მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი, მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...
|
*** მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს. შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე. და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს, ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს. თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს. გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას, გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა!…. შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე....
|
"ალბათ სულ გავქრებოდი რომ არა სიზმრები, სიზმრები სიზმრებად გაგრძელდებოდა მე კი ასე უბრალოდ მიწისაკენ გავქრებოდი თან ისე რომ ვერავინ შემამჩნევდა” – იგრძნო რომ ხმამაღლა გაიფიქრა, უაზრობა და თვალები აქეთ იქით ნერვიულად გადაათამაშა, დარწმუნდა რომ ირგვლივ არავინ იყო და თავის დროისაგან და წყლისაგან დაჯანგებულ სარწყავს მიადგა. ეს ბაღი ეხლა რომ ხედავთ, ეს მწვანე ბალახი ფიქრებში გართული მბაღის საკუთრებაა, უცნაური ადამიანია წითელ მაისურიანი მებაღე, ირგვლივ ყველას ძალიან უყვარს, ყველა პატივს სცემს, მაგრამ თვითონ მხოლოდ თავისი საქმით ირთობს თავს, ეზოში ერთი უცნაური ხე უდგას. ამბობენ ოდესღაც როდესაც მებაღე ჟერ კიდევ სკოლაში სწავლობა, მას ერთი გოგონა შეყვარებია, გოგონა მასზე გაცილებით ლამაზი და უფროსი იყო. მასაც მოსწონდა პატარა ბიჭუნასთან მეგობრობა, მაგრამ ცდილობდა რომ ზედმეტი იმედები არ მიეცა მებაღისთვის. ყველაფერი ამაო აღმოჩნდა, ბიჭუნას ყურებამდე შეუყვარდა უფროსი გოგონა და თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა, უხაროდა, ამბობენ საოცრად ბევრ სიკეთეს აკეთებდაო, ირგვლივ ყველას და ყველაფერს ახარებდაო, უხაროდა საბრალოს, მაგრამ იცოდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სამყარო იყო და გოგონა მას არასოდეს შეხედავდა. ასეც მოხდა... ...შობა თენდებოდა, გარიჟრაჟზე პატარა მებაღე ადრევე გამოვიდა ეზოში რომ დილიდა
...
Read More
|
სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი. მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი. მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან მერე ყველაფერი იქნება გვიანი. ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი. მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...
|
მე ხელს ყოველტვის მიშლიდა რაღაც, რომ საკადრისი თაყვანი მეცა! არ მივარგოდა არც ერტი კაბა არა ბრწყინავდა ხანდახან ზეცა. ჰაერს არ ქონდა ზოგჯერ ის სუნი, ადრეულ მარტს და აპრილს,რომ ახლავს, და ედებოდა ყველაპერს წუნი, რადგან შენ იყავ ყველაზე მაყლა. და რადგან დრემდე ვერ ვნახე რამე, რომ იყო შენი ტოლი და სწორი, მიხილე სიზმრად მე მოვალ ღამე, სალამს გკადრებ და გავდგები შორით.....
|
ის იყო ყოველთვის მარტო ამ ქვეყანაზე. ის და არავინ სხვა. თუმცა იყვნენ მეგობრები, ნაცნობები, იყო ბევრი სიხარული, ბევრი ბედნიერი წუთი, ბევრი ტკივილიც და ბევრი უძილო ღამეც, ბევრჯერ უნატრია მასთან ყოფნა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ოცნება, ის ხომ მას არ ეკუთვნოდა და ალბათ არც არასდროს გახდებოდა მისი. და სიევ ბედნიერი წუთები. ვისაც არ ელოდა ის მივიდა, მივიდა და უთხრა დიდიხნის ნანატრი და ოცნბეად ქცეული სიტყვები \"მე თქვენ მიყვარხართ\" ოცნება თითქოს ახდა. ბედნიერება მოვიდა, რომელსაც თან ახლდა შიში, შიში სიყვარულის დაკარგვის, რომელიც უსაფუძვლო არ ყოფილა. ხმაური ღამით. ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში გზააბნეული და დაკარგული შვლის ნუკრივით დადიოდა იგი. ისევ იწყებოდა უფერული და ძაძით მოსილი დღეები. ამას კი ნამდვილათ ვეღარ გაუძლებდა. უღალატა იმან ვინც მთელ სიცოცხლეს ერჩია, ვინც სალოცავ ხატად ყავდა გადაქცეული. ყოველთვის მისთვის ლოცულობდა: \"უფალო მიეცი ძალა სიყვარულისა, ძალა ტკივილის ატანისა, ძალა იმისა რომ უყვარდეს ყველაფერი რაც ლამაზია, ნურასოდეს იტყვის \"მომბეზრდა\", შეუნდე ღმერთო ყოველი. ამყოფე ბედნიერი თუნდაც სხვასთან.\"... არასოდეს არაფერი უთხოვია თავისთვის, მხოლოდ ოცნებაში თუ გაბედავდა მისთვის თვალებში ჩახედვას, ხელით შეხებას და ისიც ერთი წამით, მხოლოდს ერთს თხოვდა ყოველთვის შემოქმედს:
...
