მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს, გულის კარებთან დაუკვნესია, დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები, ხშირად რომ გნახო უარესია, გაბრაზებულა ჯიუტი გული, სულში ტკივილი ჩაუთესია, ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით უცებ მომკალი უკეთესია, ისე საშინლად მომენატრე რომ ფიქრები მტრედად შემომესია, უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი, და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია, არ შემიძლია მე ლექსი ვწერო, აღიარება ჩემი წესია, როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება, არ ვარსებობდე უკეთესია.
|
მომნატრებიხარ,როგორც შავ ზღვას თეთრი თოლია, იმ მონატრებით_რუსთაველს რომ მოუგონია. მომნატრებიხარ,ვით ზამთარში სითბო მაისის და ცხელ აგვისტოს საამური,გრილი დაისი. მომნატრებიხარ,აღარ ვიცი რას შეგადარო, მენატრები და მონატრებით მინდა გატარო. როგორც მთის ირემს წყაროს წყალი მოენატრება, დაეწაფება და გააბნევს წყურვილს დარდებად. მე მინდა შენთან,როგორც ვარსკვლავს უნდა მთვარესთან, ისე მჭირდები,როგორც ავდარს გამოდარება. უკვე იქ გეძებ,სადაც არ ხარ და ვერც იქნები და მენატრები,როგორც ზამთარს თოვლის ფიფქები. მომლანდებიხარ,გულში დარდად მომძალებიხარ, როგორც არასდროს,ისე ძლიერ მომნატრებიხარ
|
დაღამება სევდას მიქსოვს, გული რითი გავართო, დავჯდები და დავწერ ბარათს, ისევ უმისამართოდ.
ჩემი ლექსი თვით მოგძებნის, ვერსად დაემალები, მისამართად ეგულება შენი გიშრის თვალები.
მას რად უნდა ქუჩის სწავლა, შენი სახლის ჩვენება, ვით მერცხალი თავის ბუდეს, მოვა, მოგეფერება.
გახსნი ბარათს, წაიკითხავ, წარსულს დაუბრუნდები, მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს სინამდვილის ხუნდები.
რა მწარეა მოგონება დღეთა გარდასულისა, რა ძნელია დაოკება ვნებააშლილ სულისა...
და როცა ქალს ვნება ახრჩობს, გული რითი გაართოს, ჟინიანად დახევს ბარათს, მაგრამ... უმისამართოს.
დაეძებ და ვერ იპოვე, გაგიცრუვდა მიზანი, მე კი გულის გასართობად კიდევ გამოგიგზავნი
|
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, შენთან ფერები არაფერია შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.
შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო, შენი მხატვარი მხოლოდ ერთია შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.
ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?! სიყვარულია ნიჭი ყოველი.
სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი
|
უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება რაღაც წმინდა გრძნობების. უაზრობაა ოცნება მაშინ, როცა სიცოცხლეს ემშვიდობები. უაზრობაა გენატრებოდეს ვისაც არასდროს მოენატრები, უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვისაც არასდროს შეუყვარდები, უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება გრძნობის და რაღაც ახლის. უაზრობაა შინ დაბრუნება, და მონატრება ცარიელ სახლის, უაზრობაა ლოდინი მაშინ, როცა იცი რომ არავინ მოვა, უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, როცა იცი რომ სიკვდილის დროა, უაზრობაა დარდი, ლოდინი, ფუჭი ოცნება და მონატრება, როცა იცი რომ ის სხვაზე დარდობს, სხვაზე ფიქრობს და სხვა ენეტრება, უაზრობაა სთხოვდე სიყვარულს ვისაც არა აქვ ამ გრძნობის განცდა, თუკი შენი და იმისი გზები დასაწყისიდან ერთმანეთს ასცდა. უაზრობაა სხვაზე თუ დარდობს, და შენ კი ისევ იმედით ელი, როცა მკვდარსაც კი არ გეღირსება, ერთი ამბორი და წყვილი ცრემლი, უაზრობაა როდესაც გინდა, და მასზე ფიქრებს კვლავ ვერ იშორებ, უაზრობაა როცა ახლოს ხარ, და თუ მაინც გრძნობ მისგან სიშორეს. როცა იცი, რომ შენს წინ არიან, რაღა აზრი აქვს იმათის მოცდას, უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვინც ზიზღით იღებს შენს ობოლ კოცნას, უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, თუ სიმარტოვეს ბოლო არ უჩანს, და თუ იცი, რომ როცა მოკვდები, თვალსაც არავინ არ
...
