მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
დარდი შემოსულა გულში ისევ მონატრების ფარდად, აღარ დაგიძახე გუშინ... დღეს კი უშენობა მტანჯავს. სადღაც დამალული ხმებით ჩუმად რომ გიყვები ზღაპარს - შენთვის ნათამაშებ ღიმილს სულში სევდისფერი დაჰკრავს... დრო კი უნამუსოდ მიჰქრის, დრო არ დაგვიცდის და სადღაც - ჩვენთვის შემონახულ წუთებს ურცხვად წაიღებს და წავა....
|
,,დედაქალაქი" ბევრია ქვეყნად, მაგრამ ერთია მხოლოდ თბილისი. ისე ,,თბილია" ,,ჩემი ქალაქი" როგორც საღამო მშვიდი ივლისის.
ისე ,,ამაყი" ვხდები ხანდახან, როცა ვუყურებ მე ,,ქართლის დედას". ერთიანდება ათასი ,,ფერი", ,,ცისარტყელას" რომ ჩვენს ცაზე ვხედავ.
ეს ,,სილამაზე" ვიპოვო სხვაგან? სხვაგან სად ვნახო ჩუმი ,,ოცნება" რა ,,ლამაზია" ჩემი ქალაქი, მე აქ სიცოცხლე ,,მეოცნებება".
ისე ამაყად დგას აქ ,,მეტეხი", ისე დიდია როცა ,,მზე ჩადის" ,,ლამპიონები" რომ ინთებიან, სოლოლაკში რომ ნიკალაც დადის.
მე მიყვარს ძლიერ ,,მთაწმინდიდან", ღამე თბილისის. ჩემი სახლიდან დედის სითბო, თითქოს მიღიმის.
რომ ,, მენატრება" ჩემი ქალაქი, უკიდეგანოდ ,,დავდივარ ფეხით". ჩემი ,,იმედი", ქვეყნის ,,სიმბოლო", თბილისი არის მე ამას ვხვდები.
თითქოს ,,მინდა" რომ ცოტა დავლაგდე, მაინც დავდივარ გზააბნეული. როცა ,,ბობოქრობს" დედაქალაქი, მეც ვხდები თითქოს ,,გადარეული".
,,ის" ,,ძველი" ,,ხოხბის" არის სამშობლო, გალაკტიონის ,,გულის ფეთქვაა". ,,გულღიან" კაცის ,
...
Read More
|
ლიანდაგებზე ჭრიალი ბორბლის, ხალხით სავსეა თეთრი ვაგონი, მატარებელი შორიდან მოდის, ჩვენ კი ხუთნი ვართ ამის გამგონი. ირგვლივ კლდეები, მომთმენი ჟამის, მწვანე ველები სისხლით ნაშოვნი, მატარებელი შორიდან მოდის, ნელ-ნელა ვრჩებით ოთხი გამგონი. მდინარეები, წყურვილი სულის, პირუტყვს არ ტოვებს გარეთ პატრონი,
...
Read More
|
შენ მე არ მიცნობ, მერე ლექსი გეტყვის დანარჩენს, შენ მე არ მიცნობ, მე მიცნობენ მხოლოდ ცოდვები, შენ ცას შეხედე, მას გაჰყევი, იქნებ გადარჩე, მე კი განაჩენს სინანულით დაველოდები...
შენ ცას უსმინე გევედრები, მე ნუ მომისმენ,
|
ეხლა, როცა ჩემს ოცნებას ქარი ყველა ქუჩას ანდობს, შენ დაგეძებს და სულ ყველგან, დაქრის ისევ დანავარდობს.
|
მე მოწყენილი მდუმარების ნისლი მხვევია, და უკვალო სიყვარული გულში მწვევია მე შენ მიყვარხარ ეს სიტყვები შენთვის მითქვია, ეს ჩემიი ცრემლიც შენი გულისთვის გადმომიგდია;
ეს უკვდავება შენი გულისთვის გამიყიდია ეს ჩემი სული შენი სულისთვის გადამიცია, მე შენ მიყვარხარ ეს სიტყვების გადამიყრია ჩემი ოცნებაც შენ ოცნებაში გადამიცვლია.
ჩემი ფიქრებიც ისევ უკვალოდ სადღაც გარბიან, და ჩემი გულიც უღიმღამოდ ნატვრად გიქცია, ეს სიყვარულიც უფერულო ამბად გიქცია…
|
როცა მარტო ვარ იწყება ფიქრი როცა მარტო ვარ სულ ვიწყებ ტირილს მარტო დარჩენა აღვიძებს ტირილს ამ ჩემს უაზროდ დარჩენილ ტკივილს
როცა მარტო ვარ ვიწყებ ლექსზე ფიქრს როცა მარტო ვარ ვერ ბედავ ღიმილს როცა მარტო ვარ ველი იმ წუთებს, როცა მოვრჩები უაზროდ ფიქრებს
მე სულ ყოველთვის მარტო ვარ ყველგან, მე სულ ყოველთვის ვიტირებ გულში და ვიოცნებებ ყოველ საღამოს მალე დამთავრდეს ტკივილი გულის.
|
ისევ აყვავდა გული ვარდივით, და ისევ მინდა შენზე დავწერო შენი თვალები ცას მოწყვეტილი, უკვდავებაო სიჩუმით ამბობს.
მე მინდა ისევ შენი ღიმილით ვიცხოვრო მუდამ, მარადიულად მე მინა ვიყო შენი ოცნება, და სასწაული სიყვარულისა.
|
თქვენ ჩემთვის გულწრფელ საუბრებსჰგავხართ, ალბათ არც მინდა სხვა რამეს ჰგავდეთ... ისე ჯერ სულში ვერავინ ჩამწვდა და მხოლოდ ჩემმა ლექსებმა გამთქვეს
ვიცი სიცოცხლე წამიერია, მაინც არ მინდა უკვალოდ გავქრე, თუ ყველაფერი ღვთისმიერია მე მაინც ჩემსას ავანთებ სანთელს
ცხოვრება სცენად არასდროს მედგა, არც წარმოდგენებს არასდროს ვდგამდი, თუ დამაქვს ცრემლიც, ღიმილთან ერთად, იცით – არც ერთი არ არის ყალბი
დღეს ეს სიტყვებიც ლექსებად წამცდა დაჯდეს წერტილი და ასე მორჩეს: ვიცი, რომ ვამბობ ათასჯერ ნათქვამს და მაინც – მინდა ღიმილით მოვკვდე!
და მინდა მუდამ იყოთ ასეთი – თქვენ ახლა გულწრფელ საუბრებს ჰგავხართ... სადაც დავიწყე იქვე გავჩერდი, ეს იყო ჩემი ალთაც და ბალთაც
|
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი, დაიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება, ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი. და ეს თვალები, ლურჯი თვალები ჩემი თვალები ისევ მოგელის.
|
« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|