♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 20 » შენთვის დაწერილ ყველა წერილს ხანდახან ვხევდი
10:23 AM
შენთვის დაწერილ ყველა წერილს ხანდახან ვხევდი


შენთვის დაწერილ ყველა წერილს ხანდახან ვხევდი,
ხანდახან ისე განწყობისთვის ისიც ჩაისთან,
ვიჯექი ჩუმად გიკითხავდი, თუმც არ გესმოდა,
რას გაიგებდი არ იყავი და ქარს კი მტვერი
ჩემი სიტყვების,როცა მიჰქონდა მერე თურმე
არსად აპნევდა.

პატიებაა ჩემი სიყვარული.
დღეს, მე გპატიობ ყველა არ მოსვლას, 
ყველა უპასუხოდ დარჩენილი ძახილს.
ყველა უაზროდ აღვლენილ ლოცვას 
ჩემიდან ღმერთთან ვერ მიტანილს
და უკან ვერ ჩამოტანილს ღვთიდან შენამდე.
შენ კი, იდექი, ისე ჩუმი და ისე უტყვი,
თითქოს მკიცხავდი, 
უშენობაც კი არ შემარგე.

პატიებაა ჩემი სიყვარული,
რომელსაც წვიმის არომატი და მოხუცივით უხეში თმა აქვს.
ჩემგან შენი მიტოვებაა, რომელიც მევე მოვიგონე
და შენგან ჩემი უარყოფა, არასოდეს რომ გაგიგია,
არც კი გიგრძვნია.
წვიმა კი იწვა სადღაც ჩვენს შორის.
იწვა ზაფხულის სევდად ქმნილი,
შემოდგომის ღვარცოფებად,
ზამთრის თოვლჭყაპად,
გაზაფხულის ვერ დადგომად –
იწვნენ წვიმები.

პატიებაა ჩემი სიყვარული.
დღეს მე გპატიობ ისევ მოსვლას აწ მერამდენედ,
თუმც ზუსტად ვიცი მაინც დროებითს
და ისიც ვიცი ისევ ისე წახვალ,
არავინ იტყვის
ოდესღაც შენი ვერ ნაპატიები სიყვარული რომ მრქმევია,
ვერც იფიქრებენ.

პატიებაათქო ჩემი სიყვარული...
შენ მოგეტევა ყველა წასვლა და დაბრუნდება,
შენ მოგეტევა ჩემი ფრენა და ყველა ვარდნა,
შენ მოგეტევა უჩემობის პერიოდები.
მარად უჩემო სახელი და პატიოსნება.

მე ჩემს თავს მინდა მივუტევო:
უშენოდ რომ ვარ.
ხო, ჩემს თავს უნდა მივუტევო,
შენად რომ მთვლიან
და ჩემს თავს უნდა მივუტევო
შენი მოსვლებიც,
არ მოსვლებიც,
მყარი ნერვებიც,
ნებისყოფაც და
მოლოდინიც.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1425 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 2:12 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024