♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 23 » მოზარდები ხშირად მტკივნეულად განიცდიან.....
1:22 PM
მოზარდები ხშირად მტკივნეულად განიცდიან.....



მოზარდები ხშირად მტკივნეულად განიცდიან საკუთარ "არაიდეალურ" გარეგნობას, უნდათ, ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც ტოპმოდელები ან თუნდაც მათი კლასის ან სკოლის პოპულარული გოგონები.

ზოგი ამის გამო მუდმივად გაღიზიანებულია, მთელ სამყაროზეა განაწყენებული და ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაშიც პრობლემები ექმნება. სიტუაციის გამოსწორებასა და დაძლევაში ფსიქოლოგთა რჩევები დაგეხმარებათ.

მართეთ საკუთარი ფიქრები

რატომ ვადარებთ თავს სხვა ადამიანებს და ყველაზე ხშირად - არა ჩვენ სასარგებლოდი თუ დამთრგუნველ ფიქრებს დროულად არ აღკვეთთ და ნათელ აზროვნებაზე არ გადაერთვებით, ნაღველი ვირუსის მსგავსად ღრმად შეაღწევს და თქვენს ცხოვრებას ნელ-ნელა დაანგრევს.

როგორც ამერიკელი ფსიქოლოგები ირწმუნებიან, მამაკაცებს, ქალებისგან განსხვავებით, სხვებთან თავის შედარება არ ახასიათებთ და, თუ შეადარებენ, როგორც წესი, თავიანთ სასარგებლოდ. ქალები კი ამ სენით ათიდან ცხრა შემთხვევაში იტანჯებიან.

თუ ჩვენი ბებიები სახლსა და ოჯახზე იყვნენ კონცენტრირებული და სხვებისთვის რაიმეს დამტკიცებას არ ცდილობდნენ, თანამედროვე ქალი გარშემო მყოფთა თვალში ყველაფერში სრულყოფილი უნდა იყოს.

დეპრესია ასაკის გამო

თუ 18 წლისა ფიქრობთ, რომ ცხოვრების გზა ია-ვარდითაა მოფენილი, 20 წლის ასაკში ბევრს ნაღველი იპყრობს და განვლილი წლების შეჯამების სურვილი უჩნდება. აი, 20 წლის გახდით. არც ბოიფრენდი გყავთ, არც საზღვარგარეთ ყოფილხართ, თქვენს მეგობარ-თანატოლებთან შედარებით კარგი სამუშაოს შოვნის პერსპექტივა ნაკლებია.

არც მანქანა შეგიძენიათ. თუ ასე იმსჯელებთ, 25-30 წლის ასაკისათვის ფარულ დეპრესიაში გარდამავალ კოშმარსა და საშინელებას უნდა ელოდოთ.

თუ სხვებთან თავის უსასრულო შედარება ცხოვრებას გიწამლავთ, ამჩნევთ, რომ განწყობა გაგიუარესდათ, ყოველ დილით ნაღველითა და წუხილით იწყება, გამოსასვლელ დღეებში არსად წასვლა არ გსურთ, საკუთარ არასრულყოფილებაზე ფიქრი კი ტვინს გიბურღავთ, დროა, ზომები მიიღოთ, თორემ დაკომპლექსებული და გაუწონასწორებელი გახდებით.


კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1572 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 8:41 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024