მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
მხოლოდ , მზე დილით, ღამით კი მთვარე.ადამიანთა ხელები კიდებენ ხელს და სადღაც იქეთ მიჰყავთ, სიბნელეში. არა და თვითონ უფრო კარგ სამყაროში ცხოვრობს. იქ ყველაფერი ისეა მოწყობილი , როგორც თვითონ სურს. ცას თუ უნდა მწვანედ შეღებავს ან თეთრად. თუ უნდა თავის ეზოში მხოლოს წითელ ვარდებს დარგავს ან თუნდაც თავის ოთახის კედლებს წიგნებით ააშენებს და მერე ყველა წიგნის წაკითხვის შემდეგ ცოდნის ოთახში გადავა საცხოვრებლად. ადამიანებსაც თვითონს ქმნის. ძირითადად კი კეთილ ადამიანებს ხატავს სულის ფუნჯით. საკვები? არც პური უნდა და არც წყალი. სითბოთი იკვებება. დღისით მზის სითბოთი გულის ჯიბეში ხურდებად ,რომ აქვს შენახული.
|
...მე დავიღალე ჩემი ნაკლოვანებებით და მსურს ამოვავსო ჩემი სული რაღაცა სიუცხოვით.... ვებრძოლო სიკვდილს.... გავექცე სიცოცხლეს.... ალბათ აღმოვჩნდები სიკვდილსა და სიცოცხლის შუა ნაწილში,რომელსაც არ ვიცი,რა შეიძლება დაერქვას.... გავიყინები მისწრაფებების კონტინენტზე...ჩამოვდნები...გავუფერულდები და გავქრები.... შემდეგ აღარ ვიარსებებ.... მინდა სიცოცხლე-ვინატრე მე და დავაშავე...დღევანდელობა მაჯარიმებს წარსულში ქექვით.... ვიხდი საფასურს.... ვაფარებ მას მოგონებების რძისფერ სუდარას...... ფიქრებმა ჩამოყარეს ტკივილებით გამხმარი ყვითელი ფოთლები..... მალე ალბათ დამიზამთრდება ჩემს ცივ გონებაში..ჩემი სხეული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს.... ირგვლივ სიწმინდე დაისადგურებს.... ველოდები გაზაფხულს..მაგრამ არ ვიცი,როდის გაიყვავილებს ჩემში.... სამოთხის კართან ველოდები მწარე განაჩენს..... მალე კი ალბათ გავუყვები ჯოჯოხეთის გზას..... უსასრულობამ გამიძარცვა იმედებით სავსე ნიჟარა და იმედები მასში შთაინთქა..... მსურს უსასრულობას გამოვექცე იმ კლანჭებიდან.... იმედები კი დავაბინავო ჩემი სხეულის ყველა სივრცის ყველა განედზე.... ამოვავსო იმ მარტოობის ჭუჭრუტანები,რომლებმაც ასე იმრავლ;ეს ჩემში და ასე დამასახიჩრეს... ჩუმი ბილიკებით გავეშურები უსასრულობისკენ....გზაზე დავტოვებ ჩემს ნაკვალევს...იქნება ვინმე შეუდგეს ამ გზას და ამომიცნოს კიდეც.... უსასრულობის
...
Read More
|
ლექსებზე მონადირე... "ნაძვების წვერზე,ფეხის ცერებზე შემდგარი,ხელის გულებიდან კენკავ ჩემს სულს ლექსებად და ამით მე უფრო ვნაყრდები ვიდრე შენო"გვირილას გაუწითლდა ლოყები და ყვითელი გულით სარკის ნამსხვრევებიანი წიგნი მიიხუტა...დიახაც რომ მეათე ცაზე ამოსულ გვირილას ქაღალდის ქოხში სტუმარი ყავდა და გვირილასთან ხშირად მიჰქონდა კალათით,ორი აბი ვარსკვლავი,ნახევარი ნაჭერი მზე და ერთი წვიმისჭიქა ქარი...შემოსხდებოდნენ ღრუბლის სავარძელში და ინაწილებდნენ ნუგბარს...მეათე ცაზე არ იყო განსხვავებულობის სურვილით შეპყრობილი ადამაინები,გვირილა ცხოვრობდა მარტო და სტუმრები... ერთხელ როდესაც კეთილი სტუმარი ლექსებზე სანადიროდ წავიდა,ის აღარ დაბრუნებულა...
