მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
თვალები - ხედავს...არ დაანახოთ... ცხვირი - სუნთქვას ითხოვს... ხელ-ფეხი - უმოძრაოა... გული - არ ატკინოთ....
გული გრძნობს...თვალებს ნუ დაანახებთ...თვალდახუჭული ჯობია სიარული....სუნთქვა-საჭიროა,თუმცა შორი... აღარაფერი ვარ...საკუთარ სევდაში ვიხრჩობი...საკუთარი თავით დავიღალე...(არ მიკვირს რომ თქვენც დაგღალეთ)... გმადლობთ თქვენ,რომ მატკინეთ-დამაბრუნეთ რეალობაში,თორემ ისედაც მუდამ ცაში მყოფს,უამრავი ფრთები მექნებოდა.... სადღაც მინდა ვიყო... ვიტყოდი ასე- არა რეალობა,არა ოცნება=არა დედამიწა,არა ზეცა , არამედ რაღაც სხვა.... უსუსური ვარ...ყველაზე პატარა წერტილი......არაფერი არ რჩება ჩემთან,ალბათ იმიტომ რომ არავინ მიტოვებს,რადგან ვერ გავიზარდე და დღესაც სულისმიერი შეგრძნებებია ჩემთვის უძვირფასესი და მინდა ძალიან მძაფრად იყოს დაცული ეს პირობა ჩემს შემოგარენში....(ჩემგან კი დიდ ბავშვად ყოფნას მოითხოვენ ალბათ)....დღევანდელობის მორევი ითრევს ბევრს-ეს სულის ღალატად მიმაჩნია... მაპატიეთ ჩემი არსებობა...ასე უბრალოდ,ჩათვალეთ,რომ არც არასოდეს მიცოცხლია,წამითაც და უფრო მშვიდად განმაგდებთ თქვენგან.... დღეს ხომ გაადვილებულია ყველაფერი.... ნაბოდვარს ვწერ....ნაწერებით გადაშლილი ვარ თქვენს წინაშე და მკითხულობთ და ამ წამიდან ,დაასწარით ერთმანეთს და მოამზადეთ ყვეელაზე დიდი ზომის ფეხსაცმელი... შემოჩვეულივარ.....
|
-ტიროდა, შეუჩერებლივ სცვიოდა გადაღლილი თვალებიდან ცრემლები. ტიროდა და თან გულში ფიქრობდა: -რატომ ღმერთო, რა დავაშავე ასეთი, ასე რისთვის მსჯიო. ის კი არ იცოდა რომ ასეთი იყო მისი ბედისწერა და მას ვერავინ შეცვლიდა.ადამიანთან ერთად იბადება მისი ბედისწერაო გაგონილი ჰქონდა მაგრამ ამ სიტყვებისთვის ყურადღება არასოდეს მიუქცევია. U უეცრად თვალწინ წარმოუდგა ის დღე რომლის გამოც ასე იტანჯებოდა და ილეოდა საწყალი გოგონა. გაზაფხულის მშვენიერი, მზიანი დღე იყო. ბიჭი სახლიდან გამოვიდა.ძალიან მხიარული და ბედნიერი იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა აესრულებინა ის ჩანაფიქრი რომლის ასრულებაც დიდი ხანია უნდოდა მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნიდა.ოქროს ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან, კიდევ ერთხელ სიყვარულით ავსებული თვალებით დახედა და ჯიბეში ჩაიდო ისევ. ყვავილების მაღაზიისკენ გაემართა ჩქარი ნაბიჯით. ფიქრობდა: ჯერ ყვავილებს მივართმევ და მერე კი დავუსვამ იმ კითხვას რომელზე პასუხსაც ამდენი ხანია ველი.საუკეთესო თაიგული ამოარჩია, საფასური გადაიხადა და მაღაზიიდან გამოვიდა. უზომოდ ბედნიერი იყო. ასე ეგონა კი არ დადიოდა დაფრინავდა. ამ მშვენიერ გრძნობაში ჩაფლულს ყველა თავისნაირი ბედნიერიერი ეგონა.რუსთაველზე უნდა შეხვედროდა თავის გულისსწორს. გულის ბაგაბუგი გარკვევით ესმოდა. ....და აი გამოჩნდა ისიც...... იმ დღეს განსაკუთრებულად ლამაზი ეჩვენა.გახარებულები ჩაეხუტნენ ერთმანეთს. გოგონას ძალიან მოეწონა ყვავილები. ხელები ჩასჭიდეს და გზაზე გადადიო
...
