თითქოს ჩემს გარშემო საშინელი ქაოსია თითოეულ წვრილმანზე ვნერვიულობ....პრობლემებს თავიდან ვიცილებ მეშინია იმის წინაშე დავდგე რის წინაშეც არასდროს არ ვყოფილვარ ვგრძნობ რომ ამის დრო მოდის... თან ისე რომ ვერ ვხვდები ხანდახან ვფიქრობ რა დავაშავე... მაგრამ მაშIნვე ვხვდები რომ უამრავი რამ მიყვარდა წყალი სითბო მზე... ახლა კი მზიან ამინდში გასვლისას გული უსიამოვნობ მეკუმშება .. ვიცი რაც მინდა სიმშვიდე...სიმშვიდე თუნდაც ერთი დღე ამ ყველაფრის გარეშე...
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ, გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო, შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან, რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო. გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით, მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ, ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე, განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას? დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ, და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა, მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.
არ ვიყავი თქვენზე არც ნაკლები , არც მეტი , მხოლოდ ერთი ცრემლით მე ვიყავი ... არც გონებით არც ჭკუით არც ფიქრით არც სიყვარულით არც გრძნობით არც სისხლით არც სიკეთით არც მტრობით არც ოცნებით და ნატვრით არ ვიყავი თქვენზე არც ნაკლები , არც მეტი , მხოლოდ ერთი ცრემლით მე ვიყავი ... გრძნობებით დატვირთული წიგნის ყოველი ფურცელი ჩემი ცრემლებითაა გაჟგენთილი , წიგნის რომლის გვერდებიც არ მთავრდება მას ავტორიც კი არ ყავს , არც მრჩეველი და მკითხველი . მხოლოდ კრიტიკოსები . ამ წიგნს ცხოვრება ჰქვია , მძიმე და ალბათ წამებული , კარგად შერჩეული დეკორაციებით ხიბლავს თვალს მაგრამ პირდაპირობით და მოურიდებლობით ხეთქავს ადამიანის გულს , კლავს მას და გაღიმების საშუალებას არ ადძლევს და აბა დაფიქრდი რა ამპლუა გაქვს ამ ცხოვრებასში ? ვერც ერთ ნაბიჯს წინასწარ ვერ განსაზღვრავ . მაქვს იმის პატივი რომ მოგიყვეთ ჩემი ისტორია , ალბათ იმიტომ რომ ყველაფერი ანონიმურია , ჩემი სახელის მეტს ვერავინ ვერაფერს გაიგებს და ეს დგეც ისე ჩჰაივლის როგორც გუშინდელი . (პიროვენბათა სახელები შეცვლილია , არა იმიტომ რომ ვმალავ უბრალოდ გულმა ასე მიგრძნო) სამი წლის წინ სკოლა შევიცვალე სადაც მარიამი გავიცანი , გოგონა სკოლის დამთავრებამდე მიყვარდა მაგრამ მას არათუ რაიმე გრძნობა ჰქონდა ჩემს მიმართ არამედ მუდამ თავს მარიდებდა . ყოველი დღე ცრემლით იწყებოდა და მთავრდებოდა და ჩემს გრძნობებს ერთ ადამიანს ანის ვუყვებოდი , დრო გადიოდა სკოლა დავამთავრე და მარიამთან ურთიერთობა გ
... Read More
კანის გაწმენდის გარეშე კარგ შედეგზე ოცნებაც არ ღირს. კანი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს მკვდარი უჯრედებისგან, რომელიც სახეს მონაცრისფრო ფერს აძლევს. სასურველი შედეგის მიღწევა საშინაო პირობებშიც შეიძლება. ნიღაბი ყოველ 2-3 დღეში ერთხელ გაიკეთეთ, გაიჩერეთ 15-20 წუთით და ანადუღარი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მშრალი კანისთვის ერთი მოხარშული კარტოფილი და რძე აურიეთ ფაფისებური მასის მიღებამდე. თუ ალერგიისადმი მიდრეკილი კანი არ გაქვთ, ერთი ჩაის კოვზი თაფლიც დაამატეთ. ნორმალური კანისთვის ნახევარი მწიფე ბანანი დასრისეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თბილი რძე და 5 წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე და 20 წუთი გაიჩერეთ. ცხიმიანი კანისთვის გახეხეთ ერთი უმი კარტოფილი, დაუმატეთ კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა, 1 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. უსიამოვნო ფიქრი, გაღიზიანება და ცუდი განწყობა უმალვე აისახება სახის კანსა და გამომეტყველებაზე, ამიტომ შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე დაივიწყოთ უსიამოვნო განწყობა. დაძაბულობა ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც სახის კანი ცუდად მარაგდება ჟანგბადით. ამის გამო ზოგს კანი უცხიმიანდება, ზოგს კი უშრება. ქვედა ქუთუთოების, პირის კუთხეებისა და ცხვირის არეში ჩნდება ღრმა, ეგრეთ წოდებული "მწუხარების" ნაოჭები.
ისევ მოვედი... რას დავწერ არ ვიცი.მაგრამ ისევ მომწყურდა შენათან საუბარი და...მოვედი.გარეთ ჩემი ნოემბერი გიჟდება,წვიმს,შემოდგომა ტირის.ირგვლივ ადამიანთა ნიღბიანი და ულმობელი სახეები... მეშინია...იწვიან სანთლები დღეებივით(თუ დღეები იწვიან სანთლებივით ეს სულ ერთია) ისევ საშინელი,უსასრულოდა გაურკვეველი ლოდინი...გიჟური მონატრება მაწვალებს,მენატრება... წვიმს ,ვიცი კიდევ იწვიმებს.წავალ,წავალ სად არ ვიცი.წავალ და დავიკარგები. _ჩემს სულს ავბოჭავ ცაში გაქცეულს, _ჩემს ოცნებას შევაკოწიწებ ტკივილით დალექილს და მოვალ შენთან,მოვალ და მოგეფერები... სანთლები ილოცებენ და ჩემი მონატრება კივილს ატეხავს...გლოვა ატყდება და მე მოვკვდები... _გაგიჟდება ნოემბერი,სახეს დაიხოკავს,საფლავს ამიწეწავს,მიწას გადამაყრის,მომეფერება დამიტირებს ჩამიხუტებს ჩემი ნოემბერი და აღარ მიმატოვებს,აღარ მიმატოვებს და ვეღარავინ წამართმევს ჩემს სიყვარულს,გიჟურ მონატრებას. დაღამდა........
შენ წითელი ვარდი მთხოვე, მაშინ.........როდესაც.....ჩემს ბაღჩაში,მხოლოდ თეთრი ვარდები ყვაოდნენ...... რა უნდა მექნა.....ავიღე გული,დავაგე ეკლის ბუჩქს და.... გადმონადენი სისხლით ეგ თეთრი ვარდი წითლად შეგიღებე..... ახლა ეგ მითხარ,ჩემო კარგო....ეგ ვარდი უფრო მალე დაჭკნება თუ ჩვენი ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი........