მე ხომ მალული სიყვარულით დავიარები
შენ დამინახავ ცრემლიანი სუფთა თვალებით
ხელოვანი ხარ, დაგინთია ფიქრში სანთელი
მე ხომ ჯერ მტკივა სიყვარულის ნაიარევი.
ირგვლივ ხეების ჩრდილი და
თავაშვებული ქარი
მკერდზე შეხსნილი ღილი და
შენი თვალები მთვრალი
ღამე... მე და შენ ერთად
ქარში თამაში გვღლიდა
თავს ნელა დახრი,იტყვი:
_,,შენი ალერსი მინდა."
მე მინდა გიყვარდე კარგო
ვერ ვუძლებ ბუტია ტუჩებს
თველბში ნუ მიცქერ თორემ
იცოდე გაკოცებ უცებ
...........................................
როცა გარშემო ყველაფერი ბრიალებს
საათზე ისარი უმოწყალოდ ტრიალებს
როცა გულის ფიცარი გიჯივით ფრიალებს
მძვინვარებს, ელვარებს, გახსენებს იარებს
განა არ გინდა ხოლმე ამოიგლიჟო მკერდიდან
როგორც საგანძური ღრმა ზღვის ფსკერიდან
და მერე ამოიღვიძო დაღალულმა უძლურომ
უგულომ, უხატომ, გრძნეულმა, ურჟულომ
ზეცას ზიზღით ახელო სისხლიანი თვალებით
სიტყვებით: სიზმარს ცხადში მაინც დავემალები
მან გამოგიგზავნა განსაცდელი ასეთი
კითხვების ვეღარ აუდის გონება, არ ესმმის
ნათქვამიც გახსოვს, წაკითხულიც გინახავს
ცოდვების ციხეში სიტყვები წარსულს მიაქვს
დაივიწყე ყველაფერი ნუ ეძებ სიმართლს
მხოლოდ ასე შეიგრძნობ შენ სიმშვიდეს
როცა სინათლე გაბრმავებს მიაშურემ სიბნელეს
მხოლოდ ასე მიაღწევ შენ ღრმა სიბერეს