მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა, როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის. მინატრე ყველგან..სიყვარული დაგაკლდეს როცა, როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი , მინატრე როცა...გაუძლისი ტკივილი დაგგღლის, როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.. მინატრე ღამით...დამილოცე დეკემბრის თოვა და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჯე მარტის მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა მინატრე როცა...გაუძლისი ტკივილი დაგღლის
|
ქურდი ვარ.... ვიპარავ გრძნობებს.... და ახლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი,რომ ვერც შეამჩნიე.... ქურდი ვარ.... ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი.... ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე.... ვაღიარებ, რომ საათები მოვპარე დროს... და იმიტომ თენდება გვიან... დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს... ხანდახან მზის სხივებსაც... ცისარტყელას ფერები მოვპარე... შვიდიღა დარჩა.... ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს... ზღვას ნაპირი მოვპარე... ვარსკვლავებს ერთმანეთი... და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე... სულ ცოტა.... დღეს მაინც რომ მეყოს.... მეშინია....ერთ დღეს რომ ყველაფრის უკან დაბრუნება მომთხოვონ?”
|
მომატყუე, რომ გიყვარდი თითქოს... გული, სევდით დამიტოვე სავსე... დღემდე ისევ, იმ დღეებზე ვფიქრობ... რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე.... მომატყუე, ვითომ იყავ სათნო... შენზე ფიქრი მაინც, ისევ მავსებს... გავგიჟდები, ასე როგორ დაგთმო... რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე... მომატყუე, ამიბნიე კვალი... ვეფერები იმ სანატრელ წუთებს... გელოდები, მონატრებით ხვალის... გულში კოცონს შენს სიყვარულს ვუნთებ... მომატყუე და წამართვი ზეცა... მარწმუნებდი არაფერს აქვს ფასი... მახსოვს, მაშინ თეთრი კაბა გეცვა.... სიმართლის და სისპეტაკის მსგავსი... მომატყუე, დამიბედე წელი... ახლა, ასე მიმატოვე გზაში... არ ჩაქრება გულში ცეცხლი ძველი... სიყვარულით ავსებული თასი... დღემდე ისევ. იმ დღეებზე ვფიქრობ... რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე... მომატყუე, რომ გიყვარდი თითქოს... გული, სევდით დამიტოვე სავსე...
|
შენმა სიყვარულმა ღამე შემაყვარა ღამე, ფაქიზი და ჩუმი. ღამით მიამდება დღისით დაბოღმილი უშენოდ ნაწამები გული.. დღისით მონატრება და სევდა მაგიჟებს, ღამე მენატრება სრული. ღამით ჩემთან ხარ და ოცნებას ვეფერები, ოცნებას გამოძახილს სულის. შენთან გატარებულ ყველა წამს ვიხსენებ მიყვარხარ! შენ გლოცულობს გული. და მაინც რაღაცა დაცინვით ჩამჩურჩულებს – ცხოვრება რთულიაო, რთული..
|
შენთვის დავღვარე ჩემი სისხლის თეთრი წვეთები, ნუ შორეულობ, დღეს ეს სისხლი რადგან თეთრია... თვითონ ვითხოვე, მოვკვდე ამგვარ სულისკვეთებით, რომ ჭაობიდან ჩემი სული ამომეთრია.
მე ალბათ წავალ... უხმაუროდ... ყრუ ნაბიჯებით... თავჩაღუნული გავუყვები უშენო გზაწვრილს... იქითკენ, სადაც უსიცოცხლოდ დგანან ფიჭვები და მიწას შენი აქ არყოფნა დღედაღამ აწვიმს.
და... მერე ალბათ ეს ცხოვრებაც გამარტივდება... ვგრძნობ, ჩემი თავის მე ვარ ახლა მთელი სირთულე... ზამთარი მოდის... ჰოდა, მიწაც უფრო ცივდება, დააზრობს ყინვა სამარხებში ჩაყრილ ფიტულებს...
