♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე,
ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე,
ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე,
რომ შენ მიყვარხარ,რომ შენ გარჩიე?


ვერვინ მოკრიფა უეკლოდ ვარდი,
მე ფუფუნების არა ვარ ხარბი,
ცოდვაა თუ კი შენ შემიყვარდი?
ცოდვაა?რომ შენში სიყვარულს ვრგავდი?


მე ვეღარაფერს,არავის ვგავდი,
როცა მაჩუქე ტანჯვა და დარდი,
შენ ჩემს წინაშე არა გაქვს ვალი,
თუ არ გიყვარვარ,ნუ მოხვალ,წადი...





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1329 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ტირილი მინდა და ვერ ვტირი,
სიცილი მინდა და ვერ ვიცინი,
სიხარული მინდა და არ მიხარია.
იქნებ იმიტომ, რომ ცხოვრებამ დამჯაბნა...
იქნებ იმიტომ,რომ "არაფერი" შევიყვარე,
რამდენი რამეა ამ "არაფერში"
უბრალო წამია ამ ყველაფერში.
მაშ, რატომ ვადიდებ ამ წამს ყოველდღე...
რატომ არ ვიტყვი როგორ მიყვარს.....
რატომ მეშინია ყოველთვის ამ წამის...
რა უაზროა ზოგჯერ ეს წამი.
ზოგისთვის როგორ დაიკლაკნება.
ჩემთვის კი,მუდამ დგას ფეხზე.
ეს,ხომ უაზრო ეპიზოდია
როგორ მენანება ეს ეპიზოდი
როგორ დამჯაბნა ჩემმა ცხოვრებამ...
და,ეს რა არის??ვითომ ლექსი?
არა,ეს ყველაფერი "არაფერია"
ეს ყველაფერი მკვდარია
ეს ყველაფერი დაიხევა,
ეს ჩემი სახელი დაიკარგება.
თუმცა,მე რათ მინდა სახელი
მე რათ მინდა საჩუქარი.
მე ერთი ტირილი
ერთი სიცილი
და ერთი სიხარული მინდა..
და, თუ ესეც არ არის ჩემთვის
მაშინ,დამარხეთ ჩემი ყოველი სიტყვა....




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1523 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღმერთო, ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება,
როგორ გშორდები და გხვდები,
როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი,
როგორ ვცოცხლდები და ვკვდები...
როგორ წაიშალა ზღვარი და საზღვარი,
მე და შენ ნეტავ სად ვსახლობთ,
ვისწრაფვით ყოველთვის,
როდესაც შორსა ვართ,
გავრბივართ, როცა ვართ ახლოს...
აღარ მაქვს სხეული,
ო, თქვენ ვერ გაიგებთ,
ამ სულის სევდას და ნაღველს,
სიცოცხლის, სიკვდილის, ცხოვრების კანონებს
ერთი ხელის მოსმით ვარღვევ.
ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება,
რომ აღარ მჭირდება სიტყვა,
მე მესმის თვალების, ხელების, ღიმილის,
იმის, რაც არასდროს გითქვამს."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1153 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სინაზე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე...
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს,
ისე დამღალა ოცნების დევნამ
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო...
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1300 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.

არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
"თეთრი ღამეები" ერქვას.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1294 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას,
უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში,
ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას
ლექსებად ჩანესტილს დამშეულ თვალებში.

როგორ ხარ?
ცუდად ვარ.
რა გჭირს??
დეპრესია..დაწერე?
დავწერე,მაგრამ
რეგრესია.

უკვე მერამდენედ ვატარებთ საღამოს
ხიდად გადებული აზრების კვალდაკვალ,
გრანელი??გრანელი..სიკვდილის აჩრდილი,
დინება უკვალოდ,დინება ქარდაქარ.

რა მოხდა?
ცრემლები..
დაწერე?
დავწერე.
გიკითხავ.
შენ მისმენ,
სათქმელი გავწელე..

ხანდახან ვიშუშებ ტკივილის ნაწოლებს,
ხანდახან ოცნების ნაფლეთებს მესვრიან,
ხანდახან მზეს,სხეულს თავთუხად ვატოლებ,
შენ იცი..რა ხშირად ვებრძვი დეპრესიას.

