მთავარი » 2014 » თებერვალი » 12 » ჩვენ ეგოდამოკიდებულები...
1:51 AM ჩვენ ეგოდამოკიდებულები... |
ამ ბოლო დროს იმ დასკვნამდე მივედი, რომ სამყაროს მართავს ეგოიზმი, ანუ ჩვენ, პირადი ინტერესებით ვუპირისპირდებით სამყაროს და ის თავისი ინტერესებით გვიპირისპირდება, ასე გრძელდება ჭიდილი ეგოებს შორის გაუთავებლად...მაინც რა არის ეს ოხერი , რომელიც პირდაპირ ხელმძღვანელობს ჩვენს ქცევებს, ძაფის ბოლოები ხელში უპყრია და თავის ნებაზე გვათამაშებს მარიონეტებივით. პირველად რომ ჩავყლაპავთ ჰაერს და ტირილს ვიწყებთ, სწორედ მაშინ ახელს თვალს ჩვენი ეგო და ყვირის რომ ყურადღება მიიქციოს, რომ სამყარომ მის გარშემო დაიწყოს ტრიალი, მერე თანდათან იწყებს გაფურჩქვნას და დგება ბავშვობა--ეგოიზმის "ოქროს ხანა". გვიყვარს მშობლები, იმიტომ რომ ზრუნავენ ჩვენზე, მოგვწონს და გვიხარია იმ ხალხთან ყოფნა , ვინც კეთილია ჩვენს მიმართ, ხოლო თუ ვინმეს არ მოვწონვართ, ან უბრალოდ გულგრილია ჩვენს მიმართ, ვიძულებთ და მტრად ვეკიდებით. გარდატეხის ასაკი ხომ ზეეგოიზმის გამოვლინებაა და ამ დროს ამ სიკეთეს სამკაულად აგრესიაც მოჰყვება ხოლმე, მოკლედ თუ ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა, მშობელი დედაც გვეჯავრება და ყოველთვის სხვაგან დავეძებთ დამნაშავეს,აბა" ჩვენ როგორ გვეკადრება".მისი უდიდებულესობა ეგოიზმი სიყვარულშიც კი აფათურებს თავის არც თუ სუფთა ხელებს, რადგან აქაც კი საკუთარი მოთხოვნების, ინტერესების გათვალისწინებით ვირჩევთ ობიექტს, რომ ჩვენ ვიყოთ ამაყი და ბედნიერი, ხოლო იმ ადამიანებს, რომელთაც არ შესწევთ უნარი ჩვენს ეგოს აამონ, ისე მოვისვრით,როგორც ყოვლად უვარგის, გამოუსადეგარ ნივთებს. ჩვენ პატარა ეგოცუნები ვართ დიდ ეგოგლობალიზაციაში და ყველა ცივილიზაციას დაწყებული უძველესიდან თავისი წილი ბრალი მიუძღვის ამაში...საით მიიწევს აულაგმავი და დაუმორჩილებელი, ვერ ძღება, მისი მადა "ჭამასთან" ერთად იღვიძებს და თვითონ გაუმაძღარი ხარბად კვებავს თავის ძმადნაფიც შურს, ბოროტებას და მტრობას. და მაინც მიუხედავად ყველა სიავისა, მასზე ისე ვართ დამოკიდებული, როგორც ნარკომანი ნარკოტიკზე, დიახ, ჩვენ ეგოდამოკიდებულნი ვართ, მას ყველა ნარკოტიკზე ძლიერი ზემოქმედების უნარი აქვს და სამწუხაროდ ალბათ ძნელია იპოვო ადამიანი, ვინც მის მავნე ბრჭყალებს თავი დააღწია.
|
ნანახია: 1947 |
დაამატა: sopie
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|