მთავარი » 2014 » მარტი » 8 » ქალთა დღე?!...
|
...... და გათენდა 8 მარტის დილა, დღე , როცა ოფიციალურად ველოდებით და ვითხოვთ განსაკუთრებულ ყურადღებას, სითბოს, სიყვარულსა და ყველაზე მთავარს:)) საჩუქრებს. არადა ჩუმად გაგიმხელთ, ფორმალობის გარეშე, ყველა დღე ჩვენია, ჩვენით იწყება და ჩვენით მთავრდება.. მოკლედ, რა ვართ ეს ქალებიიი,.... ჩვენ ის ძრავა ვართ, რომელსაც მამაკაცური ენერგია მოქმედებაში მოჰყავს, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა -დედობა- დააკისრა განგებამ, რადგან ზუსტად იცოდა მხოლოდ ჩვენ შევძლებდით ღირსეულად გვეტარებინა ეს უდიდესი ტვირთ-მოვალეობა, რასაც "სხვისი" "ცხოვრებით არსებობა ჰქვია. ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ უმტრობს ქალს ისე , როგორც თავისივე სქესის არსება, რომლისთვისაც ქალური ბუნების არც ერთი კუნჭული დახშული არ არის,ნაცნობი და ახლობელია ყველა განცდა, ჩანაფიქრი, აზრის გაელვება, ეშმაკობა და საყოველთაოდ აღიარებული ხრიკები, აგრეთვე ის, თუ რა იმალება ამა თუ იმ მოქმედების მიღმა, ან სინამდვილეში საით არის მიმართული "ნასროლი ისარი".ჩვენ სწორედ ამიტომაც შეგვიძლია ვიყოთ საუკეთესო მეგობრები ერთმანეთისთვის, რადგან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მაშ რად ვებრძვით ასე ერთმანეთს ცხადად თუ ფარულად, ნუთუ მართლა კაცებშია საქმე, ნუთუ კაცის არსებობამ გვაქცია მოქიშპეებად, ისინი არიან დამნაშავე ერთმანეთში პოტენციურ კონკურენტს რომ ვხედავთ?! რა გამოვიდა, ე.ი. 8 მარტიც და ყოველი ჩვენი დღეც მათი ყოფილა, თუკი ჩვენი არსებობის მთავარი სამიზნე, ჩვენი ცხოვრების ძირითადი აზრი ისინი არიან. მიხვდით კაცებო, რაშია საქმე, თქვენ ხართ მთავარი, მაგრამ საჩუქრები და ალერსი მაინც ჩვენ გვეკუთვნის:)))))))))))))
|
ნანახია: 2517 |
დაამატა: sopie
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« მარტი 2014 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 |
|
|