Read More
|
ახლა სანპიროს ჩამოვუყევი...შენზე ვფიქრობ...თურმე ვტირი...მე კი ვერც ვამჩნევ...თუმცა რა გასაკვირია...მე ხომ სულ ვტირი...ცრემლები თავისით მოგორავს და იმედი აქვს, რომ შენამდე მოაღწევს...როგორ?...თუნადც წვიმის სახით...მე გამუდმებით ვფიქრობ...სულ ტვინი მეჭყლიტება...ნუთუ შემიძლია მე ამ უსუსურ არსებას, ისეთი რამ გავაკეთო, რომ შეგიყვარდე... მე დავდივარ...სულ ფეხით დავდივარ...ნეტავ რატომ?...ალბათ შენ გეძებ...ალბათ ჩემში ის პატარა ნაპერწკალი, რომელიც ძლივსღა ბჟუტავს...მაინც არსებობს და გაღვივებას ელოდება...მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს ნაპერწკალი, თუნდაც პაწაწინა კოცონად გადაიქცეს...ბნელა...ხალხი აქა-იქ ბოდიალობს...ალბათ ისინიც ჩემნაირი გიჟები არიან...ყველა ბიჭის დანახვაზე, გული ბარტყივით მიხტის...ყველა მგონიხარ...მგონი გავგიჟდი...თუმცა ამას ველოდი კიდეც...ერთ ბიჭს მხარზე ხელი დავადე, რომ შემომხედადა ჩემი საშინელი და ცრემლებით სავსე თვალები დაინახა, უკანმოუხედავად გაიქცა...ალბათ შენც ასე მოიქცეოდი...ვის რაში ვჭირდები?...მითუმეტეს შენ...გამოთაყვანებული სახით...ტირილისგან ჩაცვენილი...არაფრისმთქმელი და სისიხლიანი თვალებით?...მე ხომ ერთი არარაობა ვარ...რომელიც მოჩვენებასავით დადის და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს...
უცებ, მტკვარს გადავხედე...თითქოს ისიც დარდიანად, ნელა, ჩაუწვდომელი სევდით მიდიოდა...ისე მიდიოდა, თითქოს ეზარება და აძალებენო...უცებ გავჩუმდი...მტკვარში შენი სახე აშკარა
...
Read More
|
"უცნაური ღამეა,არ მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და შენზე.არ ვიცი ახლა საიდან მოვიდა ის იდუმალი,შენი დანახვისას რომ მიიღო ჩემმა სულმა,ან რითი ჰგავდი იმ ოცნების ადამიანს სიზმარში,რომ მელანდებოდა ხოლმე... არ ვიცი რა მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა?ან რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის გრძნობაა ბავშვობაში რომ უნდა სწვეოდა გულს,ან მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა ეხლა მოადგა კარს და დაბნეული,გაოცებული შემატოვა სისხლისფერი ფიქრები,არ ვიცი არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარდი მთელი ამ ხნის მანძილზე წმინდა სიყვარულით...მიყვარხარ და მეყვარები.ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გახსნა-"მონატრება" ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული?მიყვარს ისეთი წამები,როცა ფიქრები და სიტყვები შესევიან სულს და გამჭვირვალე სანთლით ხარ პირამდე სავსე. შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი და გეხები,ფიქრებში ფრთხილად გეფერები ამ მზისფერ მოფერებით-გელოდები! ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ვინმეს,როცა მისი მოსვლა შეუძლებელია. მოულოდნელად თავდატეხილი გრძნობა მინდა მოგაბარო,თორე მე მარტო ვერ ველევი,ვერც ვერავისთვის მიმინდვია,ვერც ვერავინ გამიმეტებია ამხელა სილამაზისთვის. ადგილს ვერ ვპოულობ,ზოგჯერ მეჩვენება,რომ აქვე ხარ ახლოს,ასე მგონია,რომ მოვიხედო,შენს ამაყ თვალებს შევეფეთები,ამიტომ არ მინდა მოვიხედო,არადა მინდა შემოგხედო,დაგინახო და გითხრა,რომ შენ ჩემთვის
...
