♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


საათს გადავწევ და დაგაბრუნებ
ჩვენი მაისის მისადგომებთან...
ეცლება სივრცე ცისფერ მწვერვალებს
და მარტო ვრჩები მოგონებებთან.

რას ვიფიქრებდი, თუ უშენობა
უფსკრულის პირზე მე არ შემშლიდა,
თუ მივახწევდი აღთქმულ მიწამდე
როცა ტკივილი უღვთოთ მდევნიდა.

< ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1216 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარული ეს სენია რომელიც ჯერ არ ახსნილა,
მეცნიერი თუ მოღვაწე მასზე ფიქრში დაკარგულა,
ისე მოდის ისე მიდის არავის არ ეკითხება,
მიზანი აქვს მხოლოდ ერთი:ხალხის გულში ჩასაფრება..
წუხილი და სევდა დარდი მისი მუდმივ მხლებელია,
და მას ესე თვისებები ვით მეგობარს შერჩენია,
მტრებიცა ჰყავს ამა გრძნობას ესენია შური ბოღმა..
მაგრამ კაცი ვერ მიმხვდარა რომ ეს მისი ნიშნებია,
საცოდავი ეს ის კაცი,ვისაც გრძნობა არ სწვევია,
დიდი არის თუ პატარა სიყვარულს დაჰმონებია,
არარსებობს არა კაცი ვისაც ის არ განუცდია
სიყვარული,სიყვარული ეს ხომ დიდი მტანჯველია....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1191 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მერწმუნე არავინ, რომ ყველაფერია,

სიცივეც – სითბოა და თითქოს თვითმკვლელი,

(გუშინწინ ღამეა), სოლს, ლა შეერია

და ასეთ ნუგეშში იკითხავს მკითხველი...

რომელი, რომ ელი, სად არის აქამდე?!

იქნებ და ტაძარში ეყრდნობა საძირკველს,

შენ, ალბათ უაზროდ ლოცვებში გაქანდი

და სახარებაში სერობის თვითმხილველს,

შეგცივდა, არ გინდა ზემეტი გალობა,

ღმერთია შიშველი, როგორმე შემოსე,

ქალია, თუმცაღა სად არის ქალობა,

გვიშველის უთუოდ, მე ლექსი, შენ – მოსეს

მცნებები, მერწმუნე, რომ ყველაფერია,

სიმთვრალე – სითბოა და თითქოს თვითმკვლელი,

ვარსკვლავი, ღამეა, სოლს, ლა შეერია

და ასეთ ნუგეშში, ლოცვა და მკითხველი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1184 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ავტოპორტრეტი
შენ ეს დუმილი ისევ გაწვალებს,
ვწუხვარ, რომ გხედავ ძლიერ დარდიანს,
ღამეს და ცრემლებს გაუღებ სარკმელს
და აშტერდები ზეცას მთვარიანს.
ეს უკუნეთი და ეს წკვარამი–
სულს რომ გინათებს რატომ გგონია,
ღამე და ცრემლი, ცრემლი და ღამე–
დაგყვება ისე, ვით აგონია.
გამოიდაროს იქნება ერთხელ.
დარდი გაგიქრეს, როგორც ნამია,
შენ შეიბრალე მისი ვედრება–
,,დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ჩემი წილი სიყვარული მაქვს,
ამოსახეთქი და გასახედნი.
არ მითხოვია, არც მიძებნია,
უცხო სამოთხის საზეო ხედნი.

გინდ რა ფასი აქვს სამყაროს ფლობას
თუ საუკუნოდ გავიწირები,
და ტრიუმფალურ თაღზე შემდგარი
ცოდვილთა მზგავსად დავიტირები?!

ვერ ვერწმუნები მოყვასის თხოვნას
და ვერც ცხოვრებას სხვისი იმედით,
მე ჩემი უნდა ვშვა მყოოფადი,
მინდა ვიცხოვრო ჩემი სვე -ბედით.

მჯერა და ვიცი, იქით მივდივარ
საითაც იმ ერთს მივგებები,
ვის მიერაც ვარ გამოგზავნილი,
მის მობრძანებას ფერხთით ვეგები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სადღაც გარეთ

გარეთ გაჩერებასთან, გარეთ, სადღაც პროსპექტზე,

მიდის მარტის ნომრებით, ოცდაერთი რეისი,

იცი? აქეთ, გამოღმა, მტკვრის ტალღებად, რომ ფეთქდე,

სულსაც გავაშიშვლებდი, თუმცა ღმერთი მე ისევ

დამეკარგა თითქოს და, თითქოს გამოვისყიდე

ყველა სასოწარკვეთა, რაც კი წუხელ დამჩემდა,

ო, როგორი იმედით, ო, როგორი სიმშვიდე,

გაითიშა გზაში და გაუცხოვდა ჩემამდე.

