♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2011 » ივნისი » 6 » თეთრად აფეთქებული საფლავი
0:11 AM
თეთრად აფეთქებული საფლავი


მიწაა მხოლოდ ჩემი დობილი,
გული ტკივილსაც რომ ვეღარ იტევს,
ასე უტყვი და ასე უძრავი
ვიღაცის კუბოს გავენაპირე.
ბედმა ბოლომდე აღარ გამწირა,
რაღაც მაჩუქა სიკვდილის მერე,
ამ ჩემს საფლავზე ვიღაცას თურმე,
თეთრი ვარდები დაუნერგია,
აყვავებულა ის ყვავილები,
საფლავი თეთრად აუფეთქია.
ახლა დამტირის ვიღაცა ვაჟი,
სისხლიან ცრემლებს ჩემს გულზე აღვრის,
სათუთი გრძნობით და უმწეობით,
მაძლევს გარდაცვლილს იმედებს ხვალის.
"იცი, ძვირფასო, როგორ მიყვარხარ?!
ვერ შევიყვარე მე სხვა ვერავინ,
დღეს არა, ხვალე შენთან მოვდივარ,
და ვეღარ იტყვის მერე ვერავინ:
გოგონა სიკვდილს მოუტაცია,
ის დაივიწყეს, ბიჭმაც გასწირა,
ერთ დროს ქვეყანას ეფიცებოდა,
არ შეუსრულა რაც შეუპირა.
არა, ძვირფასო, შენთან მოვდივარ!
ისიც კი კმარა რა დროც ვიცადე,
უშენოდ ჩემთვის ერთი წამია,
შენთნ ერთად კი დროა მიჯნამდე..."
და ამ სიტყვებზე მისი მკერდიდან
სისხლმა იფეთქა, მდინარედ დინდა,
ჯერ ისევ თბილი წვეთები სისხლის,
უწყვეტ ნაკადად გულზე დამდინდა.
ჩემი თვალები ცრემლმა დაბინდა,
მას მე ვუყვარდი არ გავიკარე,
ასე გულქვამ და ასე ამაყმა,
ეს წრფელი გრძნობა ვერ შევიფარე.
არ ვყვარებივარ სხვას აღარავის,
სიკვდილის მერე არვინ მიდარდა,
მან ამის მერეც არ მიმატოვა,
ჩემი საფლავი თეთრად დაფარა,
თავი მოიკლა და თავის სისხლით
თეთრი ვარდები წითლად დანამა.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1610 | დაამატა: mirkani | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 lasha  
0
sexsi minda

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-11-21, 8:54 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024