♥♥♥♥♥♥
 მთავარი გვერდი
ოღონდ ჩვეულებრივს ნუ დამიძახებენ და თანახმა ვარ ვიყო არანორმალურიი...
ნანახია: 2144 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>



ცხოვრე
ბაში ერთ შეცდომას ყველა უშვებს..

სწორედ ამ ერთს ვერ ასწო< ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2961 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

♥ Mine Beauty გილოცავ დაბადების დღეს :* 
 აესწარი მრავალს ყველაფერს ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2303 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

...... და გათენდა 8 მარტის დილა, დღე , როცა ოფიციალურად ველოდებით და ვითხოვთ განსაკუთრებულ ყურადღებას, სითბოს, სიყვარულსა და ყველაზე მთავარს:)) საჩუქრებს. არადა ჩუმად გაგიმხელთ, ფორმალობის გარეშე, ყველა დღე ჩვენია, ჩვენით იწყება და ჩვენით მთავრდება.. მოკლედ, რა ვართ ეს ქალებიიი,.... ჩვენ ის ძრავა ვართ, რომელსაც მამაკაცური ენერგია მოქმედებაში მოჰყავს, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა -დედობა- დააკისრა განგებამ, რადგან ზუსტად იცოდა მხოლოდ ჩვენ შევძლებდით ღირსეულად გვეტარებინა ეს უდიდესი ტვირთ-მოვალეობა, რასაც "სხვისი" "ცხოვრებით არსებობა ჰქვია. ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ უმტრობს ქალს ისე , როგორც თავისივე სქესის არსება, რომლისთვისაც ქალური ბუნების არც ერთი კუნჭული დახშული არ არის,ნაცნობი და ახლობელია ყველა განცდა, ჩანაფიქრი, აზრის გაელვება, ეშმაკობა და საყოველთაოდ აღიარებული ხრიკები, აგრეთვე ის, თუ რა იმალება ამა თუ იმ მოქმედების მიღმა, ან სინამდვილეში საით არის მიმართული "ნასროლი ისარი".ჩვენ სწორედ ამიტომაც შეგვიძლია ვიყოთ საუკეთესო მეგობრები ერთმანეთისთვის, რადგან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მაშ რად ვებრძვით ასე ერთმანეთს ცხადად თუ ფარულად, ნუთუ მართლა კაცებშია საქმე, ნუთუ კაცის არსებობამ გვაქცია მოქიშპეებად, ისინი არიან დამნაშავე ერთმანეთში პოტენციურ კონკურენტს რომ ვხედავთ?! რა გამოვიდა, ე.ი. 8 მარტიც და ყოველი ჩვენი დღეც მათი ყოფილა, თუკი ჩვენი არსებობის მთავარი სამიზნე, ჩვენი ცხოვრების ძირითადი აზრი ისინი არიან. მიხვდით კაცებო, რაშია საქმე, თქვენ ხართ მთავარი, მაგრამ საჩუქრები და ალერსი მაინც ჩვენ გვეკუთვნის:)))))))))))))
ნანახია: 2518 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>

