♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥სხვა და სხვა♥


მე შენი მონატრება მომენატრა. . .
მინდა კვლავ მიყვარდე, მძულდე, მჯეროდეს შენი, კვლავ ვკარგავდე შენს იმედს, კვლავ მენატრებოდე. . .
მინდა შენს არსებობას ისევ ვგრძნობდე. . .
მაგრამ დრო გაილია, საათი წელს მიჰყვა და ასე გავიდა მთელი ცხოვრება. . .
მიჭირს გონებაში შენი სახის აღდგენაც, ვნანობ მხოლოდ ერთს, ჩემს ერთადერთ სიტყვას. . .
დროის დაბრუნება მინდა, მაგრამ ამდენი ხნით? ეს ხომ შეუძლებელია. . .
აი რა შეიძლება გახდეს ოცნებად. . .
ტელეფონის ზარი, რომელშიც შენს ხმას გავიგონებ და შეშინებული ხმით გეტყვი, რომ ის, ჩემი ბრალი იყო. . .
ჩემი ბრალი იყო ნაკუწ_ნაკუწ აწყობილი დროება კვლავ ნამსხვრევებად რომ ვაქციე. ..
ზოგჯერ ფიქრი მიბყრობს..გამახსენდება დიიიდი ხნის წინანდელი ამბავი...
ეს მოგონება ძალიან სასიამოვნოა. . .მახსენდება ყოველი წუთი და წამი...
თითქოს შეუძლებელია ყველაფრის დეტალურად აღქმა, მაგრამ ის, რაც სამუდამოდ გინდა, რომ გულში შეინახო, დაუვიწყარია. . .
მინდა ეს ფიქრები კვლავ ჩემთან დარჩნენ და შემ,დეგ ჩემთან ერთად მიებარნონ მიწას...
არავისთვის არ მინდა გაზიარება, ის მხოლოდ ჩემია...
ეხლაც ფიქრი ფიქრს მოეძალა, ქვემოთ დალაგებული ზემოთ ამოვიდა და გონებამ ისევ აღგიდგინა. . .
ეხლა მინდა კვლავ მახსოვდე და მჯეროდეს, რომ ცხოვრებაში ერთხელ, შემთხვევით შეგხ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1063 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი,აგარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიგვენთა...საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე ვინც დგეს ასე დაიგვიანა,ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული,როდის დამაყრდნო თავი მხარზე და დაგლილი ფიქრი ჩამოასვენა...მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას...შემდეგ ზგაპარი გამოვიგონე და დავიჯერე რომ ბედნიერი ვიყავი,სულის სიმაგლე გამოვიგონე და სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან,მერე კი როცა სული ჩავუდგი მივხვდი თუ როგორ დავცილდი საწყისსს.ვერ შევეგუე ხორცადქცეული Gმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის,ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩამქრალ კოცონს და როცა უკან მოვიხედე,სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს...ახლა მარტო ვარ და დარდი მივსებს ცარიელ დგეებს,ხანდახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფანტულ ფიქრებს ცხადად თუ სიზმრად...ხანდახან კი სულის სარკმელს ვაგებ და დარდს ვამზეურებ...კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე ჩემი წარსული..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1188 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>





თუ სიყვარული ტკივილია,ტკივილი რაა?იქნებ რაიმე ვერ უთქმელი გულში ჩაკლული
თუ სიყვარული ცრემლი არის მაშ ცრემლი რაა?იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული
თუ სიყვარული ჩემში ცოცხლობს ვინა ვარ თვითონ?მიხვდებით ალბათ, სიყვარულზე ვარ შეყვარებული....
თუ სიყვარული არ არსებობს,სიცოცხლე რაა?! არარაობა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1466 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დილაობით მე შენ უგემრიელეს ყავას მოგიდუღებდი…

შენ გაგაღვიძებდა გემრიელი ყავისა და გემრიელი ქალის სუნი…

ადგებოდი და ბანცალით გამოხვიდოდი სამზარეულოში….

