♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥სხვა და სხვა♥


მინდა ავიღო კალამი და რამე დავწერო,
მაგრამ ხელი მიკანკალებს.სიტყვები არ მყოფნის
,რომ ჩემი ტკივილი გადმოვცე.
თეთრი ქაღალდის მაგიერ შენს სახეს ვხედავ და ტირილი მინდება...
"ტირილი კარგიაო!",მაგრამ მე არ ვიტირებ,
რადგან ვიცი,რომ შენ არ ტირი...მე ვიქნები ბედნიერი,
რადგან ვიცი,რომ შენ ბედნიერი ხარ...
მეყვარები,თუმცა ვიცი ,რომ არ გიყვარვარ..
.გავთხოვდები,რადგან ვიცი,რომ ცოლს მოიყვან...
რომ შეგხვდები,გაგიღიმებ,რადგან ვიცი,რომ ჩუმად ისევ გამიხსენებ...
კვლავ რომ იტყვი:"მიყვარხარ!" გავიცინებ...და მიხვდები,რომ...დაგივიწყე....




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1333 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იყო ზაფხული,ღამე,ვარსკვლავები,მუსიკა და ბევრი ხალხი... იქ იყო ის ერთიც,რომელიც იმ წუთიდან,იმ დღიდან გახდა ერთადერთი და დაუვიწყარი.იყო ღვინო,იყო სადღეგრძელოებიც,შემდეგ ამღვრეული თვალები და ღიმილი სახეზე,საოცარი ღიმილი.ის იჯდა და უყურებდა მას...მისი ფიქრები სადღაც შორს გაფრენილ მუსიკის ხმას გაჰყოლოდა.იყო ცეკვაც,პირველი ცეკვა...გაყინული ხელები და ლამაზი სიტყვები...სანატრელი წუთები და ბედნიერი სახეები... : (((
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1025 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ანგელოზებმა მიამბეს, რომ როდესაც მელანჩტონი გარდაიცვალა, იმ სამყაროში მას ისეთივე ილუზორული სახლი მიუჩინეს, ზუსტად ისეთი,როგორიც აქ, დედამიწაზე ჰქონდა (თითქმის ყველა ახლად გარდაცვლილს იგივე ემართება მარადისობაში გადასვლისას და სწორედ ამიტომ არ ჰგონიათ, რომ გარდაიცვალნენ).
ამ სახლში ყველა ნივთი ნამდვილის ასლი იყო: უბრალო საწერი მაგიდა უჯრებით, ბიბლიოთეკა. როგორც კი მელანჩტონმა ამ საცხოვრებელში გაიღვიძა, მაშინვე შეუდგა ლიტერატურულ საქმიანობას. ისე იქცეოდა, თითქოს სულაც არ იყო გვამი და რამდენიმე დღე წერდა რწმენის რაობის შესახებ. როგორც ჩვევად ჰქონდა, სიტყვა არ უთქვამს გულმოწყალებაზე. ანგელოზებმა ეს შეამჩნიეს და დასაკითხად ადამიანები მიაგზავნეს. მელანჩტონმა მათ უთხრა:” მე დავამტკიცე და ეჭვგარეშეა, რომ სულს შუძლია იოლად გავიდეს ფონს სათნოების გარეშე.ზეცაში მოსახვედრად კი მხოლოდ რწმენაც საკმარისია”.
მსგავს სიტყვებს ის ამაყად ამბობდა და არ იცოდა, რომ უკვე მკვდარი იყო და სასუფეველში არ იმყოფებოდა. როდესაც ანგელოზებმა მისი ნათქვამი შეიტყვეს, მიატოვეს.
რამდენიმე კვირაში ავეჯმა გაქრობა დაიწყო. ყველაფერი გაქრა მაგიდის, ქაღალდებისა და სამელნის გარდა. კედლები კირით დაიფარა, ჭერი კი ყვითელი ლაქით, ტანსაცმელი არ შეცვლილა.მელანჩტონი კი აგრძელებდა წერას, თუმცა ამჯერად უწინდელივით აღარ უარყოფდა სათნოებას ისე, როგორც უწინ. საცხოვრებლად მიწისქვეშ გადაიყვანეს,სადაც მისნაირი თეოლოგები იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღე საკანში გამომწყვდეულმა გაატარა და როგორც კი თავის თეორ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ სიყვარული ტკივილია ტკივილი რაა? იქნებ რაიმე ვერ უთქმელი გულში ჩაკლული.. თუ სიყვარული ცრემლი არის მაშ ცრემლი რაა? იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული ... თუ სიყვარული ჩემში ცოცხლობს ვინა ვარ თვითონ?ალბათ მიხვდებით სიყვარულზე შეყვარებული. . . თუ სიყვარული არ არსებობს სიცოცხლე რაა?არარაობა სიძულვილით დამშვენებული . . .
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1475 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