გიყურებ და პირველად ვგრძნობ სიკვდილის შიშს გამძაფრებით, თითქოს მისი სურნელით გაიჟღინთა მთელი შენი არსება, ყოველი ახალი დილა ერთი დღით უფრო გაახლოვებს საძულველს, ალბათ ესაა სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარი, შენ დგახარ გზაჯვარედინზე სიბნელისკენ პირმიქცეული, რადგან სინათლისკენ გზა მოგიჭრეს, კარი მიგიკეტეს,ერთადერთი მხოლოდ ეს გზა დარჩა, რომლის ბოლოს ძალიან შორს,მირაჟივით მოჩანს მბჟუტავი სინათლის ანარეკლი.. მორჩა.. შენს სულს და ხორცს ერთმანეთის აღარ ესმით, შენი ჯიუტი, მუდმივ რუტინას შეჩვეული გული კი ჩაფრენია თავისუფლებამოწყურებულ სულს და არ უშვებს, არნახული და არგაგონილი ერთგულებით დგას შენი სიცოცხლის სადარაჯოზე, ღმერთო, ეხლა ვხვდები ამ სიტყვების ჭეშმარიტებას, დიახ, სიკვდილი მართლაც რომ ბაირამობა იქნება შენი დამაშვრალი სულისთვის, ხორცი სამოსივით შემოგეძარცვა, ნელ-ნელა ქრება შენი სხეულიდან სიცოცხლის ნიშანწყალი, თითქმის ყველა ორგანომ დაკარგა პირვანდელი ფუნქცია, ერთბაშად ბოიკოტი გამოუცხადეს სიცოცხლეს და ხანგრძლივი ძილისთვის მოემზადნენ, გული, შენი დაუღალავი, მამაცი მეგობარი არ გტოვებს მარტო, გიყურებ და ვფიქრობ ამქვეყნიურ ამაოებაზე, იმაზე, რომ ცუდი სიზმარივით დავიწყებას მიეცემი და აღარაფერი დარჩება შენგან, რადგან ცხოვრობდი შენთვის ჩუმად, შეუმჩნევლად, მხოლოდ საკუთარ ოჯახზე ფიქრითა და საზრუნავით გართული და არასოდეს გიფიქრია, რა იქნებოდა მერე....დრო გაჩერდა შენთვის, დრო რომელიც ყოველთვის არასაკმარისი იყო, წარმავალი და თურმე როგორი ძვირფასიც, დროსთან ერთად შეწყდა შენი კავშირი ამ სამყაროსთან, ორ სამყაროს შუა გამოკიდებული ქვეშეუცნობლად ელი შენს რიგს, რომ დიდი ხნით რიგში დგომის შემდეგ სადმე თბილ ... Read More
ნანახია: 1836 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>

ღმერთო, რად ხდება ისე, რომ მე სუსტი სქესის არსებას მეძახიან, ხოლო მათ, ვისაც სინამდვილეში ურჩევნია უსუსური იყოს ძლიერი სქესისას. ვაპროტესტებ, რადგან ვთვლი, რომ სუსტი და ძლიერი სქესი არ არსებობს, არსებობენ მხოლოდ სუსტი და ძლიერი ადამიანები, ამტანნი და ნაკლებად ამტანნი, მომთმენნი და უნებისყოფონი, მხდალნი და გამბედავნი..და სწორედ ეს განსაზღვრავს მათ სტატუსს სამყაროში. რა ვქნა, მე ვერ ვუწოდებ ძლიერს იმ "ვაჟკაცებს", რომელთაც კაცად ყოფნის შიშმა კაცობაზე ააღებინა ხელი და პოტენციურ ქალებად აქცია, კონკურენტებად აღგვიქვამენ და უსირცხვილოდ გვეცილებიან ადგილს სამყაროში, ბუნებისგან ნაბოძებ ადგილს, ადრე ქალაჩუნას ეძახდნენ "დედალ " ბიჭებს, მაგრამ ნურას უკაცრავად,ეხლა ამ სახელსაც სხვა დატვირთვა მიეცა , რადგან მისი ფუძე ქალისგან მოდის, ძალიან ყოჩაღი, ძალიან ამტანი, ძალიან ძლიერი არსებიდან. გეფიცებით ნამდვილი ვაჟკაცის ხსოვნას, ჩემში მეტია ვაჟკაცური, ვიდრე ამ მშიშარა ,"საშუალო" სქესის არსებებში. კაცს მაშინ ერქვა ძლიერი, როცა ქალზე მეტი მოეთხოვებოდა, ქალის ზურგი და საყრდენი იყო, როცა ქვეყნის და ოჯახის ფარს წარმოადგენდა,ეხლა კი,ბოდიში, ვერ დაგეთანხმებით, როცა ქალობაში გვეცილებიან, პრანჭიაობაში და კეკლუცობაში ტოლს არ გვიდებენ და ლამის დედობის უფლებაც ჩამოგვართვან, ალბათ მალე ომშიც ჩვენ გაგვიშვებენ, თუმცა რა, არსებობისათვის ბრძოლაზე რთული ომი რომელია,ამ ომში კი მეტად თუ არა , არავისზე ნაკლებად არ ვართ ჩართულნი, დღესდღეობით ასეთი ვითარება ისახება, კაცს, როგორც ჩანს მობეზრდა ჩვეული მდგომარეობა, უსინდისოდ შემოსწყრა ღმერთს: დავიღალე, სულ მე რად უნდა ვზიდო ცხოვრების მძიმე ჭაპანი, მეც მინდა ჩემზე ზრუნავდ ... Read More
ნანახია: 2446 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>

