მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
მე მინდა ვიდგე კვარცხლბეკზე და იქედან გიყურებდეთ… მე მინდა ვიყო გამარჯვებული თქვენთან ბრძოლაში…მე მინდა ვიყო შემოქმედი რომელის შემოქმედებას თქვენ ვერ გაიგებთ… მაგრამ თავს მოიკატუნებთ ერთმანეთის მოსატყუებლად… გამოიყენებთ ყველა სიტყვას რაც იცით ან არ იცით… გაიღიმებთ ნიშნის მოგებით და იტყვით " მივხვდი." მე მინდა იყოთ მადლიერი ჩემს მიმართ - რადგან კიდევ ერთხელ დავინახო თუ რა უმადურები ხართ… მე მინდა რომ თქვენ განმიხილოთ და საქებარი ან სალანძღავი სიტყვები არ დაიშუროთ ჩემს მიმართ - რადგან უბრალოდ დავდგე ჩრდილში და დაგცინოთ… და ბოლოს როდესაც ერთად შეიკრიბებით… მეც მომიწვევთ, რადგან პასუხებს ვერ იპოვით… თქვენ დასმულ შეკითხვebს ერთი აბსურდული ფრაზით გავცემ პასუხს: „ნუ შემეცით თქვენი "ინტელექტით”" - და უბრალოდ გამოვტრიალდები და წამოვალ... მე მინდა რომ ამ ფრაზის გაგონების შემდეგაც განაგრძოთ ბჭობა და ამ სიტყვებში ფილოსოფია ეძებოთ - მაჩუქეთ კიდევ ერთი მხიარული საღამო…
|
თენდება..................... ახალ ცხოვრებას იწყებს ყველა ცოცხალი არსება,ყველასთვის ბედნიერებისა და იმედის მომცემია ახალი დღის გათენება. ერთადერთი ვინც ამ ბედნიერებას ვერ იზიარებს ეს სიყვარულით ტანჯული და განადგურებული გოგონაა. რომლისთვისაც ეს ცხოვრება უფერო და ამაოა. ძნელია გაუგო გოგონას რომელსაც ტკივილი, იმედგაცრუება და უზომო ტანჯვა უსერავს გულს.,ძნელია გაუგო მას ვისაც უიმედოდ უყვარს და რომელსაც სიყვარულში არ გაუმართლა.მას ხომ ყოველი დღის გატენებასთან ერთად საკუთარ თავთან ჩიდილი უწევს რათა ახალი თვალით დაინახოს სამყარო მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა იგივე ფიქრებსა და განცდებს უბრუნდება. ახალი დღე რომელიც ადამიანებისათვის ახალი ცხოვრების საწყისია ამ გოგონასასათვის რომელსაც უიმედოდ უყვარს ტკივილისა და ტანჯვის ახალი საწყისია. გადის დრო ტანჯვასა და ვაებაში გოგონა ნაღვლიანი შესცქერის ქუჩაში მოსიარულე ბედნიერ წყვილებს. და მისი ტკივილი კიდევ უფრო მძაფრთება რადგან მას აღარ აქვს ბედნიერების იმედი და ეს ტკივილი კლავს მის გულს რომელიც აღარასოდეს გაცოცხლდება სიყვარულისათვის და სწორედ აქ იწყება დასასრული ამაო ყოფისა.
|
მენატრები,უზომოდ ძლიერ,მჭირდება შენი სუნტქვა და გული, ო როგორ მინდა,აქ იყო ახლა,გულში ჩაგეკრა უზომოდ მაგრად, მჭირდება შენი სითბო და კოცნა,რომელიც მუდამ ძალიან მაკლდა, შენი მკლავების ძლიერი ძალა.....და ის ჩურჩული მე რომ მიყვარდა, იცი?...........მიყვარხარ და მენატრები, მე შენ სამუდამოდ სულ მეყვარები.............................
