მთავარი » 2011 » ივლისი » 30
ნიავი მორცხვად არწევდა ფიქრებს, დღეს რა საოცრად ლამაზად წვიმდა.. წვიმის წვეთები გაყინულ თითებს წარსულის ნარჩენ ხსოვნას აცლიდა..
ბაგე ყვიროდა სევდიან მითებს, ირგვლივ სიცოცხლის ჟინი გაღვივდა, ეს მელოდია გულში ცეცხლს მინთებს, საოცარია…სიცოცხლე მინდა..
ცა რომ გადმოშლის ღრუბლების ზვირთებს, რომ დაეშვება ფანტელი ციდან, რომ ამოვუვსებთ სოროებს ვირთხებს აი იქ ვიტყვი..ცხოვრება ღირდა..
ახლაც ვიხსენებ ძველებურ მითებს, მაშინდელს,როცა გრძნობა ფრთებს შლიდა, ოღონდ ეს გული ყველას გაგვითბეს, საოცარია..ღიმილი მინდა..
ჩვენ ეს სიცოცხლე ისე დაგვითმეს, რომ დაგვიტოვეს ყოველი წმინდა, თუ აღარ დარჩა მტვერი ამ თითებს მაშინ კი ვიტყვი..სიკვდილიც ღირდა
|
მე ჩემი დუმილით გეტყვი, რომ - მიყვარხარ, პასუხად შენს მაცდურ ღიმილსაც ავიტან, ბაგე კი მოვთოკე, გული კი ვერაფრით, გეძახის: სადა ხარ? ცხოვრება გავიდა . . .
მე ჩემი რითმების ალერსით დაგათრობ, ჩვენს გრძნობას, სიყვარულს ცის კართან ავიტან, გონებას მოვუვლი, ამ გულს კი ვერაფრით, იძგერებს: უშენოდ სიცოცხლე არ მინდა . . . ერთ დღესაც სიბერე რომ მომეპარება, რომ მომაშორებენ ამ სოფელს თავიდან, მე გამაჩუმებენ, ამ გულს კი ვერაფერით, ილოცებს: უშენოდ . . .? ზეცაც კი არ მინდა . .
|
მოდი... ყვიროდა ღამე - სულში ჩაბუდებულ ფიქრად, ნარცისულ ოცნებებს ვამსხვრევ, აღარ ვეჯიბრები ყინვას... ახლა - შემორჩენილ წამებს ისევ გადავითვლი დიდხანს, უკვე - ჩაფიქრებაც გმართებს, თუმცა არაფერი მითქვამს. ვხედავ აყეფებულ ძაღლებს, თეთრად გათენებულ სცენას, რაღაც დაეკარგა თითქოს, თოვლში ფანტელების ცვენას... წავალ! გაჰყვიროდა სული, ღამეც - მონატრებას იდგამს, ჯერაც არაფერს არ ვამბობ, მაინც - ყველაფერი მითქვამს!....
|
დარდი შემოსულა გულში ისევ მონატრების ფარდად, აღარ დაგიძახე გუშინ... დღეს კი უშენობა მტანჯავს. სადღაც დამალული ხმებით ჩუმად რომ გიყვები ზღაპარს - შენთვის ნათამაშებ ღიმილს სულში სევდისფერი დაჰკრავს... დრო კი უნამუსოდ მიჰქრის, დრო არ დაგვიცდის და სადღაც - ჩვენთვის შემონახულ წუთებს ურცხვად წაიღებს და წავა....
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 5 სტუმარი: 5 მომხმარებელი: 0 |
|
|