♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ისტორია♥


შემოდგომის ღრუბლიანი დღე იდგა. შეუჩერებლივ ცრიდა. ჯანღი შემოსდგომოდა ავლაბარს და ამ ბურუსში, სადღაც, გორაკზე ამავალ შარაზე, მცირე, უცრემლო პროცესია ფარულად მიასვენებდა პოეტის ცხედარს.
ვიწრო, ტალახისაგან აზელილი ქუჩები უნდა გაევლოთ და მერე იქით, პეტრე-პავლეს უპოვართა სასაფლაოსკენ განეგრძოთ გზა.
მოიწევდნენ მოწყვეტილი სიარულით. სულ რამდენიმე კაცი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე. სადღა იყო ბალდახინი. თხელი, ღრუებიანი ფიცრებისაგან შეეკრათ სადა კუბო. სულის მოსათქმელად დროდადრო აღმართზე შეჩერდებოდნენ, სველ მიწაზე დაუშვებდნენ ცხედარს.
უკანასკნელ წამსაც მასთან ახლობელი არავინ ყოფილა. ზოზია ტიფით იყო ავად, არც კი უთქვამთ მისი გარდაცვალება. მაშომაც გასვენების დღეს შეიტყო ძმის უბედურება. საავადმყოფოში ვიღაცამ შემთხვევით იცნო მისი გვამი. არც ნეკროლოგი, არც უბრალო ცნობა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ჰეეი! ჰეი! მომხედე! მე ვარ! რა იყო, ვერ მიცანი? აბა, რომ მპირდებოდი, ყოველთვის გიცნობო?! მომატყუე? როგორც მახსოვს, იმასაც მპირდებოდი, არასდროს მოგატყუებო... კარგი, არა უშავს, გაპატიე. პრინციპში, მე ვინ ვარ, რომ გაპატიო, მაგრამ მაინც გაპატიე.
მიტოვებული ბინასავით დავცარიელდი. წარსულის სუნი ამდის მთლიანად. ეტყობა, დღეს ვერ მოვიცილებ. წვიმამ დამაწვიმა სიძველე. სინესტემ გამახსენა ცხრიანი, ვიტამინები, თოვლი და ქარი. არადა, მჭირდები, როგორ!.... სულ ტყუილად მიმაჩვიე სითბოს. ხედავ, დამაკლდა ახლა და ცუდად ვარ უკვე. ყურადღების საკმარის დოზას ვითხოვ. შენ წარმოიდგინე, არ იმეტებენ.
დახუფული ვარ და მიჭირს წესიერად სუნთქვა. ხომ ვერ მეტყოდით, წელიწადის რა დროა ახლა? რა ზარმაცი ხალხია!... მოდი, თვითონ გამოვიცნობ: ახლახანს ვნახე, რამდენიმე თავდახრილი, შუა ხნის ადამიანი მშვიდი ნაბიჯით მოდიოდა ჩვენი დედამიწისკენ. ყვითელი ლაბადები ეცვათ. გამახსენდა! ყვითელი სიყვარულის დროა ახლა! შენ იცოდი, სიყვარულს რომ ოთხი ფერი აქვ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1134 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის იყო ყოველთვის მარტო ამ ქვეყანაზე. ის და არავინ სხვა. თუმცა იყვნენ
მეგობრები, ნაცნობები, იყო ბევრი სიხარული, ბევრი ბედნიერი წუთი, ბევრი
ტკივილიც და ბევრი უძილო ღამეც, ბევრჯერ უნატრია მასთან ყოფნა, მაგრამ ეს იყო
მხოლოდ ოცნება, ის ხომ მას არ ეკუთვნოდა და ალბათ არც არასდროს გახდებოდა
მისი.
და სიევ ბედნიერი წუთები.
ვისაც არ ელოდა ის მივიდა, მივიდა და უთხრა დიდიხნის ნანატრი და ოცნბეად
ქცეული სიტყვები
\"მე თქვენ მიყვარხართ\"
ოცნება თითქოს ახდა.
ბედნიერება მოვიდა, რომელსაც თან ახლდა შიში, შიში სიყვარულის დაკარგვის,
რომელიც უსაფუძვლო არ ყოფილა.
ხმაური ღამით.
ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში გზააბნეული და დაკარგული შვლის ნუკრივით
დადიოდა იგი.
ისევ იწყებოდა უფერული და ძაძით მოსილი დღეები. ამას კი ნამდვილათ ვეღარ
გაუძლებდა.
უღალატა იმან ვინც მთელ სიცოცხლეს ერჩია, ვინც სალოცავ ხატად ყავდა
გადაქცეული.
ყოველთვის მისთვის ლოცულობდა: \"უფალო მიეცი ძალა სიყვარულისა, ძალა
ტკივილის ატანისა, ძალა იმისა რომ უყვარდეს ყველაფერი რაც ლამაზია, ნურასოდეს
იტყვის \"მომბეზრდა\", შეუნდე ღმერთო ყოველი. ამყოფე ბედნიერი თუნდაც
სხვასთან.\"...
არასოდეს არაფერი უთხოვია თავისთვის, მხოლოდ ოცნებაში თუ გაბედავდა
მისთვის თვალებში ჩახედვას, ხელით შეხებას და ისიც ერთი წამით, მხოლოდს ერთს
თხოვდა ყოველთვის შემოქმედს: ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1056 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


