მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
შენ ალბათ ახლა არ გცალია ნამდვილად ჩემთვის, მე კი კვლავ ისევ შენზე ვფიქრობ, შენ თავს ვფიცავარ, მენატრები და ვერ გავიგე რისი ბრალია, რომ შეგეჩვიე, თუ იმის, რომ უკვე მიყვარხარ. მე უშენობა, ვხვდები მალე ბოლოს მომიღებს, შევეწირები ტკივილნარევ ამ მონატრებას, შენს ნახვას ალბათ ვერასოდეს ვერ ვეღირსები, სულ ასე დარდში და სევდაში გავლევ ცხოვრებას. მე ამ სიტყვებით ჩემ სიყვა
...
Read More
|
ლოდინში ძალიან დიდი დრო გავიდა, ისევ პასუხს ველი შენგან, კის მეტყვი თუ არას ეგ ეხლაც არ ვიცი, არადა ძლიერ მსურს შენთან, არ ვიცი, რატომ გიყვარს შენ ჩემი წამება, კის თუ ვერ ამბობ მითხარი არა, იცოდე, აქამდე ძლიერ მიყვარდი და ლოდინმა შენი თავი უფრო შემაყვარა.
|
ყოფნა არ ყოფნის შორის გაქრა ყველა საზღვარი, ბედნიერების მოლოდინიც დასრულებულა, სულში ჩამდგარა სუსხიანი ცივი ზამთარი, ისე, რომ ჩემთვის გაზაფხული არ დაწყებულა. სადღაც გამქრალა ყველა ნატვრა, ყველა ოცნება, და იმედებიც უგზოუკვლოდ შემომძარცვია, სიყვარულიდან დამრჩენია მხოლოდ ტკივილი, უბედობამ რომ სულ გაწირა და დაამსხვრია. გავმხვდარვარ რაღაც უპატრონო ბედის პატრონი, ჩალის ფასადაც აღარ ფასობს ჩემთვის ცხოვრება, გული ავსილა სევდიანი ტკივილის გრძნობით, ფიქრით და დარდით ამერია უკვე გონება.
|
ჩემმა სიცოცხლემ ტანჯვის მეტი რა მომიტანა, ბედმა გამწირა ცხოვრებამ კი გზა ამირია, თუმც ჩემმა გულმა ბევრი დარდი გადაიტანა, მაგრამ მე მაინც ამის გამო არ მიტირია, მე ამ ცხოვრებამ დაუნდობელ მკვლელად მაქცია, ვიცი, დრო მოვა და მეც მომკლავს ოდესმე ვინმე, მაგრამ ამაზეც არასოდეს არ მიდარდია, როგორც ვიცხოვრე სიკვდილამდეც, ისე ვიცხოვრებ.
...
Read More
|
მესმის სამყაროს შორეული მელოდიები, შორს ზღვის ნაპირზე სატრფოს ტირის თეთრი თოლია, სიკვდილს ველი და სიკვდილამდე დაველოდები, ვიცი სიკვდილი უკვდავების ჯაჭვის რგოლია. ყველა ცოცხალი ვიცი არის სიკვდილმისჯილი, დასაწყისივით დასასრულიც თითქოს ნოლია, თითქოს რადგანაც სიცოცხლე ხომ გრძელდება ისევ, სხვა სატრფოს ეძებს ზღვის ნაპირზე თეთრი თოლია. ეს ყველაფერი ასე იყო ასე იქნება, მართლაც არ არის ჩემ სიტყვებში რამე ახალი, სადღაც მელიან მე ჯალათი და სახრჩობელა, და სადღაც უკვე გათხრილია ჩემთვის საფლავი.
|
გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით, ტუჩის შეხებით, კოცნით კი არა_მოალერსებით!!! გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით, ფერებით, ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი. დაგიკოცნიდი_ სულს, გულს, თვალებს
ასე სევდიანს, ბაგეს მთრთოლვარეს, მერე გულში ჩაგიხუტებდი. დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან, და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს. დაგიკოცნიდი_ ღიმილს, ცრემლებს, "ნეტას" ნაღვლიანს, შენ რომ გდომოდა, მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი!
