♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥სხვა და სხვა♥

წვიმისფერი თვალები

.....................................................................
......................................
...................................................................


წვიმისფერი თვალები ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1504 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ელენ დეჯენერესის ქორწილი

ელენისა და პორშიას ქორწილი 2008 წლის 16 აგვისტოს შედგა. 2010 წელს კი ჰოლივუდის საუკეთესო წყვილად დასახელდნენ ინტერნეტსაიტ "PopEater"-ის ვერსიით. გამოკითხვაში 25 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათ რეიტინგში უკან ჩამოიტოვეს ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, ბიონსე და ჯეი ზი, ტომ კრუზი და კეიტ ჰოლმსი.

ელენ დეჯენერესის ქორწილი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1711 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
გაზაფხულის პირველი დღეა,მაგრამ უკვე ვიგრძენი სითბო..ბუნების სიხალისე,ჩიტების ჭიკჭიკი.მაშინვე შენ გამახსენდი...ვუყურებ განთიადს და ამ განთიადში ვხედავ შენს თვალებს,ღიმილს,მე დღესაც მოვალ,როგორც ყოველი გაზაფულის პირველ დღეს,მოგიტან ვარდებს,რომლებიც შენ ასე ძალიან გიყვარდა.აი უკვე გზაში ვარ,შენთან მოვიჩქარი.უცებ შევჩერდი,რატომ ველი ისევ იგივე გრძნობით და განცდით შენთან შეხვედრას,მაშინ,როცა შენი თვალების მაგივრად შენს საფლავს დავხედავ.იქნებ არც უნდა მოვიჩქაროდე შენთან,ამით ხომ არაფერი შეიცვლება,წარსულის იარებიდან კი კიდევ ერთხელ გამოჟონავს სისხლი,სისხლი,რომელმაც სამუდამოდ დაგვაშორა ერთმანეთს..არ მესმის შენი ხმა,ვერ ვხედავ შენს სახეს და მაინც გიცდი.ნეტავ შენ,შენ თუ ფიქრობ ჩემზე.რათქმაუნდა არა!..გადავაგდე სისხლისფერი ვარდები,რომლებიც შენთვის უნდა მომეტანა..შემოვბრუნდი და სასაფლაოს საწინააღმდეგო გზით წამოვედი...უცებ ქვითინი მომესმა..ქვითინი,რომელიც თვით ზეციდან მოდიოდა..ამინდი შეიცვალა,ცას შავი ღრუბელი გადაეფარა და გაწვიმდა...მივხვდი,თუ რა შეცდომა ჩავიდინე,როცა არ მოვედი და ვარდები არ მოგიტანე.შენ ახლა ტიროდი ჩემი საქციელის გამო..ნუ გეშინია,მე მივხვდი,რომ შენც ისევე გიყვარვარ,როგორც მე...ჩემო ლამაზ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1414 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



განა ვინმეს, სადმე, როდისმე, ვისთვისმე და რისიმე უფლება ნებაყოფლობით მიუცია? უფლება შეიძლება მოიპოვო, მიიტაცო, მიითვისო, გამოსძალო, ეშმაკობით ჩაიგდო ხელში, მაგრამ თუ ჭკუათმყოფელი ხარ, საჩუქრად არ უნდა მოელოდე, რადგან ისტორიამ დაამტკიცა სავარძელში მჯდომი მუცელზე მოხოხიალეს პანღურის მეტს არაფერს უბოძებს. "
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველა მეგობრულ სიყვარულს თავისი მფარველი ჰყავს...
როდესაც მეგობრული სიყვარული კვდება ანგელოზი ტირის...
მე გპირდები ჩემო კარგო, რომ ამ ანგელოზს, არასოდეს ავატირებ..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1866 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _
იგრძენი, სუნთქვა რა იოლად აღწევს გულამდე!
ო, რამდენს ნიშნავს, სუნთქვა სუნთქვას რომ შეეზრდება,
სხვისი რომ გესმის და სიცოცხლე რომ არ გბეზრდება!
ზეცით უბერავს, ერთხელ დაშლილს კვლავ ამთლიანებს
და მტრების ქოროს ღრუბელივით თავს დასტრიალებს.
არა _ გრიგალი, ფუძის მშლელი, დამქცევი სახლის,
არც ნიავქარი, ბებერ რტოებს ერთურთს რომ ახლის,
ცახცახებს სული, შეუცნობი, ყოვლისმცნობელი,
ადამიანის სუნთქვა არის მისი მშობელი.
ბაგეებს წყდება, გადასცდებს ზეციურ ზღუდეს,
თითქოს, სამყაროს ხელმეორე მოქცევა სურდეს.
თავსაც იწონებს, ვით სჩვევიათ ნებიერ ბალღებს,
სიტყვების ნავი ქარის ზღვებზე მიარღვევს ტალღებს.
ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _
იგრძენი, სუნთქვა როგორ აღწევს გულისგულამდე!