- დაგლოცავთ შვილებო... მართალი გითხრა ჩემი შვილის წასაყვანად მოვედი მაგრამ მან გადაწყვიტა რომ შენს გვერდით იყოს...
გაგის თვალები შუბლზე აუვიდა, ეგონა რომ მოესმა, ალბათ ყურს რისი გაგონებაც უნდა იმას გებულობსო, მაგრამ რეალობას მარიცამ დააბრუნა...
- მე შენთან ყოფნა ავირჩიე...
- მარიცა... მიყვარხარ!
- მათ გონიათ რომ...
- ნებით რჩები? ჩვენს შორის ხომ არაფერი მომხდარა... თუ გონიათ, მე...
- არა! მე მინდა ასე!
- მე ვეტყვი, რომ არაფერი ყოფილა, მე შენი ბედნიერება მინდა... შენს ცრემლიან თვალებს ვეღარ ავიტან, მირჩევნია გაგიშვა და მე ვიტანჯო, ოღონდ უნდა ვიცოდე რომ იღიმები, როგორც ამ დილით პირველად გამიღიმე...
- მე შენთან ვრჩები... გადაწყვეტილია...
მარიცა ოთახიდან გავიდა რათა ბებიას მიხმარებოდა სუფრის გაშლაში...



***


მარიცას მშობლები იმ ღამით არ დარჩნენ, ქალაქისკენ გაეშურნენ... მარიცა და ბებია ალაგებდნენ სახლს, ბაბუა გარეთ საქმიანობდა, გაგი კი ბუხართან იჯდა და მარიცას ადევნებდა თვალს... თავი ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა... მარიცა გრძნობდა მზერას და ეღიმებოდა, ბოლოს ყველაფერი რომ მიალაგეს მიუახლოვდა გაგის და იქვე ჩამოჯდა... ერთხანს სდუმდა ორივე, უყურებდნენ აგიზგიზებულ ცეცხლს...
- მარიცა მიდი ჩაიცვი, გავიდეთ ცოტახანი გარეთ... – დაარღვია სიჩუმე გაგიმ...
მარიცა ადგა, გავიდა ოთახიდან და იქიდან დაუძახა რომ მზად იყო... გაგი გავიდა, მას ხელში გაგის ქურთუკი ეჭირა, ჩააცვა... გავიდნენ ეზოდან, ორივე სდუმდა ისევ, ისევ თეთ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1267 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მესამე კურსის პირველი სემესტრი იყო, პედაგოგიური ჯგუფის გოგოები ჩვეულებისამებრ ბიბლიოთეკიდან დაღლილები სასადილოში იყვნენ... შიმშილი გაიქარწყლეს, გონს მოეგნენ, ცოტაც წაიჭორავეს და საღამოხანს ყველა სახლისკენ წასვლას აპირებდა... დეკემბრის, მშვიდი საღამო იყო, მარიცა გიგაური თავს შეუძლოდ გრძნობდა, მან უარი თქვა ფეხით გოგოებთან ერთად გასეირნებაზე, ტაქსი გააჩერა და მძღოლს სახლის მისამართი უთხრა... მანქანა დაიძრა, თუმცა მალე გაჩერდა და უკან ორივე კარი გაიღო, მარიცას ბიჭები მიუსხდნენ. გოგო გაოგნებისგან ხმას ვერ იღებდა, შეშინებული თვალებით შეხედა მძღოლს, შემდეგ ბიჭებს... გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა წინა კარი გაიღო და ნაცნობი პიროვნება დაინახა...
- სად მივდივართ?
ჩვეული სიმშვიდით იკითხა მარიცამ და თავი დახარა...
- ხევსურეთში...
