♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ჩემი თვალები-ეშმაკები ელვარე-მნათი,
მე ჩემს დემონებს არ ვემონები,
მე ძმა ვარ მათი.!


................................


წვიმა გაზაფხულის,ლაღი და შხაპუნა

წვეთები ჰგვანან ქალებს-წამიერს,

ზოგს ნინო ჰქვია და ზოგს ხათუნა,

წავა გაზაფხული თან წვიმას წაიღებს.

და რა დაგვრჩება-მხოლოდ მოგონება

ვხვდებით,რომ თამაშობს ანცი გაზაფხული,

წამით გვაჩუქეს სხეული გოგონებმა

და ამ "წამებით"დავრჩით დაზაფრულნი....

მაგრამ სულ სხვაა როცა გულში წვიმს,

როცა სული გაქვს გრძნობით ალაგმული

და როცა ამინდს დღეში ასჯერ ცვლის

ქალის სიყვარული და არა გაზაფხული.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1257 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

დრო გაიყინა და ჩვენ ვარსებობთ,
ცისა და მიწის შემოგარენში.
მთვარეც ვერ აღწევს,მემატიანე,
მდუმარე სულის ვიწრო სარკმელში.
ასე იქნება.სხვას არც რას ველი,
გაურკვევლობის ერთსახოვნება.
შენი უძირო,ზღვისფერ თვალებით,
ზღვარ გადასულის თავის მკვლელობა.
ჩემი ბრალია, მე დაგანახე,სამანის მიღმა უსასრულობა,
მაგრამ ღვთაებავ,იქ ჩვენს შეხვედრას
აქვს შეუცვლელი თავის დროება.
და თუ,ოდესმე გადავურჩებით
უერთმანეთო დღეების სრბოლას,
მინდა იცოდე, ისევ ისა ვარ,
ვინც არასოდეს აქ,არ წყვეტს ბრძოლას!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1156 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წვიმამ უძირო სევდა მაჩუქა, შენ რომ წახვედი,
ამ სევდამ, უაზრო ტკივილმა და მონატრებამ დაიმკვიდრა თავისი ადგილი,
მე მხოლოდ გული ხელში შემომრჩა,
შენ ხომ მიმატოვე, შენ ხომ წახვედი?!.
მე არ გთხოვ, რომ დაბრუნდე ჩემთან,
არ გთხოვ, რომ დაადგე გზას,
რომელიც მოგიყვანს უკან ჩემთან
და დაგინამავს სევდიან თვალს

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1037 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გამოცხადებულ თვითმკვლელობის დღეს
ელის სამყარო მოუთმენელი,
ო,ეს ვენდეტის არის კანონი,
დასაბამივით შორი და ნელი.

ვით ესპანეთით კორიდის ცეცხლი
და სისხლიანი მიწის ყივილი,
კაცის და ხარის როკვა სიკვდილთან
და ერთადერთის უხმო ტირილი.

არ შეიძლება არ გიაშალოს
ცა აღმართული სუფთა ხელებით,
და არ დაფაროს წყალთა კედლებმა,
თვით ფარაონი თავის მხლებლებით.

უცილობელად სიყვარულისთვის
მხოლოდ და მხოლოდ თავის დადება,
არის ზე კარის გასაღები და
თვით მომავალში გადაბადება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1083 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეს ის ჟამია, როცა ბულბულის
სტვენა ტოტიდან შემოგესმება,
ეს ის ჟამია, როცა ჩურჩულით
საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება;
როს ნაზი სიო წყაროს უმღერებს,
ობოლ ყურუსთვის ჰანგს ააჟღერებს;
მაშინ ეს ცვარი ყვავილს თან ახლავს,
ცაში ვარსკვლავი შეხვდება ვარსკვლავს;
ტალღას სილურჯე გაუღრმავდება;
ფოთოლს სიყვითლე დაუმძიმდება.
ცას გადაეკვრის მკრთალი სიბინდე
ნაზი სიბნელე, ბნელი სიწმინდე.
ეს ხდება მაშინ, როცა დღე კვდება,
მთავრის შუქის ქვეშ ბინდ-ბუნდი დნება.


....................................................................


უკვე დილაა დაიწყო ექვსმა თავისი სოლო
რიჟრაჟებს დაჰფენს მოზაიკად ხეების ჩრდილი
სულ ცოტა ფეთქვა დარჩა ღამეს და უკვე ბოლო ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1155 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უფლის ვნებიდან დღესამომამდე
ამ ქვეყანაზე რა შეიცვალი?
მითხარი ერთი ამ ხნის მანძილზე
ჩვენში ბოროტი გარდაიცვალა?


განა რა დარჩა, ეს ბოლო დრეც და
მთელი სამყარო შეზანზარდება,
ჩემით და შენით ხელში ჩამკვდარი
ლაზარე ფეხზე როგორ დადგება?

დროს იზომავენ ფარისეველნი,
და ერთმანეთის ზრაპრებს ყვბიან,
ვისთვის და რატომ არც კი უწყიან
ისე მოდიან ისე მიდიან.

ო, უგუნურთა წუთო სოფელო,
დღემდე უფალმა როგორ გიტანა?
არადა შენთვის ძელზე ვნებულმა
ზეციდან ცეცხლი ჩამოგიტანა.

სხვა ხსნა არა გაქვს უნდა აღსდგე და
შენთვის ვნებული გაითავისო,
მისი სიტყვით და მისი ნათელით
მთელი სამყარო უნდა აივსო.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1059 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ ჩემს სიყვარულს არ უთანაგრძნე

და მიღალატე,როგორ უხეშად,

შენ დამივიწყე და გადამთელე,

ახლა ლოდინი დამრცჰა ნუგეშად...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფიქრის ქარბორბალა ჩემს გულს დასტრიალებს,

გარეთ მძვინვარებს ქარი ღამეული,

ფოთლებს ჰაერში გიჟურად აწრიალებს,

შენი არსებით გავხდი მთვარეული...

....მე რომ შემეძლოს ფრენა ქარივით,

შემოგიმსხვრევდი სიზმარში კარებს,

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1288 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არ მინდა ლექსი, არ მინდა კოცნა

არ მინდა არცერთი ზედმეტი სიტყვა,


მინდა რომ ვიყო იქ სადაც შენ ხარ

და იყო მშვიდად_ რომ მე ვარ შენთან

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1270 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაშინ როდესაც უფალი გვიხმობს,
ძალგიწს დატოვო წამში ყოველი?!
ისე წარბიც რომ არ შეიხარო,
შეგიძლია კი დათმო სოფელი?!

ამ საცდურების კორიანტელში,
სადაც მომავალს აღარ ელიან,
მხოლოდ წამიერ გამარჯვებებზე
და გამოგონილ ღმერთზე მღერიან.

ის კი მოგველის ხელებ გაწვდილი
თვით მოიმედე საოცრებისა,
შენი და ჩემი ხსნისთვის ვნებული
ხსნა და მიზანი სახარებისა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1088 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 18 19 20 21 22 ... 254 255 »
პარასკევი, 2025-01-10, 7:30 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025