ამ ბოლო დროს იმ დასკვნამდე მივედი, რომ სამყაროს მართავს ეგოიზმი, ანუ ჩვენ, პირადი ინტერესებით ვუპირისპირდებით სამყაროს და ის თავისი ინტერესებით გვიპირისპირდება, ასე გრძელდება ჭიდილი ეგოებს შორის გაუთავებლად...მაინც რა არის ეს ოხერი , რომელიც პირდაპირ ხელმძღვანელობს ჩვენს ქცევებს, ძაფის ბოლოები ხელში უპყრია და თავის ნებაზე გვათამაშებს მარიონეტებივით. პირველად რომ ჩავყლაპავთ ჰაერს და ტირილს ვიწყებთ, სწორედ მაშინ ახელს თვალს ჩვენი ეგო და ყვირის რომ ყურადღება მიიქციოს, რომ სამყარომ მის გარშემო დაიწყოს ტრიალი, მერე თანდათან იწყებს გაფურჩქვნას და დგება ბავშვობა--ეგოიზმის "ოქროს ხანა". გვიყვარს მშობლები, იმიტომ რომ ზრუნავენ ჩვენზე, მოგვწონს და გვიხარია იმ ხალხთან ყოფნა , ვინც კეთილია ჩვენს მიმართ, ხოლო თუ ვინმეს არ მოვწონვართ, ან უბრალოდ გულგრილია ჩვენს მიმართ, ვიძულებთ და მტრად ვეკიდებით. გარდატეხის ასაკი ხომ ზეეგოიზმის გამოვლინებაა და ამ დროს ამ სიკეთეს სამკაულად აგრესიაც მოჰყვება ხოლმე, მოკლედ თუ ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა, მშობელი დედაც გვეჯავრება და ყოველთვის სხვაგან დავეძებთ დამნაშავეს,აბა" ჩვენ როგორ გვეკადრება".მისი უდიდებულესობა ეგოიზმი სიყვარულშიც კი აფათურებს თავის არც თუ სუფთა ხელებს, რადგან აქაც კი საკუთარი მოთხოვნების, ინტერესების გათვალისწინებით ვირჩევთ ობიექტს, რომ ჩვენ ვიყოთ ამაყი და ბედნიერი, ხოლო იმ ადამიანებს, რომელთაც არ შესწევთ უნარი ჩვენს ეგოს აამონ, ისე მოვისვრით,როგორც ყოვლად უვარგის, გამოუსადეგარ ნივთებს. ჩვენ პატარა ეგოცუნები ვართ დიდ ეგოგლობალიზაციაში და ყველა ცივილიზაციას დაწყებული უძველესიდან თავისი წილი ბრალი მიუძღვის ამაში...საით მიიწევს ა ... Read More
ნანახია: 1939 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>