თქვა წინ მჯდომმა ყმაწვილმა... მარიცას მისთვის არ შეუხედავს, მაგრამ ახლა დაიჯერა დაქალების ნათქვამი, რომ სწორედ ამ ბიჭს უყვარდა მარიცა სიგიჟემდე...
მანქანა დათოვლილ გზას ნელა მიაპობდა... ბიჭებს გოგოს დუმილი აკვირვებდათ, მაგრამ ეს ხომ მათ სასიკეთოდ იყო...
გაგი ჯიბუტი იყო პიროვნება რომელმაც მარიცა მოიტაცა, მას ორ წელიწადზე მეტი უყვარდა, მისთვის გამხელას კი ვერ ბედავდა... ახლა კი შიშობდა რომ – ვაი თუ დღეს ვერ ავიდეთ თოვლის გამო და ქალი წამართვანო... მაგრამ დამშვიდდა როცა ბებია-ბაბუას სახლს მიუახლოვდა. პირველი თვითონ გადმოვიდა მანქანიდ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1345 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდგომის საღამო იდგა, ცას თითქოს გული მოსვლოდა და ცრემლებად იღვრებოდა, ტიროდა ხმა მაღლა, გულ ამომჯდარი... ნიკა მარჯანიშვილის ხიდს მიუახლოვდა ქურთუკის საყელო აეწია და მობუზული აგრძელებდა გზას. წვიმა უსიამოვნოდ ცრიდა და ძვალ რბილში ატანდა დაიქუხა! ნიკა შეკრთა ზეცას გაბრაზებულმა ახედა და შესთხოვა:
_კარგი რა? გეყოფა...!
მერე კი თავი ჩაქინდრა და გზა განაგრძო. მისი ყურადღება ერთმა უცნაურმა გარემოებამ მიიპყრო... ვიღაც გოგონა ხიდის მოაჯირთან იდგა და მტკვარს ჩასცქეროდა. აწეწილი და წვიმისაგან გალუმპული თმა სახეზე მიჰკრობოდა, თითქოს არც წვიმა და არც ქარი მისთვის არ არსებობდა.
_აი გიჟი...!
გაიფიქრა და გვერდით ჩაუარა, გოგონა ვერც კანტი კუნტად მიმავალ მგზავრებს ამჩნევდა და ვერც მათ გაოცებულ მზერებს. ნიკამ ათიოდე ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა, გულმა ვეღარ მოუთმინა უკან შემობრუნდა და გოგონასაკენ გაემართა ფრთხილად შეეხო მხარზე. გოგონა შეკრთა გაოცებულმა შეანათა ნამტირალევი თვალები, შეეცადა გაეღიმა. მაგრამ არ გამოუვიდა სახე დაეჯღანა ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები წასკდა... ნიკა დაიბნა
_ცუდათ ხართ?
_არა! არაფერია თავი გამანებეთ...
_დაგეხმარებით...
_რაში დამეხმარებით!?
_არ ვიცი რამეში დაგეხმარებით...
_არ მინდა! თავი გამანებეთ...
გოგონას ხმაში აგრესია იგრძნობოდა.
_თავის მოკვლას აპირებ?
_შენი საქმე არ არის!
_როგორ არ არის სწორედ ჩემი სა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაისმა ტელეფონის ხმა.
_ ალო. . .
_გისმენთ. . .
_ისევ შენ ხარრ?რა გითხარი აღარასდროს დამირეკო მეთქი, თუ ვერ გაიგე?
_მისმინე. . .
_არ ვაპირებ შენს მოსმენას . . . აღარ დამირეკო.

და გოგომ ტელეფონი დაახეთქა და ტირილი დაიწყო.
გულში ფიქრობდა თუ როგორ უყვარდა ის ვინც ასე ეჯავრებოდა.
Aარ იცოდა რა ექნა იჯდა და ტიროდა და თან ერთI სული ქონდა როდის დარეკავდა ბექა.

