მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
ცნაური ღამეა,არ მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და შენზე.არ ვიცი ახლა საიდან მოვიდა ის იდუმალი,შენი დანახვისას რომ მიიღო ჩემმა სულმა,ან რითი ჰგავდი იმ ოცნების ადამიანს სიზმარში,რომ მელანდებოდა ხოლმე... არ ვიცი რა მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა?ან რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის გრძნობაა ბავშვობაში რომ უნდა სწვეოდა გულს,ან მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა ეხლა მოადგა კარს და
დაბნეული,გაოცებული შემატოვა სისხლისფერი ფიქრები,არ ვიცი არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარდი მთელი ამ ხნის მანძილზე წმინდა სიყვარულით...მიყვარხარ და მეყვარები.ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გახსნა-"მონატრება" ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული?მიყვარს ისეთი წამები,როცა ფიქრები და სიტყვები შესევიან სულს და გამჭვირვალე სანთლით ხარ პირამდე სავსე. შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი და გეხები,ფიქრებში ფრთხილად გეფერები ამ მზისფერ მოფერებით-გელოდები! ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ვინმეს,როცა მისი მოსვლა შეუძლებელია. მოულოდნელად თავდატეხილი გრძნობა მინდა მოგაბარო,თორე მე მარტო ვერ ველევი,ვერც ვერავისთვის მიმინდვია,ვერც ვერავინ გამიმეტებია ამხელა სილამაზისთვის. ადგილს ვერ ვპოულობ,ზოგჯერ მეჩვენება,რომ აქვე ხარ ახლოს,ასე მგონია,რომ მოვიხედო,შენს ამაყ თვალებს შევეფეთები,ამიტომ არ მინდა მოვი
...
Read More
|
მე ისევ გეტყვი ამ ლამაზ სიტყვებს - შენ აღელვდები, მეტყვი ვინა ხარ? მაგრამ მე გეტყვი ჩემო სიცოცხლევ - შენ დაგავიწყდი მე კი მიყვარხარ.
სულს, შემოდგომის ეხება სუნთქვა, ჩუმად გკოცნიან წვიმის წვეთები, ისე ნაზი ხარ და ისე სიფთა, მგონი ჩემთვისაც არ მემეტები. შენ ჯვარს დაიწერ, აგუგუნდება სვეტიცხოველის წმინდა ზარები, სხვისი გახდები მაგრამ იცოდე იმ სხვაზე უფრო მე მეყვარები ხან გაელვებას გავხარ, ხან მზის ამოსვლას ცაზე, შენ რომ ამ ქვეყნად მყავხარ, როგორ ვიფიქრო სხვაზე? არსად არ მინდოდა გამეშვი, ვიცოდი უშენობა შემშლიდა. იმ დღეს ცამ ჩამხედა თვალებში- იტირა იმგვარად შეშინდა. მე დაჭრილი ვარ, უიარაღდ. მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო. მე გული მქონდა და შენ მოგეცი. ციდან ჩამოსულ ფერიას გავდი, მე რომ მხატვარი ვყოფილიყავი ღვთისმშობლის ნაცვლად შენ დაგხატავდი შენი თვალები არის სურვილი, შენი ღიმილი - ჩემი ვედრება, შენი ტუჩები არის ლოდინი და მე ეს არც ერთი არ მომბეზრდება რამდენჯერ შენი ლამაზი თვალები, ათას თვალებში ჩუმად მინატრია, რამდენჯერ შენი ლამაზი კოცნა ჩუმად ბევრჯერაც მომნატრებია მინდა ვიყო სიგარეტი, შენს სიყვარულს ზედ ვემსხვერპლო, შენ თითებში ჩავიწვა და შენს ტუჩებზე დავიფერფლო. მე კოცნის ზღვაში დავიბადე გამიგონია, მე კოცნის ზღვაში დავიხრჩობი ასე მგონია, ამბობენ, თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ მათ გაუმარჯოს რა სათუთი გრძნობ
...
