♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

მონატრების ღამე
მთებს სიბნელე აწევთ მხრებზე
სულთ თარეშის ჟამია
ვწევარ, ვფიქრობ ჩემზე, შენზე
მონატრების ღამეა
ქარი მთვარეს ეკითხება
მიჯნურს ეძებს ეული
აქეთ-იქით ეხეთქება,
გრძნობით გადარეული
ძველ ადგილას კივის ჭოტი
ისმის ხმა შემზარავი,
სატრფოს უხმობს, ის არ მოდის,
სხვასთან უდგას კარავი
სადღაც ყმუის მგელი ხვადი
ძუს მოელის ამაღამ,
ლოდინში დრო ნელა გადის
მთვარეც ჩადის ამაყად
წყარო სურს დაჭრილ ხარირემს,
ბღავის დასუსტებული,
ფური წყევლის მონადირეს,
ტირის შეყვარებული
ბნელი ძალა მსხვერპლს დაეძებს...
ხეზე შავი ყვავია...
ვწევარ, ვფიქრობ ჩემზე... შენზე...
მონატრების ღამეა...


..................................................


მარტი მოდის, გავიქცევი სანამ მოვა,

ხასიათით - მერყევი და უპრიანი,

თორემ ბაღში, სადაცაა საღამოა

და ფილტვებზე მოდებული – კუპრი, ანი,

ისე მკრთალად მაგრძნობინებს დაღლილ სიკვდილს,

თითქოს ბოლო ამოსუნთქვა დამრჩენია,

დღეს ლ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1211 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მიყვარდი, მაგრამ გულით ვერ გენდე,
შენს ფიქრში ეჭვი მეპარებოდა,
ვგრძნობდი რომ მალე მიმატოვებდი,
ოცნება სიზმრად შემეცვლებოდა,
ოცნება სიზმრად ისევ მე დამრჩა
და არ მარგუნა ბედმა კეთილი,
შენც ხომ ცხოვრებაში მაქციე ნულად,
გაივლის დრო და სიზმრებში მნახავ
როგორ ვსეირნობთ ერთად და მარტო ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია
მაგრამ
მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან..
ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი
რისი?
როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი..
იქნებ ოდესმე მეც
მიმიძღვის რამეში ბრალი..
იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი,
ბავშვი
რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი
ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ
სხივები მთვარის,
მოდი სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა..
და
თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...!
მერე რა რომ თქმა ვერ გავბედე..
და ორი
სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე..
მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი
ჩემი..
ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი..
მე შენ მიყვარდი !... მე
შენ მიყვარდი.... კვლავ გელოდები..
მერე რა რომ წასული გქვია.. მაგრამ მე…

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1287 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღეს მინდა ყველაფერი გაპატიო,
ბავშვურად მიამიტი დავრჩე.
ეშმა შემომიჩნდა ჭინკასავით
თვალები ღიმილით მაქვს სავსე!
ღიმილი ცრემლისა,რიმილი დარდისა
ღიმილი დაცინვის და ნიშნი.
არ მინდა უკუგება,არ მსურს შურის გება
ისევ შენეული ფიქრის.
მაგრამ ჩამისახლდა ეშმა მარტოსული,
მისად ვიცინი და ვსტირი
სული დაიგალა, სული გაიბერა,
უხმოდ და თვალებით ვყვირი.
როგორ აღარ ძალმიძს ჩუად გიტხრა რამე
იცი ჩემო წარსულის ერთო.
დგეს მინდა ,მხოლოდ დღეს მინდა რაღაც მოგიტევო
შემაძლებინე ღმერთო


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1282 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიჩუმის ტყვე ვარ,
სიტყვებითაც ვერაფერს შევცვლი,
არეულია...
დაეკარგათ საგნებს სახელი,
დახუჭე თვალი...
ნატვრისთვალი ვიპოვნე შენთვის,
ლექსებში ნუღარ გეშინია თვალის გახელის...

აქ ვარ, მომძებნე,
მე ათამდე გადავთვლი ვიდრე,
ამ სამყაროში...
უთავბოლო ხმაური მფარავს,
გადამაცალე ეს გარსი და არეულ ფიქრებს
თუ გამოჰყვები, მიპოვნი და
ნახავ, რომ სხვა ვარ...

მე ვიხილები შენს თვალებში
და ბავშვურ თამაშს
გეთამაშები...
ადვილია ბედთან თამაში?
შენ კი დაარქმევ ამ სტრიქონებს
საშიშს და თამამს,
და ფურცელივით ადგები და...
სხვაგან გადამშლი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1456 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?

პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად
და უთუოდ -
საქართველოში...
. . .
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ,
მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ !
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე..
მოგისმენ,მოგისმენ !
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა...გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე,მთავარ როლში,
არანორმალური სევდა მომერია...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1259 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეს ცხოვრება, რომ სცენა არის, გამიგონია!
ყველა ჩვენთაგანს ამ სცენაზე თავის როლი აქვს;
დედოფლის როლის შესრულება ძნელი როდია,
თუკი ოდიდგან ღირსეული მეფე გყოლია.
ყველაზე რთული სათამაშო მეფის როლია,
ხშირად ეშლებათ ყველა მეფე კაცი ჰგონიათ,
როდესაც ხალხი შენით ცოცხლობს
მაშინ გაიგებ როცა შენს გვერდით უხარიათ ყოფნა პაიკებს.
შენი ღირსება სიყვარულში გადაიცვლება,
როცა მეფობა კაცობაზე გარდაიცვლება და იცით მაშინ,
დედოფლობა რა ადვილია??!!
გეამაყება რომ მთელი გზა, კაცთან გივლია...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1030 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ვიცი ერთი,
რომ არის ღმერთი
და მისგან აროს ყოველი ერი,
ყოველი სხივი, ყოველი მნათი,
განურჩეველია მისთვის ყოველი ფერი,
ყოველი ფერი მისთის ერთია
და არ არსებობს ერთ-ერთი კაცი,
მისთვის ყოველი კაცი ერთია,
მხოლოდ ვიყოთ ჩვენ ჩვენი თავი
და ჩვენ ვიქნებით ღირსი სამოთხის,
თუ ჩვენ ვიქნებით სინდისთან პრავი!
ის ჩვენ გვპატიობს, მარს რაც ჩვენ თვითონ,
ვერ ვაპატიებთ საკუთარ თავებს,
მისთვის ერთია ყოველი ერი,
მისთვის ერთია ყოველი ფერი!
და მე ვიცი რომ არის ღმერთი
და იგი არის მხოლოდ ერთი!



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 969 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დავეცი?
მერე რა,-
ცხოვრება რთულია,
არგადამიარო!
ხელი მომეცი,
წამომაყენე,
ადამიანო!
დავეცი?
მერე რა ,-
რა ჩემი ბრალია!
ხელი მომეცი,
იქნებ წამოვდგე,
შენი ვალია!
დავეცი?
მერე რა,-
ისევ ავდგები,
ცხოვრება ძნელია!
ხელი მომეცი,
სულით დაცემა
არამჩვევია!
დავეცი?-არგადამიარო!
წამომაყენე ადამიანო!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 23 24 25 26 27 ... 254 255 »
პარასკევი, 2025-01-10, 8:23 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025