♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

ცა ეფერება ფოთლებს გარეთ წვიმს,წვიმნამიანს
ზეციდან დაბლა ერეკება წვეთთა არმიას
წვიმის წვეთივით ეს ცხოვრება ერთი წამია
გარეთ წვიმს,წვიმის ციდა წვეთებს დარდი არ მიაქვთ...

წვიმის წვეთები გუბეეში ხაზავენ რკალებს
მე ველი მაგრამ არვინ აღებს ოთახის კარებს
წვეთების წკაპუნს მოვუსმენ და დავხუჭავ თვალებს
წვიმასთან ერთად გავათენებ უძილო ღამეს...

ქაღალდის გემი დიდ გუბეში ამაყად ცურავს
...მიწას კი თავზე შავი მანდილი ხურავს
მეკი ფანჯრიდან თვალს ვადევნებ ღამის ამ სურათს
სიამოვნებით gავიდოდი წვიმაში სულაც

სიამოვნებით გავყვებოდი ღამის სველ ქუჩებს
სიამოვნებით შევუშვერდი ცივ წვიმას ტუჩებს
ღამეს ხომ წვიმა მარტოობის სეგრძნებას უვსებს
და ჩემს ტკივილსაც მხოლოდ წვიმა თუ გააყუჩებს....




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1274 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე, ზამთრისაგან ჯაჭვაწყვეტილი,

ნაცნობ ბაღისკენ მივემართები,

სად ფერად უცხო, ყნოსვად კეთილი,

ზამთარ და ზაფხულ ჰყვავის ვარდები.

დე, ჰომიროსის და ჰესიოდეს

ფეთქდნენ ვარდები მაღლა ახრილი,

მათ ვერ დამარხავს სასტიკი ლოდი,

სამუდამოდ ვარ ბორკილაყრილი.

დაე, მაისის ხატავდეს ხელი

ფლორას, გრაციებს, მუზებს და ეროსს.

რომელი იყო პოეტი წრფელი,

რომ სიყვარულზე არ დაემღეროს?

ვარდები იგი ელადის გემმა

დაფანტა, როგორც ძვირფასი ჩრდილი,

როგორც სახება და დიადემა

სილამაზისა და სინამდვილის.

რომელი ლხინი იყო უვარდო,

და ან - რომელი დღე საცნაური,

ან ანაკრეონს ვინ განუმარტოს,

რაა უვარდოდ დღესასწაული?

სახეთა ფერი და ნეტარება,

ბაგე, თითები თუ ყოფნა მზარდი,

პოეტს ყოველთვის აქვს შედარება:

მაისის ვარდი, სიცოცხლის ვარდი.

მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი,

როგორც ოდესმე უთქვამს ოვიდის.

დაე, მოვარდეს სეტყვათა ღვარი,

და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს.

ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს,

აივნიდან რომ მესვრიან ვარდებს,

ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს...

ოჰ, ამ დღეების სიმღერა მმართებს!

ო, სიწმინდეო და სიფაქიზე!

შენ ვერ მოასწარ, ისე დაწყნარდი,

როცა მზიანი იყავი ისე,

როგორც უწ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1140 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!


დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!


ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში - სიყვარულს.


და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.


დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!
 
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,

ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!

საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,

ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!


მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,

ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;

მაგრამ ერთხელ დაობლებული სული

მარად ითმენს უნუგეშობას კრული!


არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;

ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,

ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,

ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!


ძნელი არის მარტოობა სულისა:

მას ელტვიან სიამენი სოფლისა,

მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,

ოხვრა არის შვება უბედურისა!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1057 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




მოგნატრებიათ ? ვინმე ან რამე ისე ძლიერად
და მონატრების ცრემლებით სავსე შეგისვავთ თასი?
მე განმიცდია მონატრება მთელი არსებით
ალბად გამიგეთ მონატრების ვინც ივის ფასი!


მოგნატრებიათ? მშვიდ საღამოს ზეცის ყურება
ვარსკვლავებს შორის დაკიდული ნახევარ მთვარე
მე განმიცდია მონატრება სიმშვენიერის
და მიტირია მონატრებით აღვსილსა მწარედ


მოგნატრებიათ? ერთი წამი ბედნიერების
სულს რომ სწყურია ამ წამის განცდა მთელი სისავსით
მე განმიცდია მონატრება ამ ერთი წამის
და მონატრებას ამ წამისას გულში ვიკლავდი.



