განა მე წვიმა გვერდს ამივლიდა ?
ჩემი ქოლგის ქვეშ ვიდექ წვალებით.
სადაც მე ვდგავარ, ამ ადგილიდან,
ამ ადგილიდან ჩანს მწვერვალები.
ბრიყვს სხვა რა უნდა, ოღონდ აქე და
ჭეშმარიტებას არ გთხოვს სრულებით:
სადაც მე ვდგავარ მხოლოდ აქედან,
მხოლოდ აქედან ჩანს უფსკრულები.
ქარმა ღრუბლები ცაში გაჰკიდა,