ჩვიდმეტი წლის ვხდები, აუფ,რამხელა გოგო გავზრდილვარ თვალსა და ხელს შუა:)) არადა მახსოვს გუშინ ჩემს თოჯინას გვერდით რომ ვიწვენდი იავნანას ენამოჩლექით ვუმღეროდი, მერე კაბებს ვუკერავდი და თუ გააჭუჭყიანებდა ვუბრაზდებოდი, ერთხელ ფაფა რომ არ შეჭამა ისე გავუბრაზდი, რომ მთელი დღე ხელში არ ამიყვანია, საცოდავად ეგდო კუთხეში სანამ გული არ მომილბა. დიდი ამაგი მქონდა მასზე, ყველაფერი მე ვიყავი მისთვის: დედიკოც, ექიმიც და მასწავლებელიც. კარგად ვერთობოდით ორივე, სულ სასეირნოდ დამყავდა, ხან მეგობრებთან მივდიოდით, ხან კი სამსახურში მიმყავდა. ერთხელ მოვნათლე კიდეც და დაბადებისდღეებს ხომ თითქმის ყოველ მეორე დღეს ვუხდიდი...ღმერთო ჩემო სულ რაღაც ჩვიდმეტი წელი გავიდა, რაც გავჩნდი, მე კი ხან ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სამყაროსთან ერთად დავიბადე.. ჩემი თოჯინა მომენატრა, ჩემი დოდო, რა უცნაურია ბავშვის გონება , ძალიან მომწონდა ეს სახელი.ერთხელ ფეხი მოიტეხა და ბევრი ვიტირე, არ გეგონოთ მივატოვე ხეიბრობის გამო, პირიქით მისდამი სიყვარული და ერთგულება გამიორმაგდა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, არაფრის გამო არ დავთმობდი და არც მიღალატია მისთვის ბოლომდე , ბოლოს ნელ–ნელა სულ გასცვივდა მბზინავი თმა, ჯერ ერთი თვალით ,მერე კი მეორე თვალითაც დაბრმავდა და ასე ერთიმეორის მიყოლებით დაკარგა ყველა კიდური, მისგან აღარაფერი დარჩა მოგონების მეტი და იცით რა ვქენი? წავიყვანე და მეგობრების დახმარებით პაწია საფლავი გავუთხარე..მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, და აი ჩვიდმეტს რომ მივუკაკუნე გამახსენდა ჩემი პაწია მეგობარი და საოცრად მომენატრა..
ნანახია: 1801 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>

აი, კვე რამდენი ხანია უშედეგოდ გეძებ, მას შემდეგ გეძებ, რაც გავაცნობიერე , რომ მჭირდები, გეძებ ყველგან, სადაც თვალი და ყური მიმიწვდება. რამდენჯერმე კინაღამ შევცდი, სხვაში შემეშალე, თითქოს რაღაცით მიგამსგავსე, მაგრამ საბედნიეროდ დროულად მივხვდი ,რომ შენ არ იყავი. არა, შენ მათ არ ჰგავხარ, შენ ისეთი სხვანაირი ხარ, რომ ხან მეშინია რომ ვერ გიპოვნი, რომ უკვე დაგკარგე, ან სხვამ დაგისაკუთრა. რომ იცოდე როგორ მინდა რომ გამოჩნდე, აუცილებლად შენ თვიტონვე მომძებნიდი, მე ხომ ისე, უნახავად დაგითმე ჩემიცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, არც კი გითხოვია ისე გაგიხსენი გულის ყველაზე თბილი კუთხე, შენ კი იგვიანებ, იმალები. ნუ მემალები, არ მიყვარს დამალობანას თამაში.
უხმოდ გეძახი და დანამდვილებით ვიცი რომ გესმის, დიახ, ის იდუმალი ხმა ჩემია ასე რომ გიზიდავს, კარგად დაუგდე ყური, ნუ მოუყრუებ, თორემ ერთხელ თუ დაკარგე კვალი, მისი მიგნება გაგიჭირდება. იცოდე , მე მხოლოდ იმ გზას გავყურებ, რომელიც შენ მოგიყვანს და ვერავინ მომაშლევინებს შენს მოლოდინს. მალე მოდი, რომ შენი დანახვით დარცხვენილს ნიკაპი ამიწიო, თვალებში ჩამხედო და მითხრა, რომ აღარსად წახვალ....
ნანახია: 2015 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>

გეძებდი ყველგან, ცხადშიც, სიზმარშიც

და რომ მეპოვნე რა არ ვიღონე,

მერე დამღალა ამდენმა ცდებმა

და ამიტომაც გამოგიგონე.
ნანახია: 2599 | დამატებულია: sopie | სრულად წაკითხვა >>

1 2 3 ... 630 631 »
ორშაბათი, 2024-12-30, 5:47 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024