♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » მასალის არქივი

სიყვარული, ერთგულებაა – ეს გრძობა არა მხოლოდ ადამიანისთვისაა ცნობილი, არამედ ფაუნის წარმომადგენლებისთვისაც. ცხოველები ერთმანეთისადმი (და ადამიანისადმი) გამოხატავს ისეთ გრძნობას, რასაც ჩვენ "სიყვარულს” ვეძახით. გთავაზობთ ცოტაოდენ ალერსიან ფოტოებს, რომელთაც დართული აქვს ყველა დროის ცნობილი ხალხის აფორიზმები, სიყვარულის შესახებ…
სიყვარული ერთადერთი ვნებაა, რომელიც არ აღიარებს არც წარსულს და არც მომავალს.
ოჯახი ბავშვებით იქმნება.
ცხოვრებაში სიყვარულზე კარგი არაფერია. ცხოვრებიდან მისი გამორიცხვა – ეს იგივეა სამყარო მზის სინათლის გარეშე დარჩეს. 
გიყვარდეს – ეს იგივეა აღმოაჩინო მეორე ადამიანში საკუთარი ბედნიერება.
ის ვისაც არასდროს არ უძებნია არც მეგობარი და არც სიყვარული, ათასჯერ უფრო ღარიბია, იმაზე ვინც ეს ორივე უკვე დაკარგა.
სიყვარული ცეცხლივითაა, საკვების გარეშე ქრება.
ძაღლი მსოფლიოში ერთადერთი არსებაა, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარს პატრონი. 
სიყვარული ყოველთვის შეიძლება, სანამ გული ცოცხალია.
სიყვარული ლამაზი ყვავილია, რომლის მოსაწყვეტად სიფრთხილის დაცვაა საჭირო.
სიყვარულმა ასაკი არ იცის.
სიყვარული თეორიაა, რომელიც ყოველდღე უნდა ამტკიცო.
ის ვისაც უყვარს, ადვილად წყვეტს თავის საქმეებს.


კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 1194 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია.
ნ ო ვ ა ლ ი ს ი

სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით.
ა ნ ა კ რ ე ო ტ ი

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა - სიკვდილი.
ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.
ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი

სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.
ჰ ი უ გ ო

სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა.
ფ რ. რ ი უ კ ე რ ტ ი

სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის.
ტ ო მ ა ს ჰ ო ბ ს ი

სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს.
ვ. ვ. რ ო ზ ა ნ ო ვ ი

სიყვარული - ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ.
ნ ე ტ ა რ ი ა ვ გ უ ს ტ ი ნ ე, ა ვ რ ე ლ ი უ ს ი

სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს.
ვ ო ლ ტ ე რ ი

სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1282 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კაფეში სევალ სრულიად მარტო
და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია (უნდავიდარდო
ასეც და ისეც, აქაც და იქაც).

შენს სადღეგძელოს ჩუმად ჩამძახებს
ჭიანურები, ვასვამ: ალავერდი!
მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახებს,
პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი.

და გაფითრებულ სარკეში მცურავს
ეს მწუხარება ვინ დამიფასოს?
მე გეუბნები ასე სამდურავს,
მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ პასუხს. გალაკტიონის ნახატები

Galaqtioni

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1272 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები,
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია
ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე
სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს,
სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი
სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი.
სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად
სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ
სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც
სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?!
სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი
სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის
სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა
სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1306 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონი(დ. 1746 ― გ. 1826), ქართველი პოეტი, მთარგმნელი. ბაგრატიონთა ქართლის შტოს შთამომავალი.

მონაწილეობდა ერეკლე II-ის ცენტრალისტური პოლიტიკით უკმაყოფილო თავადთა შეთქმულებაში, რის გამოც მამულები ჩამოართვეს და საქართველოდან გააძევეს. ცხოვრობდა მოსკოვში, განწესდა სამხედრო სამსახურში, მიიღო კაპიტნის წოდება. ზოგიერთი ცნობით, მონაწილეობდა რუსეთის 1812 სამამულო ომში. ბაგრატიონს ეკუთვნის თეიმურაზ I-ის თხზულების მობაძვით დაწერილი "წამება ქეთევან დედოფლისა" (დაიბეჭდა პეტერბურგში, 1819; ძველი ქართულ ლიტერატურაში ბაგრატიონი პირველი პოეტია, რომლის ნაწარმოები ავტორის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა); პროზაული თხზულება "ღამის ალერსი"; ლექსები "ჩემო მთვარეო", "ნანა", "სულის ყვავილი"; გალექსილი "შესაქმე და სხვ. ბაგრატიონის შემოქმედებაში გამოვლინდა ე. წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობისათვის დამახასიათებელი სოფლის მდურვის მოტივი, რომელსაც საფუძვლად სამშობლოსაგან მოშორება და პოლიტიკური მიზნების კრახი ედო. პოეტმა თავისი თხზულებები გააერთიანა კრებულში "დიმიტრიანი". ბაგრატიონი ქართული ანდაზების პირველი შემკრებია; თარგმნა რუსულიდან სამოელ რაბინის "ოქროს აღნაქვსი" და "ისტორია დაწყებისა განხეთქილებისა შორის ბერძენთა და რომაელთა გამოსცლისათვის სულისა წმიდისა".