Read More
|
მზიანი დღე,უღრუბლო ცა..მზით განათებული ნაწვიმარი ქუჩები ამ ქუჩებში მოსიარულე მოღრუბლულსახიანი ადამიანები..და გოგონა ციფერი კაბით და ხელში რბილი სათამაშო კატით... რათქმაუნდა მოუღრუბლავი სახით როგორც ყველა ბავშვი სანამ გაიზრდებიან და ყოველდღიური უაზრო პრობლემები შეაწუხებთ..გოგონა მორბოდა მზეზე ქერა თმა უბზინავდა სველ ასფალტზე ფეხი უსრიალებდა..რატომ მირბოდა ? ამის პასუხი აღმართის თავში იდგა..შავგვრემანი ბიჭი ალბათ ისიც გოგონას ასაკის დაახლოებით 10-11 წლის.. ისიც მორბოდა გაღიმებული სახით მორბოდა .. ცდილობდა გოგონას დასწეოდა..დაეწია კიდევაც.. სათამაშო წაართვა და იქვე სარეცხის თოკზე დაკიდა..უცბად მოიღრუბლა..წვიმაც წამოვიდა გოგონას დაუძახეს.. ბიჭს არავინ დაუძახა.. იქვე ჩამოჯდა გოგონას სახლის აივანს შეაფარა თავი..
გავიდა დრო..წამები,წუთები,საათები,დღეები,კვირები,თვეები,წლები...გოგონა გაიზარდა .. გაიზარდა ბიჭიც..გოგონა გათხოვდა ..ბიჭს ცოლი არ მოუყვანია..გოგონა თავის ქმარს დაშორდა..არ უყვარდა და დაშორდა..თავის მშობლიურ ქუჩაზე წავიდა..აივნის ქვეშ დაჯდა და ელოდებოდა..რას ელოდებოდა?? ამის პასუხი ისევ აღმართის თავში იდგა და მორბოდა...მორბოდა ისევ ბედნიერი ღიმილიანი სახით..მორბოდა...მივიდა გოგონასთან..და გვერდით დაუჯდა...გოგონამ გაახედა..ხელით ანიშნა სარეცხის თოკზე..რომელზეც არაფერი ეკიდა..მხოლ
...
Read More
|
ყოველდღე მიუყვები ამ ქუჩას..ორი თვის წინ სუულ ფოთლები ეყარა წითელ-ყვითელ-სტაფილოსფერ-ღია მწვანე ფოთლები .. მანამდე ნაყინიის ქაღალდები..აიი ნაყინის ქაღალდებამდე სხვაა ქაღალდები..მანამდე "თოვლი იდო ბახტრიონის მთათაზედა".. ეხლაც ქაღალდები ყრია..ფოთლების დროს ფოთლები და თოვლის დროს თოვლი ფარავს თორე მაგ დროსაც ყრია.. სამწუხაროოდ...დღეს ცივა ფოთლები წავიდნენ თოვლი უნდა მოვიდეს...მე ისევ კეტებით დავდივარ.. და რათქმა უნდა მცივა...ხელებზე ისე მცივა მიწითლდება და მტკივა...მაინც წინ მივდივარ...ხალხიც მოდის არა არ მოდის მორბის..ცივათ იმათაც..გარბიან..სად გარბიან? ეხლავე გეტყვიით..აიი იის ქალი ისე მირბის ნამდვილად სახლში უნდა მიდიოდეს თანაც ხელში პარკები უჭირავს ეტყობა shoppingზე იყო....იის კაციი ალბათ თათბირზე მირბის..ის გოგო ინგლისურზე..ჰმ..ან მათემატიკაზე... სხვა საგანზე იშვიათად დადიან..იიქ ბიჭი სიგარეტს ყიდულობს ეტყობა ცივა და გონია რო სიგარეტი გაათბობს..აიი იიქ ის კაცები უაზროოდ დგანაან ეტყობა "კაი ბიჭები " არიან.. ააა მეეეე?? მეე მივდივარ.. მცივა..მივდივარ...ცუდათ ვგრძნობ თავს...ყველაფერი რატო ტრიალებს?? რა ხდება 2012ია? არა რატოო დაბნელდა?? ...15 წუთში გამეღვიძა..კი არ გამეღვიძა გონზე მოვედი..გული წამივიდა..ხალხს ისე ცივა ყურადღებაც არ მომაქციეს...არ ვიმსახურებ ალბათ...ისევ მცივა....სად ვარ
...