დღეს არაუშავს თუ არ არის ჩემი გამგები... სისხლს ვადენ ქუჩებს და თვითონაც სისხლით ვითხვრები... ცაში იმარჯვებს, …
|
მე ის სევდიანი წამიც მიყვარს, ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს, მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს. თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა, როგორ გამაწამა სიმარტოვემ, ისევ უშენობის სევდა მოაქვთ ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ. ო,რა მონდომებით ვამზადებდი შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს, ნეტა მაშინდელი სიხარული შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს. ახლაც ისევ ისე მენატრები და არც მიეცემი დავიწყებას, მარტო ეს ლექსები წაიკითხე და არ დამჭირდება დაფიცება. ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები, არც მე დამკლებია სიყვარული, მაგრამ არასოდეს მომასვენებს, შენთან განშორების სინანული. შენი მონატრება ტკივილია, თურმე ასე არვინ მყვარებია, ჩემი ნაღველიც და სიხარულიც შენი გახსენების წამებია.
|
იცი რა ხდება? ცხოვრება ნათდება რაც დღეს არ ხდება ,ხვალიდან ახდება ჩემს გვერდით მჯდომარეს თვალებში ჩაგხედავ და გეტყვი მიყვარხარ აი რა ხდება უშენოდ ცხოვრება უფერო გახდება შენ ჩემთან იქნები და ეს ახდება
შენ მეტყვი მომავლად არ ვიცი რა ხდება ეს შენი ოცება არასდროს ახდება მე შენი სიტყვების საერთოდ არ მჯერა დამტოვებ მე მარტო ამ ბნელ ადგილას არ ვიცი რა ხდება ცხოვრება მთავრდება სამყარო ჩაქრება და ბნელი დარჩება შენი თვალები კვლავ მელანდება
ჩემს საფლავზე კი ვარდი გახმება მაგრამ ეს სიტყვები არასდროს გაქრება მუდამ გახსოვდეს უზომოდ მიყვარდი მთელი ცხოვრება ეს გრძნობა თან მსდევდა..
........................................................................
გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი, დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა. მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი, ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები, სისხლი
...
Read More
|
ლექსებით ვაშიშვლებ გრძნობებს, ბგერები ეწევა მარცვლებს, მინდა, რომ სულში ვგრძნობდე ხელახლა ცხოვრების წამებს.
ჟესტებში იგრძნობა სევდა, თვალები ამბობენ ტკივილს, მივყვები ტროტუარს ნელა, გუბეში შევამჩნევ ღიმილს.
აკორდებს აიღებს ისევ, ცასაც კვლავ დაფარავს ნისლი, კვლავ შენზე ოცნებებს მივდევ, სიზმრების ბილიკით ვივლი.
და აღარ მთავრდება გზები, გულში კვლავ ნაბიჯებს ვითვლი, ნელ-ნელა ყველაფერს ვხვდები და გულში ,"მშვიდობით!", გითვლი...
|
ნუ დამპირდები, რომ არ დაგღლის ეს ყვავილები ნუ დამპირდები, რომ მომიტან ყოველ მოსვლაზე... ნუ დამპირდები, რომ ფერებათ შეკრულ სიყვარულს ფერხთით გამიფენ ყოველი წლის შემოდგომაზე... ნუ დამპირდები, თორემ მერე სევდა წამიღებს და თუ ვერ ვნახავ მე მაგ გძნობის გიჟურ ნაპირებს დავიკარგები,შევერევი ნაცნობ ტკივილებს ნუ დამპირდები... რას მიმზადებ რასაც მიპირებ.... საკმარისია მორთმეული ამ წელს ფერები ნუ დამპირდები მე ისედაც მოგეფერები. ნუ დამპირდები წინასწარ და წლებს ნუ დამითვლი ჩემთან იყავი ოღონდაც და ღიმით დავიცდი ამ ფერებისთვის, ამ წლებისთვის, მე შენ გჭირდები.... ოღონდ წინასწარ გთხოვ ნურაფერს ნუ დამპირდები!!!!!
|
მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ, დარდებს გავანდობ ყანწებს ღვინიანს, სიკვდილ-სიცოცხლის დუელში გიწვევ და ქალი რომ ვარ არ მეშინია. მოგაფრქვევ ღვინის საოცარ სურნელს, ბახუსის ეშხით განატაცები, ქალები მაშინ თვრებიან თურმე, როცა ფხიზლობენ მამაკაცები. დღეიდან ხელი ავიღე თავზე, აღარ გავურბი მზერას ჟინიანს, დუქანში გველის ხელადა სავსე და კაცი რომ ხარ არ მეშინია. უცხო მორევში შევყავარ ბორანს ფიქრში ძნელია ვიცი ღალატი, თურმე ვცდებოდი,რადგან მეგონა რომ სიავისგან დამიფარავდი. გავარდა მეხი..... მიხაკი გაქრა, დღეიდან ვეტრფი ყანწებს ღვინიანს, ერთი პატარა ქალი ვარ თუმცა შენ,რომ კაცი ხარ არ მეშინია!!!
|
« 1 2 ... 20 21 22 23 24 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|