Read More
|
-სიცოცხლე... -და სიყვარული?..სიყვარული როგორია? -უკვდავია. -არაა უკვდავი. -ნამდვილი სიყვარული უკვდავია. -როცა შენ გიყვარს, შენ ფიქრობ რომ ნამდვილია. თუ არა შენი სიყვარული? -ჩემი სიყვარული ნამდვილია. -იმისი? -იმისიც. -რატომ ფიქრობ მასე? გიკითხავს მისთვის? -არა! -აბა რა იცი? -ვგრძნობ. -ეგ როგორ? -თვალებსჰი ჩახედე ადმიანს და დაინახავ! -სიყვარული თვალებში ჩანს? -ხო... -იმან რომ ჩაგხედოს თვალებში და გითხრას: არ მიყვარხარო!... მერეც იტყვი, რომ სიყვარული უკვდავია?.. -............... -რატომ გაჩუმდი? ჩაფიქრდი? -ხო,წარმოვიდგინე და... გული მეტკინა... -რატომ? -მერე არავინ მეყვარება? -არ ვიცი! -მე ის მეყვარება... ან არ მეყვარება... -ხო და... ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარული უკვდავი არაა! -უკვდავია!... -კიდევ ეგრე ფიქრობ?!... -ხო. -რატომ? -მე ის თუ არა, სხვა მეყვარება... და ეს ხომ სიყვარულია? -მერე? -მერე ის,რომ სიყვარული უკვდავია,შენში თუ არა ჩემშია სიყვარული, ის თუ არა შენ მეყვარები... -მეც!.. -რა?! -მეყვარები!!!... ღამეა,გარეთ წვიმს, წვიმს ისევე,როგორც ჩემს სულში. წვიმს,რადგანაც შენ ჩემს გვერდით აღარ ხარ. ეს რა თქმა უნდა დროებით, გათენებამდე, რადგან გათენებისას ისევ გნახავ და დავტკბები შენთან გატარებული კიდევ რამდენიმე ბედნიერი წუთით! უცებ და
...
Read More
|
"მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში..., როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.. მე ალა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის. თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი. წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ. მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რათა მეხილა მზე. ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.. მოვედი ადრე. და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული. ყოველ ღამე მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე. და მეშინია... ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი, მაინც მჯერა ჩემი უკვდავება. მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორეს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული. ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან. პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას. მე არ მინდოდა სიცოცხლე. არც სიკვდილი. მე რაღაც სხვა მსურდა. ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზი არსებობა, როგორც იდუმალები. მე ისევ ვგავარ მარადისობის გარინდულ საზღვართან და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც მიხსნის მე განსაცდელისგან. და მე მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე. მე მივმართავ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით: მე მინდა გაფრენა. მე მინდა ყველგან ვიყო,როგორც ღმერთი. ჩარჩენილი ვარ ბავშ
...
Read More
|
ოცნება,ფერები,სითბო, ყინვა,ფიფქები,წვიმის წვეთები,ცრემლები,თვალები,თბილი ტუჩები ყველაფერი ერთმანეთში ირევაააა იმსხვრევა რაღაცეები,რაცაეები მთავრდება მერე იწყებააა,ირევა ყველაფერი ერთმანეთში ქრება წყდება მერე ისევ თბება ლღვება მიდის ,თბილი სიო უბერვას სახეზე ხვდება ხუჭვას თვალებს ხელებს შლის იჭერს უშვებს მიფრინავს ქარს მიაქვს მიცურავს,იჭერს მარა ეშვება ხელი ,ცივა თოვს თმებზე ათოვს წამწამებზე ცრემლები იყინება ტკივლი იყინება და უფრო მტკივნეული ხდება არ თბება ცივაა ბნელა სუსხიანი ქარია სვლდება,საშინელი ტკივილია აუტანელი სამყარო დიდია მარა ცოტაა ადგილიიი კდელები ეკლები გზები ბილიკები ქუჩები ნაცრისფერი ქრება ფერები მზე ქრება ვარსკვლავები ქრება ცა ტირის გული იკუმშება დრო ჩერდება სუნთქვა ჩერდება ყურთან თბილი სუნთქვა,მორჩა და დაიწყო დამთავრდა სამყარო დამტავრდა მუსიკა გრძელდება ლურჯი მინდორი ,ხეები ყვავილების სუნი ლურჯი ოკეანე თბილი ქვიშა ,ქრება ყველაფერი სამყარო ქრება იცვლება ყველაფერი თვალები იხუჭება თუჩები იყინება სული ვერ ძლებს სხეულში ამდენი კედელი სუულ ფეხები წყლიანი ქუჩები ცრემლიანი თვალები სიბნელე და მაღლა სინათლე მიდიან ფრინავენ და სულ აქ არიან რჩებიან,იცდიან მთვარდებიან კივიან მუხლებზე ვარდებიან ტირიან ბერვს ტირიან სველდებიან იყინებიან ფიფქებად იქცევა და ისევ წამწამებზე ეთოვება კისერში ცივი ფიფქები უცვივდება ფიფქები დნება ტბილი თანი აშრობს აქრობს მთავრდება წვიმს შლ
...
