♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥



მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს...
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი,
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე,
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს,
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ...
თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას,
ახალგაზრდობაც მოვა მეორედ,
თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ
ახლაც ლექსივით გამიმეორებ...
გული გაყინა ამ სიმარტოვემ,
გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს,
ასე მგონია თუ კი გიპოვი
მოხვალ და გულის კარებს გამიღებ...
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს...


.....................................................................
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1436 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



TiTqos morCa da damTavrebuli
fiqrebi kvlav da kvlav meordeba
atirebuli gogona karTan
dgas, cremlebs iwmends da melodeba

gixseneb TiTqos sul ar maxsovde,
me daviwyeba arc SemZlebia,
akviatebul warmodgenebSi
mravali Rame gamTenebia.

gamoanaTebs amden RrublebSi
mze mcxunvare da kvlav dabneldeba,
grZnoba romelic me makavSirebs
Sendami arasdros ganeldeba.

kvlav leqsebs dawers fanatikosi
dawers, dro gava da daberdeba
nuTu cxovrebis as weliwadSi
CemTvis wamebic ar gemeteba?

davwer, dro gava da daginaxav,
magram es mxolod momeCveneba,
asea Turme dawesebuli..
rac ar gergeba ar Segergeba.

muza momiva, muza Tu hqvia
da Cems fiqrebTan damegobrdeba.
atirebuli gogona axla
aRarc tiris ra arc melodeba
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1315 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1369 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




მუსიკა შეარჩიე,
თითქოს ქუჩაში სტვენით მიდიოდე.
დადექი ჩემს პირდაპირ,
თითქოს მეტოლები.

ჩაისუნთქე, თითქოს ჩემი თითებიდან ეწევი
სიგარეტს,
რომლის კოლოფსაც აწერია,
რომ მოწევა კლავს.

მერე წელზე მომხვევ მარჯვენა მკლავს,
თითქოს ჩამეხუტე.
ჩემს მაჯას შეეხები მარცხენათი,
თითქოს პულსს მითვლიდე.

თვალები დახუჭე,ზუსტად ისე,
როგორც მე ვხუჭავ, როცა მზეს ვუყურებ
სითბომ დაგიაროს, თითქოს ჩაის სვამდე
და მოკლე ნაბიჯები ამაყოლე,

გვერდზე – თითქოს თავს იკავებ,
წინ – ისე, როგორც მიახლოვდები,
უკან – თითქოს შეგეშალა,
გვერდზე – თითქოს სიტყვებს არჩევ.
ტანს ვარხევ, თითქოს ქარს ავყევი.
(ხელი) არ გამიშვა.
ფრთხილი ნაბიჯებით გამომყევი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1423 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ღამე თავზე მეფშვნებოდა,
მე სიგარეტს ვეწეოდი.
ფიქრი სადღაც გამირბოდა,
მივსდევდი და ვეწეოდი.

დავიჭირე განთიადთან.
მანაც ღამე გამითენა,
მერე ათას სისულელით,
ოცნებები გამიტენა.

შენც გაჩუქებ ესეთ დღეებს,
შენც გაჩუქებ ღამეს მსგავსებს.
მაპატიე, დიაგნოზად
სიყვარული დაგიდგინდა.


 
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1382 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




მთვარიან ღამეს, 
 ამ ლურჯი ცის ქვეშ 
 შენს ერთ კოცნაში 
 სიცოცხლეს მივცემ ... 

 მინდა ვიყო პატარა ცრემლი 
 რომ შენს თვალებზე ნაზად ვიარო, 
 და თუ რამე გაქვს სევდად ქცეული, 
 მეც შენთან ერთად გავიზიარო.. 

 იცი რას ველი? შენ თავს ... 
 იცი რას ვნატრობ? შენს ხმას ... 
 იცი რა რამინდა? შენი სიყვარული ... 
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2856 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
უფრო ლამაზი ჩანხარ,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1538 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




მე მაგონდება

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2063 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




О, небеса, простите за обиды,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1269 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




განა იმისთვის გეძებდი ამდენს 
რომ განშორება მეგემა მხოლოდ, 
განა იმისთვის ვიბრძოდი ამდენს 
რომ დამარცხება მეწვნია ბოლოს. 

განა იმისთვის ვანთებდი სანთელს 
რომ ბოროტებით გადაგეხადა, 
განა იმისთვის დაგზდევდი ამდენს 
რომ ერთი წუთი არ დაგეცადა. 

განა იმისთვის მიყვარდი ასე 
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2499 | დამატებულია: LaNa | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 3 4 5 ... 254 255 »
შაბათი, 2024-12-21, 5:50 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024