წერილი ბებოს(მონადირე წავიდა ბე) ბე მე მამიდამ ახალი კაბა შემიკერა ბე...შენი დარგული პიონები შენსავით მიწაშია და სძინავს,მე ისევ მოვალ შენთან და ისევ შემსუდრე სხვისთვის ვერწარმოსადგენი სითბოთი...აქ ცოცხლები უფრო გვანან მკვდრებს,ვიდრე მკვდრები ცოცხლებს...შენ უფრო თბილად ხარ მანდ,ფეხის ცერებით და მუხლის თავებით გითბობ სხეულს...გემრიელია შენი მიწა,ცხელი გული დამიამა...მონადირე წავიდა ბე...თბილი ხელისგული და ღრუბლის საბანი წამართვა,ეხლა შენი თბილი ხელისგული უნდა მომადო სახეზე...ლოყებიც გამითეთრდა და სხეულიც სიფრიფანა გამიხდა ბე...ეხლა შავი ღრუბელი მივაჭამე სუნთქვას და გული დამიმძიმდა ბე...გახსოვს ჩვენს უფანჯრო ოდაში ქარი როგორ უკრავდა სალამურზე...გახსოვს შუა ღამით რომ გამაღვიძე და ქარის სტიქიით შეშლილი სული
...
Read More
|
ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი, სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითმაშოთო. სიმართლე არ დაიმალა, მაინც მიპოვნიანო, სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე-ოკეანეში, სიზარმაცე-ყველაზე ახლოს მიიმალა, თავისუფლება კი ნიავს ამოეფარა, სიკეთე-კარგა ხანს სხვას უთმობდა ადგილს, რწმენა ზეცაში აიჭრა, შური-სხივში მიიმალა, სიყვარული-სად არ მივიდა ყველაგან დაკავებული იყო, ბოლოს ლამაზი ვარდი დაინახა და შიგ მიიმალა, დაიწყო სიგიჟემ მიმალული გრძნობების ძებნა ყველა იპოვა სიყვარულის გარდა. ბოლოს ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა შემოესმა, სიყვარულს ვარდის ეკალზე თვალები დაეჭრა და დაბრმავდა.... მას შემდეგ დედამიწაზე დაბრმავებული სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაჰყავს....
|
ხელში ყვავილები ეჭირა , ათასფერა. მის წინ იდგა , თავი დაბლა დაეხარა და ფიქრების თავსაფარი წამოეფარებინა . თვალები და გული ერთდროულად , ერთმანეთის შეთანხმებით მეტყველებდნენ. დღეს შვილები დედებს საჩუქრებს ჩუქნიან , ის კი ...........მის წინ იდგა , ხელში ყვავილები ეჭირა და თვალებით ლოცულობდა . მერე იგრძნო თუ როგორ შევიდა და დასახლდა მასში დედის სითბო . მერე რა ? რომ სხვები ვერ ხედავენ ?! მერე რა ? რომ მას მხოლოდ იგი ხედავს .ყვავილები ლარნაკში ჩააწყო ერთმანეთის მიყოლებით და სულის მოლბერტზე გულის პალიტრით ცისარტყელა დახატა . წასვლა საშინლად ეზარებოდა . მასთან უნდოდა დარჩენა . წამის გაჩერება უნდოდა და მისი მარადიულობის დამტკიცება სხვა ადამიანებისთვის . ირგვლივ სიჩუმე , თეთრი სიჩუმე იყო სიმშვიდის ბგერებით . მის გარდა იქ არავინ არ იყო , მხოლოდ თვით ის და ვის წინაც იგი ლოცულობდა . ცრემლები კი სახეზე უკვე გათხრილ საფლავში მიედინებოდა , ცრემლები მადლობის ნიშნად . ხელში ანთებული სანთლები და ყვავილები ეჭირა . კვლავ ეამბორა. სულს მისი სითბოთი და სიმშვიდით კვებავდა . მერე იყო ნაბიჯი , ნაბიჯი უკან და ის უკვე სახლისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა არა მარტო ,მასთან იგი იყო როგორც ყოველთვის. დედის დღეს ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატის წინ კვლავ ენთო სანთლები . ლარნაკში კი ისევ ლოცულობდნენ გოგონას სულის ყვავილები.
