♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


პროლოგი.

ჩემში ხარ თუმცა მე შენ სიშლეგეს
ვერც ვერაფერი ვერ მოვუხერხე,
ღუზა რომელზეც გულით ვკიდივარ
ვხერხე ვხერხე და ვერ გადავხერხე.

და ამიტომაც მხედავენ ყველგან
იქ სადაც ვარ და სადაცარა ვარ,
შავი ბერიც კი მონაგონია
სამანებს მიღმა მე რომ დავდივარ.

ასე ირწევა ჩემში მაისი,
მარტის ფეთქებით ცა ნამეხარი,
როგორც სიცოცხლე სიკვდილის ზღვაში
ყველა სიკვდილზე უფრო მედგარი.

გრთავ ცრემლიანი დილის ვარდებით
მე მომლოდინე ცის განჩინების,
როდის ინებებ ჩემს დაძახებას
და აღსრულებას იმ ერთის ნების.


.............................................................


მზის ცრემლები გინახავთ? ალბათ მხოლოდ ქალის.

მზის ცრემლები ძვირია,მსგავსად მამაკაცის.

საოცარი გრძნობაა, როცა ეტრფი ქალს,

სიცოცხლეს გირჩევნია მისი ნახვა კაცს ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1268 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენზე ვამბობდი რომ ამ მთების და
სივრცეთა მიღმა დამეკარგათქო,
შენ კი გეგონა გზას მივყვებოდი
და განთიადებს მარტო ხვდებოდი.

იცი,მომავალ მარადისობას
ალბად ვერასდროს შევეგუები,
მომენატრება წუთისოფელი
შენი ღიმილით ზეცად მყოფელი.

მოენატრები ასე უმწეო,
კდემა მოსხმული და მარტოსული,
შემოვიძარცვავ სამოსელს პირველს
და ბედუინის დავირქვავ სახელს.

მე როგორც ეხლა,მარტო გავიგნებ,
გზას სანეტარო ოაზისისკენ,
სამუმს მოვაშთობ შენზე ფიქრებით,
რომ ჩვენ ოდესღაც ერთად ვიქნებით.

დროს თავის დრო აქვს და მდინარება,
მე მის გულისთქმას არ ვითავისებ,
გინდა, შევწვდები შენთვის სასწაულს
და შენ მოგიძღვნი მზეს და სიხარულს?!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1226 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მეცხრე თვეა ვცოცხლობ,
ვსუნთქავ,
მესმის,
ვხედავ,
ჯერ არ დამდგარ დღეებს საფეთქლები უცემთ,
შენ კი - დგახარ მშვიდი,
მომავალი დედა,
ჩემი ცოლი,
ჩემი,
გამობურცულ მუცელს
ეფერები როგორც,
როგორც რავი,
რა ვთქვა,
ღვთის-მშობელის ხატი ჩვენი სახლის კედელს,
თქვენთვის ვარ და თქვენით,
მაინც მინდა დავთქვა,
შენს წინაშე,
შენს წინ,
მიმიღე და მენდე,
რომ თქვენ გიტრიალებთ,
სადაც უნდა ვიყო,
თქვენს სიკეთეს ფიქრობს
ჩემი ყველა ფიქრი,
სისხლი მაქვს და გისხამთ,
ჰაერი და - გიყოფთ,
თუ გადავდგე გზიდან -
გადავვარდე იქვე.
მეტი -
ჩემო,
ღმერთი
ჩვენთანაა მარად,
მთავარია,
შევძლო,
გადავიდე წყალზე -
ვიყო კარგი ქმარი,
ვიყო კარგი მამა,
მიყვარდეთ და მწამდეთ -
ამგვარად და ასე.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დიდი ტაძარი.იდექი და კართან ტიროდი,
ჯვარცმულ იესოს ცოცხალივით ჩუმად ეძინა,
მხოლოდ შენს შუბლზე დაიღვარა იგი მირონი,
დედა ღვთისმშობელს ფრესკიდან რომ ჩამოედინა.

კეკლუცობაზეც არ იყავი ნაღდად მოვარე,
თვალით მკვდარი მზე ჰორიზონტზე გსურდა დაგედნო,
მთელი არსებით შემეცოდა ის მათხოვარი-
შენი სურნელით გაბრუებულს ხურდა დაებნა.

სინდისის ფართი ვიღაც ბიჭმა გასცა იჯარით,
(ალბათ ზოგიერთს თავის სვე-ბედს აწერს იუდა),
შემოგხედა და დაწყებული ცალი პირჯვარი,
ხმელი პურივით გვერდულად რომ ტაძარს მიუგდო.

მხარზე ირტყამდი მოხდენილად სუნთქვის მათრახებს,
შენმა მშვენებამ მოკლე გუმბათს ტანი აყარა
და ამის შემდეგ იმ ანგელოზს მე რა ვუთხარი,
ჩემი თავი რომ აიღო და შენ შ ე გ ა ყ ვ ა რ ა!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1214 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა მოვკვდები,დამიტირებენ ალბათ ჩიტებიც,
როცა მოვკვდები,ალბათ ჩაგწყდება გულში რაღაცა,
ჩემი სიკვდილით გამოწვეული დარდი ჩაგაქრობს,
ჩემი სიკვდილით გამოწვეული დარდი გაგაქრობს,

შენში იკივლებს უჩემობის მწარე დუმილი,გ
ულს დაგიკუწავს ჩემზე დარდი დაუნდობელი,
შენ გაგაგიჯებს უჩემობის ჩუმი დუმილი
და ეს ცხოვრება ძალზედ მტანჯველი,

შენ ივლი ჩემთან საფლავზე ხშირად,
დაიჩოქებ და გულიანად დაიღრიალებ,
შენ ვეღარ უზლები ამ ცხოვრების მწარე იარებს,
ვიცი,გენატრები,უზომოდ,მაგრად.

