♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2011 » ივნისი » 22 » ხიბლის საიდუმლო
1:11 PM
ხიბლის საიდუმლო
ხიბლის საიდუმლო

ალბათ ბევრი ჩვენგანი ხარჯავს ფულსა და დროს იმაზე, რომ გამოიყურებოდეს კარგად. დადის მაღაზიიდან მაღაზიაში, ყიდულობს უამრავ კოსმეტიკურ საშუალება, მაგრამ შედეგი მაინც არაა. რა არის ამის მიზეზი? იქნებ ის, რომ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას ისეთ უბრალო საგნებზე, რომელიც შესაძლოა ჩვენ გვამახინჯებს და არამიმზიდველს გვხდის:

- მძიმედ სიარული;
- უხეში და მოუხერხებელი მოძრაობები;
- ქუჩაში სიარულისას ქუსლის ასფალტზე ძლიერად დადგმა, ისე რომ სადაცაა ასფალტი გაიბზარება;
- ბუფეტში ფუნთუშას ჭამისას ლაპარაკი;
- ხშირად გაღიმების უსიყვარულობა;
- ბიჭების გარემოცვაში რამე უცენზურო სიტყვის თქმა;
- იმ ადამიანის სახესთან ხელის ქნევა, რომელსაც ელაპარაკები;
- ხმამაღლა დაცემინება, რასაც იწვევს ერთჯერადი ხელსახოცის უქონლობა;

ხიბლის საიდუმლო

შევეცადოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავითავისოთ, რომ იყო "ლამაზი გოგონა" ეს არაა მხოლოდ ლამაზი თვალებისა და გრძელი ფეხების ქონა. ლამაზი პირი უნდა აფრქვევდეს ღიმილს, ლამაზი თვალები უნდა იყურებოდეს ნაზად, ლამაზი ფეხები მოხდენილად უნდა დადიოდეს. უნდა ვიცოდეთ ლამაზად დავარცხნა, ღიმილი, სიცილი, ხელის ჩამორთმევა და ავტობუსის დევნაც კი. რაც მთავარია, გოგონა რომელიც ასე მოიქცევა იქნება ლამაზი მაშინაც კი თუ იგი ბუნებისგან არაა სილამაზით დაჯილდოებული.

ხიბლის საიდუმლო

გაითვალისწინე რამოდენიმე რჩევა და გახდი უფრო მიმზიდველლი, ლამაზი და მომხიბვლელი.

იარეთ გამართულათ. არ მოიხაროთ ხერხემალში!

არაგამართული სიარული ძალიან ამახინჯებს, ვინც ხერხემალში იხრება ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, იარეთ ხერხემალში გამართულმა და თავაწეულმა. გოგონას, რომელსაც მზერა გამუდმებით ქვემოთ აქვს მიპყრობილი ტოვებს წარუმატებელის შთაბეჭდილებას. ასეთ გოგოსთან კი არც ერთი ბიჭ არ ისურვებს შეხვედრას.

ხიბლის საიდუმლო

ისწავლეთ ლამაზად სიარული !

სიარულისას მოხრილი ფეხები ძალიან უშნოდ და სასაცილოდ გამოიყურება. განსაკუთრებით კი ეს უნდა აღელვებდეს ქუსლებზე მოსიარულე გოგონებს. ქუსლიანი ფეხსაცმელი ფეხს ელეგანტურობასა და სილამაზეს მატებს, თუმცა მას თავისი სასარგებლო თვისებები ეკარგება, როდესაც მუხლებში მოხრილი ფეხებით დადიხართ. ერთი მარტივი რჩევა:არასოდეს არ იყიდოთ პატარა ფეხსაცმელი!რადგან იგი მხოლოდ შეგიქმნით დისკომფორტს, არამედ გუნებასაც გაგიფუჭებთ. 

ხიბლის საიდუმლო

ღიმილი

რა არის ღიმილის ხიბლი? ეს პოირველ რიგში არის კბილები. მოუვლელი კბილებით გაღიმება საკმაოდ არასასიამოვნოა. ეს ფაქტი ნათელია ისევე, როგორც დღე. მსგავსი ნაკლის მქონე ზოგიერთი გოგონა სიცილისას პირზე ხელს იფარებს. ამაზე საშინელი ჟესტი წარმოუდგენელია. თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ სჯობს კბილის ექიმს ესტუმროთ.

ორიოდე სიტყვა ხმაზე. მოერიდათ არა მხოლოდ მაღალ ტონზე საუბარს, არამედ ერთფეროვან საუბარსაც. ცუდ შთაბეჭდილებას გარშემომყოფებზე ტოვებს ასევე ხმამაღალი სიცილი.

ხიბლის საიდუმლო

სარკე

სარკეში ჩახედებისას ყურადღებით დააკვირდით საკუთარ თავს. საკუთარ გარეგნობაში მოძებნეთ პლიუსები და მინუსები. იპოვეთ ღირსეულობები და შეეცადეთ თანამოსაუბრესთან ან ფოტოში მას გაუსვათ ხაზი. 

ხიბლის საიდუმლო

სცადეთ საკუთარ თავზე მუშაობა და ყველაფერი გამოგივათ!
 
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 2548 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
3 mari  
0
dzaaaliiiiiiann magaria... <3 gamomadgeba :D

2 sali7256  
0
kargi iyo.:)

1 LaNa  
0
ra sainteresoa applause

სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-04-19, 10:28 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024