მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
იცრუო, უფრო ადვილია __სიმართლის თქმაა ძნელი ილაპარაკო ადვილია __აღსარებაა ძნელი შეცდომა დაუშვა,ადვილია __გამოსწორებაა ძნელი გული მატკინო, ადვილია __მოფერებაა ძნელი ჩემი მოსმენაც ადვილია __გაგება, ცოტა ძნელი<
...
Read More
|
ყოველი დილა გაზაფხულივით უნდა დაიწყო, სულსი მაისის შადრევნების აშადრევნებით, სწორედ ასეთი სჭირდები შენ მზეს ამომავალს, სწორედ ამგვარად მოხატული ცოცხალ ფერებით.
ორივე ფეხით უნდა იდგე წილხვედრ მიწაზე, მამულის უნდა გესმოდეს და უნდა გტკიოდეს, უპოვართ შორის უნდა გქონდეს ნავთ საყუდელი, საზეო ნების აღსრულება უნდა გწყუროდეს.
ჩვენ არჩევანი ერთ დროს უკვე ზეცად მივიღეთ, და ეხლა მისი აღსრულებაა დასაშურია, ისე იზრდება ეს სოფელი დრომდე თანაბრად, ასე ძალუმად გულს არასდროს უხმაურია.
...ყოველი დილა გაზაფხულივით უნდა დაიწყო, სულში მაისის შადრევნების აშადრევნებით, სწორედ ასეთი სჭირდები შენ მზეს ამომავალს, სწორედ ამგვარად მოხატული ცოცხალ ფერებით.
|
შენ ხარ ცხოვრება რომელიც მიყვარს, სიცოცხლე ვისი წყურვილიც მკლავდ, შენი თვალები იყო ხატება და ეგ ტუჩები კი მოლანდება.............
სურვილი შენი მკლავდა მუდამჟამს, ვერ ვიოკებდი შენდამი ლტოლვას, ჭკუიდან მშლიდა შენზე ოცნება, შორიდან ცქერა და ეს წამება,
მე მტანჯავს ლტოლვა შენდამი ვნების და მიკიდია ცეცხლი უკვამლოდ, გთხოვ ჩემთან მოდი,თუნდაც ამ ღამით, თუნდაც ამ ღამით იყავი ჩემი..........
|
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შორიდან რომ მაწვალებს, ერთხელაც რომ დავიჭერ და, დავუკოცნი შავ თვალებს. იმ სიყვარულს გაუმარჯოს სულს რომ ეთამაშება, ტუჩ-ბაგეს რომ შეუქებ და, ის კი გეკაპასება. იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შეხვედრა რომ მართლა სურს, ზამთარში რომ სარკმელთან ზის, გულში მალავს გაზაფხულს. იმ სიყვარულს გაუმარჯოს დიდი გრძნობა რომ ჰქვია, ჩუმად მისთვის ბუტბუტებს და იასავით მორცხვია.
|
ნუ გეშინია... მე შენთან მოვალ, მოგძებნი ბნელში ხელისცეცებით... მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა, როგორც ორთავეს ეს სარეცელი.
შენ ახლა ისე მჭირდები, ისე, ვით ღამეს დილა, დილას-საღამო... როგორც პოეტებს უსაზღვრო სივრცე, როგორც ვარსკვლავებს მთელი სამყარო.
მე ვიცი, თბილი ცრემლების გასწვრივ შენი სიზმრებიც როგორ შფოთავენ... ვით დაკარგული ნაწილი ნაწილს, რადგან ერთმანეთს ვეძებთ ორთავე.
ნუ გეშინია... მელოდე... მოვალ, გიპოვნი მაინც ხელისცეცებით, მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა, როგორც ორთავეს ეს სარეცელი.
|
ზეცაც ტირის
*
ჭაობისფერი, თაფლისფერი, თუნდაც ცისფერი
სულის სარკეა ყველასათვის ჩვენი თვალები.
ზოგჯერ ვიცინით, ზოგჯერ ვტირით და ზოგჯერ ვმღერით,
ხან შეიძლება სიძულვილის გვიდგას წამები.
*
ზოგი კი ტირის, მხოლოდ ტირის, არ შრება ცრემლი.