თვალდახუჭული ამიჩეჩავდი ისედაც აჩეჩილ თმებს…

შენთვის პატარა ტატუს გავიკეთებდი ზურგზე.ეს იქნებოდა ლამაზი ჩიტი,რომელიც შენთვის იჭიკჭიკებდა,როდესაც მომეხვეოდი…

ზურგიდან მომხვევდი ხელებს და ამომავალ მზეს ერთად შევხვდებოდით ცხელ შავ ყავასთან ერთად ერთი ფინჯნიდან…

დღისით სასეირნოდ სანაპიროზე ვივლიდით და შენს არაჩვეულებრივ თვალებში მზის ანარეკლით გავთბებოდი…

საღამოობით იატაკზე წამოვგორდებოდით დიდი ფუმფულა საბნის ქვეშ და კარტს ვითამაშებდით გახდაზე…:)

ძილისწინ ახლართულ თმებს დამვარცხნიდი და მატირებდი…მერე გულში ჩამიკრავდი და მომეფერებოდი…თვალებიდან ცრემლებს ტუჩებით ამიკრეფდი …
ორივეს გაგვეცინებოდა…

შენს მკლავზე ჩამეძინებოდა და ცხვირზე მაკოცებდი…

მერე…მერე ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა…
მაგრამ სამწუხაროდ შენ ამაზე უარი თქვი…

მე შენ…

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მოწყენილი კლოუნი ვარ... მე მინდა ვიმოძრაო მხოლოდ შენთვის... ჩემმა თითოეულმა სიტყვამ, ნაბიჯმა, მოქმედებამ, აზრმა მინდა უფრო მომიყვანოს შენთან... არ დავიხარჯო არაფრით იმაზე, რაც არ მომაახლოვებს შენთან...
ყველაფერს, რაც ჩემია მე მოვყავარ შენთან...
მინდა ვჭამო შენთვის,
მინდა დავლიო შენთვის,
მინდა ვიმღერო შენთვის,
მინდა დავხატო შენთვის,
მინდა დავხატო ფისო და გავაცოცხლო შენთვის,
მინდა მიყვარდე შენთვის,
მინდა გიყვარდე შენთვის... მინდა დახატო ფისო და გააცოცხლო ჩემთვის,
მინდა იმღერო ჩემთვის,
მინდა დალიო ჩემთვის,
მინდა ჭამო ჩემთვის,
მინდა ყველაფერს რაც შენია მოჰყავდე ჩემთან... შენს სხეულს, შენს წამწამებს, შენს ხელებს, შენს გრძნობებს, აზრებს, სიტყვებს, ინსტინქტებს, ნაბიჯებს...
მეგობრობა თუ სიყვარული... ცნებებს ჩარჩოები, კლიშეები მოსდევს... აქ კი ვართ მე და შენ... ჩვენ... და მარტო ვიბრძოლებ შენთვის, თუნდაც მტერი იyოს მთელი სამყარო... სამყაროს მკვლელობა მტკივნეულია... მაინც მოვკლავ მას... დარჩები მხოლოდ შენ_ ჩემში... იმიტომ, რომ შენ სამყაროზე უსასრულო ხარ, ...იმიტომ, რომ ერთი უსასრულობა მეორეს ადგილს არ უტოვებს...უკვე მკვდარია... მე სხვა სამყაროში ვარ... შენთან ერთად წარსული სამყაროს ადგილი აღარ რჩება ჩემში.
დარჩები თუ წახვალ? დატოვე საერთო სამყარო! აქ, ჩვენს სივრცეში ყველაფერი ჩვენი მოწყობილი იქნება... დარჩები თუ წახვალ?...
მინდა აქ გამოვჩორკნო სახლი შენი მომავალი ფისოსთვის,
დავკრიფო ყვავილები შენი მომავალი დღისთვ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1965 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მერამდენე ღამეა ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს,
რომელიც შენზე უფრო იყო, ვიდრე ჩემზე
და რომელიც ტუჩებზე დამრჩა,
როგორც ის სიტყვა -
ბავშვობაში რომ ვამბობდი და დამიშალეს.