ვერ მოინელე ჩემი უდროოდ იმ ქვეყნად წასვლა,
მე გავიხურე ამ ცხოვრების დიდი კარები
და იმ კარებში მე დავტოვე დიდი წამები,
მე უშენობა მტანჯავს აქაც,გულს ძლიერ მიღრღნის,

მე აღარ ვიცი,რაღა ვქნა...მიჭირს!!!!!
მე გელოდები ჩემთან რომ მოხვალ
და მე გპირდები ერთად ვიქნებით
რ ო ც ა ა ქ მ ო ხ ვ ა ლ..................





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1201 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ
ალბათ შეძლებდი ხმამაღლა ყვირილს,
შენ რომ იცოდე როგორ გაღმერთებ
ალბათ თვალები მიგაჩვევს ტირილს,
შენ რომ იცოდე,როგორ ვოცნებობ
ალბათ გამიშვებ ოცნების იქით,
შენ რომ იცოდე შენით ვარსებობ,
ალბათ ყოველდღე ატარებ ღიმილს
შენ რომ იცოდე მზის სხივს გადარებ
ალბათ ქუჩაში იქნები დღისით,
შენ რომ იცოდე ძილშიც შენთან ვარ
ალბათ დაუცდი მზის ჩასვლას დღისით,
შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ
ალბათ არასდროს არ წახვალ, ვიცი




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1386 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ასე რად გამწირე გული რად მატკინე
გრზნობასჰი ცჰამზირე და მერე მატირე,
ასე რად გამწირე ასე რად მატირე,
გული რად გამიყე გულიც ხომ ატტირე
და ორად გამიყე,გულსჰი მზე ცჰამიქრე
და ტირილს აცჰვიე,სჰენტვის ეს დგეები ასე რომ გარბიან 
ჩჰემტვის საუკუნეტ ნელა გადიან.
ასე რად გამწირე,მარტოდ რად დამტოვე,
ბავსჰური გიმილი ტირილიტ მიცვალე 
ეს ცჰე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1369 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

გაგვაუცხოვა, გაგვარინდა
დრომ და სიშორემ.
გავურბი, მაგრამ შენზე ფიქრი
ვერ მოვიშორე....

სიყვარულს მალავს შენთვის ნათქვამი
ყოველი ბგერა...
ვცდილობ აგიხსნა, შენ კი
ჩემი არასდროს გჯერა....

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1189 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალები მწველი...
უკვე გავიდა ექვსი წელი...
მომეცი ხელი...


დღეები გრძელი...
სიყვარულისთვის არ არსებობს ახალი ძველი...
ყოფნაა ძნელი...


განწყობა შავი...
მე ჩამეძირა ზღვაში ნავი...
დავკარგე თავი...


ამ ქვეყნის ფერი...
წუთისოფლისთვის ვყოფილვარ გერი...
სულ არაფერი...


წამი ნათელი...
სიკვდილის მერე მე ისევ გელი
და ისევ მათბობს დანთებული შენი სანთელი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1262 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იყო დრო როცა მე შენ მიყვარდი,
სუყველაფრის და მიუხედავად,
არ დავინანე მე შენთვის სული
და მეყვარები იცოდე მარად,

იყო დრო როცა ვიყავით ერთად,
მე შენ მიყვარდი უზომოდ მაგრად,
მემახსოვრება მე ის წუთები როდესაც შენთან ვიყავი ლაღად........
მე შენ მიყვარდი!!!!გესმის???!!!1

უზომოდ,მაგრამ ეს გრძნობა შებღალე მარდად,
არ დაუფიქრდი და ისე მოსპე,
გაანადგურე ყოველი მარად...............
მორჩა დღეიდან ლოთობას ვიწყებ,

აღარ მსურს ფხიზლად ამ ქვეყნის ნახვა,
ჩავიკლავ გრძნობებს მწარე სასმელში,
მწარე ცრემლებით ვიგლოვებ ტანჯვას,
დავთვრები ისე,რომ აღარასდროს აღარ ვიფიქრებ,

მე შეგიზულებ და აღარასდროს აღარ გიტირებ


.................................................................................



ვინ მოთვლის ყველა ტკივილს
რაც შენდამი განმიცდია?
ვინ შეკრიბავს ყველა იმ ცრემლს
რაც კი შენთვის დამიღვრია?
ან ვინ მომცემს იმის იმედს,
რომ გათბება ისევ გული?
ვინ მეტყვის, რომ ამ ჩემს ბაღში
გაიხარებს სიყვარული?
ვინ ჩამიქრობს ღამის სანთელს
და ამინთებს მზეს ბნელ გულში?
ან ვინ გეტყვის ამ ჩემს სათქმელს,
გაგიტყდება სიყვარულში?
ვაჰ, რომ არვი ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1314 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 16 17 18 19 20 ... 254 255 »
ხუთშაბათი, 2025-01-09, 11:15 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025