ნატაშა კლაუსი
დაიბადა კოლუმბის დედაქალაქ ბოგოტაში 1975 წლის 25 ივნისს, ნატაშას დედა წარმოშობით ურუგვაელია, მამა – ლიტველი. ეგზოტიკური წარმომავლობა მას ყოველთვის ეხმარებოდა, საკუთარი თავი სათანადოდ წარმოეჩინა. 4 წლის ასაკში საბალეტო სკოლაში შევიდა და კარგა ხანს ცეკვის გარდა არაფერზე უფიქრია. თინეიჯერობის წლებში კი ცეკვაზე მეტად სცენაზე თამაშმა მოხიბლა. არ აკმაყოფილებდა სცენაზე საცეკვაო მოძრაობები, მას ხმოვანი როლებიც სჭირდებოდა.
16 წლის იყო, როდესაც ჩემოდნები ჩაალაგა და ბოგოტაში წავიდა სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად. პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. გოგონას დამოუკიდებლად ცხოვრება გაუჭირდა, ამიტომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და დიქტორობის შესწავლა დაიწყო. ორი წლის შემდეგ ისევ ჩავიდა ბოგოტაში და ამჯერად შეძლო სამსახიობო ოსტატობის შესწავლა.
კინოსაკენ გზის გაკვალვაში მას უმცროსი ძმა, პროფესიონალი ფოტომოდელი პიტერ კლაუსი დაეხმარა. ტელესერიალებში ნატაშას ძალიან გაუმართლა. მისი მონაწილეობით ტელენოველები ყოველთვის რეიტინგულია და ბევრ ქვეყანაში წარმატებით უჩვენებენ. არ ეშინია, ითამაშოს ბოროტი ქალი და ღარიბი კეთილი გოგონაც.
ნატაშას სიყვარული გადასაღებ მოედანზე ეწვია. მისი მეორე
...
Read More