მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
შენს სახეს ვლანდავ ყველა გოგოში შენ სტუმარი ხარ ჩემი სიზმრების ის ღამე ჩემთვის სიხარულია როცა მოდიხარ ჩემს ზმანებებში იმაზე ფიქრი მაწვალებს მტანჯავს ნეტავ შენც ჩემნაირად ხარ? ალბათ ოდესმე გავიგებ პასუხს სანატრელსა და ოცნების პასუხს შენი სიცივე სიცოცხლეს მიკლავს იმ წუთში ვნატრობ სიკვდილს სანატრელს, მაგრამ მაკავებს რაღაცა გრძნობა და მეუბნება:შეჩერდი! რას შვრები? მას მარტო ტოვებ?! შემდეგ იწყება თავიდან ტანჯვა და მარტოობის შეგრძნება მწარე ისევ ვეფლობი ფიქრის მორევში ისევ მიტაცებს შენზე ფიქრები!
|
მე ალავერდში ღმერთს შეგავერდებ, ღვთისმშობლის ხატთან დავიჩოქები, და ალავერდის მდუმარე ტაძარს, შენ ლამაზ სულზე ვესაუბრები, მე ალავერდში სანთელს ავანთებ, რომ შენზე ლოცვით ისიც იწვოდეს, შენ თუ არ იცი როგორ მიყვარხარ, ამიერიდან ღმერთმა იცოდეს.
|
მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ? ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ
...
Read More
|
"როცა ვინმე ტკივილს გაყენებს...გულს გტკენს და ამას განიცდი უბრალოდ თვალები დახუჭე და გაიღიმე... გაიღიმე თუნდაც ეს თვალები ტანჯვითა და ცრემლით გქონდეს სავსე და მაშინ მოგეცემა ძალა შენს სულში ტკივილი სიხარულად გადააქციო... და იცოდე რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ხარ როცა პატიება შეგიძლია..."
|
ძნელია როცა ტირილი გინდა, ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ, ძნელია როცა სიცილი გინდა, და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. ძნელია როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს, ძნელია როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს. ძნელია როცა თვალები სველი, ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა, ძნელია როცა ვიღაცას ელი და თან იცი რომ ის აღარ მოვა.......
|
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს... თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი, მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე, თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს, და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ... თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას, ახალგაზრდობაც მოვა მეორედ, თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ ახლაც ლექსივით გამიმეორებ... გული გაყინა ამ სიმარტოვემ, გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს, ასე მგონია თუ კი
...
Read More
|
მიყვარხარ, როგორც დღეს ღამე უყვარს მიყვარხარ ,როგორც მზეს მთვარე უყვარს მიყვარხარ,როგორც ცას მიწა უყვარს მიყვარხარ,როგორც ზღვას ღელვა უყვარს მიყვარხარ როგორც,ქარს ქროლვა უყვარს მიყვარხარ როგორც,ჩიტს ფრენა უყვარს მიყვარხარ როგორც,თევზს ცურვა უყვარს მიყვარხარ როგორც,მხეცს ტავისუფლება უყვარს მიყვარხარ როგორც,ტოვლს დნობა უყვარს მიყვარხარ როგორც,პოეტს მუზა უყვარს მიყვარხარ როგორც,მხატვარს ფუნჯი უყვარს მიყვარხარ როგორც,მუსიკოსს ინდტრუმენტი უყვარს მიყვახარ როგორც.ხელოვანს გამოფენა უყვარს მიყვარხარ როგორც,მებაღეს ბაღი უყვარს მიყვარხარ როგორც,ადამს ევა უყვარს.
|
მე მოვალ შენთან... არა ისე როგორც ყოველთვის, მე მოვალ შენთან, სულ სხვანაირი, შენს გამო, შენთვის მოგიტან ვარდებს, პირმომცინარ, სახეგაბადრულ, გულგადახსნილ ვარდისფერ ვარდებს... არაფერს გეტყვი, არ შემოგახვევ ჩემს მგვრიე დარდებს, შემოგასხურებ შვების წვეთებს ძველ ტკივილებზე, გადაგასვენებ რუხი მთების თეთრ გვირილებზე... გაინაბები, გაოცებული ჩემი ქმედებით, დაიფარები ჯადოსნური ცისარტყელებით... დახუჭავ თვალებს, თვალებს მოღლილს სავსე ტკივილით და გადაქანცულს დაგეძინება თბილი ღიმილით...
მე მოვალ შენთან, მოვალ ახლოს მოვალ ახლოს და... მოგეფერები, მოგეფერები არა სიტყვით, არა შეხებით, მხოლოდ ოცნებით_ჩემი ოცნებით, მხოლოდ ლოცვით_ჩემი ლოცვით პაწაწინა ლოცვით მოგეფერები...
მე მოვალ შენთან, არა ისე როგორც უწინ, მე მოვალ შენტან, გრდზნობით გულუხვი, და არა ძუნწი, მე დაგიკოცნი, არა ღაწვებს, არა ბაგეებს, რადგან ეს კოცნა გაგამწარებს, კვლავ მარცხს გაგემებს მე დაგიკოცნი არა თვალებს, არა წამწამებს სულს დაგიკოცნი, სულს გატანჯულს, სულს განაწამებს მერე დაგტოვებ არა ისე როგორც ვიცოდი, დაგანახებ, რომ ადრე თურმე ცუდად მიცნობდი, გულში დაგლოცავ, უხმოდ წავალ, არ გაგაღვიძებ, და გრძნობით სავსე, გულით მრთელი, სულით ნათელი.
|
ნასვამმა, რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში... მკლავებში, ფაქიზად გარწიე დილამდე... ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში დილა კი, შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...
მთვრალი ვარ, ამაღამ დამახრჩობს ფიქრები... შენ ალბათ, სიზმარში მთვარესთან მღალატობ... მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით... შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...
და რატომ, მაგიჟებს ეს ღამე სულელი... მთვრალი ვარ ოცნებით, სადღაა ნამუსი... შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი... ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...
და გარწევ, დილამდე ჯერ კიდევ შორია... და შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ... თითებით გეხები და ასე მგონია... წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...
მთელი გზა, ისევე შენს ფიქრებს მივანდე... და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში... მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე... და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....
|
ქალი ოცნება, ქალი სინაზე, ქალი ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე, ქალი ოცნება, ქალი ალერსი, შენ მოგეფერო მინდა ამ ლექსით, ლამაზო ქალო, ტანო-ტატანო, ქალო ათასი ჭირის ამტანო, ქალო გრძნობის და ტრფობის სამყაროვ... კაცებმაა?.. კაცებმა ხელის გულზე უნდა გატარონ!
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|