მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
წავალ... ვივლი ასე მარტოსული, წეროები შემაწევენ სიტყვას... დაქანცული დავიჩოქებ ნაკადულთან გინატრებ და.. შენზე ლოცვას ვიბუტბუტებ დიდხანს. ... მერე ცრემლი მონატრების ჩუმი ცრემლი შეუმჩნევად შეერევა მიწას..
|
შენზე მოგონება დაიწყება... ჩემი ოცნებები დაღლის... შენზე მატიანე შეიქმნება... ჩემი ისტორია წაშლის... თვალზე ცრემლი ჩუმად დაგორდება და შენ მოგონებას წაშლის... წლები ფოთლებივით გაყვითლდება... დაღლილ შემოდგომას დაცლის... მოვა გაზაფხულის მწვანე ფრთები... აგვისტოს კოცონებზე გავცვლი... წითელ შემოდგომას აზვირთებულს.... ზამთრის ირონია წაშლის... მოვა ისევ ისე იანვარი... შავი არშიების ქარგვით... შენზე მოგონებაც დაიწყება და ისევ ოცნებებს დაღლის.
|
თვალები რატომ გაქვს სევდიანი გული რატომ გტკივა ლამაზო?! მემგონი ხელიდან გეცლები მაგრამ არ იდარდო არასდროს.
შენ ისევ გაგიღიმებს ცხოვრება და ისევ სიყვარულს განაგრძობ, მე აღარასდროს არ მოვალ მაგრამ არ იდარდო არასდროს.
წარსული წაიუღებს ყველაფერს ჩვენი სიყვარულის დანაზოგს მე აღარასდროს შეგხვდები მაგრამ არ იდარდო არასდროს.
|
შენ თუ არ გიყვარვარ, რად უნდა მიყვარდე, რად უნდა მიყვარდე რისთვის,..... თუკი შენი გული მე არც კი მიგონებს და მუდამ ფეთქავს სხვისთვის..... გიყვარდეს შენ ის სხვა, მე სულ სხვა მომძებნის, სიტყვასაც არ ვეტყვი შენზე,..... გიყვარდეს რა ვუყო იქნებ შენს თვალებში ის უფრო კარგია ჩემზე,..... მაგრამ დადგება დრო და გამიხსენებ, იტყვი რად დავკარგე რისთვის?! იცოდე ძვიფასო გვიანი იქნება ეს გული იფეთქებს სხვისთვის.
|
მეც მაპატიე, სიყვარულში რომ გამოგიტყდი… მაგრამ იცოდე, კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი… მაპატიეო, სიყვარულით ვერ გიპასუხე… ესღა მითხარი და დამტოვე ფიქრებაშლილი… დაგაგვიანდა, ჩემი გული უკვე გაჩუქე… და ყველაფერი წარსულია, უკვე წაშლილი… არ მიყვარხარო, მიმატოვე, ქარს გამატანე… არადა, იცი რა საშინლად მომენატრები?... მე შენზე ფიქრი, გაშიშვლებულ ქარს გავატანე… თვალებს დავხუჭავ და სიზმრებში მომელანდები… არც არასოდეს, გყვარებივარ, ვიცი… გაგიგე… განა არ ვიცი… სად ჩემი და შენი თვალები… ვერ მოგწვდებოდი ცაში ვარსკვლავს, კარი გაგიღე… და უსასრულოდ გაღებული დამრჩა კარები შენს გაღიმებას, მე ვერასდროს ვეღარ ვეღირსე… და მაინც, შენსკენ მეჩქარება, გულში ომია… არაფერს ვნანობ, ამურივით მე ვარ მეისრე… მე ვარ წარსული, მომავალი არ დამდგომია… მეც მაპატიე, სიყვარულში რომ გამოგიტყდი… მაგრამ იცოდე კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი…
|