Read More
|
" შავი წამები მიჰქრიან და მე ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ არყოფნაზე. დიდიხანია, რაც ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი, მაინც ჩვენი გულები ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, და მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა საყვარელია და თან საშინელი. ეხლა მინდა ჩემთან მოფრინდეს თეთრი ანგელოზი და შენთან გავატანო წერილი.
მე მგონია ანგელოზები დაფრინავენ როგორც მიწაზე, ისე იმ შორეულ ქვეყანაში, რომელსაც ეწოდება ზეცა. მე შეიძლება მალე მოვშორდე მიწას და წავიდე ზეცისაკენ, ეს იქნება გარდაცვალება. ხანდახან ხელებს გავიშვერ იმ მიმართულებით, საითკენაც მინდა გაფრენა, ძვირფასო! რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს. მე დავიღალე გრძნობისაგან და ეხლა დროა გადავეშვა მარადისობის გარინდებულ უფსკრულში. მე ხომ არ შემიძლია ჩემი მწუხარე გულის დანახვა და ეს უფრო ამძაფრებს ჩემს ტრაგედიას........."
|
მიყვარს. . .ის. . . უცბად ავიხედე და ლურჯ ცაზე დიდი ცისარტყელა დავინახე. . . ალაგ-ალაგ ღრუბლებიდან მზეც ჩანდა. . . თვალს მიკრავდა. . . მათბობდა და "მეფერებოდა". . . გავუყევი გზას. . . ისევ იგივე რაც ყოველთვის. . . არაფერი ახარებს გულს. . . არც არაფერი ახარებდა სანამ. . . მოსახვევიდან გამოანათე. . . გული აჩქარდა. . . სიხარულმა იმატა მაგრამ რა? მაინს ისე ჩამიარე ვითომც არაფერი, არ ვყოფილიყავი. . . არც შემომხედე. . . ასე ქარივით ჩამიქროლე როგორც არარაობას. . . საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მართლაც ვიყავი არარაობა, რომელიც უიმედოდ იყო შეყვარებული მეორე არარაობაზე, რომელსაც თავისმხრივ არ ადარდებდა პირველი არარაობა. . . და გულის კი ჰკითხავს?. . . . ისევ გადიოდა დრო. . . არც ჩერდებოდა, არც სიყვარული აჩერებდა, არც სიძულვილი. . . ეჰ. . . სიძულვილი თუ სიყვარულის ნაკლებობაა?!. . . რა ვქნა. . . ისევ ფიქრები დროზე, წარსულზე. . . სიყვარულზე. . . სიცოცხლეზე. . . შენზე. . . ისევ სევდა და ისევ ცრემლების ზღვები. . . მის ტალღებზე დაცურავდნენ ჩემი ფიქრები და იმედები სიყვარულზე, მაგრამ ისინი არ ინდობდნენ და ბობოქრად, განწირულად ნელ-ნელა სძირავდნენ. . . სადღაც დაბლა. . . მიუწვდომელ ჩაბნელებულ ფსკერზე. . . რამდენს იტევს ზღვა? რამდენს ითმენს და რამდენ სიყვარულს მალავს? ვინ იცის?. . . იქნებ ამ სიყვარულს ვერ უძლებს და იმიტომ ბობოქრობს? ვინ იცის ვინ?. . . მაინც და მაინც მე მიყვარხარ. . . სხვასაც. . . მაგრამ ჩემსავით? მეკვრება სუნთქვა. . . მიჩქარდება გული. . . ფეთ
...