მიდი, დაეშვი, მიწა ახლა იმ ცრემლებს იკრავს,
შენ რომ აპკურე მიჯნურების ფეხის ხმას, მიმქრალს,
მაშ, შეუერთდი, მათ ნაბიჯებს ჩაეზიარე,
სვლა ყოველივეს განწმენდსა და აერთიანებს,
წინსვლა მეტია სირბილსა და მაღლა ფრენაზე,
მაღალ სფეროზე, მაღალ მზეზე, ვარსკვლავთცვენაზე,
მროკავ სივრცეზე, რომ ლივლივებს და რომ არ ცხრება,
მეტია, ვიდრე ეს ფუსფუსი და აღტაცება.
ნეტარებს ღმერთი, სულ გიზგიზებს და თან სულ ქრება,
ჩვენს ნაბიჯებში იბადება თავისუფლება.
ღიმილი, სუნთქვა, მოძრაობა მეტია, ვიდრე
ხომლი იელვებს თუ ფოთლებზე ნიავი იფრენს;
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წამოდი თაი, ვისაუბრათ
შენ თქვი - მიყვარხარ,
მაჩნიხარ-მეთქი გიპასუხებ
ალბათ ქალშავო,
მერე შენ წყენას გამიხსენებ
ისევ შარშანდელს
და ჩუმად ივლი
მწვერვალები ვიდრე შეშრება...

ახლა დილაა,
დაქუეხი მოსჩანს აქედან,
ბოლოქანქარა ჩიტი გიზის
ქალო კარვის წინ...
ქვევით არღუნი წარსულ ცოდვებს
მიერეკება
და ჩრდილოეთი ფიქრებს გვიშლის
გადაფრენაზე_
ერთი ვარჯიდან მეორეზე,
უნდა გაბედო
უნდა ადგე და ჩამოხიო
ციდან ავდარი,
როგორ გადგება ეგ ღიმილი
რომ მე ამრიო...
შორს დაქუეხი
და ბორბალო მოსჩანს, დამადე

თავი და ერთად გავიაროთ
ერთი სიზმარიც...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1121 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყავა უშაქრო
ან
ჩაი "ლიმნიანი",
"KENT"-ი ღერებით და
ბედსაც არ ვემდური,
დამყვა ხასიათი,
ისე ჯინიანი,
შენც კი არ მინდიხარ არა პოეტური.

წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,
სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან,
ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,
ჰოდა,
თუნდაც ერთი იყოს,
მხოლოდ შენთვის მინდა.

მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,
სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,
მოდი,
დაენახე წამებს გაჩერებულს,
მოდი,
გეხვეწები,
კოცნით დამღალე და...

გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,
ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და
ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,
რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1367 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მდინარის პირად ხეივანში ყოველ საღამოს
ორი ქალწული მემორევე ჩრდილად გახდება.
ისინი ჩუმად გადიხდიან ლეჩაქთა სამოსს,
თვითონ მდინარეც და დუმილიც გალეჩაქდება.
ტყის პირად სხედან ნაზნი, წარბებგადახატულნი
და თავს ადგანან თავადები ნაბდიანები.
ეცემა თმები ლურჯ სარკეებს, ვით ნაკადული,
სჩანს: სასიკვდილოდ ამ სიყვარულს არ ვენანები.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1070 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც შორდები ვინმეს. ყოველთვის გეშინია. უცხოვდები. რა მეშველება? სად არის ის რაც იყო ჩვენს შორის? სად გაიქცნენ გრძნობები?

რატომ? რატომ რატომ...


ტყუილი რომელის ასე შეგიყვარდა, თურმე არ არსებობს



უცებ აღმოჩენილი დრო..

შენელება.. უმოძრაობა

..სიცარიელე.. სულში.. სხეულში.. გრძნობებში .. საქციელში.

წამის მოკვდავობა, სულის ტკვილი. მკვლელი მოგონებები, სიზმრები..

ვერ პოულობ ადგილს, მიზანს, მიზეზს - ყოფნის, სუნთქვის.

ყოველი ამოსუნთქვა უფრო და უფრო რთული ხდება. მარტოობის ცივი საბანი გაფარია..
სისხლიანი ცრემლები.. მომაკვდავი იმედები..
მკვდარი გული..
ვერ გრძნობ.. ტკივილი იმდენად მშობლიური გახდა რომ ვეღარ ამჩნევ..
და კივის.. კივის..ის რაღაც შენში .. რომელსაც ისევ იმედი აქვს
რომ დაბრუნდება.

მარტო ხარ. არავის უსვებ ახლოს, რასაჭიროა..

შენ კი თვალებს ხუჭავ და ყურებს იხშობ.. ყოველი მელოდია, ნებისმიერი წვრილმანი ეხება იმას რაც ასე გინდა
წაშალო შენი ცხოვრებიდან..
შენი გულიდან.. ცნობიერებიდან..

რა რთულია

გეზიზღება ის გრძნობა.. რომლისთვისაც მზად ხარ თავი გაწირო..

კვდები.. უსიცოცხლო ხდება შენი .. აზრები. ემოციები.

გინდა გადააბიჯო ყველაფერს.. თავმოყვარეობა ფეხით გათელო და ფეხებში ჩაუვარდე.

იმედგაცრუების შიში.

გბოჭავს. გაკავებს.

აღარ ფიქრობ.. მაგრამ აღმოჩნდება რომ ფიქრს უ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 988 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 51 52 53 54 55 ... 88 89 »
კვირა, 2024-11-24, 12:58 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024