♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥სხვა და სხვა♥


... წამებით კვდებოდა წამების ისარი, წრეზე ბრუნვაში თავბრუ ეხვეოდა, სამოცი ნაბიჯის შემდეგ ცხოვრება მეორდებოდა, უკვე აღარავის ესალმებოდა.
... წამების ისარი ბრუნვაში კვდებოდა, დედამიწაც რომ ბრუნავს იმას ვერ ხვდებოდა, ყოველ ახალ წრეზე ცხოვრება ბეზრდებოდა.
... წამებით კვდებოდა წამების ისარი, იგი ხომ არავის ახსენდებოდა!
-რომელი საათია?
-თორმეტის ნახევარი.
-რომელი საათია?
-ხუთ წუთში გახდება ოთხი.
... წამებზე არავინ არაფერს ფიქრობდა და არავის არ სჭირდებოდა.
... წამების ისარი წამებით არ მოკვდა, იგი საათს და ხალხს გაურბოდა, გაიქცა, გაქრა, თითქოს არ ახსოვდათ. საათები გაჩერდნენ, ხალხმა მოიწყინა. ხალხმა და საათმა დაკარგა წამები, ყველასათვის ძვირფასი, ლამაზი წამები.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1059 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თოვლი! მკაცრი და ცივია, მაგრამ სპეტაკი იგი ხომ უმანკოების სიმბოლოა, რომელსაც ცოტა თუ აღიქვამს. განსაკუთრებით საყვარელია პირველი თოვლი მას სიყვარულის თოვლასაც კი უწოდებენ , რადგან პირველი სიყვარულივით ნაზი და უცოდველია, მაგრამ ზოგჯერ იგი ძალიან ხანმოკლეა თავისი სიმორცხვის გამო. ის ხომ ცდილობს ყველასგან არ გამოირჩეოდეს, მაგრამ არ გამოსდის იგი ხომ ამ წაბილწულ მიწაზე ერთადერთია რომლის შეყვარებაც შეიძლება. აი უკვე 19 წელია რაც მოუთმენლად ველი, იმას რომ ამ უმანკო თოვლმა ჩემს გულშიც დაათოვოს, მაგრამ აქამდე ეს მარტო ნატვრად მქონდა გადაქცეული და გულში წყვდიადი სუფევდა, ეხლა კი თავს ცოტა უცნაურად ვგრძნობ რადგან გულში პატარა ლამაზი ფიფქები სიამოვნებას მანიჭებენ და ჩემ გულში ათოვენ, ღმერთს კი იმას ვევედრები, რომ ამ ფიფქებმა თოვა არ შეწყვიტონ.




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1235 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"როცა ცას მართმევ,
ასე მგონია გჭირდება და
ამიტომ გატან"

/დავით ყანჩაშვილი/




მე ვერ ვხვდები ხოლმე ცა რაში ჭირდებათ,იმიტო რო მე მიწა მჭირდება

მიწაზე მყარად ვარ

ცაზე ვერსად ვერ დავდგები,მით უმეტეს მყარად. . .

მაგრამ ჩვენი კიდურებით მხოლოდ სიარული შეიძლება

სამაგიეროდ ჩიტებს ფრთები აქვთ

და ცა იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის მიწა.

და ჩიტებიც სახლებს მიწაზე იშენებენ. . .

როდესმე ჩვენც რო აღმოგვაჩნდეს ფრთები და ფრენის უნარი,მაინც უკან დავბრუნდებით

მიწაზე. რა უნდა აკეთოს ადამიანმა ცაში? თავისუფლებით დატკბეს?

მაინც ვფიქრობ რომ ყველაფერი ცამდე ადის, და ფინიშიც სწორედ ცაა. მგზავრობიდან დაღლილები სწორედ იქ ვისვენებთ.

როდესმე გითქვამს მიწამდე მიყვარსო?

არა,მაგრამ მე არც ის მითქვამს,ცამდე მიყვარს თქო მე ვამბობ ხოლმე, ვგრძნობ,მჭირდება, ჩემია და მიყვარს.

სამაგიეროდ,როცა მიყვარს ხოლმე,მიწაზე უფრო მყარად ვდგავარ და ცაში უფრო ხშირად ვიყურები. . .

მე ვამბობ ცამდე ეს ნიშნავს ყველაზე მეტად_

როცა მიყვარს ფრთებიც მაქვს _

სახლიც იქ მაქვს_

სახლი ცაში არასდროს მქონია
ცაში იმედები მაქვს ხოლმე
როცა წვიმა მინდა, მისი მოსვლის იმედი ცაშია
როცა თოვლი,მაგისიც


გალები ცას ისრებს უშენდნენ როცა წვიმა მოდიოდა.

ახლა როცა ჩემს მიწაზე, სახლში უნდა დავბრუნდე,ამისთვისაც ცა მინდა.


შენი გზა სახლამდე_ცაზე გადის.
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1045 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ზოგჯერ ჩემს გულს უსაშველო ფიქრი მოაწვება, ფიქრი ურითმო და გრძნობა უსიტყვო, დუმილი მძიმე და მწუხრისფერი, ოცნება ჩემი სევდანარევი და მარტოობის ობოლი ცრემლი.

