მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ღმერთო მაპატიე .. მე ბევრი შევცოდე ბევრჯერ ავუხვიე სავალ გზას, ღმერთო მაპატიე... თვითონაც ვცდებოდი მაგრამ განვკითხავდი მუდამ სხვას. ღმერთო მაპატიე ბევრმა მიღალატა და მეც ვუღალატე სანაცვლოდ ღმერთო მაპატიე ყოველი სიმდაბლე მეტს აღარაფერს აღარ გთხოვ! ვიცი შენ მოწმე ხარ იმ შეცდომებისა ყოველ ნაბიჯზე რომ ვტოვებდი ... და გთხოვ მაპატიე , რომ ასე ამაყად შენგან პატიებას მოველი... ღმერთო მაპატიე ყოველი სიცრუე, სიცრუის მსხვერპლი ვარ მე თვითონ... ახლა შენს წინაშე სიმართლით წარვსდექი ამიტომაც მჯერა - შემინდობ! ისიც მაპატიე გონებით ვცხოვრობდი... არასდროს ვუსმენდი გულს!
|
გემუდარებით,ნუ დადებთ ყურმილს, ძლივს მივაკვლიე მისამართს თქვენსას, ნუ ახსნით ცუდად პოეტის სურვილს, რომელსაც ისევ უყვარხართ დღესაც. იცოდეს ღმერთმა, მსურს საუბარი შვილების დედას რას გკადრებთ აბა?! მე დღესაც მახსოვს თქვენი უბანი, გაშლილი თმები და ჩითის კაბა! ძნელია ახლა დაბრუნდეს ისევ აპრილის სუნთქვა,იების ფერი გამწირეთ, რისთვის?დავეძებ მიზეზს და სიყმაწვილე შორიდან მღერის ო, ქალბატონო! გეძებეთ დიდხანს გახსოვთ? მჯეროდა მუდამ იმ ხატის, მთელი ცხოვრება მაწვალებს კითხვა მართლა გიყვარდით, თუ არ გიყვარდით. გათავდა, მორჩა, დამთავრდა ამით ჩვენი შეხვედრის ბოლო აკორდი. არ გაგიკვირდათ აპრილის ღამეს ოცი წლის შემდეგ რომ მომაგონდით? ახლა კი დასდეთ თქვენი ყურმილი, რომ ერთმანეთი სახტად დავტოვოთ მე მესმის ფასი თქვენი დუმილის და პატიებას გთხოვთ, ქალბატონო !
|
მიწამ გაშალა ყვავილთა სუფრა, ცამ იისფერი შესვა ფიალა, მარტის სილაღემ გული სიცოცხლით ბეღურასავით შეაფრთხიალა. ანარცისებულ დღეების კონებს დასტრიალებენ თავზე ფუტკრებად მათი სურნელით მთვრალი სხივები, თან სიყვარულით გული უკვდებათ. გული უკვდებათ,მაგრამ ამ გრძნობით უორმაგდებათ ძალა ნათების. ორმაგად სძლიეს ზამთრის სიცივეს მცივან სხეულზე სამ თვე ნადების. ორმაგად დავძლევ უსახურ გრძნობებს რომ მარტოობით აღარ იტირონ, ორმაგად ვხარობ,ორმაგი სუნთქვით ორმაგად დარდებს დავგმობ იმიტომ, რომ ჩემს ერთ წელში სიცოცხლის ორი მაუწყებელი გაზაფხულია: ერთი ბუნების წიაღში ხარობს, მეორე შენში განაბულია. ასე ძვირფასი,ასეთი თბილი, ჩემთვის ეს ორი გაზაფხულია, ორივე ერთი მშვენიერებით, ორივე ერთად ჩემი გულია. დაე მაუწყონ სიცოცხლის მოსვლა შენი,ბუნების მშვენმა მერცხლებმა, რომ სულში ჩამწვდეს მათი ხალისი და ცივი ქარიც შემომეცლება. ეს ლექსი ფიქრებს მაშინ მოგვიშლის უკან,ზამთრისკენ დაბრუნებაში, როცა ალერსით იგაზაფხულებს სიცოცხლე შენში და ბუნებაში. მუდამ ყვავილობ წლის ყველა დროში, ცაში მერცხლისებრ განავარდებით. ახლა ბუნებაც მოგეშველება იებითა და ყოჩივარდებით.
|
მიბინდული ღამე.. მიბინდული მთვარე.. მიბინდული სული გზიდან გადასული.. შეცოდების წამი.. სიყვარულის ხამი ვისთვის არაფერი, ვისთვის საოცარი.. წამი შეცდომების, წამი სიხარულის, წამი დამონების, წამი სინანულის... გაყინული მზერა.. გარიყული სული.. ქალში დამალული ბავშვი..უსუსური.. მიბინდული მთვარე.. მიბინდული ღამე დათელილი სული გზიდან გადასული..
|
უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას, უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში, ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას ლექსებად ჩანესტილს დამშეულ თვალებში.