იქნებ სიმღერაც შეუძლია, მაგრამ რად გინდა,
ბედმა ტიალი, ცხელი შანთით დარი დაასვა,
ცრემლი ღვარეო ჩაუთქვა და ჩუმად წავიდა.
.................. და ისიც ტირის, გადაღლილი, ძალამიხდილი
წვიმიან ღამეს ანგელოზის იღვრება ცრემლი.
წვიმაც ხომ ზეცის ნაყოფია ტირილის შემდეგ
ბავშვის სახეზე იკვეთება კონტური სველი.
*
დედის საფლავთან დაჩოქილი ის ისევ ტირის,
ისევ აწყდება ცოდვილ მიწას წვეთები წმინდა
საფლავის ქვაზე, მომღიმარი ანათებს სახე
"ჩემს გვერდით იყო დედაჩემო ძალიან მინდა."
*
მაგრამ არც ამით არ მთავრდება უწყვეტი ჯაჭვი
დენთიან ხელებს სისხლი სცხია მშობელი მამის.
და ისევ ტირის, ზეცაც ტირ
...
Read More
|
iyo ocneba ganatebuli nateli iyo ocneba am mtvaris shuqze chauqrobeli santeli iyo dge da iyo nateli dgeebi rogorc arasdros gamteni
dagamda wut ismis bunebis dumili da ukve dgis ar maqvs ratomgac survilis me ukve momexsna ocnebis wuxili da amitomac ocnebebs vugimi... !!!
|
ეპილოგი.
უშენობისგან განაწამები შენთვის ვნებული ძილმა წამიღო, და იმ სამ-ოთხ წუთს რაც იქ ვიყავი ზეცამ წყალობა ჩემზე მოიღო.
ცხარე ცრემლებით თავს დამტიროდი -,,ჩემო რომეო,’’ასე ამბობდი, რისთვის მინდაო ყოფნა უშენოდ, თან თავის მოკვლას დანით ჩქარობდი.
და დამეკონე შენ საბოლაო დამშვიდობების შორი ამბორით, და ისე რომ არც შეგიმჩნევია ჟამი შეცვალე ლხენის სასწორით.
მე შენს კოცნისგან აღვსდექ უეცარ და საკვირველი გამოღვიძებით, გულანთებული მომავალისა და შენს განცდათა წმინდა ხილვებით.
|
პროლოგიდან ეპილოგამდე.
მაისში ქალი ყველა ვარდია და გული უმღერს სიძის მოსვლისთვის, ვარდების თვე ხომ სიყვარულია, გაცხადებული უფლოს ხმობისთვის.
ამ დროს სიკვდილიც სიხარულია, ცად ზეცის კარი არის გახსნილი, გსმენიათ ვინმეს, ამ ქვეყნად სადმე გლოვა თუ ქონდეს მაისს ნახილი.
მაისი მხოლოდ გამარჯვებაა! ბედნიერების ზღვა და ხალისი, ამაღლებაა... ზიარებაა... ამა სოფელის თავთა თავისი.
დასაბამოდან დასასრულამდე სამყაროს ღერძი ბრუნავს მაისზე, მიზანია არის, საოცრებაა, სიმღერა არის სულის აისზე.
|
დაკრიფე ჩემში ყველა ღიმილი, ვით ყაყაჩოებს კრეფდი მინდორზე... გამაფერადე გაზაფხულივით შეშურდეთ ჩემი ეგებ მიმოზებს... გავუძლოთ ერთად ზამთრის სიცივეს და ერთმანეთის სევდა გავლიოთ, ერთად მივიდეთ გაზაფხულამდე ვაჯობოთ მარტს და იქით ავრიოთ. გადავაწვდინოთ მზერა გორაკებს მთებში მდინარის სათავე ვკოცნოთ... მადლობა მინდა გითხრა ყოველ დღე რომ ვხედავ იმას რისთვისაც ვცოცხლობ! დაკრიფე ჩემში ყველა ღიმილი ზედმეტს ვერ შევძლებ,ვერც დაგპირდები უბრალოდ გეტყვი...წაიღე შენთვის და ისევ შენთვის ავყვავილდები!!
|
« 1 2 ... 15 16 17 18 19 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|