♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

წვიმდა და ზეცა
მიწას ცრემლად ჩამოდიოდა,
მეც ვტიროდი და
ცრემლები ღვარად მდიოდა,
რატომ ვტიროდი?
იმიტომ რომ მენატრებოდი,
თვალს დავხუჭავდი
თვალებს მიღმა მელანდებოდი.
სიზმარშიდაც კი,
სიზმარშიდაც ჩემთან იყავი,
გავიღვიძებდი, ცხადში
უკვე აღარ იყავი.
ეს მატირებდა, ეს მიდაგავდა
სულსა და გულსა,
დაბრუნდი ჩემთან და
გამიხარე გული ბედკრულსა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაისის ღამე.

ამ უსაშველო შემოღამებით
მე უიმედოდ გადამავიწყდი,
ვიხსენებ მაგრამ ვერ გავიხსენე
თმები მაისის ქარით ნარწევი.

შენი ღიმილი ,შენი ტუჩები,
და საოცნებო შენი თვალები,
რა მეშველება,საით მივდივარ,
სადაა ქვეყნად ჩემი საშველი.

არის კი ვინმე ვინც განმიცხადებს,
როდის ვიქნები შენით ნაშველი?
ასეთი ხვედრი მარგუნა ბედმა
და არც კი ვიცი,ახალს რას ველი.

ჩავლილ ცხოვრების ნათელ წერტილებს
შევკრებ და ღამით ჩაგეხუტები,
არ ვიცი სად ხარ,რატომ და რისთვის,
მაგრამ მე შენ ვერ გაგებუტები.

ოხ, მხოლოდ გული არა ნებდება
და ვიცი ბოლოს მაინც იქუხებს,
მაშინ,როდესაც, შენ გამოჩნდები,
გიცნობს და მეტად აღარ იყუჩებს.


...................................................................

ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული
სიოა ჩემთვის ცით მონაბერი.
მოგყვები მთვრალი ამ ნეტარებით,
არ მინდა ქვეყნ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2274 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მომნატრებიხარ ალბათ ძლიერ,რადგან გიხსენებ,
მომნატრებიხარ ჩემო ლამაზო რადგან ლექსს გიწერ,
მომნატრებიხარ სიგიჟემდე ჩემო ღვთაებავ,
მე გამაგიჟეს უშენობის დიდმა წამებმა,

მომნატრებია შენი დიდი ლურჯი თვალები,
შენი კოცნა და უძლიერესი შენი ალერსი,
შენი ტუჩის გემო,შენი მოფერება,
შენი კოცნა და შენი გამოხედვა,

მომნატრებიხარ ჩემო ლამაზო რადგან გიხსენებ,
ჩემო ნანატრო მომნატრებიხარ და მიტომ გიწერ,
მომნატრებიხარ,მომნატრებიხარ,მომნატრებიხარ,
არ გესმის კიდევ?მე დაგიკივლე და გაიგე ოღონდ ეს ისევ,

მომნატრებიხარ ჩემო ნანატრო და მე ლექსს გიწერ




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1569 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალი დახუჭე,წარმოიდგინე,
ზღვაში კუნძულზე რომ დგეხარ მარტო,
წარმოიდგინე ვიღაც მოცურავს
შენთან ყოფნაზე ფიქრობს და ნატრობს
წარმოიდგინე ის ვიღაც გეძებს
მისი იმედი გადადის ეჭვში
დიდ ტალღებს ებრძვის,თავს არ ანებებს
სიყვარულისგან დაჭრილი მკერდში
წარმოიდგინე პატარა ნავი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2662 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემთვის ეს სიყვარულია!..
შენთვის კი...აბა,რა ვიცი?..
გახედე,გაზაფხულია...
მეც ჭრელა-ჭრულა ჩავიცვი...
ჩემთვის ეს სიყვარულია!..
მარტი,აპრილი,მაისი...
გულს შენსკენ მოუხარია...
სხვა ყველაფერი დაიცდის...
ჩემთვის ეს სიყვარულია!...
შენთვის კი...აბა,რა ვიცი?...
გინდა?..შენს გულში დამტოვე...
თუ არა...მაშინ გამიშვი...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1629 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მამა,
მუხლზე სული შემიბერე,
ეზოში ხელი მკრეს, დავეცი.
თოვლზე დახატული ბაჭია
ჩემი ბავშვობისკენ გაიქცა.
მა,
შენი პატარა გოგონა
ახლა სევდიანი ქალია,
იმდენჯერ დაუშვა ხელები
უღონოდ... იმდენის ვალი აქვს...
მა,
შენ ხომ იცი რა ძნელია,
ყოველთვის იარო სწორი გზით...
გამიშვი, რომ გზები ამებნეს
და ისევ ჩვენს სახლში მოვიდე...
მა,
შენი პატარა გოგონა
ახლა სულდაღლილი ქალია.