Read More
|
ჩემგან წახვედი, მე კი გეძებდი არ მინახიხარ დიდი ხანია. მერე რა თუ კი უკვე გავლოთდი შენ არ იჯავრო ჩემი ბრალია. მე ხომ ყოველ წამს შენზე ვფიქრობდი მენატრებოდი მუდამ ძალიან დარდი რომ მქონდა მიტომ გავლოთდი შენ არ იდარდო ჩემი ბრალია. მე გამალოთა ჩემმა ცხოვრებამ ღვინოს ვაყოლებ სევდასაც, დარდსაც ჩემსავით სხვასაც რომ ყვარებოდი გაალოთებდა ცხოვრება მასაც.
|
წუხელ მესიზმრე გეფერებოდი გულს ვიჯერებდი შენი ალერსით ფერებ-ფერებით თავს გევლებოდი ჩემი იყავი მთელი არსებით. გეფერებოდი და შენთან ყოფნა რატომღაც ისევ მენატრებოდა გამეღვიძა და ძლიერ გინატრე ნეტავი სულ არ გამღვიძებოდა.
|
უბრალოდ მიყვარხარ ძალიან უბრალოდ უბრალოდ ისე როგორც არავინ მყვარებია თუ ვინმე მენატრება, თუ რამის ხილვა მინდა მხოლოდ შენა ხარ და შენი თვალებია. არ ვივი რა მიზეზით რატომ ან რის გამო არ ვიცი შენ მე რატომ უნდა შემიტვარო მე მხოლოს ის ვიცი რომ ერთადერთო რომ ყველაზე ძლიერ მიყვარხარ უბრალოდ. მუდამ შენზე ვფიქრობ მუდამ შენზე ვდარბოდ მუდამ მენატრები ჩემტან რომ არა ხარ მინდა გიპოვო და გითხრა გაგრძნობინო თუ როგორ ძალიან უბრალოდ მიყვარხარ.
|
ფრაგმენტალური მოგონებებით ვაწყობ მე შენთან შეხვედრის კადრებს, მაგრამ ვერაფრით წრე ვერ შევკარი, ვერ მივადექი შენს გულის კარებს. გაუცხოვების უხილავ ფარდას, დამაშორებელს ჩვენი სულების, მე ვდევნი ყოველ შეჯახებისას სამანებიდან ჩვენი ხილვების. იქნებ ეს ღამე მოკავშირეა?! ჩვენ მისით ვიგებთ ჩვენ ჩვენს რაობას და ვიდრე ღამეს არ გავათენებთ ჩვენ ვერ მივაღწევთ თანაფარდობას? ვინ იცის ?! გზა კი, ისევ გრძელდება და შენ ისევე ისე მშორდები, მომეცი შანსი და შენ იხილავ, მზეს რომ ხვდებიან დილის ვარდები. არ მიმატოვო,არ დაიჯერო, ამ წამიერი შემოღამების, არ მავიწყდები მე შენ არასდროს, და არც ღიმილი შენი თვალების.
|
Miyvarda sheni tvalebi me sheni suntqvac miyvarda miyvarda cecxlis alebi chemi fiqri rom ikravda
sheni xelebi miyvarda ori lamazi arseba piri verafers idzaxda tvali yvelafers avsebda
miyvarda sheni zmaneba sheni sxeuli miyvarda mec ukve ena dameba guli ki fiqrebs isxavda
sheni gimili miyvarda sheni tvalebis cimcimi guli yvelafers itans da shen mainc isev icini
|
« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|