დარდი შემოსულა გულში ისევ მონატრების ფარდად, აღარ დაგიძახე გუშინ... დღეს კი უშენობა მტანჯავს. სადღაც დამალული ხმებით ჩუმად რომ გიყვები ზღაპარს - შენთვის ნათამაშებ ღიმილს სულში სევდისფერი დაჰკრავს... დრო კი უნამუსოდ მიჰქრის, დრო არ დაგვიცდის და სადღაც - ჩვენთვის შემონახულ წუთებს ურცხვად წაიღებს და წავა....