Read More
|
ეს ხო მონატრებაა, რომელიც სულს აფორიაქებს...
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა:
- დილა მშვიდობისა, ქალიშვილო! იები აყვავებულა, ატმები აფეთქებულა, ნუშის სურნელმა გააბრუა სამყარო, გილოცავ გაზაფხულის მოსვლასო!
ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს კარებთან უარმაზარი თაიგული დამხვდა:
- სიყვარულის დღეს გილოცავ, მუდამ შეყვარებული იყავიო!
ვარდობისთვეს ჩემი დაბადების დღეს ჩემი წითელი ვარდების ზღვაში ჩაძირვა გადაწყვიტე. ზაფხულში მინდვრის თაიგულები მოგქონდა ჩემთან . . .
ნაღვლიანი შემოდგომა კი შენი გამოჩენით გაახალისე.
და ერთ დღეს საღამოს სახლისკენ მომავალმა ჩემს ოთახში სინათლე შევნიშნე მივხვდი, ეს შენ იყავი!
კარი გამიღე, შემცივნებულს შალი მომაფარე, სითბოთი ამავსე, სავარძელში ჩამსვი და მითხარი:
- ახლა ჩემთან ხარ, ნუღარაფრის გეშინიაო!
მერე კი ზამთარი მოვიდა, ცივი, ულმობელი და სუსხიანი და ასე დაიბადა და ოცნებებად დაიღვარა თეთრ ფურცელზე სიმარტოვით გაყინულ ოთახში შენზე მონატრება.
|
წვიმს. ფანჯარაზე აკაკუნებს წვიმის პატარა და სათუთი წვეთი, ჯიუტად ეფერება მინას და ოთახში შემოსვლას ლამობს. მე ოთახის ერთ კუთხეში ვზივარ თვალებდახუჭული, ჩემთან შემოდგომის სევდიანი საღამოა, სევდიანი და წვიმიანი. ხეტიალი მინდება, ხეტიალი ნამტირალევ და ფოთლებით დაფარულ ქუჩებში, რომელთაც ნისლის თავსაბურავი დაუხურავთ. წვიმის წვეთები საოცარ ჰარმონიას ქმნიან და მახსენდება ზაფხულის სიცხეს შეფარებული მთები, ეკლესია, მე და შენ. გახსოვს?! ახლა წვიმს. წვიმის წვეთები საოცარ ჰარმონიას ქმნიან. ოთახი ნელ-ნელა ივსება ღამეული სიჩუმით და მინებს იქიდან საოცრად ლამაზი სიცილით მიცინის წვიმა.
