მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
არც ქალის სურნელს მივტირი დაკარგულს, არც კოცნას და ალერსს აღთქმულს და დაშანთულს. ოცნებას გაფანტულს სიცოცხლეს დაღდასმულს, სიყვარულს მივტირი დარდების დასასრულს. ტკივილებს შეჩვეულს, ფიქრებში ჩამარხულს, დამალულს, მოპარულს, დაწიხლულს.... დაორთქლილ მინასთან ფიქრი მენატრება, სევდა წვიმიანი ამინდის, ცრემლი მენანება, მარცხი მენანება, მწუხარე სახიანი რაინდის.
|
მე სულ მეგონა არ ვიყავი ჩვეულებრივი, არავინ მგავდა თუ არავის არ ვგავდი.. ვეძებდი რაღაც სასწაულს და არარსებულს, და შენ უბრალოს და ჩვეულებრივს თურმე გკარგავდი…
|
მე მზეს ვუყურებდი, შენ ჩხუბში მიდიოდი, მე სარკეს ვუყურებდი, შენ დანას გიყრიდნენ, მე ვისვენებდი, შენ სისხლიდან იცლებოდი, მე ცრემლებს ვღვრიდი, შენ მიწაში იყავი, მე ეკლესიაში ვლოცულობდი, შენ გვერდით მედექი, მე დღეს დაგივიწყე, შენ კი ისევ სისხლისგან იცლები.
|
უსახურობა სახეს მართმევდა, რა მემართება? რა მემართება? ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა, რა მემართება? რა მემართება? მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა , რა მემართება? რა მემართება? ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება, რა მემართება? რა მემართება? გული თავისით არ იმართება, რა მემართება? რა მემართება? სული დამისხამს, ტვინი დათვრება, რა მემართება? რა მემართება? რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა, რა მემართება? რა მემართება? უსახურობა სახეს მართმევდა, რა მემართება? რა მემართება? ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა, რა მემართება? რა მემართება? ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა, რა მემართება? რა მემართება?
,,რა მემართება? რა მემართება?'' - მაინც თავისით წარიმართება
|
შეჩერდი,წამო!სად გარბიხარ,სად გეჩქარება? შეჩერდი,წამო!შენ ხომ უკან არ დაბრუნდები! ,,შეჩერდი,წამო!"-ასე გითხრა ღამე ნათევმა, როდესაც ცაზე გაკიაფდა ტანჯვის ღრუბლები! შენ კი არ გესმის შენი სმენა ხომ დახშულია, ისევ მიდიხარ,მიგაქროლებს დროის მერანი! ჩვენი ცხოვრების მინდორი ხომ დანაღმულია, უმზერს სიკვდილი ყოველ ნაბიჯს ცივი,ვერანი! შეჩერდი-მეთქი,ჩემს სიცოცხლეს წამი აკლდება!
...
Read More
|
მე მოგიტანე ,გრძნობა ეული და ნაზი, ნუთუ არაფერს მიწილადებ შენ? იქნებ მომიყვე ტკივილზე ,დარდზე? ან იქნებ მე გითხრა ჩემზე და შენზე? ნუ მიმატოვებ არ გირჩევ მე დღეს, გულშI დაგრჩება ,დარდი და ცრემლები მე კი მოვკვდები ისე ,რომ ვერ შევდლებ გითხრა გითრა სიმართლე ჩემზე და შენზე. და ნუ დამტოვებ მე დღეს ,რადგან გულში დაგრჩება წყენა და ცრემლები, ამოიკვნესებ ბოლოს და მეტყვი ,აღარ მიყვარხარ, დაგტოვებ მე დღეს შენ, და დაიტოვე ცრემლები შენთვის. არც ტკივლის,ვიტევ,არც დარდს ვიტევ. ყველაფერს დაგითმობ შენ. მე დღეს .
|
თუ არ შეხარი სვეტიცხოველს ცაში ატყორცნილს, ვერ ხვდები შატილს რა აწუხებს, რად დუმს ატოცი, თუ სივყარულით არ შეცქერი თეთნულდს და უშბას, თუ მოყვასს გვერდში არ უდგეხარ არ ებრძვი დუშმანს.
თუ არ გაწუხებს რა დღეშია ოშკი და ხანძთა, თუკი მამულის სიყვარულის დაკარგე განცთა, თუ ვერ გაიგე თერგი რად ჰქუხს, რად სდუმს მყინვარი, რატომ დადუმდა წინაპართა სული მყინვარი.
თუ არ კითხულობ ვის ხელშია ბანა და ზარზმა, და ტაოს შველა არასოდეს მოგსვლია აზრად, თუ ვერ გაიგე რას ჩურჩულებს არყი და ვერხვი, და ისე წადი, საკუთარი სათქმელი ვერ თქვი.
გაოცებისგან ერთხელ მაინც თუ არ გაშეშდი, ვერ შეაღწიე ზეცის მზიურ შიკაშკაშეში, ხორცს ვერ იოკებ, ვერა ცხრები, ვერ კმარობ უკმარს, შენთვის ტრაპეზობ, გაჭირვებულს არ უყოფ ლუკმას.
თუ ვერ გაიგე მწუხრის სიო რაზე ქირქილებს, და ერთხელადაც არ შეუტიე ქარის წისქვილებს, თუ ცისფერ ფრთებით ლაჟვარდებში არ გიფრენია, არ შეტყორცნილხარ ისარივით ზეცას გოლიათს.
თუ გული შეგრჩა მთლიანი და გაუბზარავი, და საკუთარი თავის გარდა არ გრწამს არავინ, თუ ტრფობის ცეცხლი ერთხელ მაინც არ გაგჩენია, მაშინ ამ ქვეყნად რას ბოგინობ, რა დაგრჩენია?!
|
გემი როდესაც იძირება და ითხოვს შველას, საკუთარ თავზე ფიქრში არის გართული ყველა, წივის სირენა და განგაშის რეკენ ზარები, მამაზეციერს შველას თხოვენ გემის მგზავრები.
შიშისგან ძრწიან ზღვის უფსკრული ხომ არ დაგვიტანს, შველა არც მესაჯეს შეუძლია და არც კაპიტანს, ტრიუმი უკვე წყლითაა სავსე რაგას უდგეხართ, ვიგაცა გემის რადიოში ყვირის უხეშად.
ზღვა მომაგონებს დუჯმორეულ ვეება ციკლოპს, თავად ხომალდის ხსნაზე ამდროს არავინ ფიქრობს.
|
ლამაზი ღამე და თეთრი მთვარე, ვარსკვლავი ციდა მოსწყდება ციდან. ვიფიქრებ სურვილს და ვირჩევ დუმილს შენ კი ისევ დუმ და გული კვლავ ხურს. ხანდახან წარსულ ვიხსენებ გასულს. მახსენებს შენს თავს ლამაზი ზეცა....
|
შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია... ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...
ბედმა კამათელი ისე გააგორა, მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...
ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა, გული მირთმეული მიწას დაანარცხა...
ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები, შავით შემიცვალა ნათელი ფერები...<
...
Read More
|
« 1 2 ... 70 71 72 73 74 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|