...
Read More
|
ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა თოვლი. დავჯდებოდი ხოლმე სამზარეულოს ფანჯარასთან და საათობით ვიტრუნებოდი ფანტელების ყურებით გართული. ამ დროს დედაჩემი ძალიან გახარებული იყო და თუ ჩემზე პირველი შეამჩნევდა პირველ ფანტელებს, დამიძახებდა ხოლმე, შენთვის თოვსო... მერე უკვე ბაღის და სკოლის ფანჯრიდან ვუყურებდი აბეზარ თოვლს .. ცოდვა გამხელილი ჯობია და, საროსკიპოს ფანჯრიდანაც კი მიყურებია ფიფქებისთვის (ალბათ, გაგეცინებათ იქ თოვლის საყურებლად ვინ დადისო, მაგრამ მართლა ასე იყო, არ გატყუებთ). 20 წლამდე ჩემზე ამბობდნენ ლამაზი ბიჭიაო, მერე კი სიმპათიური მამაკაცი დამერქვა რატომღაც. ერთ დღეს ეს სტატუსები მომბეზრდა და ცოლიანი მამაკაცი დავირქვი სიახლის ძიებაში გართულმა. არ მომეწონა ეს წოდება, მოსაწყენი იყო ჩემთვის და ახლის ძებნა ვერც დავიწყე, რომ "მამა” დამერქვა უნებურად. არ იყო ეს ცუდი, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა: ცოლიანი კაცის სტატუსის პარალელურად არსებობდა. ერთფეროვნებასთან ერთი გაბრძოლებაც და მე ცოლს გაშორებული მამაკაცი ვიყავი…
************
ქალაქის ხმაური მომბეზრდა. სოფელში ვიყიდე სახლი. მთელი ზამთარი ბუხართან გავატარე ფანტელების მოლოდინში, მაგრამ ვატყობ ზამთარს მოჰბეზრებია ჩემთვის თოვა. დილაობით ფანჯარაში ვიყურები ხოლმე. აქ ერთი ფანტელივით სიფრიფანა გოგონა ჩნდება ხშირად. ლურჯი თვალები აქვს და ზამთრის ცასთან საოცარ კონტრასტს ქმნის. სულ მინდა ახლოს მ
...
Read More
|
თენდება.....
ღამდება....
მერე ისევ თენდება და ასე უსასრულოდ. ყოველი დღე ერთნაირი. ჩვენ ორნი და ჩვენი პატარა ცხოვრება. შენ გიყვარს,როცა თვალებში მკოცნი, თუმცა გრძნობების გამოხატვის გერიდება. (ალბათ გგონია,რომ კაცებს ამის უფლება არ გაქვთ) მე კი ვჭრი ხახვს ნელი ტემპით და შენს დასანახად... ეს ყოველთვის ჭრის. მოდიხარ ჩემთან, შენი დიდი ხელების დიდი თითებით, ჩემი პატარა თვალებიდან უფრო პატარა ცრემლებს მწმენდ და მერე თვალებში ისე ნაზად მკოცნი, რომ ძლივს ვგრძნობ შენს შეხებას. მე კი შენი სიმღერა მიყვარს, თუმცა არ ვაღიარებ და შენი ჯიუტობიდან გამომდინარე, სულ იმას გეუბნები. რომ სიმღერა არ გამოგდის და შენც უფრო მეტს მღერი ჩემს ჯინაზე... და მე... მე კი ვწყვეტ დიდი, თბილი შალის ქსოვას და გისმენ, გისმენ ასე უსასრულოდ... სამსახურში წასული ხშირად ბუზღუნით მირეკავ და მეუბნები "მა იცი პერანგზე ღილი ისევ ამწყდა და არ ვიცი რა ვქნა..." მე ამ სიტყვებით გახარებული გეუბნები.რომ სასწრაფოდ მოხვიდე სახლში ამწყდარი ღილით სიარული უხერხულია... მე ხომ კარგად ვიცი,რომ შენი ღილი მე ვარ. როცა სახლში მოდიხარ, ჩემს აჩეჩილ თმას კიდევ უფრო ჩეჩავ და ამბობ,რომ უღილოდ შენს ცხოვრებას აზრი არ აქვს, მეც ფისოსავით კმაყოფილი და განაბული ვცდილობ უფრო გასიამოვნო და ჩაის კიდეთებ,რომელსაც დიდხანს და უსასრულოდ სვამ მრგვალ მაგიდასთან მიმჯდარი და ჩემს პატარა თვალებს უყურებ, ოღონდ არა პირდაპირ, არამედ სადღაც ჩემს უკან... იხსენებ იმ დროს როცა და
...
