♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა...ვერ გაიგებ რა...
ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან,
აღარ ჩანდა გზა,
მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი,
რა დამღლიდა სხვა.
მინდა,ისევ ოცნებების
გადავცურო ზღვა,
იქ, ნაპირზე მელოდება
შენ კი არა... სხვა
მინდა,მინდა რაღაც გითხრა,
ვერ გავბედე თქმა,
როგორ მინდა სანატრელი
კვლავ მესმოდეს ხმა!..
წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა ...
მეც ვერ მივხვდი რა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დეკორაცია იცვლებოდა, შუქი ქრებოდა,
დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა,
მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა,
დარბაზში ტაში გრიალებდა, აღარ წყდებოდა.
და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა
მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა,
რომ ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა,
და რომ სცენაზე მსახიობი მართლა კვდებოდა




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1198 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


roca cxovreba dzalzed dznelia

mashin gaigeb pass dzveli wlebis

inatreb magram ver daabruneb

droni midian ver daewevi. ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1374 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იცი მთელი დღე ისე ვტიროდი,
ისე ვბღაოდი იცი შენს გამო,
რომ აღარც ვიცი,სად ვარ, ვინა ვარ,
ამ ქვეყანაზე,რისთვის ან რატომ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არა ყოფილა თურმე სიცრუე
დატყვევებული სულის ზღაპარი.
წყალმა წაიღო მოდიდებულმა
ურწმუნოების ყველა საფარი.
ხიზნად ქცეული ამერ-იმერი,
ისევ უგორებს კოჭს ჩვეულებას
და ისევ ისე როგორც სჩვევია,
ტაშის კვრით იკლებს სრა წვეულებას.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მზე, გაზაფხულის შემობრძანება
გამოღვიძება ზამთრის ქალაქში,
ისე წმინდაა ეს ყველაფერი,
როგორც ,,თამაში ჭვავის ყანაში.”

სულ ერთი წუთით თუ გაიხსენებ
რომ ეს სიცოცხლე შენ გაბარია,
უკვე ვერასდროს ვერ შეჩერდები,
აქ ხომ სხვაც შენი მეგობარია.

შენთან იგულე ვინც რომ ნაღდია
და აღარასდროს შეგეშინდება,
მომეცი ხელი ჩვენ ერთი გზა გვაქვს,
იქ სადაც ღმერთი ჩამობრძანდება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დაუმალეს ეკლებს ია,
ვაჟა ამბობს:არის ცოდო!
რად მდუმარებს ეკლესია?
არ ვიცოდი...
ხერხემალს იტკივებს ღამე,
მთვარე - ზეცის თერაპევტი...
სიყალბეში უღიმღამოდ
მე და ვერდი
გადავლახავთ რუბიკონებს,
დაასველებს ნამი ისარს...
ამურს გააკუბიდონებს
და ივნისში ნამაისარს
მზეს,თერმომეტრს ჩავახუტებ,
ცრემლად ღვაროს ვერცხლისწყალი,
რითმა გავანაცარტუტე,
შარლ ბოდლერი ვერ ვიცანი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ახალი დღე ხომ ახალი ლექსია,
ჩემი საციცოცხლო დოზა -ინექცია.
შენ ათას მეერთედ მიყვები შენს ამბავს
და იმას შენამდე,თუ როგორ შორსა ვარ.
ო,ჩემო ოცნებავ მე შენი გულისთვის
ხომ იცი ამ ქვეუნად რომ დავთმე ცა და მზე
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო ,
არ გადამეჩვიო სიცოცხლე
და უცილობელად მე შეთან მოვაღწევ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვიცი მიკითხავ ადრე თუ გვიან
და აი ვტოვებ ჩემს კორდინატებს;
მიუსაფართა თავშესაფარი,
მარჯვენა კუთხის მარცხენა მხარე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1082 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ დაბრუნდი, შინ მოხვედი
და შენს ფიქრებს ამტვრევ, ლეწავ
შენი ქვეყნის, სუნი იგრძნე
დაწყნარდები? როდის ნეტავ...
თვალებს ხუჭავ, ბორკილს ამტვრევ
მყუდროებას არღვევ, ხედავ?
არც არავის ელოდები
რადღა სტირი, მაშინ ნეტავ.
შენ განიცდი, ნერვიულობ
განარისხე მაღლა ზეცაც
არ ინაღვლო, არ იდარდო
ხვალაც გეტყვი, ლექსებს მეტსაც.
შენ დაბრუნდი და შინ მოხველ
ისევ ლეწავ ფიქრებს შენსას
ისე სტირი, თითქოს ჩემგან
მიყვარხართქო ჯერ არ გესმას.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1228 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 25 26 27 28 29 ... 254 255 »
შაბათი, 2025-01-11, 0:18 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025