ზოგჯერ ისეთი მძიმეა ფიქრი, რომ ჩემი მხრები თრთიან შიშისგან: ვაი-თუ ვინმეს ვაჩუქე ცრემლი, ვაი-თუ ვინმემ ცოდვა იტვირთა. ეს გახსენება მოჰგავს ტირიფებს, მუდამ მტირალს და სახედამალულს, შენი სახელიც ხომ სადღაც სულში მიმალულა და არ აჩენს სხეულს. ო, ზოგჯერ ისე მძიმეა ფიქრი, რომ მარტოობა განვაგდო მინდა, მაგრამ ვერ ვშველი სულის ტკივილებს დაუყუჩებელს და სევდით მტირალს.

გარეთ ქარია, სიცივისაგან მობუზული ხეების ტოტებს ერთმანეთს აწნავს და დედამიწაზე აქეთ-იქით ფანტავს.
გარეთ ქარია . . .

და როგორც ყოველთვის ჩემს სულშიც ქარიშხალივით იჭრება შენი დანახვის სურვილი მარტოობის და ტკივილის მოსასხამში გახვეული.

შენ აქ ხარ, შენ ჩემში ხარ, შენ ჩემი ფიქრის ყოველი სიმი ხარ, მე შენზე მოგონებებით ავაგე სიყვარულის თეთრი ტაძარი და მუხლმოყრილი ვჩურჩულებ:

მე შენ მიყვარხარ!

გარეთ კი ქარია, ეს ქარი ალბათ შენი ფანჯრის მინებსაც აწვალებს. მე მას გამოვატანე ლამაზი ოცნება, შენ კი დარაბები მჭიდროდ დახურე და არ მიიღე სული ჩემი, ქარად ქცეული.
შენ ალბათ არ იცი, რომ ეს მე ვარ და რომ იცოდე, ნეტავი თუ გააღებდი შენი სახლის ფანჯრი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს..
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ.
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ.
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად, დაიგვიანებ!
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი.
გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ.
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ -
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე!...
მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი.
ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარ-დი!


.........................................................................................


მეშინია…

იცი როგორ მეშინია?
საკუთარი თავის მეშინია… მცივა…
ეხლა ვიგრძენი, რომ თურმე, ძალიან ცივა…
სიცივემ ტანში დამია ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცას კიბე მივადგი, მინდოდა შენთვის, დაბადების დღეზე, ზეციური საჩუქარი ჩამომეტანა. გზად, უხილავად, შენი მფარეველი ანგელოზი შემომხვდა და შენზე მეჩურჩულა. თურმე ისეთი კარგი ხარ,რომ ადვილად გიცავს ფრთებით. შევჩერდი და მფარველი ანგელოზის წინაშე ვილოცე:

ლამაზი ფრთებით დაიფარე მწუხარებისგან,
შენ ხომ ყოველთვის ხარ მნახველი უფლის სახისა,
თუ რამ კეთილი გააჩნია, არ დაივიწყო,
ღირსი გახადე ერთხელ მაინც შენი ნახვისა...

........
ცას ადვილად მივაღწიე, მაგრამ შემომაღამდა და საჩუქრებად მხოლოდ მთვარე და ვარსკვლავები დამხვდა. ყველაფერს ხელი მოვხვიე და წამოგიღე. შენი მფარეველი ანგელოზი წამომეშველა, მაგრამ გზად მთვარე მაინც დამიმძიმდა და უკან დავაბრუნე. მერე თითო კიბეზე თითო დამძიმებულ ვარსკვლავს ვაბრუნებდი. ბოლოს, დედამიწამდე, მხოლოდ ერთი, ყველაზე მსუბუქი, ჩემი ბედის ვარსკვლავი ჩამომყვა და აჰა, შენი იყოს, მიჩუქნია...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2247 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სისხლიანი ყავილი ხარ ,ჩემი გულიდან ამოგლეჯილო სტრიქონო! იყავ სახრჩობელას ბაწარი ჩემი მტრისათვის და მაშველი თოკი კლდიდან ჩაცურებული მეგობრისათვის!
ტანჯვით იშვი შენ და მტკიცე ხარ! არ გაწყდები!
ყვავილი ხარ მეთქი გითხარი და ტოკს კი შეგადარე, მომიტევე! ყველაფერი ხარ შენ შვებისა და ტანჯვის მომნიწებელო....თუ მომწყინდა ამგვარი ცხოვრება შენ აგირჩევ იარაღად......ვიცი არ მიმტყუვნებ....და მე კვლავ ავღორძინდები ამ ქვეყანაზე.გესმის მკითხველო?
თუ ვერ გაიგე ინდოელ მოგვს კითხე და აგიხსნის საკუთარი ტანჯვით აღმოცენებული ყვავილის შხამისაგან მოწამლულნი,როგორ ინკურნებიან ამ სენისგან.ეს სენი კი გამუდმებული ეწვი და შიშია.შიში ვაი ტუ არ გამიძლოს ყვავილის ღერმა და სიკვდილის წინ ისეთი ზმანება არ ვიხილო რის ძალითც ვეგარ ავალ სულში არსებული ტაძრის გუმბათზეო.ხოლო როცა ამ გუმბათს თავზე მოექცევი დაინახავ როგორ ეცემიან დიდნი და აღზევდებიან გლახაკნი!დაინახავ მშვიდობა სუფევს თუ მტრობა ამ ცათა შინა და როცა მოგბეზრდება ამ ამბის ცქერა ისევ ა,მ თოკით დაეშვები ძირს......თოკით რომელიც სისხლიანი ყვავილია შენი სულიდან ამოგლეკილი!მაშ, იხარე!
შენ არასდროს დაჭკნები ჩემი ცრემლით ავსებულ ლარნაკში!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1196 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთი კითხვა მაინც არ მასვენებს. ჩვენ მარტონი ვართ მთელს სამყაროში???
შემოქმედი ჩვენს ფანჯარაში იჭყიტება და თვალს მიპაჭუნებს..........."