მე მენატრება ერთი წამი ბედნიერების
ღმერთმა ქნას წამი მონატრების თქვენც განიცადოთ
თუ აგატირებთ არაფერია მალე გაივლის
თუნდ მონატრებით გულმა სათნომ დიდხანს იდარდოს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1030 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღეს ვარ ხასიათზე უფრო ალერგიულ,
თურმე კომაა და თქვეს რომ აბსანსია,
ჩემკენ - თითო ჭიქა, მათკენ - ბარბეკიუ,
მთელი ეს ცხოვრება ერთი ნაფაზია
მხოლოდ, როგორც უნდათ ისე დაითვალონ,
ცაზე ღრუბელია სუსტი, ბარეჟივით,
უკვე ვეღარ შველის ტკივილს ბარბიტალი,
ისე მაგრადაა სული დაჟეჟილი.
თითქოს უსაზღვროა, თითქოს დიდი არის,
მაგრამ დედამიწა მაინც ბარაკია,
კარგი, თუ ძმები ხართ, რაის იდეალი,
ზოგჯერ მგონია, რომ ტბორის ბაყაყი ვარ.
წუხელ მეათასედ ღამე გადავტეხე,
ჩანდა მინებიდან მთვარე - კაბოშონი,
ღმერთო, ჩამომხედე სულში კიდევ ერთხელ
ან ამ დღეებიდან სისხლად გამოჟონე,
თორემ ავაშენე ისევ ბაბილონი,
ცენტრში გოდოლია, ირგვლივ - ბალაგანი,
და თუ ახლა რამე სუნთქვას აიოლებს,
და თუ ახლა სადმე დარჩა გასაქანი -
მეტი - მე არ ვიცი, მეტი - მე არ მინდა,
მხოლოდ შენ ერთი ხარ, ღმერთო, გამამთელე
ორად გახლეჩილი, ისევ მიამიტად
მინდა - უმნიშვნელო ვიყო, ბაგატელი,
მეტი არაფერი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1085 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მარტოობაც გამარტივდა...
სიჩუმეა შეჩვეული...
გადაივსო ეს რვეულიც ღამეული ნაჯღაბნებით...
ცარიელი ოთახია...
სულელური სისუფთავით...
სავარძელში აკეცილი ფეხებია წარმატების...
ეჭვიანი ქმრის სიმკაცრით მეკითხება ქარი ასაკს...
სულ ტყუილად ვიფერადებ კოსმეტიკით წინა ფასადს...
მაინც მცივა...არ ციმციმებს
აპრეხილი წამწამების ჩრდილქვეშ ამოფარებული გამოხედვა ნაწამები...
მარტოობაც გამარტივდა...
უშენობა შეჩვეული...
დაბარბაცებს სიზმარეთში შენი ლანდი ნამთვრალევი...
ცარიელი ოთახია...
გაყინული თითები და...
საყურესთან შენი ტუჩის ძველისძველი ნაკვალევი...



