ეხლა, როცა ჩემს ოცნებას ქარი ყველა ქუჩას ანდობს,
შენ დაგეძებს და სულ ყველგან, დაქრის ისევ დანავარდობს.
ჩემსავით რომ ნერვიულობს და ხეებზე ტოტებს ლეწავს,
თან დაგყვება და ხანდახან გაბრაზებს და თმებს გიწეწავს.
და ძილის წინ შენს ოთახში, შენ ფიქრებში გეცილება
და ქარივით მთელი ღამე, შენც არასდროს გეძინება.
ვიცი ეხლა, არც ერთ სტრიქონს სხვა ჩემს გარდა შენზე არ წერს,
ჩემს გარშემო ქარი ქრის და ხეებს აქეთ-იქით არწევს.
როცა ქარი ვერ ისვენებს, მეუბნება რაღაც ამბავს,
ეს საღამო შენს სიყვარულს სქელი ჯაჭვით გულზე მაბამს...
თავს ცუდად ვგრძნობ უშენობით და ამ დროის სიმცირეში
შენ კი ისევ უძილობით და ქარების სიცივეში.
ეს სიტყვები ჩემგან თითქოს შენ ბავშვივით გაბარია,
მშვიდად მძინავს,როცა ვიცი,რომ შენც თბილად გაფარია.