... იმავე წამს სამყაროს სხვა კუთხეში სხვა წყვილი თითქოსდა მსგავს ფანჯარაში რომელიღაც ვარსკვლავს მიშტერებოდა... მათი ერთად ყოფნა სულ არ გავდა წინა წყვილისას.... არანაირი ხეიბრობა ან კატაკლიზმები მათ ურთიერთობას ხელს არ უშლიდა... და მიუხედავად ამისა ერთ სარეცელზე დასვენებულ ორ შიშველ სხეულს ერთმანეთის ლტოლვა აღარ ეტყობოდათ... ის ძალა რომელის ორ სხეულში ჩასახლებულ სულს მაგნიტივით ერთმანეთისკენ იზიდავს სადღაც გამქრალიყო... სად? რატომ? ეს კითხვა აწვალებდა ორივეს გონს იმ წამს და ორივე ამ კითხვის პასუხს ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის სხივში ეძებდა... თუმცა ისინი ეძებდნენ ცალ-ცალკე ერთმანეთისგან მალულად... თითქოს რამეში ყოფილიყვნენ დამნაშავენი... ან ეგებ იყვნენ კიდეც.... ნეა საშუალო გარეგნობის გოგო ბავშვობაში განებივრებული ეხლაც ასაკის და მიუხედავად მაინც ჭირვეული ხასიათისა გახლდათ... გულით კეთილი მარა უაზროდ ჯიუტი არც თუ ადვილად შედიოდა ხალხთან კონტაქში... მითუმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მამამისი - წარსულში გალაქტიკათშორისი უშიშროების კომიტეტის საპატიო წევრი თავისი სამსახურიდან გამომდინარე ისედაც ზღუდავდა შვილის თავისუფლებას.... და ამ შეზღუდვის საკომპენსაციოდ ფუფუ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 978 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩიტი ძლიერი ფრთებითა და მოელვარე, ჭრელი ბუმბულით. არსება, რომელიც დაბადებული იყო ცაში ნავარდისთვის. ერთხელ ქალმა დაინახა და შეუყვარდა ის. გული გამალებით უცემდა, როცა ფრენას ადევნებდა თვალს. ჩიტმა ქალს უხმო და ისინი შეთანხმებულად გაიჭრნენ ცის ლაჟვარდში. ქალს ერთხელ გაუელვა, ჩიტი ოდესმე აუცილებლად მოინდომებს შორეთში, შეუცნობი მთებისკენ გაფრენას. შეშინდა, რომ სხვა ჩიტთან ვეღარ იგემებდა ასეთ სიამეს. მას შეშურდა. შეშურდა ბუნებისგან ბოძებული ფრენის ნიჭისა. დაკიდევ, მარტოობის შეეშინდა...
და მოიფიქრა, მოდი, კაკანათს დავუგებ მეორედ რომ მოფრინდება. ჩიტსაც უყვარდა ქალი და მეორე დღეს მოფრინდა, მაგრამ კაკანათში გაება. ქალი მთელი დღეების განმავლობაში ტკბებოდა მისი ცქერით, მაგრამ ქალის სულში უცნაური რამ ხდებოდა: რაც ჩიტი ხელში ჩაიგდო, მის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა დაკარგა. ჩიტი კი, მას მერე რაც აღარ დაფრინავდა, გახუნდა, პეწი დაკარგა, დაუშნოვდა. ერთ მშვენიერ დღეს ჩიტი მოკვდა. ქალი დაღონდა. მხოლოდ მასზე ფიქრობდა, დღედაღამ აგონდებოდა, ოღონდ არა გალიაში გამომწყვდეული. არამედ ღრუბლებში მონავარდე. ამ ქალს თავის სულში რომ ჩაეხედა, მიხვდებოდა, რომ ჩიტის სილამაზემ კი არ მოხიბლა, არამედ მისმა თავისუფლებამ და გაშლილი ფრთების სიძლიერემ....

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1082 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 33 34 35 36 37 ... 88 89 »
შაბათი, 2024-12-28, 2:01 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024