|
ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი. ეჰ,როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება.დახუჭე თვალი და გაექცევი ყველას და ყველაფერს,რაც გიკლავს გულს და რაც გირთულებს სიცოცხლეს. ალბად ქვა უნდა იყო ადამიანი,რომ ყველას და ყველაფერს გაუძლო.ძნელია,როცა არ ცხოვრობ,უბრალოდ ცოცოხლობ და "მისი” მოლოდინით არსებობ და ყველაფერ ამასთან ერთად თითქმის არაფრის უფლება არ გვაქვს,იმიტომ რომ გოგო ხარ და იმდენი პრივილეგიებით ვერ სარგებლობ,როგორც ბიჭი.მტანჯველია ეს ყველაფერი,გაუსაძლისია. ზოგს ჰგონია,მშიერი რომ არ ხარ და ლუკმა გიდევს პირში-ბედნიერი ხარ,მაგრამცხოვრება ომია,ომი... იქნებ ოდესმე გამოჩნდეს კიდეც ოცნების რაინდი,მშველელი გმირი და გიხსნას... აბა ვინ არის ის ადამიანი,ვისაც ოცნება შეუძლია,მაგრამ არ შეუძლია მისწვდეს,ხელით შეეხოს მას?იგი რეალური სამყაროდანაა შორს.ლიტონის სიტყვები ყოფილა:”თუ რამეს მოინდომებ ძალიან,გააკეთებ კიდეც.”-შეიძლება,მაგრამ ყოველთვის არა. რა არის ეს სიცოცხლისთვის უაზრო?-რა და უსიყვარულო ცხ
...
Read More
|
რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას. გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე. და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და თბილისს გავაგებინო, რომ მე შენ "გიპოვე” მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული...
|
სევდის ტბაში დაცურავდა მწუხარებით გედი,ნაღვლიანად მზერა ქონდა დარდიანი ბედი სწვავდა შორი მოგონება და ოცნება ჩქარი,უშორესი მონატრებიტ გედი იყო მთვრალი.ცა ბურუსით მოცულიყო,გედის ბედი ნისლით,ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა ვერც ნაპირზე მისვლით,ტბაში ჩანდა ზეციური ლანდის ანარეკლი ჩანდა გზები მოფენილი ვარდითა და ეკლით,გედმა ეკლის აირჩია არ გათელა ვარდი და ამ გზაზე ეკალივით ესობოდა დარდი,დაიტირა გედმა ბედი,შეაჩერა ცურვა,მოინდომა პრთების გაშლა რომ დაღალა ცურვამ,შეიმარტა აიზიდა ფრთა ფრთას შეატოლა და ვერ შეძლო უწინდელი აფრენა და ქროლა.საკვირველი იყო გედი,როცა ამდენს თვლემდა,იმ გედს ერკვა სიყვარული და შენ დაგეძებდა .
|
მარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში, სადაც არავინ, არავინ, არავინ მეგულება. . . . სადაც სიჩუმე ფანტავს ოცნებას, სიჩუმე არღვევს აქ მეუფებას, რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია. . . ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ, მე და სიბნელე. . . სიჩუმეა, ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი. . . . სიჩუმე მიხმობს. . . . ეს უცნაური დიადი შეგრძნება. . . გულში მიხუტებს. . . . ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის. . . . მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის, რომელიც უწინ იმ ქალს ესმოდა. . . იმ ერთადერთს. . . ქალმა, რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა. . . ლამაზი სიტყვები. . . თბილი ხელები. . . წყლიანი თვალები. . . ნაზი მოფერება. . . ალერსიანი თბილი ამბორი. . . . ასე უსასრულოდ, ეს მან მასწავლა. . .
ბნელ დიდ ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მე მიფიქრია, სადაც მრავალჯერ დანგრეულა უბიწო კოშკი. . . . აქ მოფერებით ჰაერი სუნთქავს, აქ სიახლოვე ეულად რჩება, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა, აქ ყოველივე უსახურია. . .
ბნელ დიდ ოთახში ახლა მარტო ვარ! ბნელა და ცრემლები მარგალიტივით უღიმიან მოგონებებს, ბნელა და ცრემლები მისი ხელებივით ეალერსება მოწყენილ ღაწვებს, გაბუტულ ტუჩებს. . . მარგალიტები მოეხვია ყელზე სათუთად, მარგალიტები, სველია ისინი. . . ბნელ დიდ ოთახში თეთრი პერანგი მოჩანს ლანდივით, ირხევა, თრთის თუ ეშინია?! ნაცნობ სარეცე
...
Read More
|
« 1 2 ... 30 31 32 33 34 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|