გაისმა ტელეფონის ხმა.
მარიმ აიღო ყურმილი და უნდოდა უკვე მონატრებული ხმის მოსმენა.

_მარი. . .
_ხო დედა რა გინდა . . .
_მარი ხომ კარგად ხარ? მე და მამაშენი ზეგ ჩამოვალთ აბა შენ იცი. მაგრა მოგვენატრეთ უკვე.
_მეც ძალიან მომენატრეთ კაი წავედი მეძინა.
_კაი შვილო მიდი დაიძინე დაისვენე.


დაკიდა მარიმ ყურმილი.

და ტელეფონთან ჩამოეძინა.

. . . .

გაიღვიძა და უკვე ღამის 4 საათი იყო. არ ეძინებოდა და აივანზე გავიდა და რა დაინახა? კორპუსის დაბლა ცეცხლი ენთო ენთო და გიზგიზებდა და ამ ცეცხლით გული იყო დახატული.

Uუცებ შემოვიდა სახლში და ისევ ტელეფონის ხმა გაისმა.

_გისმენთ. . .
_დაგინახე რომ გადმოიხედე. . .
_ მერე რა. . .
_ეხლა მე ამოვალ მანდ და თუ არ მელაპარაკები ალბათ გავაფრენ. . .
_ რაც გინდა ის ქენი. . .

თითქოს გახარებული მაგრამ თან ძალიან მოწყენილი მარი იჯდა და უცებ კარებზე ზარის ხმა გაიგო.

გააღო და დაინახა ბექა.. .. ..

_რა გინდა? Mმე შენ ყველაფერი გითხარი მეტის თქმას არ ვაპირებ.
_მე მაქ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1262 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გოგო, რომელიც, ყოველ დილით, კოკა-კოლის ბოთლით ხელში, კეპით, წითელი ჟაკეტით, მუქი ჯინსებით და თეთრი ბატინკებით, ფოსტალიონის ჩანთით მხარზე, The Beatles-ის მუსიკით ყურებში, შენ ფანჯრებთან, დაღმართზე ჩარბის...
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, სითბოთი გულში, ღიმილით თვალებში, Hello goodbye-ს ფონზე, კოკა-კოლის ცარიელ ბოთლს სანაგვეში აგდებს და "პარნასში" წიგნების გამოსატანად შედის...
გოგო, რომელიც უღიმის ადამიანებს შენი ფანჯრიდან, შენ ფანჯრამდე და მოწყენილია, როდესაც წვიმს შენ აივანზე ...
გოგო, რომელსაც უყვარს შენი სახლის უკნიდან ამომავალი მზე და ბედნიერია, როდესაც ხედავს მას, რადგან შეუძლია ხმამაღლა იყვიროს: Here comes the sun...
გოგო, რომელსაც შენი ქუჩის შემდეგ, ერევა ყველა სხვა ქუჩა (რადგან ორიენტაციის უნარი არ აქვს)...
გოგო, რომელსაც ამჩნევენ სხვები და უღიმიან, მაშინ, როდესაც მას ყურში ესმის: All we need is love...
გოგო, რომელიც ესალმება უცხო ადამიანებს, დაუკითხავად ედევნება უცნობებს და მათ მოძრაობას იმეორებს ქუჩის ბოლომდე...
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, ცრემლით თვალზე, ხურდას აწვდის მოხუც ქალს, სახელად Eleanor Rigby, რომელიც შენი აივნის პირდაპირ, ბაღის შესასვლელთან დგას...გოგო, რომელიც, ყოველ დილით, იხრება შენს აივანთან და გახსნილ თასმას იკრავს...
გოგო, რომელიც იცინის საკუთარ თავზე, როცა ამჩნევს, რომ ისე ჩაუქროლა შენ ფანჯრებს, რომ ხელი არ დაგიქნია, შორი ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მამაკაცებს ხშირად უამბნიათ, რა ოინი, სიურპრიზი ან საგმირო საქმე ჩაუდენიათ შეყვარებულის გამო. ქალები კი ამ თემაზე რატომღაც დუმილს ამჯობინებდნენ. პირველმა ჩემმა ერთმა კოლეგამ გაბედა და მიამბო, რა "გმირობაც" ჩაიდინა საყვარელი მამაკაცისთვის.