მენდე, სიძვის ღამეებს აღსარება წავართვი,

შენ კი ასე უბიწოდ გაიშალე თანდათან,

მოვიდოდი უთუოდ, მე ასეთი წარმართი,

გარეთ, სადღაც პროსპექტზე, გარეთ, გაჩერებასთან.


........................................................................................


მიკვირს, მაგრამ უჩვეულოდ მოითენთე

და პეპლებმაც დაგახატეს წელთან ტატუ,

გაზაფხული მკერდს იშიშვლებს, მალე დენთი...

მალე ერთად ავფეთქდებით, ამას ვატყობ.

მოერი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1133 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თამარობისთვის.

ჰოი თამარო, დასაფიცარო
მზეო მარადი სიყვარულისა,
უშენოდ ჭკნება მთელი სამყარო
სევდით,უზომო სინანულისა.

გადაგორდება ხვალე ეს ღამეც
და ამ მეშვიდე თამარობისას
დაიბზარება ჩამოსაქცევად
ციხე ნაგები ეშმას ყმობისას.

შენ კვართით ხელში დიდო დედაო სვეტიცხოვლის სიწმინდეებთან,
ერის და ბერის ერთად შემკვრელო
კვლავ დაგვაბრუნებ წმინდა დღეებთან.

იტყვიან კაცნი გაოცებულნი
ასე ძალუმად როგორ გვეძინა?!
რად ვერ ვხედავდით ჩვენ ამ სასწაულს,
ალბად ცრემლი რომ ღვარად გვედინა?!

შვიდ მნათობიერ შენს დიდებას
მომავალი თუ უსწორებს თვალებს,
ის ვინც იფიცებს შენს მზეს და მთვარეს
და ქარს აგებებს ოქროს დალალებს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1063 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ანგელოზი ხარ ჩემი მფარველი,

ყოველ ცისმარე შენით ვმაღლდები,

იმედო ჩემო ნასათუთარო,

ნურც ნურასოდეს დამეკარგები.

მარადიული მიახლოვებით

ო,ეს მაისიც გადავარდდება,

შენი სახება კი ამ გულიდან

არც არასოდეს ამოვარდება.

სიყვარულია შენი საზრდელი

ზე ციერებით ნახავერდალი,

შენ კი რატომღაც მე ამირჩიე

მიწიერ უოფით ნაცოდვილარი.

შენი განდობით მინიშნებული

ვარ საცალფეხო გზებით მავალი,

ხსნა ხარ შენ ჩემი და გადარჩენა,

მარადიულ მზედ ამომავალი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1433 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გემუდარებით არ თქვათ უაზროდ,
გადის ცხოვრების წამზომი, ჟამი
თავის აბჯარში შეიდოს ხმალი
ვინც ებრძოლება ღვთის შექმნილ წადილს
წადით ვინ გაკავებთ თქვენ თავიდანვე მებრძოლს არ გავდით
დღითიდღე ხალხში ნამუსს კარგავდით და
შემორჩენილს ქარში ფანტავდით
კარგით ლაჩრებო დაემშვიდობეთ თქვენს უაზრო წამს,
ხეობას გამხმარს მე თქვენ გიწოდებთ სუსტებო ნახმარს
სხვა ახალს რას ვუწოდებ თქვენნაირ ახვარს
დღეს დაიბადეთ ხვალ ალბათ წახვალთ
თქვენ საფლავ გარეშე მიწაში ჩახვალთ
და ვინც ადიდებთ უფალს მაღალს
ვინც ღვთის დიდებაში დაცალეთ ჯამი
ვინც აქ ეცდება და ჭეშმარიტს ნახავს
გემუდარებით არ თქვათ უაზროდ
გადის ცხოვრების ჟამი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1029 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ,
რაც უწინ ვიყავ - ფერი ვიცვალე,
გზა დამიცალე შავო ბურუსო,
წყეულო ღამე გზა დამიცალე!
ნუთი არ მეყო, რაც დასაბამის,
გაუნელებელ ცეცხლში ვეწამე,
წინ ნუ მიხვდები შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ წინ ნუ მიხვდები!
ვემშვიდობები ჩემ სიყმაწვილეს,
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ,
ჩამომეცალე შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ ჩამომეცალე!
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე!
გზა დამიცალე შავო ბურუსო,
წყეულო ღამე გზა დამიცალე!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1165 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 21 22 23 24 25 ... 254 255 »
პარასკევი, 2025-01-10, 5:06 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025