Read More
|
მარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში, სადაც არავინ, არავინ, არავინ მეგულება. . . . სადაც სიჩუმე ფანტავს ოცნებას, სიჩუმე არღვევს აქ მეუფებას, რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია. . . ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ, მე და სიბნელე. . . სიჩუმეა, ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი. . . . სიჩუმე მიხმობს. . . . ეს უცნაური დიადი შეგრძნება. . . გულში მიხუტებს. . . . ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის. . . . მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის, რომელიც უწინ იმ ქალს ესმოდა. . . იმ ერთადერთს. . . ქალმა, რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა. . . ლამაზი სიტყვები. . . თბილი ხელები. . . წყლიანი თვალები. . . ნაზი მოფერება. . . ალერსიანი თბილი ამბორი. . . . ასე უსასრულოდ, ეს მან მასწავლა. . . ბნელ დიდ ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მე მიფიქრია, სადაც მრავალჯერ დანგრეულა უბიწო კოშკი. . . . აქ მოფერებით ჰაერი სუნთქავს, აქ სიახლოვე ეულად რჩება, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა, აქ ყოველივე უსახურია. . . ბნელ დიდ ოთახში ახლა მარტო ვარ! ბნელა და ცრემლები მარგალიტივით უღიმიან მოგონებებს, ბნელა და ცრემლები მისი ხელებივით ეალერსება მოწყენილ ღაწვებს, გაბუტულ ტუჩებს. . . მარგალიტები მოეხვია ყელზე სათუთად, მარგალიტები, სველია ისინი.
...
Read More
|
ციოდა.თოვდა.თან წვიმდა.მივდიოდით.მზე არსად ჩანდა.მეც ისეთ ხასიათზე ვიყავი ამინდს რომ შეესაბამება.უცებ მოიღრუბლა.ქარიც ამოვარდა.გავიყინეთ.მაინც არ გვიფიქრია სახლში წასვლაზე.რატომ?არ ვიცი.ისევ მივდივართ.გვცივა ხელები გვეყინება.ცხვირიც.პირიდან ბოლს ვუშვებთ. არა რა ვეწევით.გვცივა.რუსთაველზე ვართ.იქით მხარეს გვინდა გადასვლა.მიწისქვეშა გადასასვლელისკენ ეგრეთწოდებული "პაძემკისკენ" ავიღე გეზი.შემაჩერა.პირდაპირ გადავიდეთო.არ დავთანხმდი.მე ჩავედი ის ჯიუტად გადავიდა პირდაპირ.ამოვედი მიწისქვეშიდან და მივრბივარ იქ სადაც მგონია რო იდგება რომ ჩავეხუტო.არსად ჩანს შუა ქუჩზე მანქანების სავალ ნაწილზე ხალხი დგას. ძალიან ბევრი ხალხი.რა ხდება? ნიკაც მანდ იქნება.ვიფიქრე მე.მივედი და გავრღვიე ხალხის კედელი.მაინტერესებდა რას უყურებდნენ.ნიკა იწვა ძირს.უცებ ჩემს გარშემო ყველაფერი დატრიალდა.მერე გაჩერდა.ტირილი დავიწყე და ნიკას ყურში ვეუბნებოდი,არა კი არ ვეუბნებოდი ვეხვეწებოდი. არ დამტოვო თქო.პირს ძლივს აღებდა.ვეღარ სუნთქავდა.მხოლოდ სამი სიტყვა მითხრა.: "ცისარტყელაზე რატომ ვსხედვართ?" და თვალები დახუჭა.მე ვიყვირე.დიდხანს ვყვიროდი.ვეძახდი.ის არ მპასუხობდა.
|
« 1 2 ... 56 57 58 59 60 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|