ღამემ დაიტოვა ცრემლების სისველე,
მთვარე აბანავეს თვალში კალმახებმა,
პოეტი არა ხარ?!მოდი და მიშველე,
უზომოდ მჭირდები,მეც და ჩემს ლექსებსაც.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1196 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა
მას ყველა ადამიანი კეთილი ეგონა
ეგონა რომ არასდროს იქნებოდა სიბნელე
თავის თავს ეუბნებოდა: "შენ ხშირად იმღერე"
დადიოდა აქეთ იქით, ყველა ლამაზი ეგონა
იხედებოდა გარშემო ყველა მას ეფერებოდა
დაკარგულ ოცნებებში ლამაზი გოგონა
უხაროდა ცხოვრება ეგონა ადვილი
სახეზე ღიმილი, პატარა გოგონა
ოდესმე მოვიდოდა პრინცი მას ეგონა
სჯეროდა რომ არსებობდა, სადღაც სასახლე ელოდა
თავის პრინც გამუდმებით ელოდა.
ყველას ეგონა რომ დიდი გაიზრდებოდა,
დაჭკვიანდებოდა და ოდესმე მიხვდებოდა
რომ ძნელია ცხოვრება.
ძალიან ძნელია მაგრამ თავისი ოცნება
მისთვის ყველაფერია.
ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა,
ცხოვრებაც თავისზე ლამაზი ეგონა,
ის ელოდა, თავის პრინცს, დიდხანს ელოდა,
და მისი ოცნებებიც ნელ_ნელა ქრებოდა.
ცხოვრობდა ერთხელ ერთი ლამაზი გოგონა,
ცხოვრებაც თავისზე ლამაზი ეგონა,
ის ელოდა თავის პრინცს, დიდხანს ელოდა,
და მისი ოცნებებიც ნელ_ნელა ქრებოდა.
ელოდა, სჯეროდა რომ ის გამოჩნდებოდა,
წაიყვანდა სასახლეში და მოეფერებოდა,
იმედს არ კარგავდა და სიცოცხლით ტკბებოდა
ის ბავშვობის წლები კი ნელ_ნელა ქრებოდა.
პატარა ანგელოზი უყურებდა ცას
მის თალებში ნაპერწკალი ჩნდებოდა
იღიმებოდა და სიცოცხლით ტკბებოდა,
და სხვა არაფერი მას არ ენაღვლებოდა,
ყველა ეჰერებოდა, ჭკუას არიგებდა
სჯეროდათ რომ ი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1292 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა გეძახი,როცა მინდიხარ,
როცა აღმაღგზნებ და როცა გელი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ
და გამოწვდილი მირჩება ხელი.

როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ,
როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ,
ვიღაცას სწორედ მაშინ მიყავხარ
და ჩემი წილი ალერსით გათრობს.

როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ,
როცა გიჩოქებ,როცა ვენთები,
მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ
და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები.

როცა ვივსები,როცა ვარ შენი,
როცა გნებდები,როცა მინდიხარ,
როცა ვიჯერებ,ჩემს ყოფას შვენი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1309 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ მსურს ჩემს ლეკსში რომ იყოს სევდა.

ანდაც დარდი და ან მწუხარება.

არ მინდა სხვისთვის ჩემი პრობლემის.

და სატკივარის გაზიარება.

მაგრამ რა ვქნა თუ ამ ჩემმა გულმა.

ეს სიმარტოვე ვერ დაიტია.

რა ვუყო თუ კი ჩემთვის ცხოვრება.

მხოლოდ წუხილი მხოლოდ ფიქრია.

დედას ვფიცავარ მართლა არ მინდა.

ამ სევდიანი ლექსების წერა.

მაგრამ რა ვუყო თუ ჩემი სული.

სისხლით და ცრემლით მოგავს ნაფერავს. ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1372 | დამატებულია: erekle | სრულად წაკითხვა >>



საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნე.
შენ მე დაკარგული მაჩუკე ოცნება.
და ეხლა მჯერა ის რაც არ მჯეროდა.
თურმე ცხოვრებაში ხდება საოცრება.
დამაიმედე და მაგ შენი სიტყვებით.
უკვე დამავიწყე ყველა სადარდელი.
გთხოვ არ გაიოცო ასე უცებ ჩემთვის.
შენტან შეხვედრა თუ გახდა სანატრელი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1405 | დამატებულია: erekle | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 254 255 »
ოთხშაბათი, 2025-01-08, 11:15 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025