♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


გულო, რა გემართება?
შემოდგომის ყვავილებს
დიდებასთან მივიტან,
ერთი შორი ოცნება
მახსოვს ძველ მოტივიდან.
ვარდები არ არიან,
მაგრამ რა მევარდება?
სულო, რა გემართება?
გულო, რა მოგივიდა?


..............................................


გზები გაუვალი
და გზები გავლილი -
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.

ადის მწვერვალზე, თუ
ჭაობში ეფლობა -
ერთი ნიშანი აქვს:
დაუსრულებლობა.

..............................................


რომელი საათია?

ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გუ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ქარით დატირებული

ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.

და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.

ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1134 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე
მახვილს ვფერავდი,
შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი
ფერად-ფერადი.
მიყვარს ამ ხმის გაგონება,
რადგან ვერრათი
ვერ წავშალე მოგონება
ფერად-ფერადი.
შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი
ბედისწერამდი,
სად არ დამდევს მისი ჩრდილი
ფერად-ფერადი.
იყოს ისე , როგორც დარჩა
ამიერამდი,-
ჩემთვის- ძონძი, შენთვის- ფარჩა
ფერად-ფერადი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1130 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1005 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ვადღეგძელებ პირველ სიყვარულს წმინდას,ანკარას !!! 
ყველა დროს გულმა ჩუმად ეს რომ ატარა. . . 
მე ვადდღეგრძელებ პირველ კოცნას სიწმინდეს მისას !!! 
სიტყვებს:სულ მუდამ მეყვარები შენ თვალებს ვფიცავ. . . 
მე ვადღეგრძელებ პირველ `ჰო` -ს თქმას მორცხვად სიწითლეს !!! 
იმ მტანჯველ განცდას შეხვედრისას წამებს რომ ითვლის. . . 
მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს გიჟურს,ვნებიანს !!! 
იმ ლამაზ თ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1025 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები
რომ თქვენი თმები დამაბრუნებდა,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს დაპირებებს ანადგურებდნენ...
და ტყვია სადმე თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით
თქვენ მაპატიეთ, ჰო მაპატიეთ
დანაშაული - არდაბრუნების.


... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1144 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ჩემი ფიქრი ხელს შემიშლის ვიცი ამაღამ,
დაიბადება ხორცშესხმული მომეჩვენება
არ შევეჩვევეი მე ამ ყოფას ვიცი დამჩაგრავს,
ეს ხორციელი წარმოდგენაც სადღაც დამკარგავს...

ამ ძიებაში აზრი ვერაგი დაჩანაგდება
და დანთებული ძნელად კოცონიც ცივად ჩაქრება...
ვყვები ცხოვრებას სათქმელს ჩემსას ვერ ვასწრებ სრულად
თან ხომ ვბერდები,ცივ ბეტონზე ფიქრებში ჩუმად! ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1185 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაე ცოდვილნო, დავიჩოქოთ მუხლზე ამაყად
და ღმერთს ვთხოვოდ აიტანოს ჩვენი ღირსება.
ერთხმად, შეუთქვად ცოდვა გვარგუნოს
სანამ ჯოჯოხეთი, დაგვეკისრება.
მთვარე ღამე რომ ვარსკვლავებს აანთებს
დაე ჩვენც ვანთოთ მათთან სანთლები.
და უფალს ყველამ, ჩუმად შეუთქვად
ჩვენი ცოდვების დანაცარები.
პეპელა ქვეყნად , დღეებით მოდის
ისიც კი ასწრებს სიცოცხლის ხარჯვას.
სულ რამდენიმე საათით ცოცხლობს
და მერე ისიც სიცოცხლეს ხაპავს.
ასე მოვდივართ ჩვენ აქ ყველანი
ჩვენი სიცოცხლე მასზე დიდია.
და გულის ცემით, ამ მოძრავ საათს
ჩვენი სიცოცხლე, ისარს ჰკიდია..
ჩვენ სიცოცხლისთვის დავთესავთ ჭადარს.
განსდეგ ეშმაკო ნუ გვახვევ ლაბადს.
ერთად ჩავკიდებთ ხელებს ყველანი
და ჩვენ ცხოვრებას გავიხდით, ზღაპარს.
დაე ის დარგული, ფესვები,
დავდგეთ და ლოცვით დავიცვათ!
და თუ ეს რამხელა მადლია,
ეს ერთი წუთით აღვიქვად
არ მივაკაროდ ნიავი,
შევაკლად მთელი ღირსება,
იმიტომ სანამ დრო არის,
სამოთხე დაგვეკისრება.



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ არ იცი მე თუ როგორ მიყვარდი
ამ გულში ის გრძნობა მგონი გადარჩა
დავშორდეთო შენ გული მომიკალი
მაგრამ წყენა ჩემში უკვე არ დარჩა

მიყვარხარო მოხვედი და მითხარი
შევრიგდეთო ამ გრძნობების თანახმად
გიპასუხე მე რომ გრძნობით ვიწვოდი
შენ დასდევდი სხვა გოგოებს კვალდაკვალ

შენ მითხარი გული როგორ მოგილბო
დაგიჩოქებ მინდა იყო თამამად
იმ ტკივილმა ბევრი რამე მასწავლა
მაგ სიტყვების გამგონი მე აღარ ვარ

წადი ეხლა ისევ იმას უჩოქე
ეგ სიტყვები ვისაც გულზე მოხვდება
ძველ ტკივილმა ბევრი რამე მასწავლა
და შეცდომა მეტჯერ აღარ მოხდება..






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1223 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დაუსრულებელ და გაუვლელე ქუჩებს გავივლი,
ჩემს ბინა ბუდეს ღრუბლიან დღეს ისევ ჩაუვლი
ღამე ნათევი ალიონს ჟამს თავს წავადგები,
ხედავს ეს ზეცაც რომ თავისთვის ვეთვალთვალები...
გადამეყრება მიწას მაცდური და უნებურად
მე მას წავყვები...
გამოსავალის ძიებაში,აგონიაში მრავალს დავყვები,
მსუნაგი მთვარე ჩუმად მომისწრებს და უნებურად
სადღაც გავძრები...
ნაწანწალები და გადაღლილი ჩემი ბუნაგის კარს მივადგები
მე უღიმღამოდ და უშრომველად,ძველ საგებელზე
მძიმედ ვარდები...
რატომ ხდება?! რომ კაცს ფხიზლად სძინავს,
მას თვალ დახუჭულს წყვდიადშიც ღვიძავს
იქცევა თითქოს ყოველივე მას ესიზმრება და შეექცევა,
გურმანივით მისიურ აზრებს...
სურვილიც მისი მოთმინებით ღამე მწიფდება,
შეუცნობელად კარგს კაცი,თავს დაპირდება
გაახელს თვალებს მიწიერზეც მჩატად იდგება,
რა ისაიმოს? რა ქნას ხორცმა,ოფლად იღვრება...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 101 102 103 104 105 ... 254 255 »
პარასკევი, 2025-01-17, 10:24 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025