|
ირგვლივ სიჩუმე იყო,მხოლოდ ქარის განწირულ წკმუტუნს თუ გაიგონებდი ამ ულმობელ სამყაროში,ყველაფერს ნაზი,თეთრი და ფაფუკი თოვლი ედო.ირგვლივ წყვდიადი იყო,ნისლში ვერაფერს გაარჩევდი,ცაში უსასრულობას დაინახავდი,უსასრულოდ მოცეკვავე ბალერინებს,.. თოვდა,ფიფქები ნელ-ნელა დიდდებოდა და ყველაფერს ფარავდა,ქალაქში თითქოს დრო გაჩერდა,ერთი წამით ყველაფერი გაშეშდა,მხოლოდ ფიფქები თუ ფარფატებდნენ ირგვლივ,მხოლოდ ფიფქების სისუფთავეს თუ დაინახავდი ამ ულმობელ სამყაროში... თოვლი კი მოდიოდა,ნელ-ნელა ყველაფერს ედებოდა,მერე კიდევ მოდიოდა და ყველაფერს ირგვლივ ყინავდა,ყინული მარგალიტს წააგავდა რომელსაც შიგნით ათასგვარი სარკე ქონდა,ყველა სხვადასხვა,ყველა სხვაგვარი. გარეთ კი თოვდა,უსასრულოდ თოვდა,თვი ზეცაში გეგონებოდა ასული,ცა გეგონებოდა ჩამოვარდნილი,მაგრამ წმინდა ცას ბინძურ მიწაზე რა უნდოდა?იგი მხოლოდ სიწმინდეს გვაყრიდა ზემოდან... დრო კი მიდიოდა,ნელ-ნელა უკანუკან მიდიოდა,ყოველი ფიფქი კი ჩვენს მიერ განვლილ წამებს ითვლიდა,გვათვლიდა ზემოდან და თან გვმარხავდა.. დრო კი მიდიოდა,ნელ-ნელა უკანუკან მიდიოდა,მაგრამ თითქოს ერთი წამით გაჩერდა და მხოლოდ ფიფქები თუ ცვიოდნენ ზეციდან...
არასდროს დაკვირვებიხართ როგორი სიჩუმეა პირველი თოვლის დროს,თითქოს მარტო ხარ და მხოლოდ შენს თვალებს თუ ხედავ სიბნელეში..
|
არ ვიცი...საიდან როგორ დავიწყო. შენ რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი ღვთის საჩუქარი მეგონე! მეგონა მართლა გიყვარდი და ეს შესაძლებელი იყო! მაგრად შევცდი...ვაი რომ მწარედ შევცდი. შენ ერთ დღეს მოინდომე ჩემი მიტოვება... და მიმატოვე...საბოლოოდ ოცნებები დამიტოვე მხოლოდ გული მატკინე,ეხლაც მტკივა გული,და ცუდად ვარ! რატომ მიმატოვე? ეს არ უნდა გაგეკეთებინა... ჩემი გულისთვის მაინც!ხო იცოდი რომ თავგანწირვით მიყვარდი... გელოდე,ძალიან ბევრი...უსაშველოდ,უიმედოდ გელოდე... მეგონა დაბრუნდებოდი!...ჩემს თავს ვატყუებდი ვითომ უბრალოდ არ გეცალა ჩემთვის და სიყვარულისთვის. მაგრამ არა...შენ მხოლოდ ჩემი სიყვარულისთვის არ გეცალა! საშინლად განვიცდი უშენობას!მიყვარხარ!!!უიმედოდ და უზომოდ...დავიფიცე რომ 15 აპრილამდე...სიყვარულის დღემდე დაგელოდებოდი მხოლოდ... ეს დღე თანდათან იწურება და არც შენ ჩანხარ!!! თითქოს მხიარულად ვარ გარეგნულად...თითქოს ყველაფერი კარგადაა...მაგრამ არა!!!ჩემს გულში ცრემლის ტბა დამდგარა!!! რატომ??? რატომ მაინდამაინც მე უფალო? ასეთი რა ცოდვა მაქვს რომ სიყვარულში არ მიმართლებს! უფალო მხოლოდ იმას გთხოვდი და გთხოვ ჩემი საჩუქარი დამიბრუნე! გევედრები ...ეს დროც სწრაფად გადის ...და გული სულ უფრო მიკვდება. ეს უიმედო სიყვარული ბოლოს მიღებს,მანადგურებს საბოლოოდ!!!დღეს თუ არ გამოჩნდი მაშინ ნელ -ნელა დავიწყებ შენს დავიწყება
...