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1055 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დამიტირებენ სამარადჟამოდ
ანგელოზები...
და ჩემ ცივ ხელებს შეეხება შენი ხელები...
გადმოგცვივდება ლამაზ თვალთაგან ცხელი ცრემლები
ატირდებიან...
ირგვლივ მდგარი მუხის ხეები...
შუაღამისას ჩამოჰკრავენ სიკვდილის ზარებს...
შევეგებები საიქიოდან წამოსულ ლანდებს...
ეს სიყვარული...
მძიმე ლოდად მე გულზე მაწევს
და შენ ტირილით ნუ ისველებ მაგ ლამაზ თვალებს...
როცა ცოცხალი დავდიოდი ჯერ კიდევ ქვეყნად...
შენ სხვა არჩიე მთელი ცხოვრება ეული მერქვა...
ახლა ტყუილად ნუ დამტირი...
გაფიცებ ყველას!!!
ნუ გამაყოლებ საიქიოს სიცრუის წყევლას...
მე ამასვენებს მგლების საძმო სასაფლაოზე...
და ჩაეშვება სიკვდილის მზე სასაკლაოზე...
შენ დაეშვები მოწყენილი შენს თბილ საწოლზე...
ხოლო მე კი ვასვენივარ...
სასაფლაოზე.........!!!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1107 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველაფერი გაქრა, როგორც მოჩვენება ღამის...
შორით მოჩანს თეთრი სივრცე და წარსულში მიხმობს
ეს, ძვირფასო, ტყუილია, არ დამტოვებს დარდი
ჩემი სულის მიტოვებას სიკვდილიც არ ფიქრობს...
მე ხომ უკვე გამოვცადე მოლოდინი ტრფობის
ვეღარ მოვალ ვერასოდეს, თუნდაც დამელოდო
ხარბად შევსვი საწამლავი, წყურვილისთვის მგონი
თუ გსურს მზად ვარ გისაჩუქრო, ჩემში რაც კი მოგწონს...
მე არ ვნანობ განშორებას შენს უმანკო სულთან
მხოლოდ ვწუხვარ, რომ სიკვდილმა არ გამიღო კარი
მერე რატომ? შენ ხომ გწამდა, მე სიცოცხლე მსურდა
მაშ, რა მოხდა?! რად გავწირე ჩემი საფიცარი?!...
იქნებ, ფიქრობ სახატეში სანთლები არ მეყო
იქნებ დარდობ, ასე დიდხანს მოგაბეზრე თავი
არა, კარგო, სალოცავი სანთლები კვლავ მენთო
მხოლოდ შემხვდა სიბოროტე, ჩუმი, შემზარავი...
არ მეგონა გამწირავდა, მას მივანდე თავი
არ მეგონა დამახრჩობდა მისი მწუხრი თვალთა
იგი შემხვდა გზაში შემხვდა და გამომდო მკლავი
წამიყვანა და ჩემს ირგვლივ ყველაფერი გაქრა...
შემებრალა!!! მის სიბრალულს შეეწირე მსხვერპლად
თუ ზვარაკად შეიწირა იგი ღმერთმა სხვისვის
არაფერი არ მადარდებს, მე ეს ბედი მდევდა
ო, დაბრუნდი! ო, დაბრუნდი! მე უშენოდ მიმძიმს...
ახლა მოდი, გევედრები... ნუ დამტოვებ მარტო...
სურვილი მაქვს შემიბრალო და უკვდავ სულს გავდე
მაგრამ არა! მე ამ ქვეყნად მხოლოდ სიკვდილს ვნატრობ...
< ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1087 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


და იმღამითვე მაგ ქართა ქროლვას,
მე მივყვებოდი როგორც ფოთოლი,
ყურს მივუგდებდი მნათობთა როკვას,
მეპარებოდა სული ობოლი

მიმაქროლებდა ქარი ნარნარა,
მრისხანე, კაეშნიანი,
წყალივით ქარი ანკარა,
ნაზი და ალერსიანი

შიგ შუაგულში მე ვფრინავ ლაღად,
მივქრივარ როგორც სიზმარი ღამის,
თვალდახუჭული მეგონა მარად
მე ვიქნებითქო თანმხლები ქარის

მარადისობის ბურუსში მყოფმა,
მე, რომ ვიგრძენი ცვლილება ჟამის,
სწორედ იმავწამს ინება ქარმა,
შეწყვეტა, დაყრა, ხმლისა და ფარის

ჩემი შიში და ცვლილება ქარის
როგორც ცვლილება დღისა და ღამის,
ერთმანეთს ცვლიდა ვით ფაზა მთვარის
მე მეშინოდა, ჩადგომა ქარის

ესე უეცრად შევწყვიტე ფრენა,
არა, ეს იყო შეწყვეტა წინსვლის,
ესე ჩემ გულმა დაიწყო ღელვა
არ შეცვლილიყო წიაღი სიზმრის.

ჰაერს მივენდე, შევერთდით თითქოს,
მის ზედაპირზე ლივლივი ვიწყე,
წინა და უკან სვლა ვცადე ვითომ
მხოლოდ ლივლივი შემეძლო თურმე

სიო მიმოქრის ლაღი და ნაზი,
ირგვლივ არ იყო სევდა და ბრაზი
თითქოს არ იყო სიცოცხლის ხაზი
სიზმარს მოესხა ნაყოფი საღი

ლალისფერი ვარდ-ყვავილი
სმარაგდისფერ ბალახს სადად,
დაჰფენია ვით ასკილი
ფოთოლმრავალ მწვანე ბუჩქნარს

მნათობსავით უხვად ფანტავს
ცეცხლისფრიან ნათელ სხივებს
ცის კამარა ზედვე სახავს
მახლობელი ცთომილთ ფიქრებს

უხილავი, მზის დარები
შარავანდი თავზე ადგა
ყოველივე მიწიერი
ცისქვეშეთში მუხლზე დ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 151 152 153 154 155 ... 254 255 »
სამშაბათი, 2025-07-22, 6:47 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025