Juana la loca
1 სთ 55 წთ ჟანრი: დრამა პოსტერები გამოშვება: 24 სექტემბერი 2001 რეჟისორი: ვისენტე არანდა სტუდია: ეურიმიჯეს, პროდაქშენ გრუპი, კანალ +ესპანია, სოჯეპაქი, თეიქ 2000 როლებში: ჯულიანო ჯემა, როზანა პასტორი, დანიელ ლიოტი, პილარ ლოპეზ დე აიალა
ფილმის მიმოხილვა 1504 წლის ნოემბერს ესპანეთის დედოფალი გარდაიცვალა და ანდერძით ტახთი მისი 25 წლის ქალიშვილის ხელში გადავიდა. ხუანას მეუღლემ ფილიპემ გადაწყვიტა ძალაუფლება ხელში ჩაეგდო და ხუანას სახელით სახელმწიფო ემართა ამისათვის მას ხუანას შეურაცხადად ყოფნა უნდა დაემტკიცებინა. მიზნის მისაღწევად ის ყველანაირად ცოლის ფსიქიკაზე თამაშობდა, ცოლის თვალწინ აქტიურად სხვა ქალებთან რომანები ჰქონდა. სიყვარულმა და სასოწარკვეთილებამ ხუანა მართლაც შეშლილობამდე მიიყვანა, მას უკვე მხოლოდ ლა ლოკას ეძახიან, რაც შეურაცხადს ნიშნავს. მოულოდნელად ფილიპე კვდება, როგორც ამბობდნენ მას რაღაც უცნაური სენი შეეყარა. შესაძლებელია ეს მკვლელობა ხუანას მამასაც ჩაედინა, რადგანაც ისიც ტახტს უმიზნებდა. ასე თუ ისე, 1506 წლის შემოდგომაზე 34 წლის ფილიპე გარდაიცვალა. ხუანა ვერაფრით ვერ იჯერებდა ამ ამბავს. მაშინაც კი როდესაც გარდაცვლილს გული ამოუღეს, იმისთვის რომ ფლანდრიაში გაეგზავნად. ხუანა ქმრის ხელებს არ უშვებდა და ემუდარებოდა თვალები გაეხილა. ფილიპეს სხეულს ბალზამირება გაუკეთდა და გრენადაში უნდა გადატანილიყო. პროცესია მხოლოდ ღამ-ღამობით მოძრაობდა. დღისით ხუანას ბრძანებით კუბოს თავს ხსნიდნენ და მხიარულ მუსიკას უკრავდნენ, რომ მეუღლეს გაეგო, გახარებოდა და სიცოცხლეს დაბრუნებოდა. დაკძალვის პროცესიამ გრენადამდე ვერ მიაღწია. ესპანურმა პარლამენტმა ხუანა შეშლილად სცნო და სანტა-კლარას სასახლეში გამოკეტა, სადაც ცხოვრების ბოლომდე მოუწია ყოფნა. შეშლილმა ხუანამ იქაც არ ისურვა ქმარს დაშორებოდა და სამი წელი გვერდში ჰყავდა...
ლინკი იხსნება ცოტათი გვიან გთხოვთ დაელოდოთ
|