................................................



მე არ მსურს,არ მინდა,თქვენია სამყარო.
გაუძღვეთ სატანის მორჩილი მხეცები.
თქვენია მთლიანად,მე არ მეკარება.
იგონეთ,აშენეთ,მაინც დაგენგრევათ.
შემინდეთ,ნუ დამსჯით,თქვენი ვარ მთლიანად.
მეც ხომ ვაშენე ჩემივე სამყარო.
გამიგეთ,გამიცნეთ,შემდეგ განმსაჯეთ.
დამსაჯეთ,მომკალით,მე ხომ ვერ გაგიგეთ.

.................................................................
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1672 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ -
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.

მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა,
არ დამიობლა ძმები და დები.
მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.

როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი,
მეც დამეძახა შენთვის „დედიკო"
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.

ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,
როგორც პეპელა ყვავილში რგული,
დაბადებამდე რამდენი მიკლდა,
ითვლიდა ჩემი პაწია გული.

ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,
მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1318 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მომეცი ხელი,
უჩემობა, ვიცი გაწუხებს...
და გამეტებით, დაუნდობლად,
ამტვრევ მარწუხებს...
მომეცი ხელი,
უშენობა ისევ მაწვალებს...
გადაგღეღია ეგ ფიქრები,
ვითვლი ნაკვალევს...
ხელი მომეცი,
ამირიე ისევ გონება...
რომ დამამარცხე უშენობით,
ნუ გეგონება...
მომეცი ხელი,
გული ისევ ამიფერადე...
და განაბული დამელოდე,
გაგიჟებამდე...
მე მაღლა მინდა,
შენთან მინდა, მაინც ამოვალ..
რომ ვერასოდეს მომიშორო,
ისე წამოვალ..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1567 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაგრამ შენ არ ხარ გალაქტიონი,
და არც თავადი ბაგრატიონი..
არც ეს ცხოვრება არის იოლი,
მეც კი წამართვეს ნიჭი ღვთიური..
ნიჭი ღვთიური?
ეს არის გრძნობა, მარადიული,
გრძნობა რომელიც იყო ციური,
რატო წამართვეს ვერ ვხვდები მაგრამ,
ასე ამბობენ ჩვენამდე მარად,
ეს არის ცხოვრება..
რა არის ცხოვრება?
ეს არის გოდება,
ოცნების მონება,
ღვთის მიერ ბოძება.
შენ კი გცოდნია ცხოვრების წესდება,
მე კი ვერ ვხვდები,
მორევში ვეშვები,
წარსულში ვებმები..
შეცდომებს ვერ ვხვდები..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1270 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და
სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე...
შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და
როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!
როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ,
ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს...
ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,
ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.
და გაგონილი სახელი შენი
ტუჩს რომ მოწყდება ღამის წყვდიადში,
შენ ჯერ არ იცი მე როგორ მშველი
სულს რომ მიბრუნებ ფერთა წიაღში.
მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი
იქედან როცა დალაგდა არე...
მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი,
დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!
წარსული დნება ფოთოლთ ცვენაში
შენ შეგიძლია დარდი დახლიჩო...
მომეცი ნება , რომ შენს მზერაში
ჩავიძირო და თავი დავიხრჩო!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1429 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 254 255 »
პარასკევი, 2024-05-17, 8:18 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024