Read More
|
სიყვარულის საძებნელად წავედი… გზად საგზალი წავიღე… საკვებად შენი ფოტოები, გაზაფხულისფერი… ჩავიცვი შავი შარვალი, კლასიკური ( სიყვარულის საძებრად მივდივარ ბოლისდაბოლოს ) … იასამნისფერი სიზმრები გადავიცვი და სალათისფერი ხასხასა მწვანე მოგონებები შარფად მოვიხვიე… კომპასი არ მქონდა… თვალები დავხუჭე და, საითაც გავიხედე პირველად, იქით წავედი… ლოდინის უდაბნოები გადავიარე… უძილო ღამეების უღელტეხილიც გადავლახე… სევდის ზღვას მივადექი… ნაკუწნაკუწ შევაგროვე შენი თბილი სიტყვები, შენი გამოხედვები და ღიმილი… და გემი შევაკოწიწე… იმედის ქარიც აფრებს აფორიაქებული გულივით ბერავდა… იცოცხლე, ფოტოები იმდენი მქონდა, საკვები არ გამომლევია… ბევრი ვიცურე თუ ცოტა… ნაპირი გამოჩნდა… შავთეთრი… ჩემი გემი, შეკოწიწებული, უარის ტალღამ დააქუცმაცა… უკან გზა მოჭრილია… წინ კი უღიმღამო უფერულობაა… დამრჩა მხოლოდ ერთი ფოტო შუაზე გახეული, სადაც ერთად ვიყავით გადაღებული, მხოლოდ შენი ნახევარი… მეტკინა, სასწაულად მეტკინა გული… და მივხვდი, სადაც იყო სიყვარული… მე ის ვიპოვე, მაგრამ შენ ვეღარ გპოულობ…
წყალმა გამორიყა ფსკერზე წასული გემის ნამსხვრევები: ცოტაოდენი შენი ტკბილი სიტყვები, ორიოდე შენი გამოხედვა და ღიმილი ერთადერთი და განუმეორებელი… ადამიანის გული უძირო ზღვასავითაა… ყველაფერს ინახავს… და უზომო სიყვარულსაც იტევს, თურმე… იმ სიყვარულს, რომელსაც ყველგან და ყველაფერში ვეძებდი…
...
Read More
|
თეთრწვერა მოხუცი თავდავიწყებით ამღერებდა თეთრ როიალს და გონებაში მოგონებათა ფარდა ეშლებოდა. ხედავდა პატარა გოგონას საოცარი ლურჯი თვალებით,ორად გაპობილი წითელი ბაგეებით, ბავშვური ღიმილით და ცელქი გამოხედვით. ყვავილთა თოვლში ტრიალებდა, პატარა თითებს ზეცისკენ იშვერდა და მღეროდა ისეთი წმინდა და ზღაპრული ხმით, როგორც ანგელოზთა დასი უგალობს ხოლმე უფალს. მოხუცს არ შესწევდა ძალა ამ უცნაური ზმანებიდან გამორკვეულიყო, არ იცოდა ვინ იყო ეს პატარა გოგონა, ან რატომ ახსენებდა ასე ხშირად თავს, მაგრამ თავბრუ უფროდაუფრო მეტად ეხვეოდა, მისი თითები თავისდა უნებურად მოძრაობდნენ შავ-თეთრ კლავიშებზე და ვერ წყდებოდნენ წარსულის დიდებულ ჰანგებს. აი, დანისლულ გონებაში თვალწინ წარმოუდგა მაღალი, წარმოსადეგი ყმაწვილი ხუჭუჭა თმით, ლურჯი მეტყველი თვალებით,რომლებიც სავსე იყო სიყვარულის მბრწყინავი შუქით... და გაახსენდა, ეს მისი პირველი სიყვარულის ისტორია იყო, ბიჭმა ცისფერი ვარდებით გვირგვინი დაწნა და იმ გოგონას, რომელიც ორი წუთის წინ ჩანჩქერის შხეფებქვეშ დახტოდა და ხმამაღლა იცინოდა, ახლა კი მდელოზე მორცხვად იჯდა, მბზინავ თმებში უჩუმრად ჩაუბნია. და უყვარდა ნამდვილი დიდი სიყვარულით და უნდადა მთელი სიცოცხლე მის გვერდით ყოფილიყო,მაგრამ მოხუცმა იცოდა რომ რაღაც მოხდა, ეს ლამაზი ზღაპარი უბრალოდ დასრულდა და ალბათ არც არასოდეს დაბრუნდებოდა... სიმები წყდებოდა და ტიროდა თეთრი როიალი, ზღაპარი ქრებოდა და მოხუცსაც ჩამქრალი ზღვისფერი თვალებიდან ცრემლები სდიოდა... მაგრამ პირველი სიყვარული მაინც თ
...