Read More
|
It's kind of fun to do the impossible. გააკეთო შეუძლებელი ,ეს გართობის ერთ-ერთი ხერხია . უოლტ დისნეი . Minds are like parachutes. They only function when they are open. Sir James Dewar გონებები გვანან პარაშუტებს ,ისინი მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებენ როდესაც გაშლილები არიან . If you can't describe what you are doing as a process, you don't know what you're doing. W. Edwards Deming თუ საქმის კეთების პროცესში შენ არ შეგიძლია აღწერო თუ რას აკეთებ ,ეს ნიშნავს ,რომ შენ საერთოდ არ იცი რას შვები . If all pulled in one direction, the world would keel over. Yiddish proverb ყველა ერთი მიმართულებით წავიდოდა ,დედამიწა გადმოყირავდებოდა .. The man who never makes a mistake
...
Read More
|
1.დილა მოიპარა ჩუმი ნაბიჯებით, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით, შენ კი არ გახსოვარ, ალბათ არც გჭირდები, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით!
2. ნახე გაწვიმდა ტირის ბუნება, ნაზი სისველე იგრძნო ტუჩებმა, ნახე ატირდა ჩემი თვალები ... და იცი რატომ! შენ მენატრები.
3. გულით მიყვარხარ და გულში მყავხარ, სადაც დავდივარ გულით დამყავხარ, შენ მთვარე ხარ და გზას მინათებ, შენზე უკეთესს მე ვის ვინატრებ?!
4. მინდა ძვირფასო შენც შემიყვარო, რომ სიყვარულის გავიგო გემო. მინდა ამაყად მეთქმოდეს შენთვის, მე შენ მიყვარხარ სიცოცხლევ ჩემო!
5. უსაზღვრო სევდა, მწუხარე ბედზე... ფიქრებში ფრენა მე ვფიქრობ შენზე!
6. მე მენატრები წუთში 60 წამს, 60-ჯერ მიყვარს ეს მონატრება, წუთში 60-ჯერ რომ გიყურებდე, 60-ჯერ გეტყვი : "მე შენ მიყვარხარ".
7. ნეტავ მაქცია მე სიგარეტად, ერთხელ მაინც ხომ ამიღებ ხელში, ერთხელ შენს ბაგეს შევეხო კიდე და მერე თუნდაც დავიწვა ფერფლში.
8. მაშინ როდესაც ცხოვრებაზე შენ ხელს ჩაიქნევ წუთით შეჩერდი,მე გამიხსენე ნუ ატირდები. და შენ მიხვდები,რომ ქვეყანაზე არსებობს ვიღაც ვისაც უყვარხარ, ვინც შენ გაღმერთებს, ვისაც სჭირდები.
9. მზეს ეძებს ვაზი,მზე მის გულში ჩაქარგულია,
...
Read More
|
მოვალ! უძილობა უნდა ჩაგინესტო სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები, ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები. მოვალ! ის ტკივილი უნდა გაგინელო გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით, ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით. არადა... ოთახში მარტო ხარ მგონია, ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან, ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან. იქნებ ... ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო. მინდა... ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო სისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებით შენი უცნაური მზერა დავიჩემო სახლად გადავიქცე შენი წამწამების. მოვალ! ეს სიზმარი უნდა აგიცხადო სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები, მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ, კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები..
.....................................................................................
|
« 1 2 ... 27 28 29 30 31 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0 |
|
|