5 წლის წინ, ზაფხულში ნინო გრიგოლეთში ისვენებდა, გოგაც იქ გაიცნო. თავიდან მათ ურთიერთობას საკურორტო რომანის ელფერი დაჰკრავდა, მაგრამ მალე ერთიც და მეორეც მიხვდა, რომ საქმე გაცილებით სერიოზულად იყო.
- მე აუცილებლად ჩამოვალ თბილისში და შენს მშობლებს გავიცნობ, რომ შენი ხელი ვთხოვო! - უთხრა ნინოს ვაჟმა გამომგზავრების წინ და სტუმრობის დღეც დაუთქვა.
გოგა ფოთში ცხოვრობდა. ქალაქში ე.წ. "ავტორიტეტად" ითვლებოდა. მართალია, არასოდეს გარეულა "შავ საქმეში", მაგრამ ნებისმიერი სადავო და საკამათო მას უნდა გაერჩია, დაედგინა, ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი. იგი სიმართლის მხარეს იდგა და ამიტომაც ენდობოდა ყველა.
შეხვედრის დღე ახლოვდებოდა და ნინოს სული ელეოდა, ფორიაქობდა, დღეებს კი არა, ლამის საათებს ითვლიდა. მშობლებსაც უთხრა, ასე და ასეა ჩემი საქმე და მალე სასიძო თავს დაგიკრავთო... და აი, დადგა ნანატრი დღე. გოგამ დილის 9 საათზე დაურეკა ფოთიდან - მოვდივარ და 3 საათზე შენთან ვიქნებიო. ნინოს ლამის გული ამოვარდნოდა საგულედან... მაგრამ გახდა 3 საათი და თავისი სიტყვის პატრონი და უღალატო გოგა არ გამოჩნდა. შესრულდა 4, 5, 6 საათიც... ნინო ყო ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1202 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლექციების დასრულებამდე დროს ქუჩებში სიარულით კლავდა, მერე კი ისევ ჭადრის ხესთან დგებოდა და შვილის გამოჩენას ელოდა...
"იქნებ ვინმემ მისაყვედუროს, არ უნდა გეპატიებინა დედისთვისო"
ყველაფერი ერთი უცნაური შეხვედრით დაიწყო. მაშინ ნატა იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელი იყო.
აპრილი ძალას იკრებდა, ახლოვდებოდა "სტუდენტური გაზაფხული-87", ნატაც მონაწილეობდა ამ კონკურსში და ლექციების შემდეგ რეპეტიციებზე რჩებოდა. კარგად მღეროდა და ცეკვავდა. მეგობრებთან ერთად ხალისობდა და სჯეროდა, მისი ფაკულტეტი გაიმარჯვებდა... ერთხელ, ლექციების შემდეგ სტუდენტები გარეთ გამოიშალნენ. ნატამ ჭადრის ხესთან ატუზული ქალი შეამჩნია. რატომღაც გვიან გაახსენდა, რომ სევდიანად მოღიმარი უცნობი ქალი გუშინაც იქ იდგა და დაჟინებით მისჩერებოდა. რატომღაც უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. მიმავალმა რამდენჯერმე მოხედა ქალს, რომელიც ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდა და თვალს არ აშორებდა. მეხუთე დღეს, ნატას დანახვისთანავე ჭადართან მდგომი ქალი ადგილს მოსწყდა, გაოგნებულ გოგოს მივარდა, გულში ჩაიკრა და კოცნა დაუწყო, თან ჩურჩულებდა, - ახლა აღარსად გაგიშვებ, შენ ჩემი შვილი ხარო... ნატას თვალთ დაუბნელდა და მეგობარს, თეას ხელი რომ არ შეეშველებინა, ძირს დაენარცხებოდა... გონს რომ მოვიდა, ქალს ცივად გააშვებინა ხელი - ჩემგან რა გინდათო? ქალმა ღრმად ამოისუნთქა და უთხრა: - მე შენი დედა ვარ, მაგდა მქვიაო.
წლების წინ მაგდა ერთ-ერთი ცნ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1133 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 23 24 25 26 27 ... 39 40 »
შაბათი, 2024-11-23, 8:22 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024