ასეთ დროს მუდამ,
შენ ცხოვრებაში მე ცარიელ ადგილებს ვამჩნევ,
რომლებიც გვანან
სიტყვებს შორის დატოვებულ სიცარიელეს,
ერთმანეთთან რომ
აკავშირებს
და თან აზრს აძლევს.

განა არის შენ ცხოვრებაში
რაიმე მეტი
გამოტოვებულ ადგილებზე?
იმ ცარიელ ადგილებზე,
რომლებსაც სახლში ანაწილებ
და ინახავ: ჭიქებში, სხვენში
ქვედა უჯრებში,
მაცივარში, საყვავილეში
და საწოლის მეორე მხარეს.
მე ვლაპარაკობ იმ ცარიელ ადგილებზე,
არავის რომ არ ეკუთვნიან
და თვალების დახუჭვიდან გახელამდე
რომ გეპარება.
რომლებსაც ტოვებ ნაბიჯებს შორის
და რომლებიც გაკავშირებენ დროით სივრცეში
საკუთარ თავთან.

მერამდენე ღამეა ვდგები
და საკუთარ თავს ვუდასტურებ,
რომ ქუჩები დადიან ჩვენში,
რომ სახლები ჩვენში ცხოვრობენ,
რომ საკვები გვჭამს,
რომ წყალი გვსვამს,
რომ მზეს ჩვენ ვათბობთ.
რომ ღმერთს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას
ყველაფერი შეეძლოს ჩვენთვის,
რომ ჩვენთვითონ ღამიდან მთვარე
ამოგვყავს - როგოც რძიდან ყველი
და ვანახევრებთ,
უფრო სწორედ ვინახევრებთ -
ზუსტად ისე, როგორც საკუთარ თავს ვექცევით,
როცა სხვას ვხვდებით და როცა გვიყვარს

ერთი შეხედვით უმიზეზოდ მოდის თოვლი
და იკავებს ცარიელ სივრცეს.
შენ სახეზე გ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 976 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ძალიან დავიღალე...
და მგონი, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც არ ვარ ვალდებული, სხვების დღის გაფუჭების შიშით გავიღიმო...
დავასკვენი, რომ ყველაზე ისეთი.. ცუდი და დეპრესიული დღეები მაშინ მაქვს, როცა რეალურად რაღაც ურთიერთობის დასრულების ვიღაცის დაკარგვის წინაშე ვდგავარ. ერთის მხრივ, კარგია, ალბათ, იმიტომ, რომ ასე მაინც ვიგრძნო, რომ ადამიანი ვარ...
მაგრამ მეორე მხრივ... ძალა აღარ მაქვს, ვიფიტები და დავიღალე ...
ვიყავი ისეთიც ერთ დროს, როცა ყველანაირად ცდილობ, არავინ დაკარგო... ვიბრძოდი, შინაგანად ბევრს ვითმენდი (როგორც წესი, გარედან ჩანს რატომღაც, რომ არ ვითმენ არაფერს...), არ ვიმჩნევდი... და გადავარჩინე რამდენიმე რაღაც, რაც დღეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია...
მაგრამ ახლა აღარ შემიძლია... კარგი ბებერივით გამომდის, მაგრამ ალბათ, ეგოისტი ვარ... კიარადა, ეგრეა... საკუთარ ძალებს ვუფრთხილდები...
დამღალა იმან, რომ სულ მე უნდა მტკიოდეს... სულ მე უნდა დავიწყო ყველაფერი თავიდან ისევ... სულ მე უნდა დამენგრეს თავზე ყველაფერი... აღარ მინდა...
თუ ეს ყველაფერი ჩემი სისუსტის გამართლებაა....?

ხანდახან, ღიმილით გავდივარ
საკუთარი თავიდან
და ზემოდან დავცქერი
უსუსურ, დაღლილ "მე"-ს,
რომელსაც ძალიან უნდა სჯეროდეს,
რომ ცოცხალია...

ხანდახან, ვჯიუტდები
და არ ვბრუნდები საკუთარ თავში...
ზემოდან დავცქერი
აფორიაქებულ, შეშინებულ "მე"-ს,
რომელსაც ვერ გაუგია, რა დაკარგა,
მაგრამ ჯიუტად მეძებს...