....................................................................
რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გვერდით გყავს შენი სიცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა ბევრისთვის შენ ხარ სიცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა თვითონ ხარ შენ ეს სიცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გეტყვიან დიდხანს იცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გეტყვიან, ჩემო სიცოცხლე !<
...
Read More
|
sheni leqsebi, sheni sityvebi ar waishleba am gonebidan supta purcelze sheni fiqrebi. akviateba gagonebidan. shens sityvebs usmens mteli qveyana da dagafases roca waxvedi me amit dardi shemomeyara shens tkivils turme sul ar amxeldi shen chemtvis adre iyavi muza axla ki mxolod mosaginari shen rom waxvedi avwie yuza da me davwere gasagonari gasagonari im xalxisatvis visac uyvardi da gapasebda ar mimimartavs me par-xmlisatvis vicodi leqsi kvlav agavsebda da mec davwere es mokle leqsi chemi gulidan amomavali da me es momxvda rogorc guls nemsi sheni viqnebi shtamomavali
................................................. me es davwere wyvdiad gameshi misi xateba rom momelanda da gaminatda ucbat tvalebshi tavshi fiqrebi kvlav ameblanda vdgavar da vumzer cremlian tvalze sichumem saxlshi daisadgura titqos daviwvi me cecxlis alze misma tvalebma gamanadgura es gulis petqvac titqos cherdeba da mochvenebas sibnele paravs suntqva tandatan upro dzneldeba
...
Read More
|
გამოგიზოგავ როგორც სიცოცხლეს და მოგენდობი ვით მიწას აღთქმულს, ზმანებათ შორის მოსიარულეს, შენ საოცნებო სიონის ასულს.
ამ ქვეყანაზე ძნელია მოსვლა და უძნელესი ასვლა ზეცაზე, როგორც მთასვლელის ბოლო ლაშქრობა თვალ შეუწვდენელ მწვერვალთ მწვერვალზე.
როგორც წმინდა განძს ისე დაგიცავ, შენით მოხატულ ჩემს ცხრაკლიტურში და ცივ ნიავსაც არ მოგაკარებ, უშენოდ შეშლილ ჟამთ შესაყარში.
ქვიშის საათად ჩამოიშლება ამ ნაბოლარა აწმყოს მარცვლები და მომავლის მზეს მივეგებებით, ღამე მოვლილი და ნაწვალები.
|
მე სანთელს ავუნთებ ღმერთს...შენზე ვილოცებ ვიცი არ დამიშლის ამას... მაინც არ მასვენებს მწარე სინამდვილე ახ... ნეტავ ვიცოდე სადხარ... თაფლის სანთელივით ხელში დავიღვრები და სულს დავედები ხატად, ოცნება დაიქცევა ფიქრი დამიდნება ან ნეტავ ვიცოდე სად ხარ... მხოლოდ მე დავრჩები მარტო ჩემს ფიქრებთან ხან თუ გაგიხსნებ მარტოს... ჩემს თავს ვუბრაზდები, რატომ მომენატრე, რატომ შემიყვარდი რატომ??? სული ამმღვრევია, გული ჩუმად ტირის, სხეულს გულის დგაფუნი აკრთობს და სულ ამას ვფიქრობ..... ასე ძლიერ მაინც, რატომ შემიყვარდი რატომ??
|
მიყვარხარ გესმის?! ჩემიხმაარის, ჩემიფიქრები ახლა შენია... შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს, ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია. მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ, რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება, შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ, მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება... თითქოს გამხელის წუთები დგება ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება, მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან სიყვარულს აზრი დაეკარგება.. როცა ყველაფერს ქარი წაიღებს, გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები, ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად, ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები. სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა, მე შენთან კარგო დუმილიც მიჭირს, რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ, ამ გულის გარდა არავინ იცის
|
« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|