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1376 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში. მსახურობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1906 წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ (1908) მუშაობდა თბილისში "კავკაზისა" და "ნოვაია რეჩის" რედაქციებში. აქ გამოქვეყნდა აბაშელის პირველი ლექსები რუსულ ენაზე. მისი პირველი ქართული ლექსი "შავი აჩრდილი" 1910 წელს დაიბეჭდა (ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება", № 28). 1905 წელს რევოლუციის ოპტიმისტური და რეაქციის პერიოდის სევდიანი განწყობილებები აირეკლა აბაშელის ლექსთა პირველ წიგნში "მზის სიცილი" (1913). კრებულის ძირითადი თემაა ე. წ. მზის კულტი, რომელსაც ორგანულად უკავშირდება რეალისტური და სიმბოლისტური ტენდენიები.

20-იანი წლების დასაწყისისათვის აბაშელის შემოქმედებაში მომძლავრდა დეკადენტური მოტივები (კრებული "ანთებული ხეივანი", 1923). იგი "აკადემიური მწერლობის კავშირის" აქტიური წევრი გახდა. საბჭოთა საქართველოში სოციალისტურ გარდაქმნასთან ერთად აბაშელის პოეზიაში ახალი ეტაპი დაიწყო (ლექსი "თბილისი", 1926). ლექსთა წიგნში "გაბზარული სარკე" (1929) პოეტი "ეპოქისათვის თანამგზავრული სიმღერის" თქმას მოითხოვდა.

აბაშელის შემოქმედებაში დამკვიდრდა ახალი ქვეყნის მშენებლობის ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1292 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფაილის შესახებ: 
დასახელება: New Year Song's
წელი: 2009
ზომა: 138 mg


კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 1165 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აქ არის რამოდენიმე გამოთქმა სიყვარულზე 


...

'თუ სიყვარული სამოთხეშჳ ცოდვად ითვლება
მაშ,ცოდვილი ვარ დამიჩოქნია'

...

'სიყვარული ღმერთია
და როცა გიყვარს ღმერთი შენშია'


...
თოვდა...ცა მოღრუბლული იყო... 
ღრუბელში ნათლად გამოიკვეთა შენი სახე..
ხო,ხო ზუსტად შენნაირი იყო...შენ გგავდა.

...

ჩემი გული შენი გული
ჯაჭვითაა გადაბმული
და ზედ დიდი ასოებით
აწერია სიყვარული


...
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 3199 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



                                       
კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1035 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Juana la loca

1 სთ 55 წთ
ანრი: დრამა პოსტერები
 გამოშვება: 24 სექტემბერი 2001
რეჟისორი: ვისენტე არანდა
სტუდია: ეურიმიჯეს, პროდაქშენ გრუპი, კანალ +ესპანია, სოჯეპაქი, თეიქ 2000
როლებში: ჯულიანო ჯემა, როზანა პასტორი, დანიელ ლიოტი, პილარ ლოპეზ დე აიალა 


ფილმის მიმოხილვა
1504 წლის ნოემბერს ესპანეთის დედოფალი გარდაიცვალა და ანდერძით ტახთი მისი 25 წლის ქალიშვილის ხელში გადავიდა. ხუანას მეუღლემ ფილიპემ გადაწყვიტა ძალაუფლება ხელში ჩაეგდო და ხუანას სახელით სახელმწიფო ემართა ამისათვის მას ხუანას შეურაცხადად ყოფნა უნდა დაემტკიცებინა. მიზნის მისაღწევად ის ყველანაირად ცოლის ფსიქიკაზე თამაშობდა, ცოლის თვალწინ აქტიურად სხვა ქალებთან რომანები ჰქონდა. სიყვარულმა და სასოწარკვეთილებამ ხუანა მართლაც შეშლილობამდე მიიყვანა, მას უკვე მხოლოდ ლა ლოკას ეძახიან, რაც შეურაცხადს ნიშნავს. მოულოდნელად ფილიპე კვდება, როგორც ამბობდნენ მას რაღაც უცნაური სენი შეეყარა. შესაძლებელია ეს მკვლელობა ხუანას მამასაც ჩაედინა, რადგანაც ისიც ტახტს უმიზნებდა. ასე თუ ისე, 1506 წლის შემოდგომაზე 34 წლის ფილიპე გარდაიცვალა. ხუანა ვერაფრით ვერ იჯერებდა ამ ამბავს. მაშინაც კი როდესაც გარდაცვლილს გული ამოუღეს, იმისთვის რომ ფლანდრიაში გაეგზავნად. ხუანა ქმრის ხელებს არ უშვებდა და ემუდარებოდა თვალები გაეხილა. ფილიპეს სხ ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1295 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 623 624 625 626 627 ... 630 631 »
ხუთშაბათი, 2024-05-02, 8:38 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024