”გავყურებ ბუმბერაზ მთებს და ვხვდები სამუდამოდ დაგკარგე....მიდიხარ და

მტოვებ უკაცრიელ მტებში სადაც ყველაფერი შენს თავს მახსენებს.... უკან

მოუხედავად წახვედი, არც გიფიქრია იმაზე თუ რას განვიცდიდი... წახვედი და

ლამაზი, სათუთი ოცნებები ქურდივით მომპარე... ვფიქრობდი შენზე, სულ შენზე

, ყველაფერს შენ გიკავშირებდი, დღეები გადიოდა და ამ დღეებს შენზე ფიქრებში

ვატარებდი... მთელი ღამეები შენს ფიქრებში ვიყავი... ვერ ვიგებდი როგორ

თენდებოდა, როცა გათენდებოდა აივანზე ვიდექი და გელოდებოდი, მაგრამ

ამაოდ... შენ არსად ჩანდი... ვფიქრობდი და თვალწინ მედგა შენი ლამაზი,

წყლიანი თვალები, რომელიც ერთი შეხედვით მიუწვდომელს და ცივს ჰგავდა...

თუმცა მტლად ასეც არ იყო.. ეს ცივი,ყინულის ტვალები ბევრის მტქმელი

იყო.გაბნევდა კიდეც,ტიტკოს ხვდებოდი რას გეუბნებოდა,მაგრამ ამავე დროს მის

სიგრმეს,მის სატკმელს ბოლომდე ვერ წვდებოდი.უგრმეს ხრამს ჰგავდა,რომელსაც

დასასრული არ გააშნდა, ზღვას ჰგავდა, რომელშიც ვიძირებოდი და ბოლომდე ვერ

ვაგწევდი...
ისევ შენზე ვფიქრობ, ვოცნებობ, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა ქარს მიაქვს....

იმედი მაქვს ისევ შევხვდებით და ეს ოცნებები ნაწილობრივ მაინც ახდება.....”

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 997 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყველაფერი კარგად დაიწყო...

დაბადების დღე, ახალაგაზრდების თავშეყრა, ცეკვა და სიმღერა...

ოთახში მსუბუქათ იღვრება მუსიკის ხმა, როიალს ქალიშვილი მისჯდომია,ნატიფი თითები კლავიშებზე აუცეკვებია,ცისფერ,უძირო თვალებში მომაჯადოვებელი ეშხი დაუგუბებია და მოუხიბლავს კიდეც,აი იქ განმოარტოვებით მდგომი ჭაბუკი.

იბადებოდა ახალი გრძნობა, იწერებოდა ახალი ზღაპარი, მეორდებოდა ძველი ისტორია, ცხოვრების მიერ მრავალჯერ ნაწრთობი...

-ვიცეკოთ?

გოგონა წამოდგა, მხრებზე ჩამოეშალა ქერა კულულები, გაეღიმა, მორიდებულად გაუწოდა ყმაწვილს ხელი და დაიწყო მრავალჯერ ნათხრობი ახალი ზღაპარი...

სასიამოვნო მუსიკა.. ხმათა ჰამონიას მიუყვებიან წუთები, სილამაზისკენ მიილტვიან გულები ცისფერი თვალების უძირო ფსკერზე თრთიან შავი ზღვის ლურჯი ტალღები, ვაჟკაცის თვალთა სიღრმეში ელავს ეშხის აღმძვრელი ლურჯი თვალები...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1148 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ბნელა ჩემს ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მიფიქრია, აქ ჰაერიც ოცნებით სუნთქავს, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა...
ოცნებით შქმნილი ზღაპრული სამყარო ლამაზია და წამიერი. უსახურია იმაზე ფიქრი, რომ ოცნება ოცნებად არ დარჩება და ოდესმე რეალობად იქცევა. ვზივარ სარკმელთან, მთვარეზე თითქოს ვერცხლისფრად თოვს და წვეთები გუბეებში ხაზავენ რკალებს...
მაპატიე, მაპატიე, რომ არ დავბრუნდები...
მაპატიე, რომ ოდესღაც შენი, მომავალში სხვისი ვიქნები...
მაპატიე, რომ ბავშვობის მოგონებად გაქციე...
და ბნელ ოთახში ისევ სიცარიელე, მარტოობა, სულში ჩამქრალი ჩირაღდნები, უხმო ატირება, ტკივილი, პროტესტის გრძნობა და დარდმაც თითქოს ფიფქებად დაიწყო თოვა...
დაღლილი, წყლიანი თვალები და იდუმალად ამღერებული: "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი”...
...ოთახში წამები ქრებიან, თითქოს შორეულმა ფიქრებმა და მოლოდინით დაჩრდილულმა სევდამ კოშმარში მომიმწყვდია. მწამებლურ ფიქრთა ბურუსში შევყურებ დაორთქლილ ფანჯრებს...
საკმარისია მშფოთვარე სიჩუმე!!! მელანქოლიას ვნებდები...
ვგრძნობ დაგცალე გულიდან და რა...? არაფერი - სიცარიელე...
უკვე სხვას ველი, იმ ერთს, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა...
კმარა! უკვე ფიქრიც კმარა... მოვა, უსათუოდ მოვა.
საოცარი და მიდობი ღიმილით, სათუთი სითბოთი, სიმშვიდით, ვნებით, სიგიჟით, სიყვარულით!!!
მოვა სიყვარული! მოვა!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