ბევრჯერ დავაპირე შენგან წამოსვლა, ბევრჯერ ვთქვი არა,აღარასოდეს, მაგრამ ვაი......რომ მე ვერ შევძელი მეთქვა უარი შენთან ყოფნაზე........ ვიცი შეცდომაა,თანაც უდიდესი, შენ ვერ შემიყვარებ ვიცი ვერასოდეს, მაგრამ მაინც მინდა გითხრა ბოლო სიტყვა, სიტყვა რომელსაც ვეღარ დაივიწყებ, მინდა გახსოვდეს მარად ეს გრძნობა, გრძნობა რომელმაც შეძრა ეს გული, მარად გაყინული და უგრძნობელი, მსურს რომ ვიკივლო,ქვეყანა შევძრა, ო.....როგორ მიჭირს უშენოდ ყოფნა, ფიქრი იმაზე,რომ აღარ მოხვალ, მინდა გაქვავდეს ეს გული მარად, იყოს ისეთი როგორიც იყო,აღარ მსურს ტანჯვა, მუდამ გოდება,აღარ მსურს ცრემლის ამდენი დაღვრა და ეს უაზრო,უმიზნო გლოვა..................... იცი?......მინდა გითხრა ის რაც დამრჩა გულში, რასაც ვეღარასდროს მე ვეღარ ვიგრძნობ, მინდა გითხრა რომ ვარ ერთადერთი, ვისაც სამუდამოდ,სულ ეყვარები
|
წვიმის წვეთების ლამაზ ჰანგებში, მე მინდა შენთან როგორც არასდროს, მინდა გაკოცო მაგ ლამაზ ტუჩზე, მოვეალერსო მაგ ლამაზ სახეს, მინდა მივეკრა შენს სხეულს მარად და არ გაგიშვა,არასდროს არსად...... წვიმის წვეთების ლამაზ ჰანგებში მე მოვალ შენთან მოგეფერები.... მოგეფერები როგორც არასდროს, გულში ჩაგიკრავ უზომოდ კარგო
|
შენი სევდიანი თვალები მიყვარს. შენი მიბნედილი გაღიმება. შენი გულიანი სიცილი მიყვარს, თვალებში სიცილის ჩაბინდება. შენი ალისფერი ტუჩები მიყვარს, შენი ფერმკრთალი სახე. შენი ვნებიანი ალერსი მიყვარს, გამომწვევად რომ დახრი თვალებს. შენი უთქმელი სევდა მიყვარს, შენი უცნაური გაგიჟება, შენი ცრემლნარევი სიცილიც მიყვარს, შენი საოცარი ჩაფიქრება. მე შენი მზით გამთბარი გული მიყვარს, შენი სულ პატარა, ციცქნა ფიქრიც, ამ ქვეყნად შენს გარდა რომ არვინ მიყვარს, ჩემო ანგელოზო, ეს თუ იცი?''...
|
....იცი?არ ვიცი რა დავწერო მე ამ საღამოს, როგორ გადმოვცე მე ის შეგრძნება რითიც გეტრფოდი, მსურს რომ ქვეყანამ გაიგონოს ჩემი ეს გრძნობა და უგრძნობელმა,რომ შეიგრძნოს ეს სანუკვარი. გრძნობა რის გამოც ქვეყანა სუნთქავს, გრძნობა რის გამოც გულები ფეთქავს და რომლის გამოც სიცოცხლეს თმობენ, ოღონდ შეიგრძნონ...იგრძნონ ეს გრძნობა, რომელიც მუდამ ჩვენს გულებს ათბობს, ეს ის გრძნობაა მუდამ რომ გვინდა, ჩვენს გულში იყოს და არ დაგვტოვოს
|
მე გამაგიჟებს უშენობით ჩუმი დუმილი, დაუნდობელი ეს ცხოვრება,მარტოდ განვლილი და უშენობის თუნდაც წუთი,ძალზედ მტანჯველი, მხოლოდ შენა ხარ ჩემი ცხოვრების წმინდა ნათელი....... მე ვიცი ერთი რომ უშენობა ტანჯვაა მწარე და მარტოსული ამ ქვეყანაზე მე ვეღარ გავძლებ..... სადღაც გაფანტულან უგზო უკვლოდ ჩემი ფიქრები, მე უშენობას მგონი ვერასდროს შევურიგდები............
|
« 1 2 ... 24 25 26 27 28 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|