოდეს დალაგებულა მისი სამყარო, მარტო, უბრალოდ მარტო ყოფნა მოსწონდა. არავიზე მაინც არ ფიქრობდა, ახალი ბზარები მაინც არ ჩნდებოდა ფიქრებში.
ახლა?
რა ხდება ახლა მასში?
ისე გაეტრუნა მთელი ოცნებები, ყველა გაფიქრება უკვე ტკივილია.
სიკვდილს ეთამაშება, აგებს, მაგრამ მაინც აგრძელებს თამაშს.
ლოგინზე გადაბრუნდა, ბალიში თავზე დაიდო, შიშველი ზურგი შეაქცია ყველას, ყველაფერს და რამდენი დღეა ასე არის თავადაც არ ახსოვს.

ვიღაცას უნდა მასთან მისვლა. ვიღაცას უნდა, რომ მწოლიარეს გაუნაწილოს ცხოვრება, გააღოს მისი გულის კარი და ყველაფრის დალაგება დაიწყოს. მაგრამ რა აზრი აქვს ლოგინის ალაგებას, ლოგინის, რომელიც სულ მალე ისევ ასალაგებელი გახდება.
აღარ მოსწონს, როდესაც მის ლოგინს ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1258 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 35 36 37 38 39 ... 88 89 »
კვირა, 2024-11-24, 8:22 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024