მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მაისის თქეში.
შენ ისევ ის ხარ და არაფერი შენში არ არის ჩემო შეცვლილი, ისევ ის მზერა,ისევ ის სევდა და სიყვარულის კვლავ ის გზავნილი.
დრო დაშამათდა შენთან ჭიდილში და იღიარა რომ უძლურია, ო, არავისში,არსად, არასდროს, მარადს ასე არ უხმაურია.
ჩატვირთულია მომავლის გვერდი და განთიადით ივსება დილა, მე შენით ვხდები მიზანზე მეტი ის რაც სიცოცხლემ ვერ გადასილა.
ზეცა უშენოდ ვერ გადმოხდება არც გაიშლება მაისის ვარდი, გიხსნი და გელი შენ ერთად ერთო თუ მიმღე და თუ შეგიყვარდი.
|
განდობილებმა იციან მხოლოდ და ისიც მხოლოდ ხილვიან ძილში, ვინ არის ის ვინც არის რჩეული რჩეულთა შორის მოსული ჭირში.
თავად არ უწყის ეს იმ საბრალომ, თუ რა მომავალს უმზადებს ხვედრი, დრომდე ნარჩენთა შორის გვემული, არის მორჩილი და უფლიოს მვედრი.
სულ ბოლო წამში აღსრულებისას, ფრთებს რომ სემოკრავს უსასოება, შემოაცვდება ყველა ნიღაბი, და სასწაული გაგვისხადდება!
მზად ხარ ლაზარე ის რომ მიიღო? მას რომ ერწმუნო რწმენა კი შეგრჩა? თუ ისე გძინავს როგორც არასდროს, და შენი მხოლოდ სახელი დაგრჩა?
|
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს. ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს. გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ, მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ. იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა. შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი, მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი. გაგიჭირდება, სიამაყეს მა
...
Read More
|
მე შენში მიყვარს შენი სამყარო, დრო შენზე ფიქრში მინდა ვატარო, მე შენში მიყვარს შენი ღიმილი, გული სავსეა დიდი ტკივილით, მე შენში მიყვარს შენი თვალები და შენს თვალებში ცისკრის ალები, მე შენში მიყვარს ლამაზი ბაგე, შენი ცრემლებიც და შენი სახე, მე შენში მიყვარს, რაც შენ არ იცი, შენს წუხილს შენზე მეტად განვიცდი, მე შენში მიყვარს უმანკოება, გამორჩეული უბრალოება...
................................................
მე სილამაზის მონა გავხდი შენი ნახვისას თუმცა მეგონა შენი თვალები ვერ მაცდუნებდა, მე რა ვიცოდი შენი თვალები ზეცად შობილნი ულევ სიყვარულს,ბედნიერებას თუ მაჩუქებდა. როდესაც გნახე მაშინვე მივხვდი,რომ ჩემი გული შენი ღიმილით უბრძოლველად დაიმორჩილე, მიუწვდომელი და უკარება,ამაყი სული ერთი შეხედვით და გაღიმებით დაიძმობილე.
......................................................
|
სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს? ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს? შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს, და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!
სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა, სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა; ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა, გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.
შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის! თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის? ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის, მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის.
.............................................................................................
თქვენზე ოცნება მომძალებია, მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები. რომ მახარებენ, ეს ფიქრებია და ამ ფიქრების მონა ვიქნები. სუნთქვაა ჩემი ეგ თქვენი თ
...
Read More
|
როცა მოვკვდები,დაღონდებიან ალბათ ჩემები, როცა მოვკვდები,ყველას უცხო მოგეჩვენებით.... ხელს ვერ შემახებთ,სიცივისგან დაიბინდებით, ჩემი გულადი მეგობრებიცკი შეშინდებით..... მერე საფლავზე ამომიტანთ ლამაზ ყვავილებს... სხვის დღეობაზე შესანდობარს ჩუმად დამილევთ..... მე ერთი რამე მრცება მხოლოდ ჩუმად სათქმელად: ნუ გამიხსენებთ,როგორ მნახეთ უკანასკნელად.. თუ გამიხსენებთ ბედნიერი,ლაღი ფიქრებით, ყველაზე უფრო ბედნიერი მაშინ ვიქნები...
|
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს... თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი, მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე, თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს, და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ... თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას, ახალგაზრდობაც მოვა მეორედ, თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ ახლაც ლექსივით გამიმეორებ... გული გაყინა ამ სიმარტოვემ, გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს, ასე მგონია თუ კი გიპოვი მოხვალ და გულის კარებს გამიღებ... მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს...
|
ისე, დავიძინებ თვალს არ დავხუჭავ ისე, გავიღვიძებ საბანს არ ავფუშავ ისე, გაკოცებ ვერც კი მიხვდები შენს ლამაზ სხეულს კვლავ მოვეხვევი.
ისე, მიდიხარ არც კი იხედები უკნიდან გიყურებ ჩუმად გეფერები. ჩემი, ქალღმერთი ხარ და გეალერსები სიზმრად გიყურებ და დღისით მელანდები.
ისევ, დრო წაშლის გულის იარებს ისევ შევავსებ ღვინით ფიალებს, ისევ გაიხდი, შენ ლამაზ კაბას ქუჩაში, დავიწყებთ ჯადუსნურ ამბავს.
ისევ ჩამივლის ის ორი გოგო ასე მგონია მოგე ლოტო. გარეთ გავხედავ და მოდის გოგო კარზე კაკუნი საწოლში მორთო.
|
დამთავრდა ცრემლით ბანალურად ერთი სიყვარულის პრემიერა.. უცნობი სიზმრებისთვის გამიმეტე ასეთი თავნება და ნებიერა, არადა ღმერთმანი თავი მომწონს მართლაც კარგი ვარ და სასურველი ნუთუ ადექი და შემელიე ნუთუ უჩემობას გაუძელი ვაი შენ თორემ მე რა მიჭირს მე ჩემს ტყე უღრანებს გადავლახავ შენებრ გონიერი იმდენია.. ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ....
|
და რომ ნოტები- შენში იძვრება, გამალებით ძგერს ჩემში სტრავინსკი, მაგრამ ეს მთვარე, თეირანული, თავზე დაგვცქერის ანდამატივით.
შენი წითური ლოყების სურნელს, ცეცხლს წაუკიდებს ტრპობა კაცისა, და რომ გაგშლია ხვეული თმები, დიდი თამარის მეშვეობითა.
შენი თვალები ისე ტკბილია, როგორც ადესა დადუღებისას. და ჩემი მუზა ისე მშვიდია, როგორც პოეტის თვალთა ხედვისას.
|
« 1 2 ... 28 29 30 31 32 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|