Read More
|
ღმერთო, მშვიდობით გამითენე, გამშრალი ტუჩები ძლივს აკოწიწებენ სიტყვებს. ყელში ტკივილი ჩაგუბებულა, სუნთქვა მიჭირს. მინდა ვიტირო, მაგრამ სიცხისგან ცრემლიც კი გამიშრა. კედელს ვეყრდნობი, სიგრილე იღვრება სხეულში. მწყურია, ლოგინიდან ადგომის თავი არ მაქვს. დე, მინდა დაგიძახო, მაგრამ შენი, დაღლილობისგან ამოღამებული, თვალები მახსენდება, გულში ტკივილი იგრიხება და მე ისევ საკუთარი თავის ანაბარა ვრჩები. ტკბილად იძინე, დე... სინათლე მაწუხებს, ვერ ვაქრობ, სიბნელის მეშინია. ხელის ცეცებით ვპოულობ ზღაპრების წიგნს და გულში ვიხუტებ. თვალების გახელის თავი არ მაქვს, გულიდან წვეთავს დაზეპირებული სიტყვები: "იყო და არა იყო რა". მე ხომ უკვე დიდი ხანია თავად ვაძინებ საკუთარ თავს, ზღაპრების კითხვით... ვგრძნობ, კიდევ უფრო მიმიძიმდება ქუთუთოები. დე, რა იქნება ახლა მოხვიდე, თმაზე მომეფერო, ისე, როგორც ბავშვობაში, სანამ მამა წავიდოდა, შენს თავს ვფიცავარ ყველაფერი გამივლის, შენი კოცნა მომარჩენს. წყენა კაწრავს გულს... მაშინვე შენი სახე მიდგება თვალწინ, შავი თავშალი ვერ გიფარავს ტირილისაგან გაჩენილ ნაოჭებს. საკუთარ თავს ვკიცხავ... გული იკუმშება ტკივილისგან. მეც მინდა ბავშვი ვიყო და მზიანი დედა მყავდეს. დილას მისი კოცნა მაღვიძებდეს და არა მაგიდაზე ხმაურით დაყრილი ხურდა ფულის ხმა... დე, დავცარიელდი, ფუღურო გამიჩნდა. მარტო შენ თუ გამამთელებ... თვალებს ვახელ, სიცხისგან გაშეშებული ორი წერტილი შეჰყურებს
...
Read More
|
ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას, რომელიც იცინის.
ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს, რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები მართლა არსებობს,
და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
|
ჩუმად მომეწონე, ჩუმად გაგიფიქრე, ჩუმად გიოცნებე. შიგნით ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემდა უნებურად. შენთან ვიყავი და არ გშორდებოდი. გიყვარდი და სხვა არავინ გინდოდა. მეც მასე ვიყავი ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. შენზე ვფიქრობდი, მარტო შენზე. სად ვიყავი? მიწაზე არა რადგან აქ სიბოროტე და შურია. აბა სად ვიყავი? მგონი დავიკარგე, სითეთრეში ვართ მარტო მე და შენ. იცი? არ მეშინია, შენთან ერთად არაფრის არ მეშინია. რა გაცინებს არ გჯერა? არც ამ სითეთრის მეშინია და საერთოდ არაფრის ოღონდ შენთან უნდა ვიყო, მარტო ვერ გავძლებ ვერც შენ გაძლებ უჩემოდ.
|
« 1 2 ... 39 40 41 42 43 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|