როგორ ხარ? ცუდად ვარ. რა გჭირს?? დეპრესია..დაწერე? დავწერე,მაგრამ რეგრესია.
|
ოდესმე,ცრემლი მოგნატრებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე?
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია?
ღამე მთვარესთან თუ გძინებია?
წვიმაში თმები დაგსველებია?
ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?
თვალები ცრემლით გაგსველებია?
ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით,
ალბათ სიმღერა მოგნატრებია?
თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში?
თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?
თუ გიძებნია ყვავილი მისთვის,
ვინც ასე ძლიერ შეგყვარებია?
რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ,
ამხელა გრძნობა თუ შეგძლებია..
|
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
|
უპირველესად ქალი დედაა, ქალი დედა,ღვთისა მშობელი შემდეგ ის არის ედემის ვარდი თავაწეული დაუჭკნობელი, ქალი ბუნების სილამაზეა დარში, ავდარში დაუჩოქელი ის სიყვარულში გიჟი მარტია და ყველა კაცის გულის მპყრობელი ზოგჯერ წვიმაა,ზოგჯერ ქარია სეტყვა,თოვლი და ქარიშხალია ის ღმერთმა შექმნა სილამაზისთვის და ალბათ დღემდე არ უნანია, ქალი ბუნების საწინდარია ვინ იცის რა სწყინს რა უხარია ერთი შეხედვით კაცს დაატყვევებს ის სიყვარულში ჯადოქარია, ქალი უმანკო ბავშვია თოთო, მას გაფრთხილება სჭირდება მხოლოდ ქალი ლამაზი შველია, ლაღი ნურვინ ეცდებით დაასვათ დაღი ქალი სათნო და ძლიერ ნაზია მას ალერსი და სითბო სწადია. იგი წმინდაა, ვითარც ტაძარი ქალს ეამბორეთ და ეთაყვანეთ რომ არ დაუჭკნოს გული დარდებმა ქალს ეამბორეთ დიდო მგოსნებო თქვენ გაგიმარჯოთ მანდილოსნებო…
|
მიყ-ვარ-ხარო...
გახსოვს? მე გითხარი რომ მკითხავდი - რად, არ მქონდა მოკრეფილი ცა, როცა უკვე მიილია მზე და საცაა შეერევა ზღვას...
გახსოვს? მე გითხარი რომ მკითხავდი - რად, არ ვსუნთქავ უხეშად და შენ- თვის, მხოლოდ შენ - ზურგს უკან და ყურის ძირში ხმა, გეუბნება-
მი-ყვარ-ხარ-ო,
თუ არც გჯერა, თუ...
გახსოვს? პეპლებს როგორ ერეოდათ გზა, შუქზე როგორ ილეწავდნენ ფრთებს ხოდა კარგო ჩვენც იმ პეპლებს ვგა- ვართ მზისთვის რომ გაწირეს ფრთა...
|
მომენატრები, მონატრება ისე ტკბილია,
როგორც სიცოცხლის სიყვარული, მზის იდილია,
ჩემი სიცოცხლის სიხარული შენ ხარ ულევი,
დაუჭკნობელი ყვავილობით და ერთგულებით.
შენთვის წამებაც ტკბილია და გავს ნეტარებას,
მაშინ ნაღველიც გულს სიავედ არ ეკარება,
მშვენიერების საუფლოდან მოდის იმედი,
ერთურთში ვცოცხლობთ, ეს გვახარებს,
რა გვინდა მეტი.
სხვამ სხვა ინატროს, ჩემი ნატვრა ისევ შენა ხარ,
ო, ამ სიწმინდის ნუმც იკადროს ვინმემ შელახვა,
ასე ლამაზი სიყვარული თუ კი შესძელი,
ჩემი სიცოცხლის სიხარულო, იყავ დღეგრძელი!
|
|
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
 |
სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
ძებნა |
|
 |
 |
კალენდარი |
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|