♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥



არ დავბრუნდები... მე არასდროს არ დავბრუნდები...
მივდივარ... ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...
არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,
გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის
შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში
და არ იქნება შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.
უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს
ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,
ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ
და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები...
მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ..არ დავბრუნდები
რადგან ყოველი წაბლისფერი თმების ბრალია
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები..
ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან..


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1270 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაზაფხულმა დაკრიფა,
შენს ღაწვებზე ატმები,
ტუჩებზე კი სიმწიფით ალუბლები აფეთქდნენ!
ვიცი, ბავშვობასავით თბილად მომენატრები,
თუმცა მაინც ბოლოჯერ ვკოცნი რძისფერ საფეთქლებს...

ახლაც შენი, კვალდაკვალ,
მომდევს თბილი აურა,
ცხელი, ცხელი აპრილის, მიწის სუნი მაბრუებს...
სტრიქონებიც გავგზავნე
დროში სამოგზაუროდ,
ფრთხილად ვიხსნი გულიდან
ნოსტალგიურ თავბრუ-ებს!

ჩაბნელებულ ოთახში, მარტოობა სრულიად,
„ჰეფი ენდში" ყოველთვის სასაცილოდ მიმართლებს!
მერე რა რომ ტუჩებში კოცნა აკრძალულია?..
ბოლო სუნთქვაც ცრემლიან
თვალებისკენ მივმართოთ.

შენიღბულად შეკრული,
უხეშად გაწყვეტილი...
ახლა ერთურთს ზედიზედ ცვლიან თბილი კადრები,
ის დროა, რომ სისხლისფრად დავსვათ მრავალწერტილი...
დამალულ ცრემლებივით - ჩუმად
მ ო მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი !

 

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1075 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიწაა მხოლოდ ჩემი დობილი,
გული ტკივილსაც რომ ვეღარ იტევს,
ასე უტყვი და ასე უძრავი
ვიღაცის კუბოს გავენაპირე.
ბედმა ბოლომდე აღარ გამწირა,
რაღაც მაჩუქა სიკვდილის მერე,
ამ ჩემს საფლავზე ვიღაცას თურმე,
თეთრი ვარდები დაუნერგია,
აყვავებულა ის ყვავილები,
საფლავი თეთრად აუფეთქია.
ახლა დამტირის ვიღაცა ვაჟი,
სისხლიან ცრემლებს ჩემს გულზე აღვრის,
სათუთი გრძნობით და უმწეობით,
მაძლევს გარდაცვლილს იმედებს ხვალის.
"იცი, ძვირფასო, როგორ მიყვარხარ?!
ვერ შევიყვარე მე სხვა ვერავინ,
დღეს არა, ხვალე შენთან მოვდივარ,
და ვეღარ იტყვის მერე ვერავინ:
გოგონა სიკვდილს მოუტაცია,
ის დაივიწყეს, ბიჭმაც გასწირა,
ერთ დროს ქვეყანას ეფიცებოდა,
არ შეუსრულა რაც შეუპირა.
არა, ძვირფასო, შენთან მოვდივარ!
ისიც კი კმარა რა დროც ვიცადე,
უშენოდ ჩემთვის ერთი წამია,
შენთნ ერთად კი დროა მიჯნამდე..."
და ამ სიტყვებზე მისი მკერდიდან
სისხლმა იფეთქა, მდინარედ დინდა,
ჯერ ისევ თბილი წვეთები სისხლის,
უწყვეტ ნაკადად გულზე დამდინდა.
ჩემი თვალები ცრემლმა დაბინდა,
მას მე ვუყვარდი არ გავიკარე,
ასე გულქვამ და ასე ამაყმა,
ეს წრფელი გრძნობა ვერ შევიფარე.
არ ვყვარებივარ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1573 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>



ფერი დაეკარგათ ვარდის წითელ ფურცლებს,
ალბათ მარტოობა იგრძნეს,
ისევ ჩამოდნა თაფლის სანთელი
შენ რომ გაგონებდა ცრემლებს.
ოჰ, ახლა მარტო დავდივარ გზებზე
და წლები კვლავ წლებს მისდევს,
ყვითელი ფოთლები ძლიერ შორს გაფრინდნენ,
თავს ვეღარ აღწევენ ნისლებს.
ფანჯრის რაფაზე წვიმა ჩურჩულებს,
ფიქრები ფიქრებს მისდევს.
ცისფერი სევდა სანთლების შუქზე
დგას, დაუხრია თავი,
წუთები თითქოს საათებს ჰგვანან,
წამებიც ნელა გადის.
და შორ სივრცეში ისევე მესმის
ნაცნობი ფრაზის აზრი:
"რისთვის მოვედი, რისთვის მივდივარ,
გამაგებინო იქნებ?!
ჩემი ცხოვრება წამი ყოფილა,
შენ კი გიტოვებ ფიქრებს.
ჩემზე იდარდე, ნუ დამივიწყებ,
მუდამ ანთებდე სანთლებს,
მარტი რომ მოვა ია მაჩუქე,
ნუღარ დამაღვრი ცრემლებს!"
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1191 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>