ხანდახან, მთელი გულით მეცოდ ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1315 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დაბრუნდი.

გშლი.

გშლი, იმიტომ, რომ შენი ტარება აღარ შემიძლია.
ჰოდა მიყურე.

ფეხის წვერებზე შეყინული სიმშვიდით
და ილუზიებით გატენილი თავით.

როცა იგნრევა სახლი, მის ადგილზე ვრჩებით ჩვენ,
ერთ დროს ვითომ მცხოვრები-შიგნით ადამიანები.
აქ ყოველთვის არიან მაწანწალა ძაღლები, მორიგეობენ.
სახლის ნანგრევებს ყარაულობენ, რომ არ გაექცეთ-
და სახლმა, თავის თავი უცხო ადგილას არ წამოჭიმოს.
ისინი გვყარაულობენ ჩვენ, სახლის ნარჩენებს...
რომ რადგან უკვე ერთმენეთი ამოვანგრიეთ,
ახლა სხვებთან არ გადავბარგდეთ, დროებითი შემაგრებით,
არ მოვატყუოთ, რომ საიმედო კედლები ვართ, და ისინიც არ ჩავიყოლოთ.
აქ ყოველთვის არიან მაწანწალა ძაღლები....მორიგეობენ.
სახლი ხმაურობს, როცა იწყებს გადაშენებას, სახლი ბორგავს.
სახლს უხაროდა, -დაიდგმება, ფესვებს გაიდგემს, სუნსაც გაიჩენს,
ახლა კი შფოთავს და სახურავზე ნაოჭების ქსელი გაება, როცა
მისი კედლები, ცდილობენ მიახლოვებას, შევიწროვებას.
როცა კდელები, ვითომ ერთმანეთს ეკუთხებიან, სინამდვილეში კარგავენ ფორმას.
სახლს ეშინია.
როცა ინგრევა, როცა მისი ყველა ნაწილი, რაც კი აქამდე შეუხორცდა-
აწყდება სხეულს, მისი ბუხარი იწყებს ხრჩოლვას და ბოლი ფანჯრებს ბურავს.
და ჩვენ გგვგონია, რომ ფუილტვები გვტკივა, თვალები გვეწვის, სახლი კი
ფიქრობს-მე ავტკივდი, მომიშორებენ და შურს იძიებს....
სახლი ტირის.
მასთან მოდიან მაწანწალა, ქუჩის ძაღლები და მოღალატე კედლებს
ყარაულობენ...მო ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Image and video hosting by TinyPic

კლოდ მონე "მზის ამოსვლა”

თითქოსდა არაფერი – როგორი ნატურაა!
თითქოსდა არაფერი-ფრთებს ვშლი!
თითქოსდა არაფერი-მივექანები ზეცისაკენ, მივექანები სასწაულ ბაღში. ფერთა სიძუნწე ჩემი საქმე არაა, იგი მიმინდვია მისთვის, ვინც სულით რეალობაში სახლობს.
ნიჭიერი ვარ. დიახ, სწორედ რომ ნიჭიერი, რადგან ღმერთმა დამასაჩუქრა ოცნების ნიჭით!
თითქოსდა არაფერი-მაგრამ ყველაფერი! Eეს ხედი ვერცერთ სულდგმულს ვერ დატოვებს ისე, თუ ერთმა აზრმა არ გაიელვა მასში, ერთმა ოცნებამ, ერთმა მიზანმა, წყურვილმა მარადისობისაკენ! M ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 3523 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Gossip Girl

მაინტერესებს თქვენ რომელი წყვილი უფრო მოგწონთ...
ბლერი და ნეიტი 
(ლეიტონ მისტერი და ჩეის კროუფორდი)
თუ ბლერი და ჩაკი
(ლეიტონ მისტერი და ედ ვესთვიქი)
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1905 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 20 21 22 23 24 ... 88 89 »
ოთხშაბათი, 2024-12-25, 5:01 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024