Read More
|
მეჩვენება თითქოს ის კვლავ აქ არის, ოთახიდან ოთახში დადის და თავის გაფანთულ ნივთებს ეძებს, მერე მე მიხმობს და მეკითხება ხომ არ ვიცი სად არის მისი ვერცხლის საათი ან თეთრი ჰალსტუხი შავი ზოლებით, ან კიდევ ისეთი რამ რაც კარგა ხანია მის გარდერობში აღრ ინახება. მე კი როგორც ყოველთვის ვუღიმოდი, ვკოცნიდი და ვურჩევდი სხვა ჰალსტუხი გაეკეთებინა, საათს კი მე ვუპოვიდი. ... და მაინც რა საყვარელი იყო ჩემი ქმარი, ყოველთვის ყველაფერს კარგავდა, მერე ეძებდა და გაუჩერებლივ ბუძღუნებდა. მე კი ყოველთვის ჩუმად ვუსმენდი, ვუღიმოდი მერე კი მის დახმარებას ვცდილობდი... საუზმეს ყოველთვის გადარბენაზე მიირთმევდა, მერე შუბლზე მკოცნიდა და სახლიდან გადიოდა. ეჰ, როგორც კი სახლიდან გავიდოდა ერთი სული მქონდა სამი საათი, როდის შესრულდებოდა.(შუადღეს სადილისთვის მოდიოდა და ერთი საათი ჩემს განკარგულებაში იყო.) სახლში მარტო დარჩენილი ყავას ავადუღებდი, ტელეფონთნ დაჯდებოდი, ფეხს ფეხზე გადავიდებდი და დაქალს ვურეკავდი. 15 წუთის ლაპრაკის შემდეგ ხალათს გავიხდიდი, აბაზანას მივაშურებდი, თვს მოვიწესრიგებდი, მერე კი საშინაო საქმეებით დავკავდებოდი. ბოლოს საყიდლებზე გავდიოდი. პროდუქტს დიდი მონდომებით ვარჩევდი, ჩემი გივიკოსთვის ყველაფერი საუკეთესო მინდოდა. მინდოდა ჩმით ემაყა და ყოველთვის კმაყოპილი ყოფილიყო. სადილად ყოველთვის გემრიელ კერძს ვუმზადებდი და შექებას ველოდი. მიყვარდა გივი და მისთვის არაფერს ვიშურებდი. მასაც ვუყვარდი
...
Read More
|
როგორ ხარ? -მშვენივრად!(შევეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი) -რატომ მაკვირდები ასე? -ისე, უბრლოდ... რა ხანია არ მინახიხარ, გაიზარდე... -შენც. აღარ ხარ ბავშვი... გახსოვს რა გულუბყვილო იყავი... გიყვარდი, გახსოვს? -მახსოვს, როგორ არა... ბავშვური და წარმავალი სიყვარული... - ხო, აბა რა... რა ხდება ახალი შენკენ? -ისეთი არაფერი, თითქმის ძველებურადაა ყველაფერი, უბრალოდ... - უბრალოდ რა? -უბრალოდ მენატრებოდა... -ვინ? -არავინ, სითბო მხოლოდ... -რა მოხდა? მომიყევი. -წავიდა... და ვერც მიხვდა, რომ მჭირდებოდა, რომ შემცივდა... -ვინ იყო? -რა მნიშვნელობა აქვს... -კარგი, თუ არ გინდა, ნუ მეტყვი... მაგრამ უნდა დაივიწყო "ის"... შენ ხომ ძლიერი ხარ... -ადვილი სათქმელია... -შესრულებაც არ არის რთული, მოინდომე და ყველაფერი კარგად იქნება! - ხო, კარგი, კარგი... -აბა, წავედი, მეჩქარება... წარმატებები, ნახვამდის! - არ წახვიდე! - რატომ? -მცივა... -აჰა, ჩემი კურტკა მოიცვი... გქონდეს... კარგაად! რაც უფრო მშორდებოდა, მციოდა მით უფრო... ისევ წახვედი და ისევ ვერ მიხვდი, რომ შენი სითბო მჭირდებოდა, შენი ჩახუტება.......
|
« 1 2 3 4 5 6 7 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 61 სტუმარი: 61 მომხმარებელი: 0 |
|
|