რ შემიყვარო!
სატანჯველი მე ჩემიც მყოფნის
და შენი გულის გადარჩენა გამიჭირდება,
ესა ყოფილა სამართალი ამ წუთისოფლის,
მისი წყალი ხომ არასოდეს დაიწმინდება?!
არ შემიყვარო!
ჩვენს სიყვარულს არა აქვს შანსი
და არც უფლება იარსებოს ამქვეყანაზე,
გულმართალ გრძნობას ათას ჭორის ტალახი გასვრის,
ცეცხლს მიეცემა რომანტიკა და სილამაზე.
არ შემიყვარო!
ამდენს მართლა ვერ გადავიტან,
შენ ხომ ისედაც არ გიხდება სევდა-ნაღველი,
დავაგვიანეთ ორთქლმავალი უკვე წავიდა
და მშრალ ტუჩებზე მეყინება შენი სახელი.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1504 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>



მე შენ მიყვარხარ,
როცა წვიმს, მაშინ,
როცა წვეთები ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი გაავებული
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას...
მე შენ მიყვარხარ,
როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია,
და მე მივდივარ ღიმილით იქაც,
სადაც ვერ მცნობენ,ან არ მიცდიან...
მე შენ მიყვარხარ,
ხვატში, გვალვაში,
როცა წყალს ითხოვს
ჩვენი ვერხვები,
როცა მეხები ყურთან ჩურჩულით
და მაშინაც კი თუ ვერ მეხები...
მე შენ მიყვარხარ,
მთაში და ბარად,მდინარესთან და
ზღვასთან ტალღებად,
ღირდა ყოველი წამი და წუთი
ამ სამსხვერპლოზე წლების გაღებად...
მე შენ მიყვარხარ,
როცა ვიღვიძებ,ვიძინებ, როცა
ღამეს ვნებდები,
არ მენაღვლება, რომ გადის დრო და
რა მენაღვლება, თუკი ვბერდები?!
მე შენ მიყვარხარ,
ისე და ასე,უსათაუროდ ურითმოდ ლექსში,
მე შეგისუნთქე ძალიან ღრმად და
დაგტოვე ასე ძვირფასად ჩემში...
და ყოველ სიტყვას,ღიმილს,სიგიჟეს
ჩემი ფიქრების სხვენზე ვინახავ,
აჰა, ეს ლექსი და იცი უკვე
შენ რომ მიყვარხარ,
მე რომ
მიყვარხარ...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1505 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>



როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ
და მონატრების როგორ ცვივა გულში ნამქერი,
არ წახვიდოდი ასე ჩუმად, ნაწყენი, არა,
დაიღვრებოდი სულის სევდად, როგორც სანთელი.
როგორ გნატრულობ, რომ იცოდე, როგორ გნატრულობ?!
ამაო ფიქრში, ო, რამდენი ვათიე ღამე,
ჩემო გულისთქმავ, ჩემო ხატო, სიზმრად გნახულობ,
მოდი, როგორმე მანუგეშე, მითხარი რამე!
როგორ მკლავს სევდა, რომ იცოდე, როგორ მკლავს სევდა
და მონატრების როგორ კვდება თვალებზე ცრემლი,
არ წახვიდოდი ასე ჩუმად გამწყრალი, არა,
გადავიწყებას მიეცემოდა აღარაფერი...
როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ?!.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1526 | დამატებულია: mirkani | სრულად წაკითხვა >>



bicho,sheni gamoxedva

gadameqca dardad,

shenma mzeram gadaxada

am chems grdznobebs farda,

ameshala vnebebi da

tavs verafers vshveli,

saalersod mixmobs sheni

gamoxedva mwveli.

agar vici move ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1632 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>



sanam uxaria guls,sanam dagvremila zeca, 
sanam dagvnatian tavze gamit mtvare,dgisit mzeca, 
sanam mochuxchuxebs wyaro,sanam mojujunebs wvima, 
sanam tvalebs sixarulis cremli margalitebivi scviva... 
sanam chemi qveynis mtebi welshigamartulni dganan... 
sanam myinvarwveris tavze mdumare nislebi wvanan... 
sanam guli kvlavac fetqavs,ar sheuwyvetia dzgera,&nbs ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1368 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>



gaxelebuli davewafe bages gvinians,


o,kocnis giji ar gegono, gvinis giji var,

lalis wvetebi tuchebs ise undod ekida,

rom ar shemesva, matze fiqri chkvidan shemshlida.....

lalis wvetebi tuchebs ise undod ekida...

rom ar mekocna, im tuchebis eshxi shemshlida....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1934 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 254 255 »
ხუთშაბათი, 2024-05-02, 3:16 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024