. . .ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა, ბალიში ცრემლით იღვენთება. . . .მე არ მძინავს, შენზე მეფიქრება.
ძნელია ვინმეს გავუზიარო ჩემი შენდამი სიყვარული და სითბო. . . . მე სიტყვები არ მყოფნის,…ზოგი იჭვნეულად შემომხედავს ხომ არ აზვიადებსო, სიტყვებს ძალა ეკარგებათ, შენ აღუწერელი ხარ. . . . .
დიდი ხანია შენი დანახვის სიხარულს ჩემს სახეზე არ გამოუნათებია, ჩემი გრძნობა ვერ აღმიწერია, ეს დიდი გრძნობა იყო, ალბათ ასე ძალიან ამიტომ მიჭირს შენი დავიწყება.
ერთხელ გითხარი ყველაზე მეტად შენ მომენატრე მეთქი, იჭვნეულად შემომხედე და ჩამეხუტე. მაშინ ყველაზე მეტად სწორედ შენ მენატრებოდი.
უკანასკნელ გზაზე გაცილებდით და ასე მეგონა სამყაროს დასასრული დადგა თითქოს. მარტი რომ დადგა, ცრემლი მომადგა თვალზე და სევდა მომაწვა, გული თითქოს პირამდე ამევსო და სუნთქვა შემეკრა. გავიფიქრე მოვიდა გაზაფხული და შენ ამქვეყნად აღარ ხარ, ბაღში ვიყურები , ალუჩები და ატმები თეთრადაა გადაპენტილი. . . . . .
. . . . .და ახლა როცა სიცოცხლე ასეთი მშვენიერია შენ ცოცხალი აღარ ხარ, მე კი ცრემლები მახრჩობს. . . . . . . . .
დრო არავის ელოდება. . . . . .მიქრის სინათლის სისწრაფით, შენი დაკარგვით გაჩენილ უფსკრულს ვერავინ ამივსებს.
მე ისევ ყველაზე ძალიან მენატრები. . . . . . . . . . . . . . .




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1387 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღამეა . . .
სიჩუმე ფრთხილად დააბიჯებს ოთახში, ანარეკლები უჩვეულოდ ხაზავენ სივრცეს.ცრემლი ეცემა ბალიშს, არეული ფიქრები, ფიქრები მასზე, ენატრება მისი თვალები, მასძე ფიქრები ღამეს თეთრად ათენებინებს. გატანჯულ თვალებს ხუჭავს და ესახება მისი ხატება, ფიქრობს: "ნუთუ მას სძინავს, ტკბილი, უდარდელი ძილით? არა, არ მჯერა! ! ! "
ტელეფონის ზარმა დაიწკრიალა
საათს დახედა, ღამის სამი საათი იყო, ყურმილი აიღო:
_გისმენთ . . .
_მე ვარ . . .
_გოგა?! ამ შუა ღამისას რამ დაგარეკინა?
_შენი ხმა მომენატრა.
_ხომ არ შეიშალე?
_არა, უბრალოდ არ მეძინა და დაგირეკე
_შენი უძილობის გამო მე გამაღვიძე? ეგოისტო! მოდი ხვალ ვილაპარაკოთ.
_ხვალამდე რა გამაძლებინებს.
_დამაძინე რა. . .
_ასე არ გინდა ჩემი ხმის გაგონება?
_არა, უბრალოდ მეძინება.
_რაღაც მაქვს სათქმელი
_მაინც რა?!
_რა და რისი თქმაც დიდი ხანია მინდოდა.
_და ახლა ღამის 3 სთ-ზე გაგახსენდა?
_ვიცი!
_არა, არ იცი
_მე შენ
_ვიცი
_მიყვარხარ! ! !
_ვიცი
_ძალიან
_ვიცი
_რომ არ მეთქვა არ შემეძლო.
_ვიცი
_მერე სულ ერთად ვიქნებით
_ვიცი
_კარგად მოვიქეცი რომ გაგაღვიძე?
_არ მეძინა
_რატომ?
_შენზე ვფიქრობდი! ! !
_იცოდი რომ დაგირეკავდი?
_ვიცოდი
_რა ბ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1075 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

საჩუქრის მიღმა



ფუმფულა დათუჩა,მუსიკალური ზარდახშა შენი საყვარელი მელოდიით და კიდევ მსგავსი ''სისულელეები''-ამ სახის საჩუქრებს ის მამაკაცები ჩუქნიან,რომებიც ფიქრობენ , რომ ქალებს მხოლოდ სენტიმენტალური და რომანტიკული საჩუქრები ხიბლავთ.კრეატიულობისთვის ნული ქულა დაუწერეთ და ნახევრად ხუმრობით შეახსნეთ რომ მომავალ წელს უკვე დიდი გოგო იქნებით.


ზუსტად ის რაც გინდოდა.... ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1695 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 23 24 25 26 27 ... 88 89 »
ოთხშაბათი, 2024-12-25, 4:59 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024